ავტორი:

"თავის მოსაკლავად კი არა, სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა..." - რა თქვა ადვოკატმა კამერებიდან ამოღებული მასალების დათვალიერების შემდეგ

"თავის მოსაკლავად კი არა, სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა..." - რა თქვა ადვოკატმა კამერებიდან ამოღებული მასალების დათვალიერების შემდეგ

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურა დატოვეს. როგორც ადვოკატმა საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალების დათვალიერების შემდეგ ნათლად ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არა თავის მოსაკლავად, არამედ შეხვედრაზე მიემართებოდა.

მისივე თქმით, ვიდეოჩანაწერებში საეჭვო ფაქტორებიც გამოიკვეთა, რომლებიც აქამდე გამოძიებასაც არ ჰქონდა შემჩნეული.

„ხვალ სრულდება ექსპერიმენტი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოითხოვა. დათვალიერებულ იქნა ძალიან დიდი მასალა სათვალთვალო კამერებიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, სხვანაირად ვერ გადაადგილდებოდა ასე.

გარდა ამისა გეტყვით, რომ საეჭვო ფაქტორებიც შეინიშნება, ეს ნიუანსები აქამდე გამოძიებასც არ ჰქონდა შემჩნეული. 1 თვის განმავლობაში ყველაფერი მიმდინარეობდა ძალიან ზერელედ, შესაბამისად, ამ ყველაფრის კონკრეტულად შესწავლა 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასევე ვნახეთ ექსპერტიზის შუალედური პასუხები და თავიდან დაიკითხა თამარის დედა, იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ძალიან ბევრი არსებითი მნიშვნელობის ფაქტები ახსენდება მას, მიმაჩნია, რომ გამოძიებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია",-განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს

"ვიდეოჩანაწერებით, სუს-ის 3 მანქანა გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან, შემდეგ კი შავნაბადას ბაზაზე გაუხვია" - პროკურატურა

საქართველოში მომხდარი დანაშაულები, რომელთა გამოძიებაშიც FBI ჩაერთო