სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში გიდების მხარდაჭერა გრძელდება
აჭარაში გიდების მხარდაჭერა გრძელდება

აჭა­რა­ში, 100 გიდს კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ხმის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი აპა­რა­ტუ­რა გა­და­ე­ცა. გი­დე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბა აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გო­ნი­ოს ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თა, სა­დაც უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა სტუმ­რებს გი­დე­ბის მხარ­და­ჭე­რის მიმ­დი­ნა­რე და და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტე­ბი გა­აც­ნო.

ხმის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი აპა­რა­ტუ­რა, უკონ­ტაქ­ტო თერ­მო­მეტ­რი, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სი­თხე, პირ­ბა­დე­ე­ბი და ფარი, რო­მე­ლიც გი­დებს გა­და­ე­ცათ კო­ვი­დის პი­რო­ბებ­ში ტუ­რე­ბის უსაფრ­თოდ ჩა­ტა­რე­ბას, ტუ­რის ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და ღია სივ­რცე­ში დის­ტან­ცი­ის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. გი­დე­ბის მხარ­და­ჭე­რის პრო­ექ­ტის ამ ნა­წილს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი აჭა­რის ტუ­რიზ­მის გი­დე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი­სა (EU) და გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის (UNDP) მხარ­და­ჭე­რით ENPARD-ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ან­ხორ­ცი­ე­ლებს.

"პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ჩვენ მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით გი­დებ­თან, რომ­ლე­ბიც მათ წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობ­დნენ. შეხ­ვედ­რებ­ზე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ გი­დებს ტუ­რე­ბის უსაფრ­თხოდ ჩა­სა­ტა­რებ­ლად ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ტრე­ნინ­გე­ბი. ისი­ნი ასე­ვე, სა­უბ­რობ­დნენ ფი­ნან­სურ და­ნა­კარ­გსა და დრო­ე­ბი­თი და­საქ­მე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ყვე­ლა ეს სა­კი­თხი და­ა­მუ­შა­ვა, მი­მარ­თა დო­ნორ ორ­გა­ნი­ზებს და აა­მოქ­მე­და გი­დე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ეტა­პოპ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი. პროგ­რა­მის პირ­ველ ეტაპ­ზე გი­დებს უკვე ჩა­უ­ტარ­დათ ტრე­ნინ­გი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ზო­გად რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე.

ახლა კი მათ ტუ­რე­ბის უსაფრ­თხოდ ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გა­და­ე­ცათ. შემ­დგომ ეტაპ­ზე უკვე ვგეგ­მავთ მათ ჩარ­თვას დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ინ­ფო­ტუ­რებ­ში, ასე­ვე ქო­ბუ­ლე­თი­სა და ბა­თუ­მის თე­მა­ტუ­რი ტუ­რე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შექ­მნის პრო­ცეს­ში. დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ვმუ­შა­ობთ მათი დრო­ე­ბი­თი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა­ზეც, რათა შე­ვამ­ცი­როთ ის და­ნა­კარ­გე­ბი, რაც მათ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მი­ად­გათ,“ გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

აჭარაში გიდების მხარდაჭერა გრძელდება

აჭარაში გიდების მხარდაჭერა გრძელდება

აჭარაში, 100 გიდს კორონავირუსისგან ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები და ხმის გამაძლიერებელი აპარატურა გადაეცა. გიდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გონიოს ციხის ტერიტორიაზე გამართა, სადაც უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებს გიდების მხარდაჭერის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, უკონტაქტო თერმომეტრი, სადეზინფექციო სითხე, პირბადეები და ფარი, რომელიც გიდებს გადაეცათ კოვიდის პირობებში ტურების უსაფრთოდ ჩატარებას, ტურის ხარჯების შემცირებასა და ღია სივრცეში დისტანციის დაცვის საშუალებას უზრუნველყოფს. გიდების მხარდაჭერის პროექტის ამ ნაწილს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.

"პანდემიის პირობებში ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებოდით გიდებთან, რომლებიც მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე აქტიურად საუბრობდნენ. შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ გიდებს ტურების უსაფრთხოდ ჩასატარებლად ესაჭიროებოდათ აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობა და ტრენინგები. ისინი ასევე, საუბრობდნენ ფინანსურ დანაკარგსა და დროებითი დასაქმების აუცილებლობაზე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ყველა ეს საკითხი დაამუშავა, მიმართა დონორ ორგანიზებს და აამოქმედა გიდების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტაპოპრივად განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. პროგრამის პირველ ეტაპზე გიდებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგი კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე.

ახლა კი მათ ტურების უსაფრთხოდ ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა გადაეცათ. შემდგომ ეტაპზე უკვე ვგეგმავთ მათ ჩართვას დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინფოტურებში, ასევე ქობულეთისა და ბათუმის თემატური ტურების სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში. დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ვმუშაობთ მათი დროებითი დასაქმების პროგრამაზეც, რათა შევამციროთ ის დანაკარგები, რაც მათ პანდემიის პირობებში მიადგათ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

22 აგვისტოდან "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში კვირეული - "მოემზადე სკოლისთვის" იწყება

დღეს "რუსთავი2“ - ზე  "ლოტო 6/42“-ის ბოლო გათამაშება გაიმართება

როგორია საწვავის ფასები შეზღუდვების მოხსნიდან 2 თვის შემდეგ?