მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების "უკან მდგომი პირების ქმედებებს“ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა
პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების "უკან მდგომი პირების ქმედებებს“ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, და­ვით ყა­ზა­რაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის მე­ხუ­თე ჩვე­ნე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო შე­სა­ბა­მის გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს და ამის უკან მდგო­მი პი­რე­ბის ქმე­დე­ბებს შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცე­მა.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო ატა­რე­ბენ შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს და აღ­ნიშ­ნულ გა­რე­მო­ე­ბას მი­ე­ცე­მა სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა, ასე­ვე იმ პი­რე­ბის ქმე­დე­ბებ­საც, რომ­ლე­ბიც დგა­ნან აღ­ნიშ­ნუ­ლის უკან, შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცე­მა,” - ამ­ბობს ყა­ზარ­შვი­ლი.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის მე­ხუ­თე ჩვე­ნე­ბა "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის” ავ­ტო­მო­ბილ­ში მჯდო­მი 5 პი­რის­თვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ ყო­ფი­ლა.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩვე­ნე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში არ მო­დის საქ­მის მა­სა­ლებ­თან. რო­დე­საც და­ი­კი­თხე­ბა მოწ­მე, იგი ახ­სნის, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე რითი არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ჩვე­ნე­ბებ­ში მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ერ­თა­დერ­თი ჩვე­ნე­ბა ვერ გახ­დე­ბა ბრალ­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის და დად­გე­ნი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის და გა­მო­კი­თხვის ოქ­მზე დაყ­რდნო­ბით ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა არ მომ­ხდა­რა, ეს მოხ­და იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ზე არის მო­პო­ვე­ბუ­ლი,” - გა­ნა­ცხა­და და­ვით ყა­ზა­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ერთ-ერთი ოქ­როს მოწ­მის და მისი მე­გობ­რის, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის მე­ხუ­თე ჩვე­ნე­ბის ერთ-ერთ ოქმს აქ­ვეყ­ნებს.

ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მო­რაგ­ბე არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ და­ნარ­ჩენ პი­რებს მკაც­რად უთხრა, რომ ის მან­ქა­ნა­ში ჩა­ეს­ვათ და თბი­ლი­სის­კენ წა­მო­ვიდ­ნენ.

გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ახა­ლი გა­მო­კი­თხვი­სას, „ტო­ი­ო­ტა ქამ­რი­ში“ გა­მარ­თუ­ლი დი­ა­ლო­გის დე­ტა­ლებ­საც იხ­სე­ნებს. მისი მტკი­ცე­ბით, არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ შემ­დე­გი შე­კი­თხვა და­უს­ვა: „რო­გორ მაგ­რა­დაც დარ­ბი­ხართ, ისე მაგ­რად თუ იცით ცურ­ვა?“.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
71

პროკურატურამ უნდა გამოავლინოს ჩანერგილები, ვინც ინფორმაციას აწვდის კილაძისნაირ ჭორიკანა ინტრიგანებს.

ზურაბი
83

ეს ინკოგნიტო რესპოდენტ გამოძიების მონაცემთა გამავრცელებლები პროკურატურას და გამოძიებას კი არა კანონს და სიმართლეს ებრძვიან სანამ ერთ ორს არ შემოსცხებს მართლმსაჯულების ქალღმერთი ისე არ გაჩერდებიან

ავტორი:

პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების "უკან მდგომი პირების ქმედებებს“ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა

პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების "უკან მდგომი პირების ქმედებებს“ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების გამოქვეყნებაზე საგამოძიებო ორგანო შესაბამის გამოძიებას აწარმოებს და ამის უკან მდგომი პირების ქმედებებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

"პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს და აღნიშნულ გარემოებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ასევე იმ პირების ქმედებებსაც, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა,” - ამბობს ყაზარშვილი.

პროკურორის განცხადებით, ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენება "ტოიოტა ქამრის” ავტომობილში მჯდომი 5 პირისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი არ ყოფილა.

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჩვენება წინააღმდეგობაში არ მოდის საქმის მასალებთან. როდესაც დაიკითხება მოწმე, იგი ახსნის, სასამართლოს წინაშე რითი არის გამოწვეული ჩვენებებში მოწოდებული ინფორმაცია. ერთადერთი ჩვენება ვერ გახდება ბრალდების დამძიმების და დადგენილების გამოტანის საფუძველი. შესაბამისად, მხოლოდ გურამ ამირხანაშვილის ჩვენების და გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით ბრალის დამძიმება არ მომხდარა, ეს მოხდა იმ მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე არის მოპოვებული,” - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, "რადიო თავისუფლება“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ოქროს მოწმის და მისი მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების ერთ-ერთ ოქმს აქვეყნებს.

ამირხანაშვილის ჩვენების მიხედვით, მორაგბე არჩილ გაგნიძემ დანარჩენ პირებს მკაცრად უთხრა, რომ ის მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ.

გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, „ტოიოტა ქამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებსაც იხსენებს. მისი მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“.

"FBI აცხადებს, რომ მათი კომპეტენცია არ არის სხვა ქვეყანაში გამოძიებაში ჩაერთოს ", - ომბუდსმენი ბაჩალიაშვილის საქმეზე

კიბერშეტევა ლუგარზე: უკანონოდ მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე

"ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის  გამოყენების მიზნით, უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა" - შსს