მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნავალნი კვლავ კომაშია, რუსული მედია ამტკიცებს, რომ ის ავად დიაბეტის გამო გახდა - რუს ოპოზიციონერს გერმანია და საფრანგეთი თავშესაფარს სთავაზობენ
ნავალნი კვლავ კომაშია, რუსული მედია ამტკიცებს, რომ ის ავად დიაბეტის გამო გახდა - რუს ოპოზიციონერს გერმანია და საფრანგეთი თავშესაფარს სთავაზობენ

რუ­სუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­წამ­ლეს, კვლავ კო­მა­შია., თუმ­ცა ექი­მე­ბის თქმით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და და პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ნა­ვალ­ნის ქა­ლაქ ომ­სკის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბენ. სწო­რედ აქ და­ეშ­ვა მისი თვითმფრი­ნა­ვი ავა­რი­უ­ლად, მას შემ­დეგ რაც ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო.

პო­ლი­ტი­კო­სის პრესს­პი­კე­რი აცხა­დებს, რომ მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სურთ, თუმ­ცა ექი­მე­ბი ამის ნე­ბას არ რთა­ვენ.

კლი­ნი­კა, სა­დაც ნა­ვალ­ნის მკურ­ნა­ლო­ბენ

"ექი­მე­ბი ამ დრომ­დე აცხა­დებ­დნენ, რომ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის უფ­ლე­ბას მოგ­ვცემ­დნენ, რის გა­მოც ჩვენ ორ­გა­ნი­ზე­ბა უმოკ­ლეს დრო­ში შევ­ძე­ლით. ახლა კი, ბოლო მო­მენ­ტში, ექი­მე­ბი ამის ნე­ბას არ გვრთა­ვენ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა თქმა უნდა, არა მათი, არა­მედ კრემ­ლის მი­ე­რაა მი­ღე­ბუ­ლი“, - წერს კირა იარ­მი­ში "ტვი­ტე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

  • რას წე­რენ რუ­სულ მე­დი­ა­ში?

ოპო­ზი­ცი­ა­ში და ნა­ვალ­ნის გა­რე­მოც­ვა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მო­წამ­ლეს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი რუსი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი მო­საზ­რე­ბას არ იზი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა, ნა­ვალ­ნის დი­ა­ბე­ტი აქვს და მისი ამ­გვა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სწო­რედ დი­ა­ბე­ტი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტებ­მა Известия-სთან ისა­უბ­რეს. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ­მა გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ნა­ვალ­ნის სის­ხლში შაქ­რის და შარ­დში აცე­ტო­ნის დონე მა­ღა­ლი იყო. გარ­და ამი­სა, ელექტრო­კარ­დი­ოგ­რა­მამ მი­ო­კარ­დი­უმ­ში მე­ტა­ბო­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა ალექ­სეი კა­ლინ­ჩევ­მა გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ გა­მოკ­ვლე­ვის პა­სუ­ხე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი შე­საძ­ლოა მი­ა­ნიშ­ნებ­დეს, რომ ნა­ვალ­ნის დი­ა­ბე­ტი აქვს.

  • გა­მოხ­მა­უ­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე

მომ­ხდარს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზეც. გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი რუს ოპო­ზი­ცი­ო­ნერს თავ­შე­სა­ფარ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. ამის შე­სა­ხებ მათ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დეს.

მზად ვართ, ნა­ვალ­ნი­სა და მის ახ­ლობ­ლებს ჯან­დაც­ვას­თან, თავ­შე­სა­ფარ­სა და დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ,- გა­ნა­ცხა­და ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა.

იგი­ვე ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მაც:

ჩვენ მას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა­ნა­ირ დახ­მა­რე­ბას გა­ვუ­წევთ, მათ შო­რის, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გერ­მა­ნი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ვუმ­კურ­ნა­ლებთ, - აღ­ნიშ­ნა მერ­კელ­მა.

მაკ­რონ­მა და მერ­კელ­მა ინ­ცი­დენ­ტის გამო ღრმა შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტეს და გა­რე­მო­ე­ბე­ბის სწრა­ფად დად­გე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას გა­უს­ვეს ხაზი.

"გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­რე­მო­ე­ბე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ირ­კვეს. ჩვენ ამას და­ჟი­ნე­ბით მო­ვი­თხოვთ, რად­გან ის, რაც აქამ­დე მო­ვის­მი­ნეთ, ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა,“- აღ­ნიშ­ნა მერ­კელ­მა.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში რო­ბერტ ო'ბრა­ი­ა­ნი აცხა­დებს, რომ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის შე­საძ­ლო მო­წამ­ვლის ფაქ­ტი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და ამან, შე­საძ­ლოა, აშშ-რუ­სე­თის მო­მა­ვალ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე იმოქ­მე­დოს.

"ის ძა­ლი­ან მა­მა­ცი ადა­მი­ა­ნია. ის ძა­ლი­ან გა­ბე­დუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სია, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში პუ­ტინს და­უ­პი­რის­პირ­და. უკი­დუ­რე­სად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, თუ ამის უკან რუ­სე­ბი დგა­ნან. ეს რუ­სეთ­თან ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ფაქ­ტო­რი გახ­დე­ბა,“- აღ­ნიშ­ნა ტრამ­პის მრჩე­ველ­მა Fox News-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ, რო­მე­ლიც ტომ­სკი­დან მოს­კოვ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, თვითმფრი­ნავ­ში თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო, რის გა­მოც თვითმფრი­ნა­ვი ქა­ლაქ ომ­სკში ავა­რი­უ­ლად და­ეშ­ვა, სა­დაც ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ნა­ვალ­ნის პრესს­პი­კერ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­წამ­ლუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
1

ეს ის ნავალნია აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხში პუტინის აზრებს რომ იზიარებს, რტუსი ნაცისტების დემონსტრაციაში მონაწილეობას რომ იღებს.

გიორგი
0

ნავალნის გამოვუცხადებდი სოლიდარობას, მაგრამ 2008–ში გრიზუნები გვიწოდა, როგორც ჩვევიათ რუს ღორებს ბგერების წანაცვლებით... ასე რომ, შეარგოს პოლონიუმი, არ მედარდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ნავალნი კვლავ კომაშია, რუსული მედია ამტკიცებს, რომ ის ავად დიაბეტის გამო გახდა - რუს ოპოზიციონერს გერმანია და საფრანგეთი თავშესაფარს სთავაზობენ

ნავალნი კვლავ კომაშია, რუსული მედია ამტკიცებს, რომ ის ავად დიაბეტის გამო გახდა - რუს ოპოზიციონერს გერმანია და საფრანგეთი თავშესაფარს სთავაზობენ

რუსული ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც, სავარაუდოდ, მოწამლეს, კვლავ კომაშია., თუმცა ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.

ნავალნის ქალაქ ომსკის კლინიკაში მკურნალობენ. სწორედ აქ დაეშვა მისი თვითმფრინავი ავარიულად, მას შემდეგ რაც ოპოზიციის ლიდერმა თავი შეუძლოდ იგრძნო.

პოლიტიკოსის პრესსპიკერი აცხადებს, რომ მისი ტრანსპორტირება სურთ, თუმცა ექიმები ამის ნებას არ რთავენ.

კლინიკა, სადაც ნავალნის მკურნალობენ

"ექიმები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ ტრანსპორტირების უფლებას მოგვცემდნენ, რის გამოც ჩვენ ორგანიზება უმოკლეს დროში შევძელით. ახლა კი, ბოლო მომენტში, ექიმები ამის ნებას არ გვრთავენ. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არა მათი, არამედ კრემლის მიერაა მიღებული“, - წერს კირა იარმიში "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

  • რას წერენ რუსულ მედიაში?

ოპოზიციაში და ნავალნის გარემოცვაში მიიჩნევენ, რომ ის მიზანმიმართულად მოწამლეს, თუმცა ზოგიერთი რუსი სამედიცინო ექსპერტი მოსაზრებას არ იზიარებს და ამბობს, რომ შესაძლოა, ნავალნის დიაბეტი აქვს და მისი ამგვარი მდგომარეობა სწორედ დიაბეტითაა გამოწვეული. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამედიცინო ექსპერტებმა Известия-სთან ისაუბრეს. გამოცემის ინფორმაციით, ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნავალნის სისხლში შაქრის და შარდში აცეტონის დონე მაღალი იყო. გარდა ამისა, ელექტროკარდიოგრამამ მიოკარდიუმში მეტაბოლური ცვლილებები გამოავლინა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ენდოკრინოლოგმა ალექსეი კალინჩევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გამოკვლევის პასუხების მონაცემები შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ნავალნის დიაბეტი აქვს.

  • გამოხმაურება საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე

მომხდარს გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზეც. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს ოპოზიციონერს თავშესაფარსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ. ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მზად ვართ, ნავალნისა და მის ახლობლებს ჯანდაცვასთან, თავშესაფარსა და დაცვასთან დაკავშირებული ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც:

ჩვენ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველანაირ დახმარებას გავუწევთ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გერმანიის საავადმყოფოებში ვუმკურნალებთ, - აღნიშნა მერკელმა.

მაკრონმა და მერკელმა ინციდენტის გამო ღრმა შეშფოთება გამოხატეს და გარემოებების სწრაფად დადგენის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარემოებები ძალიან სწრაფად გაირკვეს. ჩვენ ამას დაჟინებით მოვითხოვთ, რადგან ის, რაც აქამდე მოვისმინეთ, ძალიან არასასიამოვნოა,“- აღნიშნა მერკელმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო'ბრაიანი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლის ფაქტი შემაშფოთებელია და ამან, შესაძლოა, აშშ-რუსეთის მომავალ ურთიერთობებზე იმოქმედოს.

"ის ძალიან მამაცი ადამიანია. ის ძალიან გაბედული პოლიტიკოსია, რომელიც რუსეთში პუტინს დაუპირისპირდა. უკიდურესად შეშფოთებულია, თუ ამის უკან რუსები დგანან. ეს რუსეთთან ჩვენი მომავალი ურთიერთობის ფაქტორი გახდება,“- აღნიშნა ტრამპის მრჩეველმა Fox News-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გუშინ ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი ქალაქ ომსკში ავარიულად დაეშვა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და კომაში იმყოფება. ნავალნის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, მოწამლულია.

ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის მთავრობა?

ნუდისტური სოფელი საფრანგეთში, რომელიც COVID-19-ის ახალი აფეთქების კერად იქცა - "იქ მყოფ ადამიანებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან"

კადიროვმა  ქალიშვილი მინისტრის მოადგილედ დანიშნა - ვინ არის აიშატ კადიროვა - მამის პოლიტიკური მემკვიდრე და ჩეჩნეთის მთავარი "ფეშენისტა"