მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში ადვოკატმა ცოლს ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო უჩივლა - "სულ სერიალებს უყურებს... ტანსაცმელს სპირტით რომ ვამუშავებ, დამცინის"
ბათუმში ადვოკატმა ცოლს ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო უჩივლა - "სულ სერიალებს უყურებს... ტანსაცმელს სპირტით რომ ვამუშავებ, დამცინის"

ბა­თუმ­ში მცხოვ­რებ მოქ­მედ ად­ვო­კატ­სა და მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს შო­რის კონ­ფლიქ­ტე­ბი არა­ერ­თხელ გახ­და ძა­ლო­ვან­თა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი და არა­ერ­თხელ დას­ჭირ­დათ ძა­ლოვ­ნებს მათ­თვის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­წე­რა. მა­მა­კა­ცი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ 25 წე­ლია ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ეკო­ნო­მი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია და სა­ხელ­მწი­ფო მის უფ­ლე­ბებს არ იცავს.

რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლიც არ უნდა იყოს, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი მა­ინც ერთ ჭერ­ქვეშ აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას. მა­მა­კა­ცი აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბია და­ცუ­ლი და ქა­ლის და­ნა­შა­უ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ჯოხი მა­ინც მა­მა­კაც­ზე ტყდე­ბა. რო­გორც ჩანს, ამ წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფრო გარ­თულ­და. თურ­მე სას­წრა­ფო და პო­ლი­ცია არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ძა­ხეს.

მი­ზე­ზი ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი იყო, ხან ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბის გამო ჩხუ­ბობ­დნენ და ხან პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი წე­სე­ბის არ დაც­ვის გამო. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, მა­მა­კაც­მა 112 გა­მო­ი­ძა­ხა და მო­ძა­ლა­დე ცო­ლის­გან დაც­ვა ითხო­ვა. თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ ორი­ვეს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­წე­რა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, მათ აეკ­რძა­ლათ ერ­თმა­ნე­თის­თვის ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სხვა სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა.

მა­მა­კაც­მა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­წე­რა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა და მისი გა­უქ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა. საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლემ მა­მა­კა­ცი გა­ა­მარ­თლა და მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­წე­რი­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­ა­უქ­მა. რო­გორც ჩანს, თა­ვად ქალს არ გა­უ­სა­ჩივ­რე­ბია პო­ლი­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დღეს მას ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა ეკ­რძა­ლე­ბა.

სა­სა­მარ­თლო­ში თა­ვის კო­ლე­გა მა­მა­კაცს, ად­ვო­კა­ტი ლელი ბჟა­ლა­ვა იცავ­და. იგი საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს:

- ბა­ტონ ა-ს ვი­ცავ­დი სა­სა­მარ­თლო­ში, ეს ფაქ­ტი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის დროს მოხ­და. ბა­ტო­ნი მე­უღ­ლეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ წლე­ბია ერ­თჭერ­ქვეშ ცხოვ­რო­ბენ. მა­მა­კაც­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა, რად­გან მო­ძა­ლა­დის­გან თა­ვის დაც­ვა სჭირ­დე­ბო­და და პო­ლი­ცი­ამ მსხვერ­პლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ცა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი. არა­და რე­ა­ლუ­რად ამ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბო­და შვე­ლა

დიდი ხნის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მაგ­რამ ერ­თად ცხოვ­რო­ბენ კორ­პუ­სის ბი­ნა­ში. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ქვე­ყა­ნა­ში შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი რომ გა­მოს­ცა პო­ლი­ცი­ამ, გა­მო­დის მა­მა­კაცს უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი ჭერი და სად უნდა წა­სუ­ლი­ყო?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ხომ გა­ა­უქ­მა მო­სა­მარ­თლემ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი

- სა­სა­მარ­თლომ მარ­თლა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად იმ­სჯე­ლა. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში, გა­მო­უ­წე­რეს ქმარს ორ­დე­რი, დარ­ჩნენ სახ­ლში ერთ ჭერ­ქვეშ, ცოლს არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია. კაცი მო­ძა­ლა­დე რომ ყო­ფი­ლი­ყო ხომ იტყო­და იმას მა­ინც, აქ არ გა­ა­ჩე­რო­თო.

კონ­ფლიქ­ტი მოხ­და წე­სე­ბის არ დაც­ვის გამო. ქმა­რი ეუბ­ნე­ბო­და, თუ ჩემ­თან ერ­თად ცხოვ­რობ, და­ი­ცა­ვი სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მი და ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რაც და­წე­სე­ბუ­ლი­აო. მაგ­რამ ის ამას არ აკე­თებ­და. ამ­დე­ნი წე­ლია გა­მო­სახ­ლე­ბას არ აკე­თებს მა­მა­კა­ცი, შვი­ლე­ბის გამო დე­დას არ უშ­ვებს სახ­ლი­დან რად­გან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლია ბავ­შვე­ბი. მათ სრულ­წლო­ვა­ნი ბი­ჭე­ბი ყავთ. ამ ქე­ის­ზე სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ქალი არ მო­სუ­ლა პრო­ცეს­ზე, მის ინ­ტე­რესს იცავ­და პო­ლი­ცია, ირ­წმუ­ნე­ბო­და რომ საფრ­თხე იყო და მა­მა­კა­ცი იყო მო­ძა­ლა­დე. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა გა­ი­გოს პო­ლი­ცი­ამ, რომ ყო­ველ­თვის მა­მა­კა­ცი არ არის დამ­ნა­შა­ვე და მტუ­ან მარ­თლის გარ­ჩე­ვა უნდა შეძ­ლოს.

მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მოქ­მე­დი ად­ვო­კა­ტია და თა­ვად იცავს ანა­ლო­გი­უ­რი ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ პი­რებს, იგი­ვეს ამ­ბობს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მა­მა­კაც­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს. მან სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა, თუმ­ცა მისი ოჯა­ხის ის­ტო­რია AMBEBI.GE-ს მო­უყ­ვა:

- რა მოხ­და იმ დღეს, პო­ლი­ცია რა­ტომ გა­მო­ი­ძა­ხეთ?

- ეს იყო ჩვე­უ­ლე­ბი­ვი ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერთი ეპი­ზო­დი. და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ვი­ძა­ხე და ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­წე­რეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი. მა­შინ როცა მე ვჩი­ო­დი და მე ვი­ყა­ვი მსხვერ­პლი. და­მიც­ვა ჩემ­მა კო­ლე­გამ, ლელა ბჟა­ლა­ვამ. არ მქონ­და იმე­დი რომ მო­სა­მარ­თლე ჩემს სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ი­ტან­და, მაგ­რამ ვერ გა­ექ­ცა ამ რე­ა­ლო­ბას და მე გა­მა­მარ­თლა.

- ადრე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი რა­ტომ გა­მო­წე­რა პო­ლი­ცი­ამ?

- ანა­ლო­გი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბის­თვის, სულ 5 ჯერ არის მის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­წე­რი­ლი და სამ­ჯერ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც აღიძ­რა, მაგ­რამ არ ჩერ­დე­ბა. ერთი ჩე­მო­და­ნი სავ­სე დო­კუ­მენ­ტე­ბი მაქვს. ეს წლე­ბი ყო­ველ­დღე კონ­ფლიქ­ტი არ იყო.

ამ პან­დე­მი­ის დროს ხში­რად ვი­ძა­ხებ­დი სას­წრა­ფო­საც ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო... სულ სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა­შია 24 სა­ა­თი, სხვა არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს, ამო­ვი­და ყელ­ში ეს სე­რი­ა­ლე­ბი, მე მა­ინ­ტე­რე­სებს ქვე­ყა­ნა­ში და მსოფ­ლი­ო­ში რა ხდე­ბა და იმი­ტო­მაც მე­ჩხუ­ბე­ბო­და სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს რა­ტომ უყუ­რე­ბო.

ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ამ კო­რო­ნას გამო, სახ­ლი­დან ყო­ველ გას­ვლა­ზე და შე­მოს­ვლა­ზე ტან­საც­მელს სპირ­ტით ვა­მუ­შა­ვებ­დი, მას რომ წე­სე­ბის დაც­ვას ვთხოვ­დი, დამ­ცი­ნო­და.... ად­ვო­კა­ტი რომ ვერ და­ი­ცავ თავს, სხვა ადა­მი­ა­ნი რო­გორ და­ი­ცავს თავს ასე­თი ძა­ლა­დო­ბე­ბის­გან. რა და­ვა­შა­ვეთ, კა­ცებ­საც გვჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. არის მხო­ლოდ მო­წო­დე­ბა ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე და არა­ვინ სა­უბ­რობს კაც­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე.

თა­ვად მო­სარ­ჩე­ლის ცოლი კი თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში გან­მარ­ტავს, რომ ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე ხდე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბი და კონ­ფლიქ­ტის სა­გა­ნი არა კო­რო­ნა­ვირუ­სი, არა­მედ ისაა, რომ მა­მა­კა­ცი ტე­ლე­ვი­ზორს არ სცილ­დე­ბა. მ.ხ. და­კი­თხვის დროს აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სის­ტე­მა­ტუ­რად, უწყვე­ტად უყუ­რებს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს, რაც ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დასდეთ ონგარიში
1

ავუგროვოთ ფული იყიდონ მეორე ტელევიზორი და დაისადგურებს მშვიდობა და კოჰაბიტაცია!

ილია
1

გაყიდეთ ბიძია ბინა და იყიდეთ 2 ტელევიზორუ. ამ ხალხის ვერაფერი ვერ გავიგე რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბათუმში ადვოკატმა ცოლს ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო უჩივლა - "სულ სერიალებს უყურებს... ტანსაცმელს სპირტით რომ ვამუშავებ, დამცინის"

ბათუმში ადვოკატმა ცოლს ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო უჩივლა - "სულ სერიალებს უყურებს... ტანსაცმელს სპირტით რომ ვამუშავებ, დამცინის"

ბათუმში მცხოვრებ მოქმედ ადვოკატსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის კონფლიქტები არაერთხელ გახდა ძალოვანთა განხილვის საგანი და არაერთხელ დასჭირდათ ძალოვნებს მათთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერა. მამაკაცი ირწმუნება, რომ 25 წელია ყოფილი მეუღლისგან ფსიქოლოგიური და ეკონომიური ძალადობის მსხვერპლია და სახელმწიფო მის უფლებებს არ იცავს.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამის მიუხედავად, ისინი მაინც ერთ ჭერქვეშ აგრძელებენ ცხოვრებას. მამაკაცი აცხადებს, რომ ქვეყანაში მხოლოდ ქალთა უფლებებია დაცული და ქალის დანაშაულის მიუხედავად, ჯოხი მაინც მამაკაცზე ტყდება. როგორც ჩანს, ამ წყვილის თანაცხოვრება კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გართულდა. თურმე სასწრაფო და პოლიცია არაერთხელ გამოიძახეს.

მიზეზი ყოფითი პრობლემები იყო, ხან ტელევიზორის ყურების გამო ჩხუბობდნენ და ხან პანდემიის გამო დაწესებული წესების არ დაცვის გამო. საქმე იქამდე მივიდა, მამაკაცმა 112 გამოიძახა და მოძალადე ცოლისგან დაცვა ითხოვა. თუმცა პოლიციამ ორივეს წინააღმდეგ გამოწერა შემაკავებელი ორდერი, მათ აეკრძალათ ერთმანეთისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა სახის შეურაცხყოფის მიყენება.

მამაკაცმა შემაკავებელი ორდერის გამოწერა სასამართლოში გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მოსამართლემ მამაკაცი გაამართლა და მის წინააღმდეგ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა. როგორც ჩანს, თავად ქალს არ გაუსაჩივრებია პოლიციის გადაწყვეტილება და დღეს მას ქმრის წინააღმდეგ ყველანაირი ძალადობა ეკრძალება.

სასამართლოში თავის კოლეგა მამაკაცს, ადვოკატი ლელი ბჟალავა იცავდა. იგი საქმის დეტალებზე AMBEBI.GE-სთან საუბრობს:

- ბატონ ა-ს ვიცავდი სასამართლოში, ეს ფაქტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს მოხდა. ბატონი მეუღლესთან განქორწინებულია, მაგრამ წლებია ერთჭერქვეშ ცხოვრობენ. მამაკაცმა პოლიცია გამოიძახა, რადგან მოძალადისგან თავის დაცვა სჭირდებოდა და პოლიციამ მსხვერპლის წინააღმდეგ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. არადა რეალურად ამ ადამიანს სჭირდებოდა შველა

დიდი ხნის პრობლემები აქვთ, განქორწინებულები არიან ოფიციალურად, მაგრამ ერთად ცხოვრობენ კორპუსის ბინაში. საგანგებო მდგომარეობა იყო ქვეყანაში შემაკავებელი ორდერი რომ გამოსცა პოლიციამ, გამოდის მამაკაცს უნდა დაეტოვებინა საკუთარი ჭერი და სად უნდა წასულიყო?

- ამ შემთხვევაში ხომ გააუქმა მოსამართლემ შემაკავებელი ორდერი

- სასამართლომ მართლა დასაბუთებულად იმსჯელა. საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის რეჟიმში, გამოუწერეს ქმარს ორდერი, დარჩნენ სახლში ერთ ჭერქვეშ, ცოლს არ გაუპროტესტებია. კაცი მოძალადე რომ ყოფილიყო ხომ იტყოდა იმას მაინც, აქ არ გააჩეროთო.

კონფლიქტი მოხდა წესების არ დაცვის გამო. ქმარი ეუბნებოდა, თუ ჩემთან ერთად ცხოვრობ, დაიცავი საგანგებო რეჟიმი და ის რეკომენდაციები რაც დაწესებულიაო. მაგრამ ის ამას არ აკეთებდა. ამდენი წელია გამოსახლებას არ აკეთებს მამაკაცი, შვილების გამო დედას არ უშვებს სახლიდან რადგან დამაკავშირებელია ბავშვები. მათ სრულწლოვანი ბიჭები ყავთ. ამ ქეისზე სასამართლომ მიიღო კარგი გადაწყვეტილება. ქალი არ მოსულა პროცესზე, მის ინტერესს იცავდა პოლიცია, ირწმუნებოდა რომ საფრთხე იყო და მამაკაცი იყო მოძალადე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს პოლიციამ, რომ ყოველთვის მამაკაცი არ არის დამნაშავე და მტუან მართლის გარჩევა უნდა შეძლოს.

მამაკაცი, რომელიც მოქმედი ადვოკატია და თავად იცავს ანალოგიური ბრალდებით დაკავებულ პირებს, იგივეს ამბობს და ხელისუფლებას მამაკაცთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. მან საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა მისი ოჯახის ისტორია AMBEBI.GE-ს მოუყვა:

- რა მოხდა იმ დღეს, პოლიცია რატომ გამოიძახეთ?

- ეს იყო ჩვეულებივი ძალადობის ერთ-ერთი ეპიზოდი. დასახმარებლად გამოვიძახე და ჩემს წინააღმდეგ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი. მაშინ როცა მე ვჩიოდი და მე ვიყავი მსხვერპლი. დამიცვა ჩემმა კოლეგამ, ლელა ბჟალავამ. არ მქონდა იმედი რომ მოსამართლე ჩემს სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, მაგრამ ვერ გაექცა ამ რეალობას და მე გამამართლა.

- ადრე შემაკავებელი ორდერები რატომ გამოწერა პოლიციამ?

- ანალოგიური ქმედებებისთვის, სულ 5 ჯერ არის მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი და სამჯერ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, მაგრამ არ ჩერდება. ერთი ჩემოდანი სავსე დოკუმენტები მაქვს. ეს წლები ყოველდღე კონფლიქტი არ იყო.

ამ პანდემიის დროს ხშირად ვიძახებდი სასწრაფოსაც ისეთი სიტუაცია იყო... სულ სერიალების ყურებაშია 24 საათი, სხვა არაფერი აინტერესებს, ამოვიდა ყელში ეს სერიალები, მე მაინტერესებს ქვეყანაში და მსოფლიოში რა ხდება და იმიტომაც მეჩხუბებოდა საინფორმაციოს რატომ უყურებო.

ძალიან შეშინებული ვიყავი ამ კორონას გამო, სახლიდან ყოველ გასვლაზე და შემოსვლაზე ტანსაცმელს სპირტით ვამუშავებდი, მას რომ წესების დაცვას ვთხოვდი, დამცინოდა.... ადვოკატი რომ ვერ დაიცავ თავს, სხვა ადამიანი როგორ დაიცავს თავს ასეთი ძალადობებისგან. რა დავაშავეთ, კაცებსაც გვჭირდება დახმარება. არის მხოლოდ მოწოდება ქალთა მიმართ ძალადობაზე და არავინ საუბრობს კაცთა მიმართ ძალადობაზე.

თავად მოსარჩელის ცოლი კი თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ ყოფით ნიადაგზე ხდება კონფლიქტები და კონფლიქტის საგანი არა კორონავირუსი, არამედ ისაა, რომ მამაკაცი ტელევიზორს არ სცილდება. მ.ხ. დაკითხვის დროს აღნიშნავდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე სისტემატურად, უწყვეტად უყურებს საინფორმაციო გამოშვებებს, რაც ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის მიუღებელია.

"მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად" - რა თქვა სასამართლოზე მამამ, რომელსაც 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანა ბრალდება

"გიას უთქვამს ბიჭებისთვის, მიშველეთ, დამჭრაო" - ორხევში მომხდარ დანაშაულში ბრალდებულს სამართალდამცავები ჯერ კიდევ ეძებენ

"იმის გამო დაჭრეს, რომ ქათმები მეზობლის ბოსტანში გადავიდნენ და პომიდორი შეუჭამეს“ - მეზობლები ოზურგეთში  მამაკაცის დაჭრის მიზეზზე საუბრობენ