5 სექტემბერს, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუშტაიდის ბაღში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება, გაეცნონ სიახლეებს საბავშვო
მიმართულებით, ბავშვებს კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები ელით. საფესტივალო აქტივობები განაწილებულია 6 ზონაში: სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, სპორტულ წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს;
გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებსა და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს; საბავშვო სტარტაპების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები; კულტურული ზონა კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური პროგრამები სპორტული, სახელოვნებო, საგანმანათლებლო მიმართულებით. ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, შესაბამისად, სტუმრებს შეეთავაზებათ განსაკუთრებული ფასდაკლება საბავშვო ლიტერატურაზე.
საბავშვო ფესტივალის სცენაზე გაიმართება ჯგუფის - „მარტივი გამოსავალი“ კონცერტი. ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია, ფესტივალის მეგობარია თიბისი, მედია მხარდამჭერი mshoblebi.ge
R