სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველივე ის, რაც ბელარუსს ეხება და მინსკში ხდება, მოსკოვის ინტერესშია და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარეობს" - ბელარუსი პოლიტოლოგი
"ყოველივე ის, რაც ბელარუსს ეხება და მინსკში ხდება, მოსკოვის ინტერესშია და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარეობს" - ბელარუსი პოლიტოლოგი

ბე­ლა­რუს­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­სა და მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნა­რებ­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ მინ­სკელ პო­ლი­ტო­ლოგ ოლგა ხარ­ლა­მო­ვას ესა­უბ­რა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ოლგა, ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალს ბე­ლა­რუს­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. იმის გამო, რომ წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა, წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი კო­მენ­ტა­რე­ბიც კეთ­დე­ბა. სუ­რა­თი საკ­მა­ოდ ბუნ­დო­ვა­ნია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა გან­წყო­ბი­ლი ებ­რძო­ლოს ლუ­კა­შენ­კოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს მინ­სკსა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში გა­მარ­თუ­ლი მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი მი­ტინ­გე­ბი. სა­უბ­რის და­სა­წყის­ში გვინ­და თქვენ­გან მო­ვის­მი­ნოთ შე­ფა­სე­ბე­ბი იმა­ზე, თუ რა ხდე­ბა ახლა ბე­ლა­რუს­ში?

- სწო­რად შე­ნიშ­ნეთ, ინ­ფორ­მა­ცია ბე­ლა­რუს­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ხში­რად წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვია. ქვეყ­ნის შეგ­ნი­თაც საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა.

ამის მი­ზე­ზია ის, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთი კვი­რა გა­ვი­და და დღემ­დე არ ჩანს სუ­ბი­ექ­ტი, რო­მე­ლიც აი­ღებ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ქუ­ჩა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე და თა­ვის თავ­ზე აი­ღებ­და გარ­კვე­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მოვ­ლე­ნა­თა შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ასეა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ი­ამ მო­რი­გი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, თით­ქოს იგი მზა­დაა იყოს მხა­რე, იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის სუ­ბი­ექ­ტი და თა­ვის თავ­ზე აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, სი­ტუ­ა­ცია ბე­ლა­რუს­ში ამ­დაგ­ვა­რია - სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ის ბევ­რი გან­ცხა­დე­ბა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ იგი ამ მო­მენ­ტის­თვის არ იმ­ყო­ფე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და ახლა მე­ზო­ბელ ლი­ე­ტუ­ვა­შია. ამის გამო მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი რომ იგი მზა­დაა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პრო­ცე­სებ­ზე და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყოს მათ­ზე, აშ­კა­რად ბა­დებს ეჭ­ვებს. ასეა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კა არ გახ­ლავთ რო­მან­ტი­კო­სე­ბის საქ­მე, პო­ლი­ტი­კა არაა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მე, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კა­ში მო­დი­ან მხო­ლოდ კერ­ძო, სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ი­ას მე­უღ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, ოჯა­ხის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გარ­კვე­ულ გა­რან­ტი­ებ­ზე. პო­ლი­ტი­კა ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა.

სამ­წუ­ხა­როდ, უნდა ით­ქვას, რომ ტი­ხო­ნოვ­სკა­ია არ აღ­მოჩ­ნდა მზად თა­ვის თავ­ზე აეღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ პრო­ცე­სებ­ზე, რო­მე­ლიც მას, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავს და­ტყდა. იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიტო
36

ლუკაშენკო ბელორუსისთვის არის ის, ვინც იყო გამსახურდია საქართველოსთვის. დასკვნები თქვენ გააკეთეთ, თუ რა მოუვა ბელორუსს ლუკაშენკოს წასვლის შემდეგ.

beso
9

მოეშვით სისულელეებს! რუსეთს შეუძლია მართოს ბევრი სახით პროცესი, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს პოზიტივიზმს მარტვაში. პოზიტივის გაგება მოსკოვსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არსებობს და ეს არის ე.წ. დაუმთავრებელი პერესტროიკის შედეგი. ამის იქით პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში არ წასულა და ეს არის მწვალებლობა. ამას არა აქვს მსოფლმხედველობა და არის მარაზმი, ანუ არც ერთ ადამიანურ და მსოფლმხედველობრივ გაგებაში არ ჯდება და რაღაცის დიფუზიას წარმოადგენს(ზარალდება პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ერი და ეთნოსი. აქ საქმესა და ცხოვრებას გაგება არა აქვს). ეს ბნელეთიააააააააააააააა! ეს უნდა დამთავრდეს, მაგრამ ამის ენერგია, თუ გაგება არ არსებობს, ხოლო „ვიღაცეები“ თრობაშია და ვერ ხედავენ კოლაფსის წერტილს, ხოლო ეს სივრცე საერთოდ კარგავს ენერგიას და მიექანება ხრამისაკენ, ხოლო ეს აუცილებლად წარმოშობს სხვა სახის ვულკანებსა თუ მიწისძვრებს, თუნდაც გააცოცხლებს ისლამური სახელმწიფოს ფენომენს, რადგან იქნება სივრცის გლობალურ მართვის კრახის ალბათობა. ის რასაც გაგება არა აქვს, ის ვერ შექმნის პოზიტიურ ენერგიას, ის ქმნის კრახის ალბათობას, ხოლო ამ სივრცეს 35 წელია განითარების გაგება არა აქვს და ამაზე მოსკოვია პასუხისმგებელიი, რადგან მოსკოვი წარმოადგენდა ჰელისინკის ხელშეკრულების მხარეს და ორმაგი აგენტის, ანუ მარიონეტის ფენომენის შემქმნელს(მარიონეტები არ არიან სხადნიაკის უნარსა და გაგებაში, ხოლო მოვლენა თხოულობს ამ გაგებას), რა ფორმატშიც იმართება სივრცე. რა შედეგი აქვს, ან შეიძლება ჰქონდეს მას? უაზრო მოცემულობა, რომელსაც არ გააჩნია ეფექტიანობის გაგება! დაფიქრდით ყველა, ახლა გამოღვიძებისა და დაფიქრების დროა და სწორედ 2 ნაბიჯი უკანისა და ერთი ნაბიჯი წინის გააზრებისა და შექმნის დროაააააააააააა, თუ არა იქით ხრამიააააააააააააააააა! დაპაუზების დაპაუზებას ძალიან ცუდი შედეგი ექნება, ანუ მოვლენა შევიდა ჩანაფიქრის პერპენდიკულარში და დროა მოხდეს ამის გააზრება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ყოველივე ის, რაც ბელარუსს ეხება და მინსკში ხდება, მოსკოვის ინტერესშია და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარეობს" - ბელარუსი პოლიტოლოგი

"ყოველივე ის, რაც ბელარუსს ეხება და მინსკში ხდება, მოსკოვის ინტერესშია და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარეობს" - ბელარუსი პოლიტოლოგი

ბელარუსში არსებულ ვითარებასა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე „ინტერპრესნიუსი“ მინსკელ პოლიტოლოგ ოლგა ხარლამოვას ესაუბრა.

- ქალბატონო ოლგა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბელარუსში მიმდინარე პროცესებს. იმის გამო, რომ წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება, წინააღმდეგობრივი კომენტარებიც კეთდება. სურათი საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის მოსახლეობა სერიოზულადაა განწყობილი ებრძოლოს ლუკაშენკოს ხელისუფლებას. ამაზე მეტყველებს მინსკსა და სხვა ქალაქებში გამართული მრავალათასიანი მიტინგები. საუბრის დასაწყისში გვინდა თქვენგან მოვისმინოთ შეფასებები იმაზე, თუ რა ხდება ახლა ბელარუსში?

- სწორად შენიშნეთ, ინფორმაცია ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ მრავალფეროვანი და ხშირად წინააღმდეგობრივია. ქვეყნის შეგნითაც საკმაოდ მრავალფეროვანი და წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება.

ამის მიზეზია ის, რომ არჩევნების დასრულებიდან ერთი კვირა გავიდა და დღემდე არ ჩანს სუბიექტი, რომელიც აიღებდა პასუხისმგებლობას ქუჩაში მიმდინარე პროცესებზე და თავის თავზე აიღებდა გარკვეულ პასუხისმგებლობას მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე. ასეა მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მორიგი განცხადება გაავრცელა, თითქოს იგი მზადაა იყოს მხარე, იყოს პოლიტიკური პროცესის სუბიექტი და თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

სამწუხაროდ, სიტუაცია ბელარუსში ამდაგვარია - სვეტლანა ტიხანოვსკაის ბევრი განცხადება აქვს გაკეთებული, მაგრამ იგი ამ მომენტისთვის არ იმყოფება ქვეყანაში და ახლა მეზობელ ლიეტუვაშია. ამის გამო მისივე განცხადებები რომ იგი მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა პროცესებზე და პასუხისმგებელი იყოს მათზე, აშკარად ბადებს ეჭვებს. ასეა, თუნდაც იმიტომ, რომ პოლიტიკა არ გახლავთ რომანტიკოსების საქმე, პოლიტიკა არაა იმ ადამიანების საქმე, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან მხოლოდ კერძო, საკუთარი მიზნების მისაღწევად. ამ შემთხვევაში საუბარია სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლის გათავისუფლებაზე, ოჯახის ხელშეუხებლობის გარკვეულ გარანტიებზე. პოლიტიკა ყველაფერთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაცაა.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ტიხონოვსკაია არ აღმოჩნდა მზად თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა იმ პროცესებზე, რომელიც მას, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს მოულოდნელად თავს დატყდა. იხილეთ სრულად

არეულობა კუბაში, დაშავებულები და ათობით დაკავებული - რა ხდება ქვეყანაში, სადაც საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა

ტრაგედია ერაყში - საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

"არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, თუ ვინ ვარ და საიდან მოვედი გუნდში" - რასისტული თავდასხმები ინგლისის ნაკრების წევრებზე, კაპიტნის ღირსეული პასუხი და დაწყებული გამოძიება