ავტორი:

გიორგი ანწუხელიძის შვილებს "გურული დღიურების ფონდის" სტიპენდია დაენიშნებათ

გიორგი ანწუხელიძის შვილებს "გურული დღიურების ფონდის" სტიპენდია დაენიშნებათ

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის შვილებს "გურული დღიურების ფონდის" სტიპენდია დაენიშნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.

"ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებს "გურული დღიურების ფონდის" სტიპენდია დაენიშნებათ.

p.s. მადლობა თანადგომისთვის ჩვენს მეგობარ ქართველ მეცენატს ავსტრალიიდან, რომელმაც ერთი მათგანის სტიპენდიატობა უზრუნველყო" - წერს კეკელიძე.

გიორგი ანწუხელიძე 18 აგვისტოს 36 წლის გახდებოდა. ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი 2008 წლის ომის დროს 24 წლის იყო. ის 9 აგვისტოს დაიკარგა, მაშინ, როდესაც ვაზიანის 21-ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა...

ქართველი კაპრალი 2008 წლის ნოემბრამდე დაკარგულად ითვლებოდა, ნოემბერში კი ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს. გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მათგან ერთ-ერთი ანწუხელიძე იყო. ოჯახის წევრების თქმით, ცხედარი საშინლად იყო დასახიჩრებული.

ქართველი სამხედრო სიცოცხლეში 195 სმ-მდე იყო, თუმცა, ცხედარი 180 სმ-მდე იქნებოდა, რამაც თავდაპირველად ოჯახის წევრები დააბნია, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ასეთი სხვაობის მიზეზი ცხედრის ძლიერი დაზიანება იყო...

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. უფროსი, ლევანი 1 წლის იყო, როდესაც მამა დაიღუპა, ხოლო ანა ომის შემდეგ გაჩნდა.

მოძრაობა "სირცხვილია“ დღეს, 22.00 საათიდან 05:00 საათამდე დაუმორჩილებლობას აცხადებს

"ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება - თუ შეგცივდათ, ან მოგწყურდათ, ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ" - გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს

"ფრაგმენტებად ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ  არაფერი მესმოდა." - როგორია აქციის დაშლისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა