მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკაშენკოს სკანდალური პირადი ცხოვრება, ქონება და 26-წლიანი მმართველობის გზა - უცნობი ფაქტები "ევროპის უკანასკნელ დიქტატორზე"
ლუკაშენკოს სკანდალური პირადი ცხოვრება, ქონება და 26-წლიანი მმართველობის გზა - უცნობი ფაქტები "ევროპის უკანასკნელ დიქტატორზე"

26-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ, ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო პირ­ვე­ლად დგას სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე. ქვე­ყა­ნა­ში 9 აგ­ვის­ტოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვე­შაა. არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წარ­მა შე­დე­გებ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პრე­ზი­დენ­ტი კვლავ ლუ­კა­შენ­კოა, ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩებ­ში გა­მო­იყ­ვა­ნა. პრო­ტეს­ტის ტალ­ღა ამ დრომ­დე არ წყდე­ბა.

მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის ლი­დე­რი, სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ია ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს. მან ლი­ე­ტუ­ვას შე­ა­ფა­რა თავი და ახლა ბე­ლა­რუს ხალ­ხს ვი­დეო მი­მარ­თვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ესა­უბ­რე­ბა. 37 წლის სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ია, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად მას შემ­დეგ და­რე­გის­ტრირ­და, რაც მისი ქმა­რი, ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი სერ­გეი ტი­ხა­ნოვ­სკი, და­ა­კა­ვეს (ბლო­გე­რი 2020 წლის მა­ის­ში და­ა­კა­ვეს).

არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად ბე­ლა­რუს­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და

სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ბე­ლა­რუ­სის სა­კი­თხი ახლა გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თე­მაა. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი მკაც­რად გმო­ბენ ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მის მიერ მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას და მხარს უჭე­რენ ხე­ლა­ხა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“, "სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტე­ბის“, "გა­ნა­ახ­ლე ევ­რო­პის“, "მწვა­ნე­ე­ბი­სა“ და "ევ­რო­პე­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი­სა და რე­ფორ­მის­ტე­ბის“ პრე­ზი­დენ­ტე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ლუ­კა­შენ­კოს ევ­რო­კავ­შირ­ში პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად მი­იჩ­ნე­ვენ.

  • გა­ვიც­ნოთ ლუ­კა­შენ­კოს პერ­სო­ნა უკეთ:

65 წლის პრე­ზი­დენ­ტი 1994 წლი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია და 9 აგ­ვის­ტოს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი გუ­ლის­ხმობს, რომ ის მე­ექ­ვსე ვა­დით იქ­ნე­ბა ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბე­ლა­რუს­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც მა­სობ­რი­ვი სახე მი­ი­ღო.

ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა სხვა ქვეყ­ნის ლი­დერს, მას კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა მო­უ­წია. ლუ­კა­შენ­კომ, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ არა­ყი და სა­უ­ნა ვირუ­სის­გან იცავ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თქვა, რომ COVID-19-ით და­ინ­ფი­ცირდა და სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის გა­რე­შე გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ამას გარ­და, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ბე­ლა­რუსს რუს ჯა­რის­კა­ცებ­ზე ეჭ­ვის მი­ტა­ნის გამო რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბა. ბე­ლა­რუ­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 30-ზე მეტი რუსი ჯა­რის­კა­ცი და­ა­კა­ვა და ისი­ნი ქვეყ­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და­გეგ­მვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. რუ­სეთ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო, ლუ­კა­შენ­კომ კი ქვე­ყა­ნა(რუ­სე­თი) "ტყუ­ილ­ში“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში ლუ­კა­შენ­კომ და ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ორ­ჯერ ისა­უბ­რეს ტე­ლე­ფო­ნით. ლუ­კა­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, პუ­ტი­ნი მას სა­გა­რეო სამ­ხედ­რო საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას დაჰ­პირ­და.

  • "ევ­რო­პის უკა­ნას­კნე­ლი დიქ­ტა­ტო­რი“

რა­ტომ - დიქ­ტა­ტო­რი? პრე­ზი­დენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი იყო არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც და ახლა კი­დევ უფრო მე­ტად და­ი­ძა­ბა. ლუ­კა­შენ­კოს მიერ ოპო­ნენ­ტე­ბის რეპ­რე­სი­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია სწო­რედ ის, რომ მას "ევ­რო­პის უკა­ნას­კნელ დიქ­ტა­ტორს" უწო­დე­ბენ.

ამას­თა­ნა­ვე, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც მას ავ­ტო­რი­ტე­ტად თვლის. ნა­წი­ლობ­რივ ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­ლა­რუს­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი შე­ფერ­ხე­ბუ­ლია.

ლუ­კა­შენ­კოს პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც მოს­კოვ­ში ბე­ლა­რუ­სის საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტად მი­იწ­ვი­ეს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, მისი კა­რი­ე­რის წინსვლა და­ი­წყო. მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტს 1994 წლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის ცენ­ტრში ბე­ლა­რუ­სის საკ­მა­ოდ სუს­ტი ეკო­ნო­მი­კის "გა­დარ­ჩე­ნა“ ჰქონ­და მოქ­ცე­უ­ლი. ის ხალ­ხს დაჰ­პირ­და, რომ სი­ღა­რი­ბის­გან გა­და­არ­ჩენ­და, გა­ა­ნად­გუ­რებ­და მა­ფი­ას, შე­ამ­ცი­რებ­და ინფლა­ცი­ას და აღად­გენ­და კავ­შირს რუ­სეთ­თან და ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­თან. 1994 წელს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 80%-ის მო­პო­ვე­ბის შე­დე­გად, ის ბე­ლა­რუ­სის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და.

  • ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე, პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ა­ტა­რა, რომ­ლი­თაც ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო ენად რუ­სუ­ლი გა­მო­ცხად­და, ასე­ვე, შე­იქ­მნა დრო­შა და გერ­ბი და და­ი­წყო რუ­სეთ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია. 1995 წელს ბე­ლა­რუს­სა და რუ­სეთს შო­რის ხელი მო­ე­წე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მე­გობ­რო­ბის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

2001 წელს და­ი­წყო ლუ­კა­შენ­კოს პრე­ზი­დენ­ტო­ბის მე­ო­რე ვადა, მან ხმე­ბის 75% მი­ი­ღო, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ და ეუ­თომ გა­ნა­ცხა­დეს, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი არ იყო და­ცუ­ლი. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ლუ­კა­შენ­კოს გა­მარ­ჯვე­ბა პი­რა­დად მი­უ­ლო­ცა. მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მე­ო­რედ მოს­ვლის­თა­ნა­ვე ლუ­კა­შენ­კომ რუ­სეთ­თან კა­მა­თი და­ი­წყო. ორმა ქვე­ყა­ნამ ვერ გა­მო­ნა­ხა სა­ერ­თო ენა მმარ­თვე­ლო­ბის სა­კი­თხებ­სა და ერ­თი­ა­ნი ვა­ლუ­ტის შე­მო­ღე­ბა­ზე. რუ­სეთ­სა და ბე­ლა­რუსს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ზის სკან­და­ლის გა­მოც გამ­წვავ­და.

პრე­ზი­დენ­ტის მმარ­თვე­ლო­ბას არ იწო­ნებ­და და­სავ­ლე­თი და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა, თუმ­ცა, ის აცხა­დებ­და, რომ ბე­ლა­რუს­ში "ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი­სა“ და "და­სავ­ლე­ლი ბან­დი­ტე­ბის მიერ წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბას“ არ და­უშ­ვებ­და.

2006 და 2010 წელს ჩა­ტა­რე­ბულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კვლავ ლუ­კა­შენ­კომ გა­ი­მარ­ჯვა. 2010 წლის არ­ჩევ­ნე­ბი აშშ-მა "გა­ყალ­ბე­ბუ­ლად" ჩათ­ვა­ლა, ეუ­თოს შე­ფა­სე­ბით კი, პრო­ცე­სი გამჭვირ­ვა­ლე იყო. 2011 წელს ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სი დად­გა, თუმ­ცა ლუ­კა­შენ­კო ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზისს არ ცნობ­და. 2015 წელს ის მე­ხუ­თედ გახ­და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი. 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში კო­რუფ­ცი­ის სკან­და­ლის გამო ლუ­კა­შენ­კომ ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ან­დრეი კო­ბი­ა­კო­ვი და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

  • ლუ­კა­შენ­კო­სა და პუ­ტი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა

ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ რუ­სეთ­თან არა მარ­ტო პარტნი­ო­რუ­ლი, არა­მედ მე­ზობ­ლუ­რი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. თუმ­ცა, 2016 წლი­დან პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბებს ცვლი­ლე­ბა და­ე­ტყო. იმ პე­რი­ოდ­ში ლუ­კა­შენ­კომ ბე­ლა­რუ­სი­სა და რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, ძმე­ბი ვართ, თუმ­ცა რუ­სე­თის ხე­ლის ბი­ჭე­ბი არ ვიქ­ნე­ბი­თო. 2017 წელს ლუ­კა­შენ­კომ რუ­სე­თი გა­აკ­რი­ტი­კა და წლე­ბის წინ და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

  • ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან

ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და. ბო­ლოს ის 2018 წლის მარ­ტში, უმ­ცროს ვაჟ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და. ბე­ლა­რუ­სის პირ­ველ­მა პირ­მა ვი­ზი­ტის დროს სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ტრაქ­ტო­რი აჩუ­ქა, ასე­ვე, გა­დას­ცა კარ­ტო­ფი­ლიც.

  • ად­რე­უ­ლი წლე­ბი და გა­ნათ­ლე­ბა

პო­ლი­ტი­კი­სა და მრა­ვალ­ჯერ პრე­ზი­დენ­ტო­ბის გარ­და, რისი თქმა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ "ევ­რო­პის უკა­ნას­კნელ დიქ­ტა­ტორ­ზე“? სა­ინ­ტე­რე­სოა მისი ახალ­გაზ­რდო­ბა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც.

ბე­ლა­რუ­სის ლი­დე­რი 1954 წლის 30 აგ­ვის­ტოს ვი­ტებსკის რა­ი­ონ­ში, სა­ქა­ლა­ქო და­სახ­ლე­ბა კო­პის­ში და­ი­ბა­და. მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტს მხო­ლოდ დედა, ეკა­ტე­რი­ნა ტრო­ფი­მოვ­ნა ზრდი­და, რო­მე­ლიც ფერ­მა­ში მუ­შა­ობ­და. მა­მა­ზე მხო­ლოდ ისაა ცნო­ბი­ლი, რომ ის მე­ტყე­ვე იყო. ლუ­კა­შენ­კო სკო­ლა­ში არც ისე კარ­გად სწავ­ლობ­და. ბავ­შვო­ბა სო­ფელ ალექ­სან­დრი­ა­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც სკო­ლა­ში ად­გი­ლობ­რივ ბავ­შვებ­თან ერ­თად და­დი­ო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მო­გი­ლევ­სკის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. დიპ­ლო­მის აღე­ბის შემ­დეგ, ქა­ლაქ შკლოვ­ში სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, კომ­კავ­ში­რის კო­მი­ტე­ტის მდივ­ნად და­ი­ნიშ­ნა. სკო­ლა­ში რამ­დე­ნი­მე თვე იმუ­შა­ვა, შემ­დეგ ჯარ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს. მომ­დევ­ნო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის კა-გე-ბეს სა­სა­ზღვრო ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და.

1980 წელს მე­ო­რედ წა­ვი­და არ­მი­ა­ში, სა­დაც მომ­დევ­ნო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ტან­კო სა­კი­თხე­ბის პო­ლი­ტი­კურ ნა­წილს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

1985 წელს, ბე­ლა­რუ­სის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო აკა­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­მა­ვალ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დერ­მა ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში დიპ­ლო­მი აიღო, ამავდრო­უ­ლად, ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ხელ­მწი­ფო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­წარ­მო "გო­რო­დეცს", სა­დაც ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ლის­ტის მო­მა­ვალ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ხში­რად გამ­ხდა­რა გან­სჯის სა­გა­ნი. 1975 წელს ბე­ლა­რუ­სის ლი­დე­რი სკო­ლის მე­გო­ბარ გა­ლი­ნა ჟელ­ნე­რო­ვიჩ­ზე და­ქორ­წინ­და, რო­მელ­თა­ნაც ორი ვაჟი - ვიქ­ტო­რი და დმიტ­რი ეყო­ლა. ლუ­კა­შენ­კოს უფ­რო­სი ვაჟი პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ში ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის სა­კი­თხებ­ში მუ­შა­ობს, დმიტ­რი კი - პრე­ზი­დენ­ტის სპორ­ტუ­ლი კლუ­ბის ცენ­ტრა­ლურ საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. რო­გორც ერთ-ერთი ტაბ­ლო­ი­დი წერს, ლუ­კა­შენ­კომ უფ­რო­სი ვაჟი, ვიქ­ტო­რი სა­ჯა­როდ და­ა­ხა­სი­ა­თა, რო­გორც "უსარ­გებ­ლო სუს­ტი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უფრო და უფრო სუს­ტდე­ბა".

ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო­სა და გა­ლი­ნა ჟელ­ნე­რო­ვი­ჩის ქორ­წი­ლის ფოტო

ქვეყ­ნის მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ბოლო წლებ­ში წერ­დნენ, რომ პრე­ზი­დენ­ტი ცოლ­თან ერ­თად აღარ ცხოვ­რობს, თუმ­ცა არც გან­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებს. ლუ­კა­შენ­კოს ცოლი ქმრის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით, სო­ფელ რიჟ­კო­ვიჩ­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა მე­უღ­ლის მუდ­მი­ვი დაც­ვის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2004 წელს ლუ­კა­შენ­კოს ოჯა­ხის ექიმ­თან, ირი­ნა აბელსკა­ი­ას­თან ვაჟი ეყო­ლა.

ლუ­კა­შენ­კო ვა­ჟებ­თან ერ­თად. ფოტო 2019 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი

პრე­ზი­დენტს 7 შვი­ლიშ­ვი­ლი - ორი ბიჭი და 5 გო­გო­ნა ჰყავს და მათ­თან დიდი დრო­ის გა­ტა­რე­ბას ცდი­ლობს. შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ყოფ­ნის გარ­და, თა­ვი­სუ­ფალ დროს ლუ­კა­შე­ნო­კო უთ­მობს ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის, რომ­ლი­თაც ის ბავ­შვო­ბი­და­ნაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მუდ­მი­ვად ვარ­ჯი­შობს, უფრთხილ­დე­ბა ფორ­მას და ატა­რებს სა­თხი­ლა­მუ­რო შე­ჯიბ­რებს, სა­დაც თა­ვად ად­გენს წე­სებს.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ამ ტურ­ნი­რებ­ზე ად­გი­ლობ­რივ ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან ერ­თად, ლუ­კა­შენ­კოს­თვის პარტნი­ო­რო­ბა გა­უ­წე­ვი­ათ ვლა­დი­მირ პუ­ტინს, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევს და ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ევს.

უფ­რო­სი ლუ­კა­შენ­კოს გარ­და, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უკვე ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან უმ­ცრო­სი ლუ­კა­შენ­კოს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­თაც. ის ხში­რად დაჰ­ყვე­ბა მა­მას სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტებ­ზე, შეხ­ვედ­რებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად გან­ხი­ლა­ვენ, რომ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო უმ­ცროს ვაჟს საპ­რე­ზი­დენ­ტო სკამს უმ­ზა­დებს, თუმ­ცა ამ კი­თხვა­ზე მან გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ვი­სი შვი­ლის­თვის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბედს არ ისურ­ვებს.

ლუ­კა­შენ­კო თავს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ათე­ისტს უწო­დებს. მას მი­აჩ­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტი უნდა იყოს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა "აი­პა­დი", აი­ფო­ნი" და ა.შ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:"ღა­რი­ბი“ პრე­ზი­დენ­ტი მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მან­ქა­ნა-აგა­რა­კე­ბით - რა ქო­ნე­ბას ფლობს ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო

ცნო­ბის­თვის, ბე­ლა­რუს­ში 9 აგ­ვის­ტოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოქ­მედ პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს ამომ­რჩე­ველ­თა 80,23 %-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, მის­მა მთა­ვარ­მა მე­ტო­ქემ, სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ი­ამ კი - ამომ­რჩე­ველ­თა 9,9 %-ის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
68

სამთავრობო აგარაკია ეს, ფარჩაკებო, მანქანები კი გამსახურდიას 2 მერსედესის წიგნიდანაა. 

გელა
278

ევროპა ხო დემოკრატიაში იხრჩობა. ვითომდა დემოკრატიით ანადგურებს სხვა ქვეყნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ლუკაშენკოს სკანდალური პირადი ცხოვრება, ქონება და 26-წლიანი მმართველობის გზა - უცნობი ფაქტები "ევროპის უკანასკნელ დიქტატორზე"

ლუკაშენკოს სკანდალური პირადი ცხოვრება, ქონება და 26-წლიანი მმართველობის გზა - უცნობი ფაქტები "ევროპის უკანასკნელ დიქტატორზე"

26-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო პირველად დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე. ქვეყანაში 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. არჩევნების წინასწარმა შედეგებმა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კვლავ ლუკაშენკოა, ასობით ათასი ადამიანი ქუჩებში გამოიყვანა. პროტესტის ტალღა ამ დრომდე არ წყდება.

მთავარი ოპონენტი, ოპოზიციური ძალების ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ქვეყნიდან გააძევეს. მან ლიეტუვას შეაფარა თავი და ახლა ბელარუს ხალხს ვიდეო მიმართვების საშუალებით ესაუბრება. 37 წლის სვეტლანა ტიხანოვსკაია, საპრეზიდენტო კანდიდატად მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც მისი ქმარი, ცნობილი ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი, დააკავეს (ბლოგერი 2020 წლის მაისში დააკავეს).

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ბელარუსში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა

საერთაშორისო არენაზე ბელარუსის საკითხი ახლა განხილვის მთავარი თემაა. ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მხარს უჭერენ ხელახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ ნათქვამია "ევროპის სახალხო პარტიის“, "სოციალისტებისა და დემოკრატების“, "განაახლე ევროპის“, "მწვანეებისა“ და "ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ პრეზიდენტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ლუკაშენკოს ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მიიჩნევენ.

  • გავიცნოთ ლუკაშენკოს პერსონა უკეთ:

65 წლის პრეზიდენტი 1994 წლიდან ხელისუფლებაშია და 9 აგვისტოს არჩევნების შედეგი გულისხმობს, რომ ის მეექვსე ვადით იქნება ბელარუსის პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციებმა არჩევნებამდეც მასობრივი სახე მიიღო.

ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის ლიდერს, მას კორონავირუსთან ბრძოლა მოუწია. ლუკაშენკომ, რომელიც პანდემიის დასაწყისში ამტკიცებდა, რომ არაყი და საუნა ვირუსისგან იცავდა, მოგვიანებით თქვა, რომ COVID-19-ით დაინფიცირდა და სიმპტომების გამოვლენის გარეშე გამოჯანმრთელდა.

ამას გარდა, არჩევნებამდე ბელარუსს რუს ჯარისკაცებზე ეჭვის მიტანის გამო რუსეთთან ურთიერთობა დაეძაბა. ბელარუსის ხელისუფლებამ 30-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დააკავა და ისინი ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით ტერორისტული აქტის განხორციელების დაგეგმვაში დაადანაშაულა. რუსეთმა ეს ინფორმაცია უარყო, ლუკაშენკომ კი ქვეყანა(რუსეთი) "ტყუილში“ დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში ლუკაშენკომ და ვლადიმირ პუტინმა ორჯერ ისაუბრეს ტელეფონით. ლუკაშენკოს განცხადებით, პუტინი მას საგარეო სამხედრო საფრთხის შემთხვევაში დახმარების გაწევას დაჰპირდა.

  • "ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“

რატომ - დიქტატორი? პრეზიდენტის ურთიერთობები ევროკავშირთან საკმაოდ დაძაბული იყო არჩევნებამდეც და ახლა კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. ლუკაშენკოს მიერ ოპონენტების რეპრესირებამ გამოიწვია სწორედ ის, რომ მას "ევროპის უკანასკნელ დიქტატორს" უწოდებენ.

ამასთანავე, ქვეყანაში არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელიც მას ავტორიტეტად თვლის. ნაწილობრივ ეს, სავარაუდოდ, იმანაც განაპირობა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსში დემოკრატიული პროცესები შეფერხებულია.

ლუკაშენკოს პოლიტიკური კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც მოსკოვში ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატად მიიწვიეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისი კარიერის წინსვლა დაიწყო. მომავალ პრეზიდენტს 1994 წლის წინასაარჩევნო პროგრამის ცენტრში ბელარუსის საკმაოდ სუსტი ეკონომიკის "გადარჩენა“ ჰქონდა მოქცეული. ის ხალხს დაჰპირდა, რომ სიღარიბისგან გადაარჩენდა, გაანადგურებდა მაფიას, შეამცირებდა ინფლაციას და აღადგენდა კავშირს რუსეთთან და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. 1994 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის მოპოვების შედეგად, ის ბელარუსის პირველი პრეზიდენტი გახდა.

  • ურთიერთობა რუსეთთან

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველივე დღეებში ალექსანდრე ლუკაშენკომ რეფერენდუმი ჩაატარა, რომლითაც ქვეყანაში სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადდა, ასევე, შეიქმნა დროშა და გერბი და დაიწყო რუსეთთან პოლიტიკური ინტეგრაცია. 1995 წელს ბელარუსსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ.

2001 წელს დაიწყო ლუკაშენკოს პრეზიდენტობის მეორე ვადა, მან ხმების 75% მიიღო, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობამ და ეუთომ განაცხადეს, რომ არჩევნებზე საერთაშორისო სტანდარტები არ იყო დაცული. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ლუკაშენკოს გამარჯვება პირადად მიულოცა. მაგრამ ხელისუფლებაში მეორედ მოსვლისთანავე ლუკაშენკომ რუსეთთან კამათი დაიწყო. ორმა ქვეყანამ ვერ გამონახა საერთო ენა მმართველობის საკითხებსა და ერთიანი ვალუტის შემოღებაზე. რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა გაზის სკანდალის გამოც გამწვავდა.

პრეზიდენტის მმართველობას არ იწონებდა დასავლეთი და საერთაშორისო თანამეგობრობა, თუმცა, ის აცხადებდა, რომ ბელარუსში "ფერადი რევოლუციებისა“ და "დასავლელი ბანდიტების მიერ წესრიგის დამყარებას“ არ დაუშვებდა.

2006 და 2010 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. 2010 წლის არჩევნები აშშ-მა "გაყალბებულად" ჩათვალა, ეუთოს შეფასებით კი, პროცესი გამჭვირვალე იყო. 2011 წელს ქვეყანაში მძიმე სავალუტო კრიზისი დადგა, თუმცა ლუკაშენკო ეკონომიკურ კრიზისს არ ცნობდა. 2015 წელს ის მეხუთედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. 2018 წლის აგვისტოში კორუფციის სკანდალის გამო ლუკაშენკომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანდრეი კობიაკოვი და სხვა თანამდებობის პირები გაათავისუფლა.

  • ლუკაშენკოსა და პუტინის ურთიერთობა

ალექსანდრე ლუკაშენკოს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან არა მარტო პარტნიორული, არამედ მეზობლური და მეგობრული ურთიერთობა აქვს. თუმცა, 2016 წლიდან პრეზიდენტის განცხადებებს ცვლილება დაეტყო. იმ პერიოდში ლუკაშენკომ ბელარუსისა და რუსეთის ურთიერთობის შესახებ განაცხადა, ძმები ვართ, თუმცა რუსეთის ხელის ბიჭები არ ვიქნებითო. 2017 წელს ლუკაშენკომ რუსეთი გააკრიტიკა და წლების წინ დადებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

  • ურთიერთობა საქართველოსთან

ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რამდენჯერმე იმყოფებოდა. ბოლოს ის 2018 წლის მარტში, უმცროს ვაჟთან ერთად ჩამოვიდა. ბელარუსის პირველმა პირმა ვიზიტის დროს საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა, ასევე, გადასცა კარტოფილიც.

  • ადრეული წლები და განათლება

პოლიტიკისა და მრავალჯერ პრეზიდენტობის გარდა, რისი თქმა შეიძლება კიდევ "ევროპის უკანასკნელ დიქტატორზე“? საინტერესოა მისი ახალგაზრდობა და პირადი ცხოვრებაც.

ბელარუსის ლიდერი 1954 წლის 30 აგვისტოს ვიტებსკის რაიონში, საქალაქო დასახლება კოპისში დაიბადა. მომავალ პრეზიდენტს მხოლოდ დედა, ეკატერინა ტროფიმოვნა ზრდიდა, რომელიც ფერმაში მუშაობდა. მამაზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის მეტყევე იყო. ლუკაშენკო სკოლაში არც ისე კარგად სწავლობდა. ბავშვობა სოფელ ალექსანდრიაში გაატარა, სადაც სკოლაში ადგილობრივ ბავშვებთან ერთად დადიოდა. მოგვიანებით, მოგილევსკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა. დიპლომის აღების შემდეგ, ქალაქ შკლოვში საშუალო სკოლაში, კომკავშირის კომიტეტის მდივნად დაინიშნა. სკოლაში რამდენიმე თვე იმუშავა, შემდეგ ჯარში გამოიძახეს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ის კა-გე-ბეს სასაზღვრო ჯარში მსახურობდა.

1980 წელს მეორედ წავიდა არმიაში, სადაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში სატანკო საკითხების პოლიტიკურ ნაწილს ხელმძღვანელობდა.

1985 წელს, ბელარუსის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის დასრულების შემდეგ, მომავალმა პოლიტიკურმა ლიდერმა ეკონომიკურ საკითხებში დიპლომი აიღო, ამავდროულად, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმო "გოროდეცს", სადაც ახალგაზრდა სპეცილისტის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი.

  • პირადი ცხოვრება

ალექსანდრე ლუკაშენკოს პირადი ცხოვრება ხშირად გამხდარა განსჯის საგანი. 1975 წელს ბელარუსის ლიდერი სკოლის მეგობარ გალინა ჟელნეროვიჩზე დაქორწინდა, რომელთანაც ორი ვაჟი - ვიქტორი და დმიტრი ეყოლა. ლუკაშენკოს უფროსი ვაჟი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში მუშაობს, დმიტრი კი - პრეზიდენტის სპორტული კლუბის ცენტრალურ საბჭოს ხელმძღვანელობს. როგორც ერთ-ერთი ტაბლოიდი წერს, ლუკაშენკომ უფროსი ვაჟი, ვიქტორი საჯაროდ დაახასიათა, როგორც "უსარგებლო სუსტი ადამიანი, რომელიც უფრო და უფრო სუსტდება".

ალექსანდრ ლუკაშენკოსა და გალინა ჟელნეროვიჩის ქორწილის ფოტო

ქვეყნის მედია საშუალებები ბოლო წლებში წერდნენ, რომ პრეზიდენტი ცოლთან ერთად აღარ ცხოვრობს, თუმცა არც განქორწინებას აპირებს. ლუკაშენკოს ცოლი ქმრისგან განცალკევებით, სოფელ რიჟკოვიჩში ცხოვრობს, თუმცა მეუღლის მუდმივი დაცვის ქვეშ იმყოფება და მასთან ურთიერთობაზე კომენტარს არ აკეთებს.

ოფიციალური ინფორმაციით, 2004 წელს ლუკაშენკოს ოჯახის ექიმთან, ირინა აბელსკაიასთან ვაჟი ეყოლა.

ლუკაშენკო ვაჟებთან ერთად. ფოტო 2019 წელსაა გადაღებული

პრეზიდენტს 7 შვილიშვილი - ორი ბიჭი და 5 გოგონა ჰყავს და მათთან დიდი დროის გატარებას ცდილობს. შვილიშვილებთან ყოფნის გარდა, თავისუფალ დროს ლუკაშენოკო უთმობს ყინულის ჰოკეის, რომლითაც ის ბავშვობიდანაა გატაცებული. მუდმივად ვარჯიშობს, უფრთხილდება ფორმას და ატარებს სათხილამურო შეჯიბრებს, სადაც თავად ადგენს წესებს.

საინტერესოა ისიც, რომ ამ ტურნირებზე ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ერთად, ლუკაშენკოსთვის პარტნიორობა გაუწევიათ ვლადიმირ პუტინს, დიმიტრი მედვედევს და ნურსულთან ნაზარბაევს.

უფროსი ლუკაშენკოს გარდა, ადგილობრივი მედიასაშუალებები უკვე ინტერესდებიან უმცროსი ლუკაშენკოს პირადი ცხოვრებითაც. ის ხშირად დაჰყვება მამას სხვადასხვა ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტებზე, შეხვედრებსა და ღონისძიებებზე. მედიაში აქტიურად განხილავენ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო უმცროს ვაჟს საპრეზიდენტო სკამს უმზადებს, თუმცა ამ კითხვაზე მან განაცხადა, რომ თავისი შვილისთვის საპრეზიდენტო ბედს არ ისურვებს.

ლუკაშენკო თავს მართლმადიდებელ ათეისტს უწოდებს. მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს კონსერვატიული ადამიანი და არ უნდა გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორებიცაა "აიპადი", აიფონი" და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ:"ღარიბი“ პრეზიდენტი მილიონიანი მანქანა-აგარაკებით - რა ქონებას ფლობს ალექსანდრ ლუკაშენკო

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

კობი ბრაიანტის დაღუპვის საქმეში ახალი გარემოებები გამოჩნდა - არის თუ არა მთავარი დამნაშავე დისპეტჩერი?

რუსეთმა, "საჭიროების შემთხვევაში“, შესაძლოა ბელარუსში პოლიცია გაგზავნოს - რაზე შეთანხმდენენ ლუკაშენკო და პუტინი

FBI-მ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, ყველაზე მოუხელთებელი დამნაშავე დააკავა - როგორ აღწევდა თავს პოლიციას კაცი, რომელმაც ქალიშვილები "ღირსების სახელით“ დახოცა