სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერდოღანი კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს - "ტაძარი  უძველესია და ცნობილია უნიკალური ფრესკებით" (ფოტოები)
ერდოღანი კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს - "ტაძარი  უძველესია და ცნობილია უნიკალური ფრესკებით" (ფოტოები)

აია-სო­ფი­ას შემ­დეგ, თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ ერთი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტაძ­რის მე­ჩე­თად გა­და­კე­თე­ბას აპი­რებს. სა­უ­ბა­რია მა­ცხოვ­რის სა­ხე­ლო­ბის ხო­რას მო­ნას­ტერ­ზე.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ თურ­ქუ­ლი მე­დია წერს.

"ეს კომ­ნე­ნო­სე­ბის იმ­პე­რა­ტორ­თა დრო­ინ­დე­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სიმ­ბო­ლუ­რი ბი­ზან­ტი­უ­რი ძეგლია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი შე­დევ­რი ფრეს­კე­ბით არის ცნო­ბი­ლი. ახლა კი ის მე­ჩე­თად გა­და­კეთ­დე­ბა იმა­ვე პრო­ცე­დუ­რე­ბით, რო­გორც აია სო­ფი­ას შემ­თხვე­ვა­ში.

ტა­ძა­რი გა­და­ე­ცე­მა რე­ლი­გი­ის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს და რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ბი­ზან­ტი­უ­რი ფრეს­კე­ბი და­ი­ფა­რე­ბა, რათა ეკ­ლე­სია მე­ჩე­თად გა­და­კეთ­დეს“ - ნათ­ქვა­მია მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ტა­ძა­რი სტამ­ბოლ­ში ფა­თი­ხის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს და ის მე­ექ­ვსე სა­უ­კუ­ნით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. კერ­ძოდ კი 534 წელს აა­გეს. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტა­ძა­რი 1511 წელს, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის და­პყრო­ბის შემ­დეგ, მე­ჩე­თად გა­და­ა­კე­ტეს და აქ მე­ჩე­თი 434 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

1945 წელს ის მუ­ზე­უ­მად გა­და­კეთ­და. ახლა კი, რო­გორც ჩანს, მას კვლავ მე­ჩე­თის ფუნ­ქცი­ას და­უბ­რუ­ნე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, თურ­ქებ­მა აია-სო­ფი­ას ტა­ძა­რი უკვე გა­და­ა­კე­თეს მე­ჩე­თად. თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა 2020 წლის 10 ივ­ლისს ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლი­თაც სტამ­ბოლ­ში მდე­ბა­რე აია-სო­ფი­ას ტა­ძარ-მუ­ზე­უმს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ა­ნი­ჭა მე­ჩე­თის სტა­ტუ­სი და იქ მუ­სულ­მა­ნუ­რი მსა­ხუ­რე­ბა აღეს­რუ­ლე­ბა. პრე­ზი­დენ­ტის პრესმდივ­ნის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქე­თი აია-სო­ფი­ას ტა­ძარ­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ქრის­ტი­ა­ნულ ხა­ტებს. თუმ­ცა, მე­დი­ის ცნო­ბით, და­მონ­ტაჟ­დე­ბა ისე­თი გა­ნა­თე­ბა, რომ­ლი­თაც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ზა­ი­კე­ბი და ფრეს­კე­ბი ნა­მა­ზის დროს არ გა­მოჩ­ნდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
2

ვაი უბედურ ერდოღანს და თურქ ერს!!!

სიმართლე
2

ვერ გავიგე ერდოღანი ხარ თუ შაჰაბასი?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ერდოღანი კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს - "ტაძარი  უძველესია და ცნობილია უნიკალური ფრესკებით" (ფოტოები)

ერდოღანი კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს - "ტაძარი  უძველესია და ცნობილია უნიკალური ფრესკებით" (ფოტოები)

აია-სოფიას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს. საუბარია მაცხოვრის სახელობის ხორას მონასტერზე.

ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ თურქული მედია წერს.

"ეს კომნენოსების იმპერატორთა დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ბიზანტიური ძეგლია, რომელიც თავისი შედევრი ფრესკებით არის ცნობილი. ახლა კი ის მეჩეთად გადაკეთდება იმავე პროცედურებით, როგორც აია სოფიას შემთხვევაში.

ტაძარი გადაეცემა რელიგიის საქმეთა სამმართველოს და როგორც მოსალოდნელია, ბიზანტიური ფრესკები დაიფარება, რათა ეკლესია მეჩეთად გადაკეთდეს“ - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტაძარი სტამბოლში ფათიხის რაიონში მდებარეობს და ის მეექვსე საუკუნით არის დათარიღებული. კერძოდ კი 534 წელს ააგეს. მართლმადიდებლური ტაძარი 1511 წელს, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, მეჩეთად გადააკეტეს და აქ მეჩეთი 434 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

1945 წელს ის მუზეუმად გადაკეთდა. ახლა კი, როგორც ჩანს, მას კვლავ მეჩეთის ფუნქციას დაუბრუნებენ.

ცნობისთვის, თურქებმა აია-სოფიას ტაძარი უკვე გადააკეთეს მეჩეთად. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2020 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარ-მუზეუმს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი და იქ მუსულმანური მსახურება აღესრულება. პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, თურქეთი აია-სოფიას ტაძარში შეინარჩუნებს ქრისტიანულ ხატებს. თუმცა, მედიის ცნობით, დამონტაჟდება ისეთი განათება, რომლითაც ქრისტიანული მოზაიკები და ფრესკები ნამაზის დროს არ გამოჩნდება.

მიწისძვრის შედეგად იზმირში კორპუსი ჩამოიშალა - უმძიმეს კადრებს თურქეთში საქართველოს ელჩი ავრცელებს

სულ მცირე 4 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული - დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთში

7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ საბერძნეთი და თურქეთი დააზარალა - მიწისძვრას იზმირში ნგრევა მოჰყვა