ავტორი:

ქობულეთში, ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდგინდა

ქობულეთში, ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ერთი ქობულეთში გამოვლინდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი აცხადებს, ინფიცირებული მამაკაცი ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეა და მისი ინფიცირების წყარო ცნობილია.

რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 18 პირი საკარანტინო სივრცეში, ხოლო 3 თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

"ეს ინფიცირებული პირი თბილისში დადასტურებულ შემთხვევასთან არის კავშირში. ამ დროისათვის 26 პაციენტი არის კლინიკაში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე პაციენტი მზადდება გაწერისათვის, რაც PCR ტესტის შედეგებზე არის დამოკიდებული. კაფე-ბარების თანამშრომლების გაფართოებული კვლევა იგეგმება, თუ რამდენად ცირკულირებს ვირუსი ჩვენს რეგიონში, ამისათვის სამი კარავია გაშლილი, ორი ბათუმში, ერთი კი ქობულეთში",- განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

როგორია შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განცხადება

ხევსურეთის ავარიაში დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს - სამივე მათგანი ქალია

“ახალგაზრდა გოგოები იყვნენ, შენს მზესუმზირებზე მითხრეს ვიყიდითო... სიცოცხლით სავსეები” - რას წერს ადგილობრივი ხევსურეთის ავარიაში დაღუპულებზე