სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა
ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით უკვე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რებს.

ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბას პირ­ვე­ლი არხი ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მი­მაჩ­ნია, რომ 2017 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა არ­ხმა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­და, რაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი კო­ლე­გე­ბის მა­ღალ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა და გუნ­დურ­მა მუ­შა­ო­ბამ. არხზე და­ვი­წყეთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მე­გა­შო­უ­ე­ბის, მუ­სი­კა­ლუ­რი და შე­მეც­ნე­ბი­თი გა­და­ცე­მე­ბის წარ­მო­ე­ბა, და­ვი­წყეთ სე­რი­ა­ლე­ბის გა­და­ღე­ბა, შე­მოდ­გო­მა­ზე მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­ხავს ორ ქარ­თულ სე­რი­ალს და ეს პრო­ცე­სი უწყვე­ტად გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე, და­ვი­წყეთ ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა და შე­მოდ­გო­მა­ზე მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს პირ­ველ სე­ზონს, ოც­სე­რი­ან ქარ­თულ ანი­მა­ცი­ურ ფილ­მს ბავ­შვე­ბის­თვის. ვაგ­რძე­ლებთ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის და დო­კუ­მენ­ტუ­რი სე­რი­ა­ლე­ბის გა­და­ღე­ბას. უკვე გა­მო­ვა­ცხა­დეთ სცე­ნა­რე­ბის მი­ღე­ბა და ვი­წყებთ მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბას.

რა­დი­ოს შე­სა­ხებ - 2017 წლამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს რა­დი­ოს სიგ­ნა­ლის მი­ღე­ბა იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი, მა­გა­ლი­თად, რა­დი­ოს პირ­ვე­ლი არ­ხის და­ჭე­რა უკვე მცხე­თა­შიც კი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რის გა­მოც მსმე­ნე­ლი კარ­გავ­და არ­ხის სმე­ნის ჩვე­ვას. წელს დას­რულ­და 27 ახა­ლი ან­ძის მონ­ტა­ჟი და დღეს სა­ქარ­თვე­ლოს რა­დიო ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც მა­უ­წყებ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მათ შო­რის მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში და ძი­რი­თად მა­გის­ტრა­ლებ­ზე.

პირ­ვე­ლი არ­ხის ვებგ­ვერ­დი 1tv.ge სულ რა­ღაც ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში გახ­და ერთ-ერთი ლი­დე­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე. სექ­ტემ­ბერ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს ვე­ბპ­რო­ექტს „სა­ქარ­თვე­ლო 360“, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ადა­მი­ა­ნებს შე­ეძ­ლე­ბათ ვირ­ტუ­ა­ლუ­რად იმოგ­ზა­უ­რონ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვფიქ­რობ, რომ ეს ძა­ლი­ან და­ა­ინ­ტე­რე­სებთ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ისე სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა ახალ თა­ო­ბას სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის გაც­ნო­ბა­ში. უკვე ვას­რუ­ლებთ მუ­შა­ო­ბას და წლის ბო­ლოს გა­იხ­სნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე, ტე­ლე­ვი­ზია მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში, ეს იქ­ნე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად მე­სა­მე არხი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდებ­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნად მი­მაჩ­ნია ტე­ლეს­კო­ლის არ­ხის გახ­სნა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამ არხზე ბევრ სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს ვი­ხი­ლავთ. პირ­ვე­ლი არ­ხის­თვის მუდ­მივ პრი­ო­რი­ტე­ტად რჩე­ბა, რომ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა სრულ­ფა­სოვ­ნად იყოს ჩარ­თუ­ლი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში და ამ მიზ­ნით გავ­ხსე­ნით მუდ­მივ­მოქ­მე­დი პრო­ექ­ტი – მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც, ამა­ვე დროს, წარ­მო­ად­გენს სას­წავ­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ას არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი დამ­წყე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის.

და­ბო­ლოს ნი­უს­რუ­მის შე­სა­ხებ - ტე­ლე­ვი­ზი­ის ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც დამ­ხვდა, იყო სრუ­ლი­ად სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მო­რა­ლუ­რად და ფი­ზი­კუ­რად ვა­და­გა­სუ­ლი კა­მე­რე­ბი, არ იყო საკ­მა­რი­სი გა­ნა­თე­ბა, ძა­ლი­ან ძვე­ლი მან­ქა­ნე­ბის პარ­კი, ყვე­ლა­ზე დიდი სტუ­დია ჯერ სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე იყო გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი (რაც სა­ვა­ლა­ლო კუ­რი­ო­ზია ნორ­მა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის პი­რო­ბებ­ში), შემ­დეგ კი ტექ­ნი­კის­გან დაც­ლი­ლი და უფუნ­ქცი­ოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლი. და ამ მძი­მე ფონ­ზეც კი, კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მძი­მე იყო ნი­უს­რუ­მის მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ობ­დნენ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო უჰა­ე­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, ხოლო ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვის ხა­რისხზე მე­ტყვე­ლებს თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ას არ ჰქონ­და არც ერთი პირ­და­პი­რი ჩარ­თვის აპა­რა­ტი. დღეს ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ტე­ლე­ვი­ზი­ის ტექ­ნი­კუ­რი გა­და­ი­რა­ღე­ბა, გა­ვი­ა­რეთ ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რა და რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყე­ბა ახა­ლი, კომ­პაქ­ტუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან თავ­სე­ბა­დი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ორ წე­ლი­წად­ში დას­რულ­დე­ბა და ქვე­ყა­ნას ექ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ტე­ლე­ვი­ზია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყო­ველ წელს სულ უფრო მეტი გა­და­ცე­მა გა­დის გა­რე­წარ­მო­ე­ბა­ში, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზია ეხ­მა­რე­ბა გარე სტუ­დი­ებს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. ტე­ლე­ვი­ზია ასე­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში და, მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეხ­მა­რე­ბა დამ­წყებ რე­ჟი­სო­რებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის სტრა­ტე­გი­ულ კონ­ცეფ­ცი­ად რჩე­ბა უსაფრ­თხო არ­ხის პრინ­ცი­პი, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ამ მდა­ბიო უხამ­სო­ბით არ უნდა ავ­ნოს მა­ყუ­რე­ბელს, არხი აწარ­მო­ებს მხო­ლოდ გე­მოვ­ნე­ბი­ან და ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ას, ხოლო ნა­ყი­დი პრო­დუქ­ცია – ფილ­მე­ბი და გა­და­ცე­მე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი მხატ­ვრუ­ლი და შე­მეც­ნე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბით.

ხა­რის­ხი­ა­ნი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის მო­ვა­ლე­ო­ბაა, მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად გა­ა­შუ­ქოს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უნდა ჰქონ­დეს ეჭვი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია გან­ვა­ცხა­დო და ნე­ბის­მი­ერ ობი­ექ­ტურ და თა­ვად მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ დამ­კვირ­ვე­ბელს შე­უძ­ლია დარ­წმუნ­დეს, რომ დღეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი არის მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ მაქ­სი­მა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბით, და, ამა­ვე დროს, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით არი­ან გამ­სჭვა­ლუ­ლე­ბი, რათა მა­ყუ­რე­ბელს არ მი­ა­წო­დონ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პირ­ვე­ლი არხი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად და პი­რუთ­ვნე­ლად გა­ა­შუ­ქებს მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­საც და ყვე­ლა სხვა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­საც, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვინ­მემ სხვა­დას­ხვა მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ იპო­ვოს ეჭ­ვის სა­ბა­ბი და კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ დას­ვას არ­ხის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა არ­ხმა უკვე გა­და­ლა­ხა ძი­რი­თა­დი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი და და­ბე­ჯი­თე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა - 2020 წლის შე­მოდ­გო­მის სე­ზო­ნი, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყე­ბა, იმის დას­ტუ­რი იქ­ნე­ბა, რომ არ­ხის გან­ვი­თა­რე­ბამ შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო და სე­ზო­ნი­დან სე­ზო­ნამ­დე გა­ნუხ­რე­ლად მო­ი­მა­ტებს ხა­რის­ხი­ა­ნი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა. არხი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რად იყო ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი წამ­გე­ბი­ან ვი­თა­რე­ბა­ში, რაც მას გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, გა­მო­ვი­და ინერ­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ფუნ­ქცი­ას. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა და მათ შო­რის მეც ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მეთ და ვერ და­ვუშ­ვებ, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის შრო­მას ჩრდი­ლი მი­ად­გეს", – აღ­ნიშ­ნუ­ლია ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
43

აფსუს, ისევ გააფუჭებენ ძვლივს ამოქაჩულ არხს. მხოლოდ მაგ არხს ვუყურებდი

Gio
16

რას ტრაბახობს, ასეთი დაბალრეიტინგიანი საზოგადოებრივი არხი არასოდეს ყოფილა, პირადად მე საუკუნეა ამ არხს არ ვუყურებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა

ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს.

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას პირველი არხი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიმაჩნია, რომ 2017 წლიდან საქართველოს პირველმა არხმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც განაპირობა ჩემი კოლეგების მაღალმა პროფესიონალიზმმა და გუნდურმა მუშაობამ. არხზე დავიწყეთ მაღალი ხარისხის მეგაშოუების, მუსიკალური და შემეცნებითი გადაცემების წარმოება, დავიწყეთ სერიალების გადაღება, შემოდგომაზე მაყურებელი ნახავს ორ ქართულ სერიალს და ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება. ასევე, დავიწყეთ ანიმაციური ფილმების გადაღება და შემოდგომაზე მაყურებელი იხილავს პირველ სეზონს, ოცსერიან ქართულ ანიმაციურ ფილმს ბავშვებისთვის. ვაგრძელებთ დოკუმენტური ფილმების და დოკუმენტური სერიალების გადაღებას. უკვე გამოვაცხადეთ სცენარების მიღება და ვიწყებთ მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმების გადაღებას.

რადიოს შესახებ - 2017 წლამდე, საქართველოს რადიოს სიგნალის მიღება იყო ძალიან რთული, მაგალითად, რადიოს პირველი არხის დაჭერა უკვე მცხეთაშიც კი შეუძლებელი იყო, რის გამოც მსმენელი კარგავდა არხის სმენის ჩვევას. წელს დასრულდა 27 ახალი ანძის მონტაჟი და დღეს საქართველოს რადიო ერთადერთია, რომელიც მაუწყებლობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში და ძირითად მაგისტრალებზე.

პირველი არხის ვებგვერდი 1tv.ge სულ რაღაც ორწელიწადნახევარში გახდა ერთ-ერთი ლიდერი საინფორმაციო სააგენტო მედიაბაზარზე. სექტემბერში მაყურებელი იხილავს ვებპროექტს „საქართველო 360“, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეეძლებათ ვირტუალურად იმოგზაურონ საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დააინტერესებთ როგორც საქართველოს ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ამავე დროს, ძალიან დაეხმარება ახალ თაობას საკუთარი ქვეყნის გაცნობაში. უკვე ვასრულებთ მუშაობას და წლის ბოლოს გაიხსნება განსაკუთრებული სიახლე, ტელევიზია მობილურ ტელეფონში, ეს იქნება ფაქტობრივად მესამე არხი, რომელიც ახალგაზრდებზე იქნება ორიენტირებული.

უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიმაჩნია ტელესკოლის არხის გახსნა, დარწმუნებული ვარ ამ არხზე ბევრ საჭირო და საინტერესო პროექტს ვიხილავთ. პირველი არხისთვის მუდმივ პრიორიტეტად რჩება, რომ არაქართულენოვანი მოსახლეობა სრულფასოვნად იყოს ჩართული მიმდინარე პროცესებში და ამ მიზნით გავხსენით მუდმივმოქმედი პროექტი – მრავალფეროვანი საქართველო, რომელიც, ამავე დროს, წარმოადგენს სასწავლო ლაბორატორიას არაქართულენოვანი დამწყები ჟურნალისტებისთვის.

დაბოლოს ნიუსრუმის შესახებ - ტელევიზიის ტექნიკური მდგომარეობა, რომელიც დამხვდა, იყო სრულიად სავალალო მდგომარეობაში, მორალურად და ფიზიკურად ვადაგასული კამერები, არ იყო საკმარისი განათება, ძალიან ძველი მანქანების პარკი, ყველაზე დიდი სტუდია ჯერ სხვა ტელევიზიაზე იყო გაქირავებული (რაც სავალალო კურიოზია ნორმალური ტელევიზიის პირობებში), შემდეგ კი ტექნიკისგან დაცლილი და უფუნქციოდ მიტოვებული. და ამ მძიმე ფონზეც კი, კატასტროფულად მძიმე იყო ნიუსრუმის მდგომარეობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტები მუშაობდნენ სიცოცხლისთვის სახიფათო უჰაერობის პირობებში, ხოლო ტექნიკური აღჭურვის ხარისხზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ტელევიზიას არ ჰქონდა არც ერთი პირდაპირი ჩართვის აპარატი. დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს ტელევიზიის ტექნიკური გადაირაღება, გავიარეთ ყველა აუცილებელი პროცედურა და რამდენიმე კვირაში, სექტემბერში დაიწყება ახალი, კომპაქტური და თანამედროვე ტექნოლოგიებთან თავსებადი შენობის მშენებლობა, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და ქვეყანას ექნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტელევიზია.

აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს სულ უფრო მეტი გადაცემა გადის გარეწარმოებაში, რითაც საქართველოს ტელევიზია ეხმარება გარე სტუდიებს განვითარებასა და გაძლიერებაში. ტელევიზია ასევე მაქსიმალურად მონაწილეობს ქართული ფილმების წარმოებაში და, მათ შორის, განსაკუთრებულად ეხმარება დამწყებ რეჟისორებს.

საქართველოს პირველი არხის სტრატეგიულ კონცეფციად რჩება უსაფრთხო არხის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ტელევიზიამ მდაბიო უხამსობით არ უნდა ავნოს მაყურებელს, არხი აწარმოებს მხოლოდ გემოვნებიან და ხარისხიან პროდუქციას, ხოლო ნაყიდი პროდუქცია – ფილმები და გადაცემები გამოირჩევა მაღალი მხატვრული და შემეცნებითი ღირებულებით.

ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქციის წარმოებასთან ერთად საქართველოს პირველი არხის მოვალეობაა, მიუკერძოებლად გააშუქოს პოლიტიკური პროცესები და საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ეჭვი მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო და ნებისმიერ ობიექტურ და თავად მიუკერძოებელ დამკვირვებელს შეუძლია დარწმუნდეს, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მაქსიმალურად მიუკერძოებელი, ჟურნალისტები სარგებლობენ მაქსიმალური თავისუფლებით, და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობით არიან გამსჭვალულები, რათა მაყურებელს არ მიაწოდონ გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაცია.

მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.

საქართველოს პირველმა არხმა უკვე გადალახა ძირითადი დაბრკოლებები და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა - 2020 წლის შემოდგომის სეზონი, რომელიც სექტემბერში დაიწყება, იმის დასტური იქნება, რომ არხის განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და სეზონიდან სეზონამდე განუხრელად მოიმატებს ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქციის წარმოება. არხი, რომელიც ხელოვნურად იყო ჩაყენებული წამგებიან ვითარებაში, რაც მას განვითარების საშუალებას არ აძლევდა, გამოვიდა ინერტული მდგომარეობიდან და წარმატებით შეასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციას. ამ მიზნის მისაღწევად ჩემმა კოლეგებმა და მათ შორის მეც ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვერ დავუშვებ, რომ ამდენი ადამიანის შრომას ჩრდილი მიადგეს", – აღნიშნულია ვასილ მაღლაფერიძის განცხადებაში.

"გუკა ამირხანაშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მონასტერში გაშვებას ითხოვს, რაზეც უარი ეთქვა" - "ტვ პირველი"

"ვერ გეტყვით ვინ მეხმარება, ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან" - დაკავებული არასრულწლოვნის მამამ გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო

"მე თუ შევიგინები, იქნებ ჩემი მაგალითით გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ..." - მეუფე იაკობი