მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო
ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო

აჭა­რა­ში, ახა­ლი სა­თავ­გა­და­სავ­ლო-სა­ლაშ­ქრო ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტის მარ­კი­რე­ბა და­ი­წყო. კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი­დან ჭვა­ნის ხე­ო­ბა­ში გარ­და­მა­ვალ ტუ­რის­ტულ მარ­შრუტ­ზე, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ პარკს ჯვა­რი­მინ­დორ­თან და გო­მის მთას­თან და­ა­კავ­ში­რებს, მა­ნიშ­ნებ­ლე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფე­ბის მონ­ტა­ჟი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა შუ­ა­ხე­ვი­სა და ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ალ­პუ­რი ზო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კის გავ­ლით 3-4 დღი­ან სა­ლაშ­ქრო, მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტუ­რის­ტულ მარ­შრუტს შექ­მნის.

კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, XII სა­უ­კუ­ნე­ში აგე­ბუ­ლი ვარ­ჯა­ნუ­ლი­სა და ცხემ­ვა­ნას თა­ღო­ვა­ნი ხი­დე­ბი, ხი­ნოწ­მინ­დის მო­ნას­ტე­რი, ტბი­ყე­ლის ტბა, ჯვა­რი­მინ­დო­რი და ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის ხის თა­ღო­ვა­ნი ხიდი იმ ად­გი­ლებს შო­რი­საა, რომ­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბაც ახალ ტუ­რის­ტულ ბი­ლიკ­ზე მოგ­ზა­უ­რებს შე­უძ­ლი­ათ. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მარ­შრუ­ტის მარ­კი­რე­ბას აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის გა­ნიშ­ნუ­ლი­ა­ნე­ბა და მარ­შრუ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი რუ­კა­ზე მუ­შა­ო­ბა. შე­მოდ­გო­მა­ზე, მარ­შრუ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით სა­ა­გენ­ტო გი­დე­ბის და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ინ­ფო­ტურს გეგ­მავს.

ამ ეტაპ­ზე, ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მთი­ა­ნა­ჭა­რა­ში 15-მდე ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტია მარ­კი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ტუ­რისტზეა მორ­გე­ბუ­ლი. მარ­შრუ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლებს ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ცხელ ხაზ­ზე 577 909093, ასე­ვე აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ პორ­ტალ­ზე https://visitajara.com/ka/routes შე­უძ­ლი­ათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო

ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო

აჭარაში, ახალი სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო. კინტრიშის ეროვნული პარკიდან ჭვანის ხეობაში გარდამავალ ტურისტულ მარშრუტზე, რომელიც ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან და გომის მთასთან დააკავშირებს, მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების მონტაჟი მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ტურისტული მიმართულება შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს შექმნის.

კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი იმ ადგილებს შორისაა, რომლის მონახულებაც ახალ ტურისტულ ბილიკზე მოგზაურებს შეუძლიათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტის მარკირებას აქტიურად ახორციელებს, მიმდინარეობს საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება და მარშრუტის ტურისტული რუკაზე მუშაობა. შემოდგომაზე, მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით სააგენტო გიდების და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ინფოტურს გეგმავს.

ამ ეტაპზე, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მთიანაჭარაში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელიც ყველა კატეგორიისა და გემოვნების ტურისტზეა მორგებული. მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება მოგზაურობის მსურველებს ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე https://visitajara.com/ka/routes შეუძლიათ.

როგორ შევარჩიოთ პარკეტი?

როგორ ხედავენ ადამიანები თვალის სხვადასხვა დაავადების დროს და როგორ ვუმკურნალოთ მათ

სილქნეტი გვთავაზობს Amediateka-ს კინოკატალოგის სერიალებს, რომელიც წიგნების მიხედვით გადაიღეს