მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაცია მიაწოდეს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს - საგამოძიებო უწყება შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს
რა ინფორმაცია მიაწოდეს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს - საგამოძიებო უწყება შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, ოჯახს და ოჯა­ხის ად­ვო­კატს შეხ­ვდნენ.პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახს და ად­ვო­კატს მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ამ ეტა­პის­თვის მო­პო­ვე­ბუ­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბი და მი­ღე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი გა­აც­ნეს.

"თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის შექ­მნი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მო­მა­ვალ­შიც ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში შეხ­ვდე­ბი­ან ოჯახს და ეტა­პობ­რი­ვად მი­აწ­ვდი­ან საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და ექ­სპერ­ტი­ზე­ბის შე­დე­გებს. ასე­ვე, მოხ­დე­ბა ოჯა­ხის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის შეს­წავ­ლა და ჩა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

დღეს, ასე­ვე, თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მა­წე­ვა­ნის ტყე­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი ტარ­დე­ბა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, ტარ­დე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, მიკ­რო­ნა­წი­ლა­კუ­რი, დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ავ­ტო­ტექ­ნი­კუ­რი, კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი და ფო­ნოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, აშშ-ში კომ­პა­ნი­ე­ბის „ფე­ის­ბუ­ქის“ და „გუ­გლის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებს მი­მარ­თა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის „ფე­ის­ბუ­ქის“, „ინ­სტაგ­რა­მის“, „ვოთ­სა­ფის“ და „გუ­გლის“ მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის (ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა, ინ­ტერ­ნეტ­ში შეს­ვლის ის­ტო­რია, იუ­თუ­ბი, ასე­ვე „გუ­გლით“ სარ­გებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცია) მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ნახ­ვის მო­თხოვ­ნით.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ კომ­პა­ნია „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის რე­გი­ო­ნულ კო­ორ­დი­ნა­ტორს მი­მარ­თა გან­მარ­ტე­ბის­თვის, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო მომ­ხმა­რებ­ლის წაშ­ლის მი­ზე­ზი. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს მი­მარ­თა „ფე­ის­ბუქ“ და „ინ­სტაგ­რამ“ მომ­ხმა­რებ­ლის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით.

საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, მო­მა­ვალ­შიც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ითა­ნამ­შრომ­ლოს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­თან და უცხო სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ბა­მის სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­აგ­რძე­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ტენ­სი­უ­რად მი­აწ­ვდის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას",- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რა ინფორმაცია მიაწოდეს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს - საგამოძიებო უწყება შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

რა ინფორმაცია მიაწოდეს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს - საგამოძიებო უწყება შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრები, ოჯახს და ოჯახის ადვოკატს შეხვდნენ.პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ადვოკატს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპისთვის მოპოვებული საქმის მასალები და მიღებული ექსპერტიზის შედეგები გააცნეს.

"თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის შექმნილი საგამოძიებო ჯგუფის წევრები მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში შეხვდებიან ოჯახს და ეტაპობრივად მიაწვდიან საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს და ექსპერტიზების შედეგებს. ასევე, მოხდება ოჯახის მიერ მოწოდებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების შესწავლა და ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

დღეს, ასევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე.

საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.

საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან კონსულტაციებს გააგრძელებს და საზოგადოებას ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას",- ნათქვამია ინფორმაციაში.

"თავის მოსაკლავად კი არა, სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა..." - რა თქვა ადვოკატმა კამერებიდან ამოღებული მასალების დათვალიერების შემდეგ

კახეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც პანკისში მამა-შვილს შორტების გამო სცემა

"სიცრუეა თითქოს, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვებს საკნიდან ტელევიზორი ჩამოერთვათ" - პენიტენციური სამსახურის განცხადება