სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
მოზაიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალიფოვის მკვლელობის შემდეგ აფხაზეთში შესაძლოა სასტიკი "პიზა" გააქტიურდეს" - რა აკავშირებდა "მაფიის ბოსს" ქართველ "ქურდებთან" და ვის მიაწერენ მის მკვლელობას?
"სალიფოვის მკვლელობის შემდეგ აფხაზეთში შესაძლოა სასტიკი "პიზა" გააქტიურდეს" - რა აკავშირებდა "მაფიის ბოსს" ქართველ "ქურდებთან" და ვის მიაწერენ მის მკვლელობას?

20 აგ­ვის­ტოს გამ­თე­ნი­ას, თურ­ქე­თის კუ­რორტ ან­ტა­ლი­ის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, 47 წლის ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი, იგი­ვე "გული" მოკ­ლეს.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მისი მკვლე­ლო­ბა ოთხი წლის წინ სტამ­ბოლ­ში ასე­ვე ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის როვ­შა­ნის მკვლე­ლო­ბის შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, მი­ლი­ცი­ე­ლის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი როვ­შან ჯა­ნი­ე­ვი, იგი­ვე "როვ­შან ლენ­ქო­რანსკი" თა­ვად ნა­დი­რობ­და სა­ლი­ფოვ­ზე. არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ქი­ლე­რე­ბიც ჰყავ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­ლი­ფოვ­მა მას და­ას­წრო და ამ ამ­ბის გავ­რცე­ლე­ბი­დან ცოტა ხან­ში, როვ­შა­ნი ქუ­ჩა­ში ჩა­ცხრი­ლეს...

წარ­მო­შო­ბით დმა­ნი­სელ ნა­დირ სა­ლი­ფოვს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც ჰქონ­და და ქარ­თველ ეწ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბის უკან ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, შაქ­რო კა­ლა­შო­ვის კლა­ნი დგას, რო­მელ­საც სა­ლი­ფოვ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­და... რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დია მისი ძმაც, რაც ნიშ­ნავს, რომ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით და­წყე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვე­ბი კარ­გა ხანს არ დას­რულ­დე­ბა.

სა­კუ­თარ ვერ­სი­ას წერს "პრა­იმ კრა­ი­მი" :

"ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი მისი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რმა, ბა­ქო­ელ­მა ჰა­გან ზე­ი­ნა­ლოვ­მა, იგი­ვე "ხან ბა­კინ­სკიმ" მოკ­ლა, რო­მე­ლიც დიდი ხანი ცდი­ლობ­და "გუ­ლის" წრე­ში მოხ­ვედ­რა­სა და მისი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას...

რო­დე­საც "გუ­ლის" ნო­მერ­ში ზე­ი­ნა­ლო­ვი შე­ვი­და, მას­თან ერ­თად კი­დევ ორი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და. ის ზურ­გით იჯდა და მათ ბან­ქოს ეთა­მა­შე­ბო­და, თუმ­ცა ბა­ქო­ე­ლი ახ­ლობ­ლის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია, ისე გა­ნაგ­რძო თა­მა­ში. სწო­რედ ამ დროს ზე­ი­ნა­ლოვ­მა ია­რა­ღი ამო­ი­ღო, მას რამ­დე­ნი­მე ტყვია ეს­რო­ლა და შემ­თვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცა. სა­ლი­ფო­ვი მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა..." - წერს primecrime.ru, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო­დან უკა­ნას­კნელ კად­რებს ავ­რცე­ლებს.

სა­ლი­ფო­ვის მკვლე­ლო­ბამ შე­საძ­ლოა, აფხა­ზეთ­ში წლე­ბის წინ და­წყე­ბუ­ლი და მი­ჩუ­მე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბი შეც­ვა­ლოს. ნა­დირ სა­ლი­ფო­ვის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, აფხა­ზეთ­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ დრო­ე­ბით მი­ჩუ­მე­ბუ­ლი სას­ტი­კი, ამ­ბი­ცი­უ­რი და კონ­ფლიქ­ტუ­რი რაულ ბარცბა, იგი­ვე "პიზა", რო­მე­ლიც აქამ­დე ას­პა­რეზ­ზე არ ჩან­და, ისევ გა­მოჩ­ნდე­ბა და ე.წ. ხელმღვა­ნე­ლო­ბას, რო­მე­ლიც კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლა­ში არც ისე და­მა­ჯე­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, გავ­ლე­ნე­ბის გა­სა­ფარ­თო­ვებ­ლად ახა­ლი ძა­ლით შე­უ­ტევს.

"რაც მეტ კრი­მი­ნალს გა­ის­ტუმ­რე­ბენ იმ ქვეყ­ნად, მით უკე­თე­სი, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ მინ­და ის დრო დაბ­რუნ­დეს, რო­დე­საც ბარცბა­სა და მისი კლა­ნის წევ­რე­ბის Land Rover-ები ქუ­ჩებს კე­ტავ­დნენ და მათ მშვიდ და სტა­ბი­ლურ გა­და­ად­გი­ლე­ბას ჩვე­ნი უმ­წეო მი­ლი­ცია იცავ­და.

მას შემ­დეგ, რაც ავი­ძ­ბა და შამ­ბა და­ხო­ცეს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა ეროვ­ნუ­ლი გმი­რე­ბი­ვით იგ­ლო­ვა, ბარცბა თა­ვის სა­სახ­ლე­ში ჩა­ი­კე­ტა და უსაფრ­თხო­ე­ბა გა­აძ­ლი­ე­რა.

ბარცბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, მყოფ­მა მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის კლან­მა, სა­ლი­ფო­ვის გავ­ლე­ნე­ბით, ბარცბას თა­ვი­სი ძალა და­ა­ნახ­ვა. ახლა კი, სრუ­ლი­ად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, "პი­ზას" მე­ო­რე სუნ­თქვა გა­ეხ­სნას, ვნა­ხოთ, რო­გორ იმოქ­მე­ბენ სა­ლი­ფო­ვის მემ­კვდრე­ე­ბი..." - წერს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ზა­ნურ კვეც­ბა".

“დიდი იმე­დი მქონ­და, სა­ლი­ფო­ვი მო­ას­წრებ­და და ბარცბა­საც გა­ა­გო­რებ­და, რო­გორც შე­მო­უთ­ვა­ლა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ვერ მო­ას­წრო. იმე­დია, მისი სი­ტყვე­ბი ჰა­ერ­ში არ დარ­ჩე­ბა და ბარცბას და მისი ახა­ლი კლა­ნის წევ­რე­ბის “გრი­ა­ლის" ყუ­რე­ბა არ მოგ­ვი­წევს. მან ხა­ჯიმ­ბას წლებ­ში ფე­ო­და­ლი­ვით იცხოვ­რა და თა­ვი­სი ზღვარსგა­და­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, კრი­მი­ნა­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნა.." - წერს ნა­ლიკ წვიჟ­ბა.

კი­დევ ერთი მათ­გა­ნის თქმით, "ჯან­გვე­ლა­ძეს და მის კლანს არ უჭირს აფხა­ზე­თის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სა­ერ­თო ენის პოვ­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, ბარცბა ძვე­ლე­ბუ­რად რი­ხი­ა­ნი ვე­ღარ იქ­ნე­ბა. მე­ტიც, ყვე­ლა­ფე­რი იმის­კენ მი­დის, რომ მას გალ­შიც მო­უ­წევს ფეხი ამო­იკ­ვე­თოს, რად­გან ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას გუნ­დი მათი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­კენ არი­ან მო­წო­დე­ბუ­ლი... თუმ­ცა, კრი­მი­ნა­ლებს შო­რის არ­სე­ბულ სა­ხი­ფა­თო ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ან­გა­რი­შებს რა გა­უ­გებ..." - წერს "ვა­ლო­დია კლიმსკი...".

მთა­ვა­რი ფოტო: ჰა­გან ზე­ი­ნა­ლო­ვი და ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეგა
10

ასეთ ხალხს ამდენ სტატიებს რატომ უძღვნით? განა დაილია საქართველოში კეთილი და პატიოსანი ხალხი და მათი ისტორიები???? პრობლემაა ჩვენ თავში დიდი პრობლემა.......

gela
23

ქ-ნ ლალი, დაანახვა სწორი ფორმაა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"სალიფოვის მკვლელობის შემდეგ აფხაზეთში შესაძლოა სასტიკი "პიზა" გააქტიურდეს" - რა აკავშირებდა "მაფიის ბოსს" ქართველ "ქურდებთან" და ვის მიაწერენ მის მკვლელობას?

"სალიფოვის მკვლელობის შემდეგ აფხაზეთში შესაძლოა სასტიკი "პიზა" გააქტიურდეს" - რა აკავშირებდა "მაფიის ბოსს" ქართველ "ქურდებთან" და ვის მიაწერენ მის მკვლელობას?

20 აგვისტოს გამთენიას, თურქეთის კურორტ ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი, 47 წლის ნადირ სალიფოვი, იგივე "გული" მოკლეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მისი მკვლელობა ოთხი წლის წინ სტამბოლში ასევე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის როვშანის მკვლელობის შურისძიებას უკავშირდება.

აზერბაიჯანელი, მილიციელის ოჯახში დაბადებული როვშან ჯანიევი, იგივე "როვშან ლენქორანსკი" თავად ნადირობდა სალიფოვზე. არსებული ვერსიით, ქილერებიც ჰყავდა დაქირავებული, თუმცა სალიფოვმა მას დაასწრო და ამ ამბის გავრცელებიდან ცოტა ხანში, როვშანი ქუჩაში ჩაცხრილეს...

წარმოშობით დმანისელ ნადირ სალიფოვს, საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა და ქართველ ეწ. კანონიერ ქურდებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

კიდევ ერთი ვერსიით, მკვლელობის უკან ე.წ. კანონიერი ქურდი, შაქრო კალაშოვის კლანი დგას, რომელსაც სალიფოვთან დაპირისპირება ჰქონდა... რუსული მედიის ცნობით, ე.წ. კანონიერ ქურდია მისი ძმაც, რაც ნიშნავს, რომ შურისძიების მოტივით დაწყებული სისხლიანი გარჩევები კარგა ხანს არ დასრულდება.

საკუთარ ვერსიას წერს "პრაიმ კრაიმი" :

"ნადირ სალიფოვი მისი უახლოესი გარემოცვის წევრმა, ბაქოელმა ჰაგან ზეინალოვმა, იგივე "ხან ბაკინსკიმ" მოკლა, რომელიც დიდი ხანი ცდილობდა "გულის" წრეში მოხვედრასა და მისი ნდობის მოპოვებას...

როდესაც "გულის" ნომერში ზეინალოვი შევიდა, მასთან ერთად კიდევ ორი პირი იმყოფებოდა. ის ზურგით იჯდა და მათ ბანქოს ეთამაშებოდა, თუმცა ბაქოელი ახლობლისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე განაგრძო თამაში. სწორედ ამ დროს ზეინალოვმა იარაღი ამოიღო, მას რამდენიმე ტყვია ესროლა და შემთვევის ადგილიდან გაიქცა. სალიფოვი მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა..." - წერს primecrime.ru, რომელიც სასტუმროდან უკანასკნელ კადრებს ავრცელებს.

სალიფოვის მკვლელობამ შესაძლოა, აფხაზეთში წლების წინ დაწყებული და მიჩუმებული კრიმინალური პროცესები შეცვალოს. ნადირ სალიფოვის მკვლელობის შემდეგ, აფხაზეთში ვარაუდობენ, რომ დროებით მიჩუმებული სასტიკი, ამბიციური და კონფლიქტური რაულ ბარცბა, იგივე "პიზა", რომელიც აქამდე ასპარეზზე არ ჩანდა, ისევ გამოჩნდება და ე.წ. ხელმღვანელობას, რომელიც კრიმინალთან ბრძოლაში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება, გავლენების გასაფართოვებლად ახალი ძალით შეუტევს.

"რაც მეტ კრიმინალს გაისტუმრებენ იმ ქვეყნად, მით უკეთესი, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ის დრო დაბრუნდეს, როდესაც ბარცბასა და მისი კლანის წევრების Land Rover-ები ქუჩებს კეტავდნენ და მათ მშვიდ და სტაბილურ გადაადგილებას ჩვენი უმწეო მილიცია იცავდა.

მას შემდეგ, რაც ავიძბა და შამბა დახოცეს, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ნაწილმა ეროვნული გმირებივით იგლოვა, ბარცბა თავის სასახლეში ჩაიკეტა და უსაფრთხოება გააძლიერა.

ბარცბასთან დაპირისპირებაში, მყოფმა მერაბ ჯანგველაძის კლანმა, სალიფოვის გავლენებით, ბარცბას თავისი ძალა დაანახვა. ახლა კი, სრულიად მოსალოდნელია, "პიზას" მეორე სუნთქვა გაეხსნას, ვნახოთ, როგორ იმოქმებენ სალიფოვის მემკვდრეები..." - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი "ზანურ კვეცბა".

“დიდი იმედი მქონდა, სალიფოვი მოასწრებდა და ბარცბასაც გააგორებდა, როგორც შემოუთვალა. სამწუხაროა, რომ ვერ მოასწრო. იმედია, მისი სიტყვები ჰაერში არ დარჩება და ბარცბას და მისი ახალი კლანის წევრების “გრიალის" ყურება არ მოგვიწევს. მან ხაჯიმბას წლებში ფეოდალივით იცხოვრა და თავისი ზღვარსგადასული გავლენებით, ფაქტობრივად, კრიმინალის პოპულარიზაცია მოახდინა.." - წერს ნალიკ წვიჟბა.

კიდევ ერთი მათგანის თქმით, "ჯანგველაძეს და მის კლანს არ უჭირს აფხაზეთის ახალ ხელისუფლებასთან საერთო ენის პოვნა და შესაბამისად, ბარცბა ძველებურად რიხიანი ვეღარ იქნება. მეტიც, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ მას გალშიც მოუწევს ფეხი ამოიკვეთოს, რადგან ანქვაბი-ბჟანიას გუნდი მათი უფლებების დაცვისკენ არიან მოწოდებული... თუმცა, კრიმინალებს შორის არსებულ სახიფათო ურთიერთობებსა და ანგარიშებს რა გაუგებ..." - წერს "ვალოდია კლიმსკი...".

მთავარი ფოტო: ჰაგან ზეინალოვი და ნადირ სალიფოვი