სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დაფუძნდა და ვის მიერ ბარი, რომლის თანამშრომლებიც მტკვარში გარდაცვლილები ნახეს
როდის დაფუძნდა და ვის მიერ ბარი, რომლის თანამშრომლებიც მტკვარში გარდაცვლილები ნახეს

15 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, "დე­და­ე­ნის ბაღ­ში" მდე­ბა­რე "ბა­უ­ჰა­უს ბა­რის" ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი - გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. მათი და­კარ­გვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სწო­რედ ბა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან" გახ­და ცნო­ბი­ლი.

17 აგ­ვის­ტოს კი და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბი მტკვარ­ში იპო­ვეს. ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი თუ რა შე­ემ­თხვა ქალ-ვაჟს, რომ­ლე­ბიც, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­რი­დან დი­ლის 5 სა­ათ­ზე გა­ვიდ­ნენ. შე­მე­დეგ კი მათი კვა­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან და­ი­კარ­გა. რაც ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რია, ბა­რი­დან გას­ვლამ­დე, ახ­ლა­გაზ­რდებ­მა სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბი - ხელ­ჩან­თე­ბი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ბარ­ში და­ტო­ვეს.

და­ვინ­ტე­რეს­დით რო­დის და­ფუძნ­და და ვის მიერ ბარი, რომ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც მტკვარ­ში გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ნა­ხეს.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, შპს "ბა­უ­ჰა­უ­სი" 2016 წლის 27 იან­ვარს არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. იუ­რი­დი­ულ მი­სა­მარ­თად მი­თი­თე­ბუ­ლია: დაბა თი­ა­ნე­თი, მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის ქუჩა, 5.

მე­სა­კუთ­რე­ე­ბი კი 50-50% -იანი წი­ლით არი­ან: ესმა ბე­რი­კიშ­ვი­ლი და ნინო მეტ­რე­ვე­ლი.

ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­და ბარი კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბის გა­ნახ­ლე­ბის­თვის. bm.ge-სთან ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ესმა ბე­რი­კიშ­ვი­ლი აკე­თებს. ჩვენ ვცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე ამ ბარ­ში რა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ ან რა მოხ­და იმ ღა­მეს -ახალ­გაზ­რდე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან წას­ვლამ­დე, თუმ­ცა ბა­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
/
11

საოცრებააააა ასეტი შემტხვევები ჰაერზე არ ხდება კარგად შემუშავებული გეგმაააა ასე ვფიქრობ. ადამიანებია ხალხოოოო. ცხოველები ხომ არაააა ასე რომ ქრებიან???

დეა
2

სამწუხაროდ ყველამ კარგად ვიცით, რას ემსახურება ღამის ბარები, თანამშრომლებმაც კარგად იციან რისთვის გავიდნენ , როცა ჩანთას ტოვებ, ფაქტია, სახლში არ მიდიხარ! მიმართულებაც იცოდნენ - ვერცხლის ქუჩა..

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

როდის დაფუძნდა და ვის მიერ ბარი, რომლის თანამშრომლებიც მტკვარში გარდაცვლილები ნახეს

როდის დაფუძნდა და ვის მიერ ბარი, რომლის თანამშრომლებიც მტკვარში გარდაცვლილები ნახეს

15 აგვისტოს, გამთენიისას, "დედაენის ბაღში" მდებარე "ბაუჰაუს ბარის" ორი თანამშრომელი - გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გაუჩინარდა. მათი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის სწორედ ბარის ოფიციალური "ფეისბუქგვერდიდან" გახდა ცნობილი.

17 აგვისტოს კი დაკარგული ახალგაზრდების ცხედრები მტკვარში იპოვეს. ბურუსით არის მოცული თუ რა შეემთხვა ქალ-ვაჟს, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, ბარიდან დილის 5 საათზე გავიდნენ. შემედეგ კი მათი კვალი იუსტიციის სახლთან დაიკარგა. რაც ყველაზე უცნაურია, ბარიდან გასვლამდე, ახლაგაზრდებმა საკუთარი ნივთები - ხელჩანთები და მობილური ტელეფონები ბარში დატოვეს.

დავინტერესდით როდის დაფუძნდა და ვის მიერ ბარი, რომლის თანამშრომლებიც მტკვარში გარდაცვლილები ნახეს.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს "ბაუჰაუსი" 2016 წლის 27 იანვარს არის დარეგისტრირებული. იურიდიულ მისამართად მითითებულია: დაბა თიანეთი, მირზა გელოვანის ქუჩა, 5.

მესაკუთრეები კი 50-50% -იანი წილით არიან: ესმა ბერიკიშვილი და ნინო მეტრეველი.

ინტერნეტში იძებნება ინფორმაცია, თუ როგორ ემზადებოდა ბარი კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული კარანტინის შემდეგ მუშაობის განახლებისთვის. bm.ge-სთან ამ თემაზე კომენტარს დამფუძნებელი ესმა ბერიკიშვილი აკეთებს. ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე ამ ბარში რა ხნის განმავლობაში მუშაობდნენ ან რა მოხდა იმ ღამეს -ახალგაზრდების დაწესებულებიდან წასვლამდე, თუმცა ბარის თანამშრომლები მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

"რისი გულისთვის უნდა ვიჯდე თუნდაც 6 წელი?" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილი ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლია

"მეგობრის მოსაძებნად რატომ არ წამოვიდა? თურმე სიბნელის ეშინია" - ბაჩალიაშვილის დედის თქმით, დეა კაპანაძემ გამოძიებას განსხვავებული ჩვენება მისცა

"ზ.ხ-მ უნდობლობა გამოუცხადა სასამართლოს და გადაწყვიტა მეც ამიცილოს" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი