სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი სამედიცინო სფეროში - ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივი პაციენტებს აღარ მიიღებს, ტიკარაძე მათ დაჯარიმებით ემუქრება
სკანდალი სამედიცინო სფეროში - ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივი პაციენტებს აღარ მიიღებს, ტიკარაძე მათ დაჯარიმებით ემუქრება

დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს ყვე­ლა­სათ­ვის მო­უ­ლოდ­ნელ შე­კი­თხვა­ზე მო­უ­წია პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე აპი­რებ­და თუ არა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო შიდსი­თა და კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზე უა­რის თქმას, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ასე უპა­სუ­ხა :

"აივ-ინ­ფექ­ცი­ის პროგ­რა­მი­დან გას­ვლას წი­ნას­წა­რი წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვა სჭირ­დე­ბა, რაც ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს არ გა­უ­კე­თე­ბია და სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ვე­ლო­დოთ" - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მი­ნის­ტრმა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ მძი­მე პი­რო­ბებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა , რომ მთავ­რო­ბამ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის ახა­ლი შე­ნო­ბა შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც 40 მი­ლი­ო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა და სა­დაც ამ­ჟა­მად რე­მონ­ტის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"რო­გორ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ობს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ამა­ზე არა­ერ­თხელ, არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მათ­თვის ჩვენ ახა­ლი შე­ნო­ბა შე­ვი­ძი­ნეთ, რო­მე­ლიც 40 მი­ლი­ო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა და ასე­ვე მსოფ­ლიო ბან­კის ფარ­გლებ­ში გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს დე­ტა­ლუ­რად იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ახალ შე­ნო­ბა­ში და­ი­წყოს რე­მონ­ტი, რათა მათ მი­ე­ცეთ იმ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ნორ­მა­ლუ­რი კლი­ნი­კის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო და ჩვენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვზრუ­ნავთ.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებს, არა­ნა­ი­რი რის­კი მათ არ შე­ე­ხე­ბათ და ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ მათ მკურ­ნა­ლო­ბას შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა აივ-ინ­ფექ­ცი­ის შემ­თვე­ვას, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც ტო­ვებს ამ პროგ­რა­მას, ვალ­დე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თოს წე­რი­ლო­ბით, რომ ის ტო­ვებს პროგ­რა­მას 2 თვით ადრე, რაც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს არ გა­უ­კე­თე­ბია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე ჯერ და­ვე­ლო­დე­ბი და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას.

სხვა შემ­თხვე­ვა­ში, თუ კლი­ნი­კა ტო­ვებს პროგ­რა­მას, მას კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ერი­ცხე­ბა 10%-იანი ჯა­რი­მა, წინა წლის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ "პირ­ვე­ლი არ­ხის­თვის" მი­ცე­მულ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა , რომ სა­ა­ვად­მყო­ფო მარ­თლაც აჩე­რებს შიდსი­თა და კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მიღ­ბას. გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა მან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის არ­ქო­ნით ახ­სნა.

"დიახ, ვა­დას­ტუ­რებთ, ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, დღე­ი­დან შეგ­ვე­წყვი­ტა "კო­ვიდ-19"-ით პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და აივ შიდსით სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ავად­მყო­ფე­ბის მი­ღე­ბა ელე­მენ­ტა­რუ­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბე­ბის არ­ქო­ნის გამო. ამა­ვე დროს, ჩვენ ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თგზის ვაც­ნო­ბეთ სა­მი­ნის­ტროს. ისიც ვაც­ნო­ბეთ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ვაგ­რძე­ლებთ აივ შიდსით ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას, რად­გან ამ კა­ტე­გო­რი­ის პა­ცი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­წყვე­ტა გა­მო­იწ­ვევ­და ძა­ლი­ან დიდ რყე­ვებს. გა­ცი­ლე­ბით მეტს, ვიდ­რე სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ავად­მყო­ფე­ბის მი­ღე­ბის შე­წყვე­ტა" – გა­ნუ­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ "პირ­ველ არხს"

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მი­ნის­ტროს­თვის 2 თვით ადრე გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, ცერ­ცვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ ჩვენ პროგ­რა­მის და­ტო­ვე­ბა გვინ­და, ორი თვით ადრე უნდა მიგ­ვე­მარ­თა, დავ­ჯა­რიმ­დე­ბო­დით 10 პრო­ცენ­ტით და რა­ღაც, არ მინ­და, რა­ი­მე მკვა­ხე სი­ტყვა გა­მო­ვი­ყე­ნო, ეს მკრე­ხე­ლო­ბაა"

"მკრე­ხე­ლო­ბაა ჩვე­ნი აქეთ არა­ფერ­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა. ჩვენ პროგ­რა­მის და­ტო­ვე­ბა კიარ გვინ­და, ჩვენ გვინ­და, დაგ­ვეხ­მა­რონ ამ პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბა­ში, ელე­მენ­ტა­რუ­ლი, მი­ნი­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა­ში. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ ვართ, იძუ­ლე­ბუ­ლი რომ ვართ, შევ­წყვი­ტოთ მომ­სა­ხუ­რე­ბა, ამა­ში ერთი პრო­ცენ­ტი არ არის ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მთლი­ა­ნად, 100 პრო­ცენ­ტით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, შე­საძ­ლოა, სხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის, შპს „ავერ­სის“ და სხვე­ბის პა­სუ­ხის­გებ­ლო­ბაა. ამას მე ძა­ლი­ან იო­ლად და­ვამ­ტკი­ცებ ნე­ბის­მი­ერ დროს და ნე­ბის­მე­ირ ფორ­მატ­ში“, – გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

გარ­და ამი­სა, ცერ­ცვა­ძე ამ­ბობს, რომ თე­ბერ­ვალ­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, მი­სი­ვე რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მის არ­ქო­ნის გამო, სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა.

გარ­და ამი­სა, ცერ­ცვა­ძე ამ­ბობს, რომ თე­ბერ­ვალ­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, მი­სი­ვე რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მის არ­ქო­ნის გამო, სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი კი­დევ ერთი ცრუ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. სა­უ­ბა­რია ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბის იმ ნა­წილ­ზე, სა­დაც მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, რომ ჯან­დაც­ვის ან ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­დან არ ყო­ფი­ლა შე­ფერ­ხე­ბა, რომ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­კუ­თა­რი დი­ვი­დენ­დე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­ნე­კარ­გა. ცერ­ცვა­ძის თქმით, ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"ესეც კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და ორი გზით. ერთი – ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს აქვს "რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და აღ­ჭურ­ვის პროგ­რა­მა“ და ყო­ველ­წლი­უ­რად რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი თან­ხაა გა­მო­ყო­ფი­ლი. მიგ­ვაჩ­ნია, თუ ამ პროგ­რა­მით სად­მე უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო რამე, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ეს უნდა მომ­ხდა­რი­ყო ჩვენ­თან. ამა­ზე მი­ნისტრს ჰქონ­და პა­სუ­ხი, რომ ცენ­ტრის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის ბი­უ­ჯეტ­ში არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მით ვერ გა­ა­კე­თებს. ერთი წე­ლია, სა­მი­ნის­ტროს ამას ვთხოვთ და თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო, ბი­უ­ჯე­ტის ფორ­მი­რე­ბი­სას სა­ჭი­რო­ე­ბა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა.

მი­ნის­ტრმა გვი­პა­სუ­ხა, რომ ის იფიქ­რებ­და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და შე­მოგ­ვთა­ვა­ზა გზა, გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი დი­ვი­დენ­დი, მაგ­რამ ამას ასე ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ჩვე­ნი ფული არ არის, ჩვენ­თან არ დევს. დი­ვი­დენ­დის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა რომ მი­ი­ღოს და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ, სა­ჭი­როა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრი შეგ­ვპირ­და, რომ გაგ­ვი­წევ­და შუ­ამ­დგომ­ლო­ბას ეკო­ნო­მი­კი­სა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან, რათა და­ერ­თოთ ნება, გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა დი­ვი­დენ­დი.

ის ამ­ბობს, რომ ყვე­ლა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან არ­სე­ბობ­და მზა­ო­ბა დი­ვი­დენ­დის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მზა­ო­ბა? ბოლო ორ თვე­ში თით­ქმის ყო­ველ­დღე ვწერ­დით წე­რი­ლო­ბით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და არ მიგ­ვი­ღია არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი, რომ შედ­გა კო­მუ­ნი­კა­ცია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს შო­რის და დაგ­ვრთეს ნება დი­ვი­დენ­დის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ეს უნდა მოხ­დეს წე­რი­ლო­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. დი­ვი­დენ­დის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა რომ მიგ­ვე­ღო, რე­მონტს გა­ვა­კე­თებ­დით. ჩვენ არ ვი­ცით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ არ მი­მარ­თა, მი­მარ­თა, თუ მათ უპა­სუ­ხეს უა­რით", – გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ "პირ­ვე­ლი არ­ხის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
92

რაღა არჩევნების წინ ატყდა.ეს ვაიუშველებელი

uuu
12

 საჩხერის პოლიკლინიკის უფროსობიდან ტრანსფორმირებული ჯანდაცვის მინისტრი და სამინისტრო რომ ტყუის, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ცერცვაძისნაირებზე დგას ჯანდაცვა, კორუმპირებული ტიკარაძე მათი დამსახურების ვამპირი და წურბელაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

სკანდალი სამედიცინო სფეროში - ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივი პაციენტებს აღარ მიიღებს, ტიკარაძე მათ დაჯარიმებით ემუქრება

სკანდალი სამედიცინო სფეროში - ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივი პაციენტებს აღარ მიიღებს, ტიკარაძე მათ დაჯარიმებით ემუქრება

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრს ყველასათვის მოულოდნელ შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. ჟურნალისტის კითხვაზე აპირებდა თუ არა ინფექციური საავადმყოფო შიდსითა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებაზე უარის თქმას, ეკატერინე ტიკარაძემ ასე უპასუხა :

"აივ-ინფექციის პროგრამიდან გასვლას წინასწარი წერილობითი მიმართვა სჭირდება, რაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს არ გაუკეთებია და საჭიროა დამატებით ინფორმაციას დაველოდოთ" - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მძიმე პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა , რომ მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა შეიძინა, რომელიც 40 მილიონის ღირებულებისაა და სადაც ამჟამად რემონტის საკითხის მოგვარება მიმდინარეობს.

"როგორ პირობებში მუშაობს ინფექციური საავადმყოფო, ჯანდაცვის სამინისტროს ამაზე არაერთხელ, არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული და სწორედ აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მათთვის ჩვენ ახალი შენობა შევიძინეთ, რომელიც 40 მილიონის ღირებულებისაა და ასევე მსოფლიო ბანკის ფარგლებში გარკვეული ჯგუფი მუშაობს დეტალურად იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ახალ შენობაში დაიწყოს რემონტი, რათა მათ მიეცეთ იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური კლინიკის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო და ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ვზრუნავთ.

რაც შეეხება კოვიდპაციენტებს, არანაირი რისკი მათ არ შეეხებათ და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ მკურნალობას შესაბამის კლინიკებში. რაც შეეხება აივ-ინფექციის შემთვევას, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კლინიკა, რომელიც ტოვებს ამ პროგრამას, ვალდებულია სოციალურ სააგენტოს მიმართოს წერილობით, რომ ის ტოვებს პროგრამას 2 თვით ადრე, რაც თენგიზ ცერცვაძეს არ გაუკეთებია და აქედან გამომდინარე მე ჯერ დაველოდები დამატებით ინფორმაციას.

სხვა შემთხვევაში, თუ კლინიკა ტოვებს პროგრამას, მას კანონის ფარგლებში ერიცხება 10%-იანი ჯარიმა, წინა წლის შესრულებული სამუშაოების ფარგლებში", - განაცხადა ტიკარაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ "პირველი არხისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში დაადასტურა , რომ საავადმყოფო მართლაც აჩერებს შიდსითა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღბას. გადაწვეტილება მან სამედიცინო დაწესებულებაში ელემენტარული პირობების არქონით ახსნა.

"დიახ, ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა "კოვიდ-19"-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა" – განუცხადა ცერცვაძემ "პირველ არხს"

რაც შეეხება სამინისტროსთვის 2 თვით ადრე განცხადებით მიმართვის აუცილებლობას, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

"რაც შეეხება იმას, თუ ჩვენ პროგრამის დატოვება გვინდა, ორი თვით ადრე უნდა მიგვემართა, დავჯარიმდებოდით 10 პროცენტით და რაღაც, არ მინდა, რაიმე მკვახე სიტყვა გამოვიყენო, ეს მკრეხელობაა"

"მკრეხელობაა ჩვენი აქეთ არაფერში დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კიარ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთლიანად, 100 პროცენტით ჯანდაცვის სამინისტროს, შესაძლოა, სხვა სტრუქტურების, შპს „ავერსის“ და სხვების პასუხისგებლობაა. ამას მე ძალიან იოლად დავამტკიცებ ნებისმიერ დროს და ნებისმეირ ფორმატში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძე ამბობს, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, სასამართლოში უჩივლა.

გარდა ამისა, ცერცვაძე ამბობს, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, სასამართლოში უჩივლა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჯანდაცვის მინისტრი კიდევ ერთი ცრუ განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა. საუბარია ეკატერინე ტიკარაძის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის ან ეკონომიკის სამინისტროებიდან არ ყოფილა შეფერხება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი დივიდენდები საჭიროებისამებრ განეკარგა. ცერცვაძის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ესეც კატეგორიულად არ შეესაბამება სინამდვილეს. სამუშაოების ჩატარება შეიძლებოდა ორი გზით. ერთი – ჯანდაცვის სამინისტროს აქვს "რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამა“ და ყოველწლიურად რაღაც გარკვეული თანხაა გამოყოფილი. მიგვაჩნია, თუ ამ პროგრამით სადმე უნდა გაკეთებულიყო რამე, სარემონტო სამუშაოები, ეს უნდა მომხდარიყო ჩვენთან. ამაზე მინისტრს ჰქონდა პასუხი, რომ ცენტრის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული და აღნიშნული პროგრამით ვერ გააკეთებს. ერთი წელია, სამინისტროს ამას ვთხოვთ და თავისუფლად შეეძლო, ბიუჯეტის ფორმირებისას საჭიროება გაეთვალისწინებინა.

მინისტრმა გვიპასუხა, რომ ის იფიქრებდა სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე და შემოგვთავაზა გზა, გამოგვეყენებინა ჩვენი დივიდენდი, მაგრამ ამას ასე ვერ გამოვიყენებთ, ჩვენი ფული არ არის, ჩვენთან არ დევს. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიიღოს დაწესებულებამ, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს სპეციალური კომიტეტის და ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური გადაწყვეტილება. ქალბატონი მინისტრი შეგვპირდა, რომ გაგვიწევდა შუამდგომლობას ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან, რათა დაერთოთ ნება, გამოგვეყენებინა დივიდენდი.

ის ამბობს, რომ ყველა სამინისტროს მხრიდან არსებობდა მზაობა დივიდენდის გამოყენებაზე, რაში გამოიხატება მზაობა? ბოლო ორ თვეში თითქმის ყოველდღე ვწერდით წერილობით ჯანდაცვის სამინისტროს და არ მიგვიღია არანაირი პასუხი, რომ შედგა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს შორის და დაგვრთეს ნება დივიდენდის გამოყენებაზე. ეს უნდა მოხდეს წერილობით, ოფიციალური გადაწყვეტილებით. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიგვეღო, რემონტს გავაკეთებდით. ჩვენ არ ვიცით, ჯანდაცვის სამინისტრომ არ მიმართა, მიმართა, თუ მათ უპასუხეს უარით", – განაცხადა ცერცვაძემ "პირველი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"დაიჯერეს, რომ მართლა არის კოვიდინფექცია" - მარინა ენდელაძე რამდენიმედღიანი პიკის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევათა შემცირებას პროგნოზირებს

დატოვა თუ არა თანამდებობა თენგიზ ცერცვაძემ? - ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ

„ცხინვალი 1920-ის" პრეზენტაცია დახურულ კინოჩვენებაზე შედგა