საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მწყემსი, რომელმაც მისი შვილის ცხედარი იპოვა, "მიგზავნილი იყო"
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მწყემსი, რომელმაც მისი შვილის ცხედარი იპოვა, "მიგზავნილი იყო"

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მა­მის ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის გა­ყალ­ბე­ბა­ში მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი იყ­ვნენ ჩა­რე­უ­ლი. ამის შე­სა­ხებ ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სო­ფელ მა­წე­ვა­ნის ტყე­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ეს­პე­რი­მენ­ტი ტარ­დე­ბა და რო­მელ­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ერ­თად მამა და ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ეს­წრე­ბი­ან.

ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თქმით, საქ­მეს უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი, "მწყემ­სი, ან „მარ­შუტ­კის“ მძღო­ლი ვერ გა­ა­ყალ­ბებს".

ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თქმით, საქ­მის გა­ყალ­ბე­ბა ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცველ ლადო ბა­ჭუ­ლაშ­ვილს მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა და რო­მელ­მაც უთხრა შემ­დე­გი ფრა­ზა - "შენი შვი­ლი მა­გარ შარ­შია".

ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მისი შვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რის მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი და­ი­კარ­გა, რო­მე­ლიც მი­სი­ვე ვა­რა­უ­დით, ბა­ჭუ­ლაშ­ვილ­მა გა­შიფ­რა და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე უთხრა, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მებ­ში იყო.

"ვენ­დო­ბი თუ არა ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენტს, საქ­მე დაგ­ვა­ნა­ხებს. ბა­ჭუ­ლაშ­ვილს და აფ­ცი­ა­ურს არ ვა­პა­ტი­ებ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ხე­ლის და­ფა­რე­ბა, საქ­მის ჩა­ფარ­ცხვას. გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მან­ქა­ნა აქ 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მდგა­რი­ყო. ვუ­რე­კავ სა­მარ­თალ­დამ­ცველ ლადო ბა­ჭუ­ლაშ­ვილს და მე­უბ­ნე­ბა, რომ ვმუ­შა­ობ, მა­ცა­დე, შენი გოგო მა­გარ შარ­შია გახ­ვე­უ­ლიო და ამის შემ­დეგ ტე­ლე­ფონს მი­თი­შავს. ასე­ვე კომ­პი­უ­ტე­რი­დან და­ი­კარ­გა ე.წ. ფლეშ­კა. ასე­ვე წა­შა­ლეს მო­ნა­ცე­მე­ბი კომ­პი­უ­ტე­რი­დან, ტე­ლე­ფო­ნი­დან - სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი....ბა­ჭუ­ლაშ­ვილ­მა ფლეშ­კა გა­შიფ­რა და იქი­დან მე­უბ­ნე­ბო­და მა­გას", - გა­ნა­ცხა­და ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მწყემ­სი, რო­მელ­მაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი მა­წე­ვა­ნის ტყე­ში იპო­ვა, "სპე­ცი­ა­ლუ­რად ტრი­ა­ლებ­და აღ­ნიშ­ნულ ტყე­ში და მიგ­ზავ­ნი­ლი იყო".

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
fróði
54

ამ ადამიანისტვის ეხლა ყველა მიგზავნილი და დეზერტირი გამოვა , სად იყავი მაშინ როდესაც თქვენმა ქალისვილმა ელექტრო შოკის ყიდვა გთხოვათ ? მაშინ რატომ არ გაგიჩნდა შეკითხვა ?

ნნნ
35

რა გააჭირეთ საქმე, არაფრის და არავის არ გჯერათ! მიგეხედათ გოგონასთვის, ფული რომ მოქონდა მაშინ ჩუმად იყავით?! ახლა თქვენს გამო მოიგონონ დამნაშავე?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მწყემსი, რომელმაც მისი შვილის ცხედარი იპოვა, "მიგზავნილი იყო"

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მწყემსი, რომელმაც მისი შვილის ცხედარი იპოვა, "მიგზავნილი იყო"

გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმის გაყალბებაში მაღალჩინოსნები იყვნენ ჩარეული. ამის შესახებ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ მაწევანის ტყეში განუცხადა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ესპერიმენტი ტარდება და რომელსაც სამართალდამცველებთან ერთად მამა და ოჯახის ადვოკატი ესწრებიან.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმეს უბრალო ადამიანი, "მწყემსი, ან „მარშუტკის“ მძღოლი ვერ გააყალბებს".

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმის გაყალბება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე ტელეფონით ესაუბრა და რომელმაც უთხრა შემდეგი ფრაზა - "შენი შვილი მაგარ შარშია".

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის კომპიუტერის მეხსიერების ბარათი დაიკარგა, რომელიც მისივე ვარაუდით, ბაჭულაშვილმა გაშიფრა და სწორედ აქედან გამომდინარე უთხრა, რომ მისი ქალიშვილი გარკვეულ პრობლემებში იყო.

"ვენდობი თუ არა ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს, საქმე დაგვანახებს. ბაჭულაშვილს და აფციაურს არ ვაპატიებ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ხელის დაფარება, საქმის ჩაფარცხვას. გამოვრიცხავ, რომ მანქანა აქ 5 დღის განმავლობაში მდგარიყო. ვურეკავ სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს და მეუბნება, რომ ვმუშაობ, მაცადე, შენი გოგო მაგარ შარშია გახვეულიო და ამის შემდეგ ტელეფონს მითიშავს. ასევე კომპიუტერიდან დაიკარგა ე.წ. ფლეშკა. ასევე წაშალეს მონაცემები კომპიუტერიდან, ტელეფონიდან - სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი....ბაჭულაშვილმა ფლეშკა გაშიფრა და იქიდან მეუბნებოდა მაგას", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

მისივე განმარტებით, მწყემსი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მაწევანის ტყეში იპოვა, "სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო".

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი - "არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან"

სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რატომ ვერ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება - რას ამბობს ადვოკატი?