საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმი-თბილისის მე-12 საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადების" მონაწილეებმა რეპეტიცია გამართეს
ბათუმი-თბილისის მე-12 საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადების" მონაწილეებმა რეპეტიცია გამართეს

ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის რი­გით მე-12 სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის" მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თათა ლი­ჩელ­მა (ფორ­ტე­პი­ა­ნო) და გია ყან­ჩე­ლის სა­ხე­ლო­ბის კვარ­ტეტ­მა თე­მურ ჯა­ი­ა­ნის (პირ­ვე­ლი ვი­ო­ლი­ნო), ნიკა ბა­რა­თე­ლის (მე­ო­რე ვი­ო­ლი­ნო), მა­მუ­კა ბა­ბუ­ა­ძის (ალტი) და გი­ორ­გი იმა­ნო­ვის (ჩელო) შე­მად­გენ­ლო­ბით რე­პე­ტი­ცია გა­მარ­თეს.

პი­ა­ნისტ თათა ლი­ჩე­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ღა­მის სე­რე­ნა­დებს“ სა­ქარ­თვე­ლოს მუ­სი­კა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ფეს­ტი­ვა­ლი "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი" ის გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლია, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია სა­ქარ­თვე­ლოს მუ­სი­კა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, იმი­ტომ რომ ამ­დე­ნი ხნის არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა კონ­ცერ­ტი არის ისე­თი, რო­მე­ლიც მსმე­ნელს და მა­ყუ­რე­ბელს ახ­სოვს დიდი ხნის მან­ძილ­ზე.

ჩემ­თვის ეს ფეს­ტი­ვა­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ ქალ­ბა­ტონ ლი­ა­ნას­თან ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რი წლის წინ და­ვი­წყეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და იმის შემ­დეგ ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი, ბედ­ნი­ე­რე­ბა, სი­ხა­რუ­ლი მქონ­და იმი­სა, რომ შევ­ხვედ­რო­დით სცე­ნა­ზე მე და ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა და ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­მოჰ­ყავ­და ფეს­ტი­ვა­ლის მან­ძილ­ზე.

წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ სულ სხვა ფორ­მატ­ში ტარ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა­ტია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის­თვის არის უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რად­გან ტარ­დე­ბა დარ­ბაზ­ში მყო­ფი მსმე­ნე­ლის გა­რე­შე, მაგ­რამ ამა­ვე დროს ეყო­ლე­ბა უფრო მეტი მსმე­ნე­ლი - იმი­ტომ რომ გავა აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პირ­და­პი­რი ეთე­რით.

წელს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვახ­სე­ნო სულ­ხან ცინ­ცა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. წელს მისი 95 წლის იუ­ბი­ლეა და შეს­რულ­დე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი საკ­ვარ­ტე­ტო მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი, სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო პრე­ლუ­დი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ერ­თხელ და­მიკ­რავს სა­ზღვრა­გა­რე­თაც და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს ყო­ველ­თვის. აჟ­ღერ­დე­ბა ასე­ვე შუ­მა­ნის კვინ­ტე­ტი და რა­ვე­ლის ვალ­სი.

ხაზ­გას­მით უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩემ­თან ერ­თად და­უკ­რავს სრუ­ლი­ად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გია ყან­ჩე­ლის სა­ხე­ლო­ბის სი­მე­ბი­ა­ნი კვარ­ტე­ტი. ჩვენ არა­ერ­თხელ დაგ­ვიკ­რავს კონ­ცერ­ტებ­ზე ერ­თად.

დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ფეს­ტი­ვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო "ღა­მის სე­რე­ნა­დებს",- გა­ნა­ცხა­და თათა ლი­ჩელ­მა.

მე­ვი­ო­ლი­ნე ნიკა ბა­რა­თე­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, 27 აგ­ვის­ტოს კონ­ცერ­ტზე პი­ა­ნისტ თათა ლი­ჩელ­თან ერ­თად შუ­მა­ნის კვინ­ტეტს შე­ას­რუ­ლებს.

„27 აგ­ვის­ტოს კონ­ცერ­ტზე ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო ელო­დე­ბა ჩვენს მსმე­ნელს, სა­დაც შე­ვას­რუ­ლებთ შუ­მა­ნის კვინ­ტეტს პი­ა­ნისტ თათა ლი­ჩელ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­ა­ნის­ტია. ჩვენ არა­ერ­თხელ დაგ­ვიკ­რავს ერ­თად.

ასე­ვე შე­ვას­რუ­ლებთ სულ­ხან ცინ­ცა­ძის მი­ნი­ა­ტუ­რებს ქარ­თულ თე­მებ­ზე, ვი­ნა­ი­დან წელს ბა­ტო­ნი სულ­ხა­ნის 95 წლის იუ­ბი­ლეა და ვე­ლო­დე­ბით ყვე­ლას ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­თან.

პირ­ვე­ლად გა­მოვ­დი­ვართ რო­გორ კვარ­ტე­ტი ამ ფეს­ტი­ვალ­ზე, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან დავ­დი­ო­დით, ვუს­მენ­დით, მას­ტერკლა­სებს ვეს­წრე­ბო­დით, ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი" ერთ-ერთი საკ­მა­ოდ კარ­გი დო­ნის ფეს­ტი­ვა­ლია არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში“,- აცხა­დებს ნიკა ბა­რა­თე­ლი.

„ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი" 27 აგ­ვი­ტოს ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­ულ სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში გა­იხ­სნე­ბა და მისი პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

„2 და 4 სექ­ტემ­ბერს კი ფეს­ტი­ვა­ლი თბი­ლის­ში გად­მო­ი­ნაც­ვლებს. ფეს­ტი­ვა­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლია ლი­ა­ნა ისა­კა­ძე, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძვა­ნე­ლი გი­ორ­გი ისა­კა­ძე.ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი მა­ესტრო ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი ნინა ცა­გა­რე­ლი.

ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის XII სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო, ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია; ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია; აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კომ­პა­ნია „არტ ალი­ან­სი“. ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მზღვე­ვე­ლია – კომ­პა­ნია „არდი“.

პარტნი­ო­რე­ბი: გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო, ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი ; კომ­პა­ნია "პსპ “, მსოფ­ლი­ოს ტრენ­დუ­ლი პრე­მი­უმ ბრენ­დე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი დის­ტრი­ბუ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში .ღვი­ნის კომ­პა­ნია „Georgian Unique Wine” -2018 წლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახა­ლი ბრენ­დი ; კომ­პა­ნია „სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“; პარ­ფი­უ­მე­რულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ლუ­ტე­ცია“",არო­მა­ტე­კა“.

პრო­ექ­ტის მე­დი­ამ­ხარ­დამ­ჭე­რე­ბი: აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზია; სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი; ტე­ლე­ი­მე­დი; TV პირ­ვე­ლი; „არ­ტა­რეა“ ; ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტი „Pia.ge”; „ამ­ბე­ბი.GE“; სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „პრა­იმ–ტა­ი­მი“; სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „GHN“, ინ­ტერ­ნეტ მე­დია ჯგუ­ფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი “Georgia Today“; ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ცე­მა “ Messenger”;” ჯორ­ჯი­ან პრე­სი“;ვი­დეო–პორ­ტა­ლი “myvideo.ge”; ჟურ­ნა­ლი „სარ­კე“; გა­ზე­თი „აჭა­რა“; რა­დიო „ფორ­ტუ­ნა“ და პორ­ტა­ლი fortuna.ge“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

R

ავტორი:

ბათუმი-თბილისის მე-12 საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადების" მონაწილეებმა რეპეტიცია გამართეს

ბათუმი-თბილისის მე-12 საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადების" მონაწილეებმა რეპეტიცია გამართეს

ბათუმი-თბილისის რიგით მე-12 საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების" მონაწილეებმა თათა ლიჩელმა (ფორტეპიანო) და გია ყანჩელის სახელობის კვარტეტმა თემურ ჯაიანის (პირველი ვიოლინო), ნიკა ბარათელის (მეორე ვიოლინო), მამუკა ბაბუაძის (ალტი) და გიორგი იმანოვის (ჩელო) შემადგენლობით რეპეტიცია გამართეს.

პიანისტ თათა ლიჩელის განცხადებით, „ღამის სერენადებს“ საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „ფესტივალი "ღამის სერენადები" ის გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამდენი ხნის არსებობის მანძილზე ყველა კონცერტი არის ისეთი, რომელიც მსმენელს და მაყურებელს ახსოვს დიდი ხნის მანძილზე.

ჩემთვის ეს ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ ქალბატონ ლიანასთან ერთად ძალიან ბევრი წლის წინ დავიწყეთ თანამშრომლობა და იმის შემდეგ ძალიან დიდი პატივი, ბედნიერება, სიხარული მქონდა იმისა, რომ შევხვედროდით სცენაზე მე და ქალბატონი ლიანა და ის არაჩვეულებრივი მუსიკოსები, რომლებიც ჩამოჰყავდა ფესტივალის მანძილზე.

წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ სულ სხვა ფორმატში ტარდება არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ძალიან საინტერესო ფორმატია, მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებლებისთვის არის უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რადგან ტარდება დარბაზში მყოფი მსმენელის გარეშე, მაგრამ ამავე დროს ეყოლება უფრო მეტი მსმენელი - იმიტომ რომ გავა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით.

წელს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა. აუცილებლად უნდა ვახსენო სულხან ცინცაძის ნაწარმოებები. წელს მისი 95 წლის იუბილეა და შესრულდება გამორჩეული საკვარტეტო მინიატურები, საფორტეპიანო პრელუდიები, რომლებიც არაერთხელ დამიკრავს საზღვრაგარეთაც და განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ყოველთვის. აჟღერდება ასევე შუმანის კვინტეტი და რაველის ვალსი.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთან ერთად დაუკრავს სრულიად არაჩვეულებრივი გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი. ჩვენ არაერთხელ დაგვიკრავს კონცერტებზე ერთად.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალი ორგანიზატორებს და დიდი წარმატებები ვუსურვო "ღამის სერენადებს",- განაცხადა თათა ლიჩელმა.

მევიოლინე ნიკა ბარათელის განცხადებით კი, 27 აგვისტოს კონცერტზე პიანისტ თათა ლიჩელთან ერთად შუმანის კვინტეტს შეასრულებს.

„27 აგვისტოს კონცერტზე ნამდვილად სასიამოვნო საღამო ელოდება ჩვენს მსმენელს, სადაც შევასრულებთ შუმანის კვინტეტს პიანისტ თათა ლიჩელთან ერთად, რომელიც არაჩვეულებრივი პიანისტია. ჩვენ არაერთხელ დაგვიკრავს ერთად.

ასევე შევასრულებთ სულხან ცინცაძის მინიატურებს ქართულ თემებზე, ვინაიდან წელს ბატონი სულხანის 95 წლის იუბილეა და ველოდებით ყველას ტელეეკრანებთან.

პირველად გამოვდივართ როგორ კვარტეტი ამ ფესტივალზე, მაგრამ ბავშვობიდან დავდიოდით, ვუსმენდით, მასტერკლასებს ვესწრებოდით, ყოველთვის აღფრთოვანებულები ვიყავით. "ღამის სერენადები" ერთ-ერთი საკმაოდ კარგი დონის ფესტივალია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“,- აცხადებს ნიკა ბარათელი.

„ღამის სერენადები" 27 აგვიტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება.

„2 და 4 სექტემბერს კი ფესტივალი თბილისში გადმოინაცვლებს. ფესტივალის დამაარსებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძვანელი გიორგი ისაკაძე.ფესტივალის მთავარი დირიჟორი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები: გერმანიის საელჩო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ; კომპანია ,,პსპ “, მსოფლიოს ტრენდული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში .ღვინის კომპანია „Georgian Unique Wine” -2018 წლის წარმატებული ახალი ბრენდი ; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“.

პროექტის მედიამხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TV პირველი; „არტარეა“ ; ახალი ამბების სააგენტი „Pia.ge”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “ Messenger”;” ჯორჯიან პრესი“;ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

R

დავით საყვარელიძეს უკრაინაში კორონავირუსი დაუდგინდა - "ვირუსი მქონდა, ისევე როგორც სხვებს და ახლა აღარ მაქვს"

"წინასწარმეტყველური ფოტო გადავიღეთ... ვთქვით, თუ ფინალში მოვხდებით, მერე გავავრცელოთო" - ფინალისტების მოლოდინები "დიდი სცენის" მთავარ შოუზე

"გუკა ამირხანაშვილი არის "ნასედკა", გაგნიძის დედას ეუბნებოდა, გადამარჩინეს იქიდან რომ წამომიყვანესო" - რას ჰყვება ვახტანგ ჩიქოვანის დედა