მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამამ შიმშილობა შეწყვიტა - თამაზ ხომასურიძე შვილსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამამ შიმშილობა შეწყვიტა - თამაზ ხომასურიძე შვილსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლოვ­ნის, ზ.ხ.-ს მა­მამ, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძემ შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტა.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მისი მო­თხოვ­ნა მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ი­ღო.

თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძე შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტის­კენ სა­პა­ტიმ­რო­ში მყოფ შვილს, ზ.ხ-საც მო­უ­წო­დებს და ამას­თა­ნა­ვე აცხა­დებს, რომ სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე თა­ვი­სი შვი­ლის გა­ტა­რე­ბას სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს.

თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ, რაც მისი შვი­ლი სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე შე­მოწ­მდე­ბა, სა­სურ­ვე­ლია რომ იგი­ვე პრო­ცე­დუ­რა გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძა­მაც გა­ი­ა­რონ.

"შიმ­ში­ლო­ბას ვწყვეტ, იმი­ტომ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას ცალ ფეხ­ზე ჰკი­დია არას­რულ­წლო­ვა­ნი შიმ­ში­ლობს თუ არ შიმ­ში­ლობს. ამ არას­რულ­წლო­ვანს შიმ­ში­ლის დროს ყო­ველ დღე და­უ­ნიშ­ნეს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა. მო­შიმ­ში­ლე ბავ­შვი ყო­ველ დღე უნდა ათ­რი­ონ აქეთ-იქით, და­ღა­ლონ, მოკ­ლან მო­რა­ლუ­რად ბავ­შვი. ესე­ნი ხომ ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან? მე ჩემს შვილს ვთხოვ, - ყვე­ლა­ნა­ირ შიმ­ში­ლო­ბას თავი და­ა­ნე­ბე, და­ი­წყე ჭამა, ფეხ­ზე ჰკი­დი­ათ, იშიმ­ში­ლებ თუ არა, თა­ვი­ან­თი თავი აინ­ტე­რე­სებთ, მეტი არა­ვინ, სი­მარ­თლე ამათ არ უნ­დათ. გუ­შინ პრო­კუ­რორს წა­მოს­ცდა, რომ დაც­ვის მხა­რეს აქვს უფ­ლე­ბა თვი­თონ ჩა­ა­ტა­როს ეს ტეს­ტი თუ უნ­დაო, ჩვენ თვი­თონ მო­ვი­თხოვთ, ფულს შე­ვაგ­რო­ვებთ, ვინც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბით. ფული არ გვაქვს ჯერ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­თხოვთ. ჩვენს ხალ­ხს თვი­თონ გა­ვა­ტა­რებთ დე­ტექ­ტორ­ზე და მო­ვიხ­მობთ ამირ­ხა­ნაშ­ვილს. მოვა თუ არა მისი საქ­მეა. შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძაც სა­სურ­ვე­ლია თუ ინე­ბებს და მობ­რძან­დე­ბა.

ერთი თქვას, ენ­დო­ბა თუ არა გა­მო­ძი­ე­ბას და სი­მარ­თლე თქვა თუ არა გა­მო­ძი­ე­ბამ - ეს თქვას, მეტი არა­ფე­რი. ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა ბოლო ჩვე­ნე­ბა გა­ი­მე­ო­როს, ჩემი შვი­ლი, თა­ვი­დან რა ჩვე­ნე­ბა­საც იძ­ლე­ო­და, იმას გა­ი­მე­ო­რებს. „ქამ­რის“ ყვე­ლა წევ­რი გა­ი­მე­ო­რებს. იმა­საც მო­ვი­თხოვ, რომ ჩემს შვილს შე­უ­წყდეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ იცო­დეს, თუ რას ვა­პი­რებ და რო­გორ. მო­უ­ლოდ­ნე­ლად უნდა ჩა­უ­ტარ­დეს სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე ტეს­ტი, რომ ვერ მო­ემ­ზა­დოს ვე­რა­ნა­ი­რად. გა­აღ­ვი­ძონ ღამე და ისე ჩა­უ­ტარ­დეს. მერე არ თქვან, რომ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დაო. ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა იცო­დეს, პრობ­ლე­მა არ არის. ამას ხალ­ხის­თვის ვა­კე­თებ, პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის არ ვა­კე­თებ, რად­გან სას­ჯელს მა­ინც მის­ცე­მენ. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვა­კე­თებ ამას იმი­ტომ, რომ მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას აინ­ტე­რე­ებს სი­მარ­თლე,“- გა­ნა­ცხა­და თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­მა­სუ­რი­ძემ მისი შვი­ლის სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე შე­მოწ­მე­ბის მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლო­ბა 3 დღის წინ და­ი­წყო. ანა­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლობს მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლიც, რო­მე­ლიც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზეა ბრალ­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
19

რა იყო გამოფხიზლდა?

......
5

ჩირგვში უნდა იჯდე და ამ დროს რა ამაყად ლაპარაკობ,,, ვაიიიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამამ შიმშილობა შეწყვიტა - თამაზ ხომასურიძე შვილსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამამ შიმშილობა შეწყვიტა - თამაზ ხომასურიძე შვილსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი ის გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მისი მოთხოვნა მხედველობაში არ მიიღო.

თამაზ ხომასურიძე შიმშილობის შეწყვეტისკენ საპატიმროში მყოფ შვილს, ზ.ხ-საც მოუწოდებს და ამასთანავე აცხადებს, რომ სიცრუის დეტექტორზე თავისი შვილის გატარებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.

თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მისი შვილი სიცრუის დეტექტორზე შემოწმდება, სასურველია რომ იგივე პროცედურა გურამ ამირხანაშვილმა და გიორგი შაქარაშვილის ბიძამაც გაიარონ.

"შიმშილობას ვწყვეტ, იმიტომ, რომ პროკურატურას ცალ ფეხზე ჰკიდია არასრულწლოვანი შიმშილობს თუ არ შიმშილობს. ამ არასრულწლოვანს შიმშილის დროს ყოველ დღე დაუნიშნეს სასამართლო სხდომა. მოშიმშილე ბავშვი ყოველ დღე უნდა ათრიონ აქეთ-იქით, დაღალონ, მოკლან მორალურად ბავშვი. ესენი ხომ ადამიანები არ არიან? მე ჩემს შვილს ვთხოვ, - ყველანაირ შიმშილობას თავი დაანებე, დაიწყე ჭამა, ფეხზე ჰკიდიათ, იშიმშილებ თუ არა, თავიანთი თავი აინტერესებთ, მეტი არავინ, სიმართლე ამათ არ უნდათ. გუშინ პროკურორს წამოსცდა, რომ დაცვის მხარეს აქვს უფლება თვითონ ჩაატაროს ეს ტესტი თუ უნდაო, ჩვენ თვითონ მოვითხოვთ, ფულს შევაგროვებთ, ვინც დაგვეხმარება მადლობელი ვიქნებით. ფული არ გვაქვს ჯერ, მაგრამ აუცილებლად მოვითხოვთ. ჩვენს ხალხს თვითონ გავატარებთ დეტექტორზე და მოვიხმობთ ამირხანაშვილს. მოვა თუ არა მისი საქმეა. შაქარაშვილის ბიძაც სასურველია თუ ინებებს და მობრძანდება.

ერთი თქვას, ენდობა თუ არა გამოძიებას და სიმართლე თქვა თუ არა გამოძიებამ - ეს თქვას, მეტი არაფერი. ამირხანაშვილმა ბოლო ჩვენება გაიმეოროს, ჩემი შვილი, თავიდან რა ჩვენებასაც იძლეოდა, იმას გაიმეორებს. „ქამრის“ ყველა წევრი გაიმეორებს. იმასაც მოვითხოვ, რომ ჩემს შვილს შეუწყდეს ინფორმაცია, რომ არ იცოდეს, თუ რას ვაპირებ და როგორ. მოულოდნელად უნდა ჩაუტარდეს სიცრუის დეტექტორზე ტესტი, რომ ვერ მოემზადოს ვერანაირად. გააღვიძონ ღამე და ისე ჩაუტარდეს. მერე არ თქვან, რომ ინფორმაცია ჰქონდაო. ამირხანაშვილმა იცოდეს, პრობლემა არ არის. ამას ხალხისთვის ვაკეთებ, პროკურატურისთვის არ ვაკეთებ, რადგან სასჯელს მაინც მისცემენ. მთელი საქართველოსთვის ვაკეთებ ამას იმიტომ, რომ მთელს საქართველოში ყველას აინტერეებს სიმართლე,“- განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხომასურიძემ მისი შვილის სიცრუის დეტექტორზე შემოწმების მოთხოვნით შიმშილობა 3 დღის წინ დაიწყო. ანალოგიური მოთხოვნით შიმშილობს მისი არასრულწლოვანი შვილიც, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეზეა ბრალდებული.

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 65 წლის ქალზე ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა

"მაშველები, რომლებიც დაგვეხმარნენ, არ ამბობენ მთავარს, რომ იქ ფიზიკური შეურაცხყოფა იყო" - რა თქვა ვახო სანაიამ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ

"უნდათ იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა სისტემა ემხილებინა" - რას ამბობს ნოდარ მელაძე პროკურატურის განცხადებაზე?