მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედაქალაქში 300 ლურჯ მიკროავტობუსს სავარაუდოდ, “ჰიუნდაი ავტო საქართველო” შემოიყვანს
დედაქალაქში 300 ლურჯ მიკროავტობუსს სავარაუდოდ, “ჰიუნდაი ავტო საქართველო” შემოიყვანს

დე­და­ქა­ლაქ­ში 300 ლურჯ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს სა­ვა­რა­უ­დოდ, “ჰი­უნ­დაი ავტო სა­ქარ­თვე­ლო” შე­მო­იყ­ვანს. სწო­რედ ის არის ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში გა­ნა­ცხა­დი წა­რად­გი­ნა. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის მი­ხედ­ვით შეს­ყიდ­ვის თან­ხა 30 მლნ ლა­რია.

ბოლო ტენ­დე­რის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ­სე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბით ბი­უ­ჯე­ტი­დან 497 000 ლარი და­ი­ზო­გა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე 29-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პირ­ვე­ლი ტენ­დე­რი 2020 წლის აპ­რილ­ში გა­მო­ცხად­და. თუმ­ცა მა­ლე­ვე შე­წყდა. მა­შინ მი­ზე­ზად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და­სა­ხელ­და.

ხე­ლახ­ლა ტენ­დე­რი 22 ივ­ნისს გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა ეს შეს­ყიდ­ვაც სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ამ მა­ლე­ვე შე­ა­ჩე­რა. რო­გორც მა­შინ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სის­ტე­მა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა გახ­და, რაც "კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნას" ემ­სა­ხუ­რე­ბა. მე­სა­მე ტენ­დე­რი კი 15 ივ­ლისს გა­მო­ა­ცხა­და. წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა კი 17 აგ­ვის­ტოს დას­რულ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლი ტენ­დე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ­ჯე­რად შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა გაზ­რდი­ლი იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, მე­რია 300 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის შე­ძე­ნა­ზე 29,819 მლნ ლა­რის და­ხარ­ჯვას გეგ­მავ­და, ბოლო ტენ­დე­რის მი­ხედ­ვით კი შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 30,497 მლნ ლარი იყო. პრე­ტენ­დენ­ტმა კომ­პა­ნი­ამ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას 30 მლნ ლარი შეს­თა­ვა­ზა. რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია და შე­მო­იყ­ვანს თუ არა „ჰი­უნ­დაი ავტო სა­ქარ­თვე­ლო“ ახალ ლურჯ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს თბი­ლი­სის­თვის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მას შემ­დეგ, რაც სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­დგე­ნილ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას შე­ის­წავ­ლის.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­თხოვ­ნებს, რო­გორც სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ: მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი უნდა იყოს 2020 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი, ფერი - ლურ­ჯი "მე­ტა­ლი­კი", გათ­ვლი­ლი უნდა იყოს 17 მგზავრზე; ამას­თან, მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს გვერ­დი­თა მარ­ჯვე­ნა მხრი­დან უნდა ჰქონ­დეს მგზავ­რის ასას­ვლე­ლი გა­სას­რი­ა­ლე­ბე­ლი კარი, ავ­ტო­ბუ­სის ჭერი და გვერ­დი­თა კედ­ლე­ბი კი უნდა იყოს თბო-იზო­ლი­რე­ბუ­ლი. სა­ტენ­დერო მო­თხოვ­ნებს თუ გა­ვით­ვლის­წი­ნებთ და კომ­პა­ნია "ჰი­უნ­დაი სა­ქარ­თვე­ლოს" გა­ნა­ცხადს, შეგ­ვიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბით ვთქვათ, რომ ამ კომ­პა­ნი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დე­და­ქა­ლაქს ასე­თი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ეს არის მო­დე­ლი Hyundai H350 - მან 2017 წელს წლის ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ჯილ­დო­ვე­ბის პრეს­ტი­ჟულ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე "წლის მი­ნი­ბა­სის" კა­ტე­გო­რი­ა­ში აიღო ჯილ­დო. ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე უფრო იაფი ღირს ვიდ­რე მისი უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენ­ტე­ბი Volkswagen Crafter და Mercedes-Benz Sprinter. სამ­ხრეთ-კო­რე­უ­ლი კომ­პა­ნია მას რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში აწარ­მო­ებს, მათ შო­რის ფი­ლი­პი­ნებ­ზე, ვი­ეტ­ნამ­სა და თურ­ქეთ­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
2

შეეშვით ამ მიკროავტობუსებს, არც ერთ ნორმალურ ქალაქში არ დადის "მარშუტკები".

ვოოტ
3

მთავარი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება - მაზუთზე იმუშავებენ, თუ ქვანახშირზე?!...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

დედაქალაქში 300 ლურჯ მიკროავტობუსს სავარაუდოდ, “ჰიუნდაი ავტო საქართველო” შემოიყვანს

დედაქალაქში 300 ლურჯ მიკროავტობუსს სავარაუდოდ, “ჰიუნდაი ავტო საქართველო” შემოიყვანს

დედაქალაქში 300 ლურჯ მიკროავტობუსს სავარაუდოდ, “ჰიუნდაი ავტო საქართველო” შემოიყვანს. სწორედ ის არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში განაცხადი წარადგინა. შეთავაზებული წინადადების მიხედვით შესყიდვის თანხა 30 მლნ ლარია.

ბოლო ტენდერის სავარაუდო ღირებულებიდან გამომდინარე არსებული შეთავაზებით ბიუჯეტიდან 497 000 ლარი დაიზოგა. შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე 29-მილიონიანი პირველი ტენდერი 2020 წლის აპრილში გამოცხადდა. თუმცა მალევე შეწყდა. მაშინ მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა.

ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ეს შესყიდვაც სატრანსპორტო კომპანიამ მალევე შეაჩერა. როგორც მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში იყო აღნიშნული, შეწყვეტის მიზეზი მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირება გახდა, რაც "კონკურენტული გარემოს შექმნას" ემსახურება. მესამე ტენდერი კი 15 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი 17 აგვისტოს დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტენდერისგან განსხვავებით, ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გაზრდილი იყო. თავდაპირველად, მერია 300 მიკროავტობუსის შეძენაზე 29,819 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავდა, ბოლო ტენდერის მიხედვით კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30,497 მლნ ლარი იყო. პრეტენდენტმა კომპანიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 30 მლნ ლარი შესთავაზა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სატრანსპორტო კომპანია და შემოიყვანს თუ არა „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ახალ ლურჯ მიკროავტობუსებს თბილისისთვის, მოგვიანებით გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც სპეციალური კომისია კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას შეისწავლის.

რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ: მიკროავტობუსები უნდა იყოს 2020 წელს გამოშვებული, ფერი - ლურჯი "მეტალიკი", გათვლილი უნდა იყოს 17 მგზავრზე; ამასთან, მიკროავტობუსს გვერდითა მარჯვენა მხრიდან უნდა ჰქონდეს მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი, ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები კი უნდა იყოს თბო-იზოლირებული. სატენდერო მოთხოვნებს თუ გავითვლისწინებთ და კომპანია "ჰიუნდაი საქართველოს" განაცხადს, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ამ კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქს ასეთი მიკროავტობუსი მოემსახურება.

ეს არის მოდელი Hyundai H350 - მან 2017 წელს წლის ავტომობილის დაჯილდოვების პრესტიჟულ ცერემონიალზე "წლის მინიბასის" კატეგორიაში აიღო ჯილდო. ის საერთაშორისო ბაზარზე უფრო იაფი ღირს ვიდრე მისი უშუალო კონკურენტები Volkswagen Crafter და Mercedes-Benz Sprinter. სამხრეთ-კორეული კომპანია მას რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს, მათ შორის ფილიპინებზე, ვიეტნამსა და თურქეთში.

"ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზებები გრძელდება

როგორ გადავიღოთ  შთამბეჭდავი ფოტოები სმარტფონით - დეტალური განხილვა iPhone 11 Pro-სთან ერთად

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის 35 ლარად? – სიახლეები, რომელიც „ბიბლუსში“ გელოდებათ