პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამასთან ერთად, შიმშილობას თამაზ ხომასურიძის მამა და ბებიაც აპირებენ
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამასთან ერთად, შიმშილობას თამაზ ხომასურიძის მამა და ბებიაც აპირებენ

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ზ.ხ-ს მა­მის თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის პრო­ტესტს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ, კერ­ძოდ კი, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის მამა და ბე­ბია.

რო­გორც თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის ბე­ბია ლი­ა­ნა ხო­მა­სუ­რი­ძე აცხა­დებს, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ვის შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად თვი­თო­ნაც აპი­რებს შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბას, ვი­ნა­ი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მისი ბრალ­დე­ბუ­ლი შვილ­თაშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნას.

მისი თქმით, არას­რულ­წლო­ვა­ნი შვილ­თაშ­ვი­ლი ითხოვს, რომ სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რი გა­ი­ა­როს, ასე­ვე დე­ტექ­ტო­რი გა­ი­ა­რონ მოწ­მე­ებ­მა გური ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა, ია­კობ ბრეგ­ვა­ძემ და "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის მგზავ­რებ­მა. ლი­ა­ნა ხო­მა­სუ­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მისი შვილ­თაშ­ვი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ის უდა­ნა­შა­უ­ლოა.

„ჩემი შვილ­თაშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოა, გა­მო­ძი­ე­ბას ვთხოვ, რომ ნამ­დვი­ლი მკვლე­ლი იპო­ვის. თუ ჩემი შვილ­თაშ­ვი­ლი მკვლე­ლი იქ­ნე­ბა, და­სა­ჯონ ისე,რო­გორც სა­ჭი­როა. სწო­რედ ამ პო­ზი­ცი­ის გა­მო­სა­ხა­ტად ვარ აქ მო­სუ­ლი. მკვლე­ლი გა­რეთ არ უნდა და­დი­ო­დეს. აქ ვიჯ­დე­ბი და ვი­შიმ­ში­ლებ იმ დრომ­დე, ვიდ­რე გა­მო­ძი­ე­ბას სწო­რი პა­სუ­ხე­ბი არ ექ­მე­ბა, - გა­ნა­ცხა­და ლი­ა­ნა ხო­მა­სუ­რი­ძემ.

იგი­ვე პი­ზი­ცია აქვს ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ბა­ბუ­ას გი­ორ­გი ხო­მა­სუ­რი­ძეს და ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი შაქ­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბით არა­ფერ შუ­ა­შია.

"არ ვიცი, პრო­კუ­რა­ტუ­რა რა­ტომ არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩვე­ნი ოჯა­ხის მო­თხოვ­ნას სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რის გავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ჩემს შვი­ლიშ­ვილს ვინ­მე­ზე ხელი აეღო, დანა ან ია­რა­ღი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ თა­ვი­დან­ვე არ და­უ­რე­კა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას. თუმ­ცა, იქ სხვე­ბიც იყ­ვნენ და რა­ტომ არ და­რე­კეს, ან რა­ტომ მი­ა­ტო­ვეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი?! გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის სა­ნუ­გე­შოდ ვი­ტყვი, რომ მათი შვი­ლის სული ზე­ცა­შია. ღმერ­თი იწა­მონ, ნუ დაგ­ვჩაგ­რა­ვენ თა­ნამ­დე­ბო­ბით და ფუ­ლით, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი ვართ. ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დეთ, რომ ბავ­შვს და­ვეხ­მა­როთ", - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ბა­ბუ­ამ გი­ორ­გი ხო­მა­სუ­რი­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო:გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის მა­მის გარ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბით ბა­ბუა და ბე­ბი­აც იმუქ­რე­ბი­ან

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
3

და ის ბავშვი რომ მიწაშია ვინმე გაუცოცხლებს მშობლებს? ან არასრულწლოვანი 2 საათზე რატო იყო გარეთ?

ნიკო
3

რა უაზრობაა, რა უნდა იშიმშილოს ამ მოხუცმა ქალმა. ჭკუის დამრიგებელი არავინ ჰყავთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამასთან ერთად, შიმშილობას თამაზ ხომასურიძის მამა და ბებიაც აპირებენ

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამასთან ერთად, შიმშილობას თამაზ ხომასურიძის მამა და ბებიაც აპირებენ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის თამაზ ხომასურიძის პროტესტს გენერალურ პროკურატურასთან ოჯახის სხვა წევრებიც შეუერთდნენ, კერძოდ კი, თამაზ ხომასურიძის მამა და ბებია.

როგორც თამაზ ხომასურიძის ბებია ლიანა ხომასურიძე აცხადებს, გენერალურ პროკურატურასთან თავის შვილიშვილთან ერთად პროტესტის ნიშნად თვითონაც აპირებს შიმშილობის დაწყებას, ვინაიდან პროკურატურა არ აკმაყოფილებს მისი ბრალდებული შვილთაშვილის მოთხოვნას.

მისი თქმით, არასრულწლოვანი შვილთაშვილი ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორი გაიაროს, ასევე დეტექტორი გაიარონ მოწმეებმა გური ამირხანაშვილმა, იაკობ ბრეგვაძემ და "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის მგზავრებმა. ლიანა ხომასურიძე მიიჩნევს, რომ მისი შვილთაშვილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში არ მონაწილეობდა და ის უდანაშაულოა.

„ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა, გამოძიებას ვთხოვ, რომ ნამდვილი მკვლელი იპოვის. თუ ჩემი შვილთაშვილი მკვლელი იქნება, დასაჯონ ისე,როგორც საჭიროა. სწორედ ამ პოზიციის გამოსახატად ვარ აქ მოსული. მკვლელი გარეთ არ უნდა დადიოდეს. აქ ვიჯდები და ვიშიმშილებ იმ დრომდე, ვიდრე გამოძიებას სწორი პასუხები არ ექმება, - განაცხადა ლიანა ხომასურიძემ.

იგივე პიზიცია აქვს ბრალდებული არასრულწლოვნის ბაბუას გიორგი ხომასურიძეს და ამბობს, რომ მისი შვილიშვილი შაქრაშვილის საქმესთან მიმართებით არაფერ შუაშია.

"არ ვიცი, პროკურატურა რატომ არ აკმაყოფილებს ჩვენი ოჯახის მოთხოვნას სიცრუის დეტექტორის გავლასთან დაკავშირებით. გამორიცხულია, რომ ჩემს შვილიშვილს ვინმეზე ხელი აეღო, დანა ან იარაღი გამოეყენებინა. ჩემი შვილიშვილის დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ თავიდანვე არ დაურეკა საპატრულო პოლიციას. თუმცა, იქ სხვებიც იყვნენ და რატომ არ დარეკეს, ან რატომ მიატოვეს გიორგი შაქარაშვილი?! გიორგი შაქარაშვილის მშობლების სანუგეშოდ ვიტყვი, რომ მათი შვილის სული ზეცაშია. ღმერთი იწამონ, ნუ დაგვჩაგრავენ თანამდებობით და ფულით, გაჭირვებული ხალხი ვართ. ყველაფერი გავყიდეთ, რომ ბავშვს დავეხმაროთ", - განაცხადა ბრალდებული არასრულწლოვნის ბაბუამ გიორგი ხომასურიძემ.

იხილეთ ვიდეო:გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამის გარდა, პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებით ბაბუა და ბებიაც იმუქრებიან

"სხვადასხვა წნევის წამლების კვალი ფიქსირდება" - რა წერია ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში?

"ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა" - ირმა ჭკადუა ბასილაშვილის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამამ შიმშილობა შეწყვიტა - თამაზ ხომასურიძე შვილსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს