მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუხლებზე მდგომნი იძახდნენ, "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა..რაც შევძელი შემზარავი კივილი  იყო" - რას წერს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი
"მუხლებზე მდგომნი იძახდნენ, "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა..რაც შევძელი შემზარავი კივილი  იყო" - რას წერს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი

სა­ქარ­თვე­ლოს მე-2 პრე­ზი­დენ­ტის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ყო­ფი­ლი რძა­ლი თა­თია შა­რა­ნა­გია "ფე­ი­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ყვე­ბა შემ­თხვე­ვა­ზე, რო­მე­ლიც მის პა­ტა­რა ვაჟს გა­დახ­და თავს:

"ვეც­დე­ბი სი­ტყვებს თავი მო­ვუ­ყა­რო.. რაც მე გა­და­ვი­ტა­ნე, არ გა­და­ი­ტა­ნოს არ­ცერ­თმა მშო­ბელ­მა. ღმერ­თს მად­ლო­ბა! ან­დრუ­შა მე­ო­რედ და­ი­ბა­და ჩემს თვალ­წინ, მა­მა­მი­სის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. წინა ღა­მეს ამ­ბობ­და, ეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა-მა­მი­კომ მა­ჩუ­ქაო. სი­მარ­თლეს ამ­ბობ­და თურ­მე.

ან­დრუ­შა აუზ­ში ჩა­ვარ­და, კა­მე­რის გა­რე­შე. წყლი­დან მე ამო­ვიყ­ვა­ნე, წყალ­ნაყ­ლა­პი... დე­ტა­ლებს ვერ მოვ­ყვე­ბი... რაც შევ­ძე­ლი შემ­ზა­რა­ვი კი­ვი­ლი და არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი იყო. ამ ყვე­ლა­ფერს ხე­დავ­დნენ ედუ და სანი. ვერ გად­მოვ­ცემ მათ ცრემ­ლებს და უდი­დეს, წარ­მო­უდ­გე­ნელ ემო­ცი­ებს. მუხ­ლებ­ზე მდგო­მი იძახ­დნენ "ღმერ­თო, გა­და­არ­ჩი­ნე ჩემი ძმა"... უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჰო­ლი­დე­ი­ნის თა­ნამ­შრო­მელს - ლუკა მურ­ვა­ნი­ძეს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სწრა­ფი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი რე­აქ­ცი­ით თვალ­წინ მა­ჩუ­ქა შვი­ლი. არ ვიცი, სა­ი­დან გაჩ­ნდა წა­მებ­ში იქ, უში­შა­რი, გამ­ბე­და­ვი... ის, რომ არა, მე ვხე­დავ­დი რა მე­მარ­თე­ბო­და. რომ შეგ­ვეძ­ლოს და­უ­ნა­ნებ­ლად ვა­ჩუ­ქებ­დით სი­ცო­ცხლის წლებს. მეც და სან­დროც.

დიდი მად­ლო­ბა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გი­ორ­გი გორ­გი­ჯა­ნი­ძეს, ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას... მად­ლო­ბა ზე-პრო­ფე­სი­ო­ნალ ექი­მებს. რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით ექ­ცე­ვი­ან ან­დრუ­შას. მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას, მა­კას,ელე­ნეს, ნა­ნას. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ექთ­ნებს - ლი­ზის, ქე­თის, ანას...

მად­ლო­ბა ყვე­ლას ვინც ილო­ცეთ ჩემი შვი­ლის­თვის... მად­ლო­ბა ჩემს მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც 3 წუთ­ში გაჩ­ნდნენ ჰო­ლი­დე­ინ­ში... დე­და­ჩე­მის თვა­ლებ­ში ვკი­თხუ­ლობ­დი იმედს. მად­ლო­ბა ჩემს გა­რე­მოც­ვას, მთელ არ­მი­ას რო­მე­ლიც იაშ­ვი­ლის ეზო­ში იდგა და ჩვენ­თან ერ­თად ნერ­ვი­უ­ლობ­და. ჩვენს შვილს ორი და­ბა­დე­ბის დღე აქვს. ჩემს თვალ­წინ, ჩემს თვალ­წინ ის მე­ო­რედ და­ი­ბა­და. ალ­ბათ ამ შემ­ზა­რავ წუ­თებს ვე­რას­დროს გა­ვიხ­სე­ნებ ცრემ­ლე­ბის ზღვის გა­რე­შე. მაგ­რამ მად­ლო­ბე­ლი და უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ რომ ის ჩემს გვერ­დით არის და რაც მთა­ვა­რია ჯან­მრთე­ლი... სი­კე­თე არ იკარ­გე­ბა და პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ის კარ­თან მდგომ­მა ვთქვი, რომ რაც კი სი­კე­თე გა­უ­კე­თე­ბია სან­დროს, მა­მა­ჩემს, ზო­გა­დად ჩემს ოჯახს, ბუ­მე­რან­გი­ვით და­მიბ­რუნ­და შვი­ლის მე­ო­რედ და­ბა­დე­ბით...

არა­ფე­რია ჯან­მრთე­ლო­ბის ფასი... ერ­თმა უყუ­რა­დღე­ბო წუთ­მა შე­იძ­ლე­ბა ტრა­გე­დი­ად აქ­ცი­ოს ჩვე­ნი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა. გა­ვუფრ­თხილ­დეთ შვი­ლებს, ყვე­ლა წუთი ვა­ჩუ­ქოთ მათ. სხვა ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვა­ნია. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან დაგ­ვა­ფიქ­რა ცხოვ­რე­ბა­ზე და ბევრ რა­მეს სხვა­ნა­ი­რად შეგ­ვა­ხე­და. 18 აგ­ვის­ტოს მოგ­ვი­ლო­ცეთ ამი­ე­რი­დან მთელ ოჯახს და­ბა­დე­ბის დღე. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა".

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
19

ამ

ქალს სახელი და გვარი აქვს თუ არა?! როდემდე უნდა ეძახოთ - შევარდნაძის ყოფილი რძალი. მარაზმია უკვე რა და ადამიანის დამცირება.

მეგი
19

ამ წერილს ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავ,ბოლო ტკივილი იყოს თქვენი ლამაზი ოჯახისთვის,ლამაზ ტკბილ და თბილ ოჯახში ღირსეული შვილები იზრდებიან ამის მაგალითი ედუ და სანია.ღმერთმა გვიმრავლოს თქვენისთანა ულამაზესი და ღირსეული ოჯახები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მუხლებზე მდგომნი იძახდნენ, "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა..რაც შევძელი შემზარავი კივილი  იყო" - რას წერს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი

"მუხლებზე მდგომნი იძახდნენ, "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა..რაც შევძელი შემზარავი კივილი  იყო" - რას წერს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი

საქართველოს მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი თათია შარანაგია "ფეიბუქის" პირად გვერდზე ყვება შემთხვევაზე, რომელიც მის პატარა ვაჟს გადახდა თავს:

"ვეცდები სიტყვებს თავი მოვუყარო.. რაც მე გადავიტანე, არ გადაიტანოს არცერთმა მშობელმა. ღმერთს მადლობა! ანდრუშა მეორედ დაიბადა ჩემს თვალწინ, მამამისის დაბადების დღეზე. წინა ღამეს ამბობდა, ეს ჩემი დაბადების დღეა-მამიკომ მაჩუქაო. სიმართლეს ამბობდა თურმე.

ანდრუშა აუზში ჩავარდა, კამერის გარეშე. წყლიდან მე ამოვიყვანე, წყალნაყლაპი... დეტალებს ვერ მოვყვები... რაც შევძელი შემზარავი კივილი და არაადექვატური რეაქციები იყო. ამ ყველაფერს ხედავდნენ ედუ და სანი. ვერ გადმოვცემ მათ ცრემლებს და უდიდეს, წარმოუდგენელ ემოციებს. მუხლებზე მდგომი იძახდნენ "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა"... უდიდესი მადლობა ჰოლიდეინის თანამშრომელს - ლუკა მურვანიძეს, რომელმაც თავისი სწრაფი, პროფესიონალური რეაქციით თვალწინ მაჩუქა შვილი. არ ვიცი, საიდან გაჩნდა წამებში იქ, უშიშარი, გამბედავი... ის, რომ არა, მე ვხედავდი რა მემართებოდა. რომ შეგვეძლოს დაუნანებლად ვაჩუქებდით სიცოცხლის წლებს. მეც და სანდროც.

დიდი მადლობა იაშვილის კლინიკას, განსაკუთრებული მადლობა გიორგი გორგიჯანიძეს, ვალერი კვარაცხელიას... მადლობა ზე-პროფესიონალ ექიმებს. რომლებიც საკუთარი შვილივით ექცევიან ანდრუშას. მადლობა ქალბატონ მარინას, მაკას,ელენეს, ნანას. არაჩვეულებრივ ექთნებს - ლიზის, ქეთის, ანას...

მადლობა ყველას ვინც ილოცეთ ჩემი შვილისთვის... მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც 3 წუთში გაჩნდნენ ჰოლიდეინში... დედაჩემის თვალებში ვკითხულობდი იმედს. მადლობა ჩემს გარემოცვას, მთელ არმიას რომელიც იაშვილის ეზოში იდგა და ჩვენთან ერთად ნერვიულობდა. ჩვენს შვილს ორი დაბადების დღე აქვს. ჩემს თვალწინ, ჩემს თვალწინ ის მეორედ დაიბადა. ალბათ ამ შემზარავ წუთებს ვერასდროს გავიხსენებ ცრემლების ზღვის გარეშე. მაგრამ მადლობელი და უბედნიერესი ვარ რომ ის ჩემს გვერდით არის და რაც მთავარია ჯანმრთელი... სიკეთე არ იკარგება და პირველად ცხოვრებაში რეანიმაციის კართან მდგომმა ვთქვი, რომ რაც კი სიკეთე გაუკეთებია სანდროს, მამაჩემს, ზოგადად ჩემს ოჯახს, ბუმერანგივით დამიბრუნდა შვილის მეორედ დაბადებით...

არაფერია ჯანმრთელობის ფასი... ერთმა უყურადღებო წუთმა შეიძლება ტრაგედიად აქციოს ჩვენი დარჩენილი ცხოვრება. გავუფრთხილდეთ შვილებს, ყველა წუთი ვაჩუქოთ მათ. სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. ამ ყველაფერმა ძალიან დაგვაფიქრა ცხოვრებაზე და ბევრ რამეს სხვანაირად შეგვახედა. 18 აგვისტოს მოგვილოცეთ ამიერიდან მთელ ოჯახს დაბადების დღე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა".

"ბედნიერებაა, როდესაც თავს გესხმის ის, ვინც შენს მიერ გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე ბოდიშებს იხდიდა მოსკოვში" - რას პასუხობს სალომე სამადაშვილი ნინო ბურჯანაძეს

"ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები... ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ვერ დავიბრუნე ხალისი" - ხიდაშელის ემოციური პოსტი კლინიკიდან

"ვარლამ გოლეთიანის გამოჩენა სალხინოში მიმაჩნია შეცდომად, როგორც მის გულშემატკივარს" - რას წერს გია ხუხაშვილი?