საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1394 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 1132-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.