პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროკურატურა რომელიმე არამეზობელი ქვეყნიდან სატელიტურ სურათებს გამოითხოვს" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
"პროკურატურა რომელიმე არამეზობელი ქვეყნიდან სატელიტურ სურათებს გამოითხოვს" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა რო­მე­ლი­მე არა­მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნი­დან სა­ტე­ლი­ტურ სუ­რა­თებს გა­მო­ი­თხოვს.

რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თვის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ჩა­მოვ­ლენ, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზას გა­ეც­ნო­ბი­ან.

მისი თქმით, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან შე­ხევდრა­ზე სა­უ­ბა­რი იყო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი და სა­სა­მარ­თლო - სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზაც იმოქ­მე­დებს.

“ჩემ მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ­მა ვი­დე­ომ, ეჭ­ვე­ბი და­ბა­და მთა­ვარ პრო­კუ­რორ­სა და მის მო­ად­გი­ლე­ებ­ში და ამან შექ­მნა ისე­თი პი­რო­ბა, რომ სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბიც გა­მო­ი­თხო­ვონ და და­ად­გი­ნონ 18,19,20,21,22 ივ­ლისს იყო თუ არა ავ­ტო­მო­ბი­ლი ად­გილ­ზე”,- გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც გა­უჩ­ნდათ ეჭ­ვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო.

“დავ­სვი კი­თხვა, რამ­დე­ნად სან­დო იყო ის აზრი, რომ 5 დღე ავ­ტო­მო­ბი­ლი იქ იდ­გე­ბო­და, იმი­ტომ, რომ ჩვენ გვქონ­და დე­ტა­ლუ­რად სა­უ­ბა­რი, რომ ჩემ­ში არა­თუ ეჭვს ბა­დებ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ 5 დღე ავ­ტო­მო­ბი­ლი იქ ვერ იქ­ნე­ბო­და და მათ­თვი­საც ეს დიდ ეჭვს აჩენს.

თვის ბო­ლოს უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან მოწ­ვე­უ­ლე­ბი. ძა­ლი­ან კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც გა­ეც­ნო­ბი­ან დას­კვნებს და ჩარ­თუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ამავდრო­უ­ლად იქ­ნე­ბა კომ­პლექ­სუ­რი კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­საც მე “ემ­პა­თი­ას­თან” ერ­თად ვა­ტა­რებ. ამა­ზე­ცაა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი”,- გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ავტორი:

"პროკურატურა რომელიმე არამეზობელი ქვეყნიდან სატელიტურ სურათებს გამოითხოვს" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

"პროკურატურა რომელიმე არამეზობელი ქვეყნიდან სატელიტურ სურათებს გამოითხოვს" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურა რომელიმე არამეზობელი ქვეყნიდან სატელიტურ სურათებს გამოითხოვს.

როგორც რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თვის ბოლოს საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც საქმეზე ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გაეცნობიან.

მისი თქმით, გენერალურ პროკურორთან შეხევდრაზე საუბარი იყო კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, რაზეც ადვოკატის თქმით, სატელიტური სურათები და სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზაც იმოქმედებს.

“ჩემ მიერ გასაჯაროებულმა ვიდეომ, ეჭვები დაბადა მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებში და ამან შექმნა ისეთი პირობა, რომ სატელიტური სურათებიც გამოითხოვონ და დაადგინონ 18,19,20,21,22 ივლისს იყო თუ არა ავტომობილი ადგილზე”,- განაცხადა რამიშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, პროკურატურის წარმომადგენლებსაც გაუჩნდათ ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი შემთხვევის ადგილზე ხუთი დღის განმავლობაში იყო.

“დავსვი კითხვა, რამდენად სანდო იყო ის აზრი, რომ 5 დღე ავტომობილი იქ იდგებოდა, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა დეტალურად საუბარი, რომ ჩემში არათუ ეჭვს ბადებდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ 5 დღე ავტომობილი იქ ვერ იქნებოდა და მათთვისაც ეს დიდ ეჭვს აჩენს.

თვის ბოლოს უცხოელი სპეციალისტები იქნებიან მოწვეულები. ძალიან კარგი სპეციალისტები არიან, რომლებიც გაეცნობიან დასკვნებს და ჩართულები იქნებიან. ამავდროულად იქნება კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა, რომელსაც მე “ემპათიასთან” ერთად ვატარებ. ამაზეცაა უკვე გადაწყვეტილება მიღებული”,- განაცხადა რამიშვილმა.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა

"თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს" - გარდაცვლილი პროგრამისტის დედა

როდის დაფუძნდა და ვის მიერ ბარი, რომლის თანამშრომლებიც მტკვარში გარდაცვლილები ნახეს