სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკოსები მოითხოვენ, რომ მათი ვიზიტები არ გავასაჯაროვოთ" - ფონიატრი, რომელიც არაერთი ცნობილი ქართველის ხმის აპარატზე ზრუნავს
"პოლიტიკოსები მოითხოვენ, რომ მათი ვიზიტები არ გავასაჯაროვოთ" - ფონიატრი, რომელიც არაერთი ცნობილი ქართველის ხმის აპარატზე ზრუნავს

ხმას სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეც ჰქო­ნია და ექი­მიც ჰყო­ლია, რო­მელ­საც ფო­ნი­ატ­რი ჰქვია, რის შე­სა­ხე­ბაც ამ ცოტა ხნის წინ შე­ვი­ტყვე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დარ­გს ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი, აუ­დი­ო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ფო­ნი­ატ­რი და ხმის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ირი­ნა ქა­ცა­რა­ვა უძღვე­ბა, რო­მე­ლიც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის ხმის აპა­რატ­ზე ზრუ­ნავს. ხმა ყვე­ლას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­ღერ­ლის­თვის. ამი­ტომ, ირი­ნა ექი­მი მათი ხმის მკურ­ნა­ლი­ცაა.

იმის გამო, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და სტრე­სუ­ლი გა­რე­მო აქვთ, უწევთ, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის, ვირუ­სე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა, შე­დე­გად გარ­კვე­ულ და­ზი­ა­ნე­ბებს იღე­ბენ.

აქ კი მათი დამ­ხმა­რე სწო­რედ ფო­ნი­ატ­რია, რო­მე­ლიც ხმის აკუს­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზით ხმის პა­რა­მეტ­რებს უსა­ზღვრავს, უტა­რებს ხორ­ხის ვი­დე­ოს­ტრო­ბოს­კო­პი­ულ კვლე­ვას, რი­თაც პა­ცი­ენ­ტის ხმის ჩახ­ლეჩ­ვის ხა­რის­ხიც დგინ­დე­ბა. შემ­დეგ კი სწო­რი თე­რა­პი­უ­ლი კურ­სი ენიშ­ნე­ბათ.

ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ცო­ტა­ნი არი­ან და ირი­ნა ქა­ცა­რა­ვა ამ იშ­ვი­ათ­თა შო­რი­საა:

"ასე­თი ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ექი­მე­ბი ცო­ტა­ნი ვართ, რად­გა­ნაც არ არის მარ­ტი­ვი დარ­გი, სწავ­ლაც დიდ­ხანს გვი­წევს... გარ­და იმი­სა, რომ ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი­ას ვამ­თავ­რებთ და ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლოგ-ქი­რურ­გე­ბი ვხდე­ბით, გვი­წევს ფო­ნი­ატ­რი­ის შეს­წავ­ლაც. ამას და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სი სჭირ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და ბაზა ნაკ­ლე­ბია. ამი­ტომ დარ­გის შეს­წავ­ლა-და­უფ­ლე­ბა სა­ზღა­ვარ­გა­რეთ მო­მი­წია. სფე­რო ასე­ვე საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბულ აპა­რა­ტუ­რას მო­ი­თხოვს", - გვე­უბ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფო­ნო­ი­ატრთა და ფო­ნო­პედ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და ევ­რო­პის ფო­ნი­ატრთა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი.

ის ასე­ვე გვიხ­ნის, რომ ხორ­ხის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კოდ ორი სა­ხის კვლე­ვა არ­სე­ბობს და მათ გა­რე­შე ხმის ტემ­ბრი­სა და ხორ­ხის პა­თო­ლო­გი­ის გა­მოვ­ლე­ნა არ ხდე­ბა.

- ე.ი. თქვენს პა­ცი­ენ­ტებს შო­რის მომ­ღერ­ლე­ბი არი­ან...

- მხო­ლოდ მომ­ღერ­ლე­ბი არ გვა­კი­თხა­ვენ, არი­ან ლექ­ტო­რე­ბი, წამ­ყვა­ნე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ისი­ნი, ვი­საც ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სახ­მო აპა­რა­ტით უწევთ. ჩვე­ნი ერთ-ერთი კვლე­ვის მე­თო­დი, რო­გორც ვთქვით, ხმის აკუს­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზია (სი­ტყვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე) რო­გორც კარ­დი­ოგ­რა­მა გა­მო­ი­სა­ხე­ბა, ჩვე­ნი აპა­რა­ტუ­რის დახ­მა­რე­ბით ასე­ვე ფას­დე­ბა ხმაც... ასე რომ, ხდე­ბა, რო­გორც სა­ლა­პა­რა­კო, ასე­ვე სა­სიმ­ღე­რო ხმის კვლე­ვა.

რო­გორც ვთქვით, ეს კვლე­ვა ყვე­ლას სჭირ­დე­ბა, მათ შო­რის, ახალ­გაზ­რდებს გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში, როცა ვა­ჟე­ბი მუ­ტა­ცი­ის პრო­ცესს გა­დი­ან. ხოლო თუ ისი­ნი მღე­რი­ან, იმ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე მარ­თებთ ვო­კა­ლის პე­და­გო­გებს, რად­გან გარ­და­ტე­ხის იმ ეტაპ­ზე მათი სახ­მო აპა­რა­ტი ცვლი­ლე­ბას გა­ნიც­დის, რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, აგ­რეთ­ვე ფუნ­ქცი­უ­რად. გარ­და იმი­სა, რომ ის ზო­მა­ში იზ­რდე­ბა და ისე­თი ჰორ­მო­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, რო­გო­რიც ტეს­ტოს­ტე­რო­ნია.

მა­მა­კა­ცის ხმის იოგი იზ­რდე­ბა 60 %-ით, ხოლო ქა­ლის - 30 %-ით. სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს მათი ხმის ტემ­ბრის 500 ჰერ­ცი­დან 130 ჰერ­ცამ­დე (ერთი ოქ­ტა­ვა), ხოლო ქალ­ბა­ტო­ნე­ბის - 500 ჰერ­ცი­დან 300 ჰერ­ცამ­დე (2.5 ნა­ხე­ვარ­ტო­ნი) და­დაბ­ლე­ბას, 11 დან 18 წლის ასა­კამ­დე. ამი­ტო­მაც არის სა­რის­კო ამ პე­რი­ოდ­ში, ვა­ჟებ­ში სახ­მო აპა­რა­ტის დატ­ვირ­თვა, მა­ღა­ლი ნო­ტე­ბის აღე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პე­და­გოგ­მა მოს­წავ­ლეს მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი მო­არ­გოს. სა­სურ­ვე­ლია, მომ­ღე­რა­ლი ამ პე­რი­ოდ­ში იყოს ფო­ნი­ატ­რის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, ხში­რად ჩა­ი­ტა­როს ხორ­ხის და ხმის კვლე­ვა.

ფორ­სი­რე­ბით სიმ­ღე­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, ხმო­ვა­ნი იო­გე­ბის სე­რი­ო­ზულ ტრამ­ვი­რე­ბას იწ­ვევს! ეს რომ არ მოხ­დეს, პე­და­გოგ­მა და ფო­ნი­ატრმა ერ­თობ­ლი­ვად უნდა მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გორ დატ­ვირ­თონ ისი­ნი (რე­პერ­ტუ­ა­რი შე­ურ­ჩი­ონ), რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან არ ხდე­ბა. ბავ­შვე­ბი გაჰ­ყავთ კონ­კურ­სებ­ზე, დიდი ხმით აყ­ვი­რე­ბენ, ცდი­ლო­ბენ, მა­ღა­ლი ნო­ტე­ბი აა­ღე­ბი­ნონ, რი­თაც სახ­მო აპა­რატს უზი­ა­ნე­ბენ.

ამას კი ადა­მი­ა­ნი დის­ფო­ნი­ამ­დე, ანუ ხმის ჩახ­ლეჩ­ვამ­დე მივ­ყა­ვართ. ეს კი ხში­რად სხვადსხვა სა­ხის შე­შუ­პე­ბით იწყე­ბა და შემ­დეგ ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის კის­ტა ვი­თარ­დე­ბა. ცუ­დია, რომ და­სა­წყის ეტაპ­ზე ვერ ხდე­ბი­ან, რა პრობ­ლე­მა აქვთ და იმა­ვე დატ­ვირ­თვას აგ­რძე­ლე­ბენ, რაც შე­საძ­ლოა, კვან­ძებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს, რად­გა­ნაც მო­ზარ­დის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სი მგრძნო­ბი­ა­რეა. შემ­დგომ კი ოპე­რა­ცი­ას ხში­რად და­დე­ბით შე­დე­გე­ბამ­დე არ მივ­ყა­ვართ. ხმა კი ბრუნ­დე­ბა, მაგ­რამ სა­სიმ­ღე­რო ხმის დაბ­რუ­ნე­ბა სა­რის­კოა.

- რო­გორც მი­თხა­რით, ოპე­რის თე­ატ­რში კონ­სულ­ტან­ტი ხართ...

- კი, თა­ვი­დან 8 წელი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. იქ ფან­ტას­ტი­უ­რი ქალ­ბა­ტო­ნი მუ­შა­ობ­და, იმ პე­რი­ო­დის­თვის შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტუ­რა არ იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფი­კო პა­ცი­ე­ნე­ტებს პრი­მი­ტი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით სინ­ჯავ­და.

სწო­რედ მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე, რე­ზი­დენ­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სა­ზღვარ­გა­რეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მეს­წავ­ლა და ეს დარ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მე­ნერ­გა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 90% მღე­რის, ამას­თა­ნა­ვე, ხმა­უ­რი­ა­ნი ხალ­ხი ვართ და ყვი­რი­ლიც გვიყ­ვარს, რად­გა­ნაც ემო­ცი­უ­რი ფო­ნიც მა­ღა­ლია, მა­გა­ლი­თად, მი­ტინ­გებ­ზე ხმის ჩახ­ლეჩ­ვამ­დე ყვი­რი­ლი ვი­ცით და ა.შ.

- მი­ტინ­გე­ბი ვახ­სე­ნეთ და ალ­ბათ პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც გსტუმ­რო­ბენ...

- კი, მაგ­რამ მათ სა­ხე­ლებს და გვა­რებს ვერ ვი­ტყვი, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია...

- თქვე­ნი კლი­ნი­კის "ფე­უს­ბუქ გვერ­დზე“ ცნო­ბილ ქარ­თვე­ლი მომ­ღე­ლე­ბის არა­ერ­თი ფოტო აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რაც იმა­ზე ნიშ­ნავს, რომ მათ თქვე­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ით უსარ­გებ­ლი­ათ?

- თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მო­ი­თხო­ვენ, რომ მათი ვი­ზი­ტე­ბი არ გა­ვა­სა­ჯა­რო­ვოთ, მომ­ღე­ლე­ბი­დან ყვე­ლა, ვისი ფო­ტოც გვერ­დზეა ატ­ვირ­თუ­ლი, ჩემი მე­გო­ბა­რია, ყვე­ლას­თან კონ­ტაქ­ტი მაქვს, გან­სა­კუ­რე­ბით, ოპე­რის მომ­ღერ­ლებ­თან. კონ­ცერ­ტის წინ მო­დი­ან, სახ­მო აპა­რა­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას იკონ­ტრო­ლე­ბენ. გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცის მსვლე­ლო­ბი­სას მივ­დი­ვარ თე­ატ­რში, თუ ფო­ნი­ატ­რი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, ვუ­წევ. ყო­ფი­ლა, რომ მომ­ღე­რალს სპექ­ტაკ­ლი ჰქო­ნია და წინა დღეს და­კარ­გვია ხმა, გა­ცი­ე­ბუ­ლა. ამ დროს უტარ­დე­ბათ პრო­ცე­დუ­რე­ბი და კუ­ლი­სებ­შიც ვეხ­მა­რე­ბი.

- ოპე­რა­ცია რა დროს ხდე­ბა სა­ჭი­რო?

- ფო­ნო­ქი­რურ­გია ჩვენ­თან მა­შინ კეთ­დე­ბა, როცა თე­რა­პი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უშე­დე­გოა. მთე­ლი რიგი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს ხორ­ხის მიკ­როს­კო­პულ ქი­რურ­გი­ას ვუ­ტა­რებთ, რომ ხმა ბო­ლომ­დე აღ­დგეს.

- რო­გორ მო­ვუფრ­თხილ­დეთ ხმას, რო­გორ ვმარ­თოთ ისე, რომ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ შეგ­ვექ­მნას?

- უპირ­ვე­ლე­სად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯანსღი ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­მუ­შა­ვე­ბა, სი­გა­რე­ტი და სხვა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე უარი უნდა ვთქვათ. რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას, პირ­და­პირ ლორ­წო­ვან გარსს ედე­ბა და სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. ალ­კოჰო­ლი ზო­მი­ე­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რომ კუჭს გა­ვუფრ­თხილ­დეთ. როცა ლორ­წო­ვა­ნი გარ­სი გა­ღი­ზი­ა­ნებ­ლია, ე.წ. გულძ­მარ­ვა იწყე­ბა, ხოლო კუ­ჭი­დან ამო­ნა­ტყორ­ცნი მასა ლორ­წო­ვან გარსს წვავს, შე­შუ­პე­ბას, ან­თე­ბას, მე­ქა­ნი­კურ დამ­წვრო­ბას იწ­ვევს. ამას­თა­ნა­ვე, ეს ხორ­ხის არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის სა­წინ­და­რიც ხდე­ბა, მათ შო­რის, სიმ­სივ­ნის. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რი სუნ­თქვა. სწო­რად თუ ვერ ვსუნ­თქავთ, გვახ­სოვ­დეს, რომ სახ­მო აპა­რატს და­ვა­ზი­ა­ნებთ.

- რამ­დე­ნად თვი­ნი­ე­რე­ბი არი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი და ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან თქვენს მი­თი­თე­ბებს?

- ნაკ­ლე­ბად, გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­ღერ­ლე­ბი. მძი­მე გრა­ფი­კი აქვთ, ბევ­რს შრო­მო­ბენ, ვიდ­რე სცე­ნა­ზე მზა პრო­დუქტს გა­მო­ი­ტა­ნენ, იმის მიღ­მა მძი­მე სა­მუ­შაო უწევთ. ასე რომ, ხში­რად მი­წევს ფსი­ქო­ლო­გის რო­ლის მორ­გე­ბაც. როცა სხვა პა­ცი­ენ­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ას 15-20 წუთი ვან­დო­მებ, მათ­თან ერთი სა­ა­თი მჭირ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ­თვის სახ­მო აპა­რა­ტი კა­რი­ე­რის სა­წინ­და­რია, შე­მო­სავ­ლის წყა­რო და უწევთ ხში­რი კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დეთ ჩემ­თან... ასე რომ, მო­ვუფრ­თხილ­დეთ ხმას და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია.

გირჩი - რკო ჯაფარიძევ, გაიგე???
5

რაც შე­ე­ხე­ბა მ ა­ რ ი ­ ხ უ ­ ა ­ ნ ა ს, პირ­და­პირ ლორ­წო­ვან გარსს ედე­ბა და

ს ი მ ­ ს ი ვ ­ ნ ი ს გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"პოლიტიკოსები მოითხოვენ, რომ მათი ვიზიტები არ გავასაჯაროვოთ" - ფონიატრი, რომელიც არაერთი ცნობილი ქართველის ხმის აპარატზე ზრუნავს

"პოლიტიკოსები მოითხოვენ, რომ მათი ვიზიტები არ გავასაჯაროვოთ" - ფონიატრი, რომელიც არაერთი ცნობილი ქართველის ხმის აპარატზე ზრუნავს

ხმას საერთაშორისო დღეც ჰქონია და ექიმიც ჰყოლია, რომელსაც ფონიატრი ჰქვია, რის შესახებაც ამ ცოტა ხნის წინ შევიტყვე. საქართველოში ამ დარგს ოტორინოლარინგოლოგი, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ფონიატრი და ხმის რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი, ირინა ქაცარავა უძღვება, რომელიც არაერთი ადამიანის ხმის აპარატზე ზრუნავს. ხმა ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მომღერლისთვის. ამიტომ, ირინა ექიმი მათი ხმის მკურნალიცაა.

იმის გამო, რომ თანამედროვე ადამიანების უმეტესობას არაჯანსაღი ცხოვრების წესი და სტრესული გარემო აქვთ, უწევთ, ოჯახური კონფლიქტების, ვირუსებისა და სხვადასხვა პრობლემის დაძლევა, შედეგად გარკვეულ დაზიანებებს იღებენ.

აქ კი მათი დამხმარე სწორედ ფონიატრია, რომელიც ხმის აკუსტიკური ანალიზით ხმის პარამეტრებს უსაზღვრავს, უტარებს ხორხის ვიდეოსტრობოსკოპიულ კვლევას, რითაც პაციენტის ხმის ჩახლეჩვის ხარისხიც დგინდება. შემდეგ კი სწორი თერაპიული კურსი ენიშნებათ.

ამ დარგის სპეციალისტები მსოფლიოში ცოტანი არიან და ირინა ქაცარავა ამ იშვიათთა შორისაა:

"ასეთი ვიწრო სპეციალიზაციის ექიმები ცოტანი ვართ, რადგანაც არ არის მარტივი დარგი, სწავლაც დიდხანს გვიწევს... გარდა იმისა, რომ ოტორინოლარინგოლოგიას ვამთავრებთ და ოტორინოლარინგოლოგ-ქირურგები ვხდებით, გვიწევს ფონიატრიის შესწავლაც. ამას დამატებითი რესურსი სჭირდა, საქართველოში კი ამის საშუალება და ბაზა ნაკლებია. ამიტომ დარგის შესწავლა-დაუფლება საზღავარგარეთ მომიწია. სფერო ასევე საკმაოდ ძვირად ღირებულ აპარატურას მოითხოვს", - გვეუბნება საქართველოს ფონოიატრთა და ფონოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი და ევროპის ფონიატრთა ასოციაციის წევრი.

ის ასევე გვიხნის, რომ ხორხის სადიაგნოსტიკოდ ორი სახის კვლევა არსებობს და მათ გარეშე ხმის ტემბრისა და ხორხის პათოლოგიის გამოვლენა არ ხდება.

- ე.ი. თქვენს პაციენტებს შორის მომღერლები არიან...

- მხოლოდ მომღერლები არ გვაკითხავენ, არიან ლექტორები, წამყვანები, ჟურნალისტები, ისინი, ვისაც ადამიანებთან ურთიერთობა სახმო აპარატით უწევთ. ჩვენი ერთ-ერთი კვლევის მეთოდი, როგორც ვთქვით, ხმის აკუსტიკური ანალიზია (სიტყვიდან გამომდინარე) როგორც კარდიოგრამა გამოისახება, ჩვენი აპარატურის დახმარებით ასევე ფასდება ხმაც... ასე რომ, ხდება, როგორც სალაპარაკო, ასევე სასიმღერო ხმის კვლევა.

როგორც ვთქვით, ეს კვლევა ყველას სჭირდება, მათ შორის, ახალგაზრდებს გარდატეხის პერიოდში, როცა ვაჟები მუტაციის პროცესს გადიან. ხოლო თუ ისინი მღერიან, იმ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ვოკალის პედაგოგებს, რადგან გარდატეხის იმ ეტაპზე მათი სახმო აპარატი ცვლილებას განიცდის, როგორც ვიზუალურად, აგრეთვე ფუნქციურად. გარდა იმისა, რომ ის ზომაში იზრდება და ისეთი ჰორმონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, როგორიც ტესტოსტერონია.

მამაკაცის ხმის იოგი იზრდება 60 %-ით, ხოლო ქალის - 30 %-ით. სწორედ ეს განაპირობებს მათი ხმის ტემბრის 500 ჰერციდან 130 ჰერცამდე (ერთი ოქტავა), ხოლო ქალბატონების - 500 ჰერციდან 300 ჰერცამდე (2.5 ნახევარტონი) დადაბლებას, 11 დან 18 წლის ასაკამდე. ამიტომაც არის სარისკო ამ პერიოდში, ვაჟებში სახმო აპარატის დატვირთვა, მაღალი ნოტების აღება. აუცილებელია, პედაგოგმა მოსწავლეს მისთვის განკუთვნილი რეპერტუარი მოარგოს. სასურველია, მომღერალი ამ პერიოდში იყოს ფონიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, ხშირად ჩაიტაროს ხორხის და ხმის კვლევა.

ფორსირებით სიმღერა, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, ხმოვანი იოგების სერიოზულ ტრამვირებას იწვევს! ეს რომ არ მოხდეს, პედაგოგმა და ფონიატრმა ერთობლივად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ დატვირთონ ისინი (რეპერტუარი შეურჩიონ), რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან არ ხდება. ბავშვები გაჰყავთ კონკურსებზე, დიდი ხმით აყვირებენ, ცდილობენ, მაღალი ნოტები ააღებინონ, რითაც სახმო აპარატს უზიანებენ.

ამას კი ადამიანი დისფონიამდე, ანუ ხმის ჩახლეჩვამდე მივყავართ. ეს კი ხშირად სხვადსხვა სახის შეშუპებით იწყება და შემდეგ ლორწოვანი გარსის კისტა ვითარდება. ცუდია, რომ დასაწყის ეტაპზე ვერ ხდებიან, რა პრობლემა აქვთ და იმავე დატვირთვას აგრძელებენ, რაც შესაძლოა, კვანძებში გადაიზარდოს, რადგანაც მოზარდის ლორწოვანი გარსი მგრძნობიარეა. შემდგომ კი ოპერაციას ხშირად დადებით შედეგებამდე არ მივყავართ. ხმა კი ბრუნდება, მაგრამ სასიმღერო ხმის დაბრუნება სარისკოა.

- როგორც მითხარით, ოპერის თეატრში კონსულტანტი ხართ...

- კი, თავიდან 8 წელი კონსერვატორიაში ვმუშაობდი. იქ ფანტასტიური ქალბატონი მუშაობდა, იმ პერიოდისთვის შესაბამისი აპარატურა არ იყო განვითარებული და ქალბატონი სოფიკო პაციენეტებს პრიმიტიული ინსტრუმენტებით სინჯავდა.

სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ, საზღვარგარეთ წავსულიყავი, მესწავლა და ეს დარგი საქართველოში დამენერგა. საქართველოში მოსახლეობის 90% მღერის, ამასთანავე, ხმაურიანი ხალხი ვართ და ყვირილიც გვიყვარს, რადგანაც ემოციური ფონიც მაღალია, მაგალითად, მიტინგებზე ხმის ჩახლეჩვამდე ყვირილი ვიცით და ა.შ.

- მიტინგები ვახსენეთ და ალბათ პოლიტიკოსებიც გსტუმრობენ...

- კი, მაგრამ მათ სახელებს და გვარებს ვერ ვიტყვი, კონფიდენციალურია...

- თქვენი კლინიკის "ფეუსბუქ გვერდზე“ ცნობილ ქართველი მომღელების არაერთი ფოტო აღმოვაჩინე, რაც იმაზე ნიშნავს, რომ მათ თქვენი კონსულტაციით უსარგებლიათ?

- თუ პოლიტიკოსები მოითხოვენ, რომ მათი ვიზიტები არ გავასაჯაროვოთ, მომღელებიდან ყველა, ვისი ფოტოც გვერდზეა ატვირთული, ჩემი მეგობარია, ყველასთან კონტაქტი მაქვს, განსაკურებით, ოპერის მომღერლებთან. კონცერტის წინ მოდიან, სახმო აპარატის მდგომარეობას იკონტროლებენ. გენერალური რეპეტიცის მსვლელობისას მივდივარ თეატრში, თუ ფონიატრიული დახმარება სჭირდებათ, ვუწევ. ყოფილა, რომ მომღერალს სპექტაკლი ჰქონია და წინა დღეს დაკარგვია ხმა, გაციებულა. ამ დროს უტარდებათ პროცედურები და კულისებშიც ვეხმარები.

- ოპერაცია რა დროს ხდება საჭირო?

- ფონოქირურგია ჩვენთან მაშინ კეთდება, როცა თერაპიული მკურნალობა უშედეგოა. მთელი რიგი პათოლოგიების დროს ხორხის მიკროსკოპულ ქირურგიას ვუტარებთ, რომ ხმა ბოლომდე აღდგეს.

- როგორ მოვუფრთხილდეთ ხმას, როგორ ვმართოთ ისე, რომ გარკვეული პრობლემები არ შეგვექმნას?

- უპირველესად აუცილებელია ჯანსღი ცხოვრების წესის შემუშავება, სიგარეტი და სხვა მავნე ნივთიერებაზე უარი უნდა ვთქვათ. რაც შეეხება მარიხუანას, პირდაპირ ლორწოვან გარსს ედება და სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს. ალკოჰოლი ზომიერად უნდა გამოვიყენოთ, რომ კუჭს გავუფრთხილდეთ. როცა ლორწოვანი გარსი გაღიზიანებლია, ე.წ. გულძმარვა იწყება, ხოლო კუჭიდან ამონატყორცნი მასა ლორწოვან გარსს წვავს, შეშუპებას, ანთებას, მექანიკურ დამწვრობას იწვევს. ამასთანავე, ეს ხორხის არაერთი დაავადების საწინდარიც ხდება, მათ შორის, სიმსივნის. ასევე მნიშვნელოვანია სწორი სუნთქვა. სწორად თუ ვერ ვსუნთქავთ, გვახსოვდეს, რომ სახმო აპარატს დავაზიანებთ.

- რამდენად თვინიერები არიან პაციენტები და ექვემდებარებიან თქვენს მითითებებს?

- ნაკლებად, განსაკუთრებით მომღერლები. მძიმე გრაფიკი აქვთ, ბევრს შრომობენ, ვიდრე სცენაზე მზა პროდუქტს გამოიტანენ, იმის მიღმა მძიმე სამუშაო უწევთ. ასე რომ, ხშირად მიწევს ფსიქოლოგის როლის მორგებაც. როცა სხვა პაციენტებთან კონსულტაციას 15-20 წუთი ვანდომებ, მათთან ერთი საათი მჭირდება. მიუხედავად ამისა, მათთვის სახმო აპარატი კარიერის საწინდარია, შემოსავლის წყარო და უწევთ ხშირი კონტაქტი ჰქონდეთ ჩემთან... ასე რომ, მოვუფრთხილდეთ ხმას და გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია.

"დეა კაპანაძე რაღაცას მალავს, დედამისმა მითხრა შენთან შესახვედრად უნდა მოვამზადოო" - რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"დედაჩემთან დარეკა, დედიკო თუ მამიკომ ყვირილი დაიწყო მილიციას გამოუძახე და მიშველეო" - რას ჰყვება გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის და

"ცოლს შვილის მკვლელობით დაემუქრა, ფულს თუ არ გამომიგზავნი, ამის ხმას ვეღარ გაიგებო" - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია