საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასობით ათასი დემონსტრანტი, გაძევებული ოპოზიციის ლიდერი და ლუკაშენკო, რომელიც თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს -  ბელარუსში პროტესტი არ წყდება
ასობით ათასი დემონსტრანტი, გაძევებული ოპოზიციის ლიდერი და ლუკაშენკო, რომელიც თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს -  ბელარუსში პროტესტი არ წყდება

ბე­ლა­რუს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ ცხრე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს გა­მარ­ჯვე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, კვლავ გრძელ­დე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ცი­ამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­შა­ლა და ამ მიზ­ნით მა­ნა­თო­ბე­ლი ყუმ­ბა­რე­ბი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ათო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა, აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე კი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­სულ შა­ბათ-კვი­რას კვლავ ქუ­ჩა­ში გა­მო­ვიდ­ნენ და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი, მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია გა­მარ­თეს.

მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ბე­ლა­რუ­სის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში შე­იკ­რიბ­ნენ.მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლუ­კა­შენ­კოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ში მინ­სკში სულ ცოტა, 200 000 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მო­ა­წყვეს მსვლე­ლო­ბა და ისი­ნი მოქ­მედ პრე­ზი­დენტს შე­ძა­ხი­ლე­ბით წას­ვლის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ცია გა­მარ­თეს ლუ­კა­შენ­კოს მხარ­დამ­ჭე­რებ­მაც, რომ­ლებ­საც პრე­ზი­დენ­ტმა სი­ტყვით მი­მარ­თა. მისი გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბი გან­მე­ო­რე­ბით არ გა­ი­მარ­თე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უნდა ჰქონ­დეს მო­ლო­დი­ნი, რომ ის ზე­წო­ლის ქვეშ რა­ი­მეს გა­ა­კე­თებს

"თქვენ აქ მოხ­ვე­დით თქვე­ნი ქვეყ­ნის, თქვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ცო­ლე­ბის, დე­ბი­სა და შვი­ლე­ბის და­სა­ცა­ვად. არ­ჩევ­ნე­ბი უკვე ჩა­ტარ­და და სხვა არ­ჩევ­ნე­ბი აღარ იქ­ნე­ბა“, - მი­მარ­თა ლუ­კა­შენ­კომ მხარ­დამ­ჭე­რებს.

ლუ­კა­შენ­კომ აღ­ნიშ­ნულ­ზე ისა­უბ­რა ტრაქ­ტო­რის ქარ­ხნის მუ­შებ­თან შეხ­ვედ­რის დრო­საც. "ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ არ­ჩევ­ნე­ბი, ვიდ­რე არ მომ­კლავთ, სხვა არ­ჩევ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ.

ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ლუ­კა­შენ­კოს მთა­ვარ­მა ოპო­ნენ­ტმა სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ი­ამ, სა­დაც ამ­ბობს, რომ ის მზად არის იმოქ­მე­დოს, რო­გორც "ეროვ­ნულ­მა ლი­დერ­მა“.

"თქვენ მე მო­მე­ცით სა­კუ­თა­რი ხმე­ბი და ამას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ. ზუს­ტად ვიცი, რა­ტომ გა­ა­კე­თეთ თქვენ ეს: ჩვენ ყვე­ლას გვსურს ამ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი წრი­დან გა­მოს­ვლა, რო­მელ­შიც 26 წლის წინ აღ­მოვ­ჩნდით. მზად ვარ, სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ამ პე­რი­ოდ­ში ვი­მოქმდო რო­გორც ეროვ­ნულ­მა ლი­დერ­მა, რათა ქვე­ყა­ნა დამ­შვიდ­დეს და ნორ­მა­ლურ რიტმს და­უბ­რუნ­დეს, რათა ჩვენ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ყვე­ლა პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, უმოკ­ლეს დრო­ში მო­ვამ­ზა­დოთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა და პი­რო­ბე­ბი ახა­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა.

.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტი­ხა­ნოვ­სკა­ია ბე­ლა­რუს­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. მან ლი­ე­ტუ­ვას შე­ა­ფა­რა თავი, გამ­გზავ­რე­ბამ­დე კი გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო მი­მარ­თვა, სა­დაც აცხა­დებ­და, რომ ქვე­ყა­ნა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გამო და­ტო­ვა. კი­დევ ერთ ვი­დეო მი­მარ­თვა­ში კი ის ბე­ლო­რი­სის მო­ქა­ლა­ქე­ებს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ალექ­სანდ ლუ­კა­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის სა­ზღვრის და­სავ­ლეთ ნა­წილ­თან ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ­მა ალი­ან­სმა ტან­კე­ბი და თვითმფრი­ნა­ვე­ბი გა­ნა­თავ­სა. ეს ინ­ფორ­მა­ცია ნა­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა უარ­ყვეს, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბე­ლა­რუს­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან.

"ნატო-ს რე­გი­ონ­ში სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია. ნატო-ს აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგზე მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი არც ერთი ქვეყ­ნის მი­მართ საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს, თავ­დაც­ვი­თი და პრო­პორ­ცი­უ­ლია და კონ­ფლიქ­ტის აღ­კვე­თი­სა და მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი,”- გა­ნა­ცხა­და ნატო-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ოანა ლუნ­გეს­კომ.

  • სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა

ბე­ლა­რუს­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი. გერ­მა­ნი­ის ვიცე კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა ლუ­კა­შენ­კოს "ცუდი დიქ­ტა­ტო­რი“ უწო­და. რო­გორც მან გა­მო­ცე­მა Bild-თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ბე­ლო­რუ­სის ლი­დერ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი ლე­გი­ტი­მა­ცია და­კარ­გა.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის თქმით, ევ­რო­კავ­შირ­მა უნდა გა­აგ­რძე­ლოს მო­ბი­ლი­ზე­ბა ასო­ბით ათა­სი ბე­ლო­რუ­სი დე­მონ­სტრან­ტის გვერ­დით, რო­მელ­თა პრო­ტეს­ტიც მშვი­დო­ბი­ა­ნია და რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის­თვის პა­ტი­ვის­ცე­მას მო­ი­თხო­ვენ.

ამას­თან, ბე­ლა­რუ­სის სა­კი­თხზე ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო მიმ­დი­ნა­რე ოთხშა­ბათს სხდო­მას გა­მარ­თავს. ამის შე­სა­ხებ ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა შარლ მი­შელ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ბე­ლა­რუს ხალ­ხს აქვს უფ­ლე­ბა თა­ვად გა­და­წყვი­ტოს სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი და თა­ვი­სუფ­ლად აირ­ჩი­ოს ლი­დე­რი. ძა­ლა­დო­ბა დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­უ­ღე­ბე­ლია და არ შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ“, – წერს შარლ მი­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში“.

რო­გორც BBC წერს, თა­ვად ლუ­კა­შენ­კო რუ­სე­თის­გან ითხოვს დახ­მა­რე­ბას, რად­გა­ნაც ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა. შა­ბათს მან გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დაჰ­პირ­და, რომ სა­გა­რეო სამ­ხედ­რო საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში, მას დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს.

ლუ­კა­შენ­კომ და პუ­ტინ­მა ტე­ლე­ფო­ნით გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ ისა­უბ­რეს.

ბე­ლა­რუს­ში 9 აგ­ვის­ტოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ცევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ თა­ნახ­მად, მოქ­მედ პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს ამომ­რჩე­ველ­თა 80,23 %-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, მის­მა მთა­ვარ­მა მე­ტო­ქემ, სვეტ­ლა­ნა ცი­ხა­ნოვ­სკა­ი­ამ კი - ამომ­რჩე­ველ­თა 9,9 %-ის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mate
58

რუსეთუმები ხომ არ აგითამაშთათ ერთი ადგილი?!

!!!!!!!
161

საფრანგეთში მაკრონის წინააღმდეგ თვეების განმავლობაში იმართებოდა გამოსვლები, დარბევებიც იყო ხელისუფლების მხრიდან და რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს, მაგრამ არცერთი ქვეყნის ლიდერს არ მოუწოდებია მაკრონისთვის, გადამდგარიყო, იმიტომ, რომ აწყობთ მისი ყოფნა ხელისუფლებაში, აი ლუკაშენკო კი არ აწყობთ, რადგან მათგან მართული არ არის და მათ დაკრულზე არ ცეკვავს! ახლა მოიმიზეზებენ "დემოკრატიას" და დააქცევენ ამ ქვეყანასაც, როგორც ჩვენი ქვეყანა დააქციეს, ხალხი გააპარტახეს, უმუშევრები და მშივრები დატოვეს და ამას "თავისუფლება" დაარქვეს, მაგრამ როგორი "თავისუფლებიც" ვართ, ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, "დასავლეთის" დაკრულ ჰანგებზე რომ დაკუნტრუშებს ჩვენი "დამოუკიდებელი" ხელისუფლება (ოპოზიციაზე აღარ ვსაუბრობ, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ დაუფიქრებლად გაყიდის მთელ ქვეყანას)!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ასობით ათასი დემონსტრანტი, გაძევებული ოპოზიციის ლიდერი და ლუკაშენკო, რომელიც თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს -  ბელარუსში პროტესტი არ წყდება

ასობით ათასი დემონსტრანტი, გაძევებული ოპოზიციის ლიდერი და ლუკაშენკო, რომელიც თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს -  ბელარუსში პროტესტი არ წყდება

ბელარუსში საზოგადოების ვნებათაღელვა არ ცხრება. ადამიანების პროტესტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებას უკავშირდება, კვლავ გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ საპროტესტო აქციები დაშალა და ამ მიზნით მანათობელი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ ათობით ადამიანი დააკავა, აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად გარდაიცვალა, ბელარუსის მოქალაქეები გასულ შაბათ-კვირას კვლავ ქუჩაში გამოვიდნენ და ფართომასშტაბიანი, მშვიდობიანი აქცია გამართეს.

მომიტინგეები ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში შეიკრიბნენ.მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციაში მინსკში სულ ცოტა, 200 000 ადამიანი მონაწილეობდა. მოქალაქეებმა მოაწყვეს მსვლელობა და ისინი მოქმედ პრეზიდენტს შეძახილებით წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად აქცია გამართეს ლუკაშენკოს მხარდამჭერებმაც, რომლებსაც პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, არჩევნები განმეორებით არ გაიმართება და საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ის ზეწოლის ქვეშ რაიმეს გააკეთებს

"თქვენ აქ მოხვედით თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, ცოლების, დებისა და შვილების დასაცავად. არჩევნები უკვე ჩატარდა და სხვა არჩევნები აღარ იქნება“, - მიმართა ლუკაშენკომ მხარდამჭერებს.

ლუკაშენკომ აღნიშნულზე ისაუბრა ტრაქტორის ქარხნის მუშებთან შეხვედრის დროსაც. "ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ვიდეომიმართვა გაავრცელა საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, სადაც ამბობს, რომ ის მზად არის იმოქმედოს, როგორც "ეროვნულმა ლიდერმა“.

"თქვენ მე მომეცით საკუთარი ხმები და ამას ძალიან ვაფასებ. ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთეთ თქვენ ეს: ჩვენ ყველას გვსურს ამ დაუსრულებელი წრიდან გამოსვლა, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მზად ვარ, საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ პერიოდში ვიმოქმდო როგორც ეროვნულმა ლიდერმა, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, რათა ჩვენ გავათავისუფლოთ ყველა პოლიტპატიმარი, უმოკლეს დროში მოვამზადოთ საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის“, - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.

.

შეგახსენებთ, რომ ტიხანოვსკაია ბელარუსში არ იმყოფება. მან ლიეტუვას შეაფარა თავი, გამგზავრებამდე კი გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც აცხადებდა, რომ ქვეყანა საკუთარი შვილების უსაფრთხოების გამო დატოვა. კიდევ ერთ ვიდეო მიმართვაში კი ის ბელორისის მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსანდ ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნის საზღვრის დასავლეთ ნაწილთან ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ტანკები და თვითმფრინავები განათავსა. ეს ინფორმაცია ნატოს ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, თუმცა განაცხადეს, რომ ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან.

"ნატო-ს რეგიონში სამხედრო ძალების მობილიზება არ განუხორციელებია. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მრავალეროვნული კომპონენტი არც ერთი ქვეყნის მიმართ საფრთხეს არ წარმოადგენს, თავდაცვითი და პროპორციულია და კონფლიქტის აღკვეთისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის არის განკუთვნილი,”- განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკომ.

  • საერთაშორისო გამოხმაურება

ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები. გერმანიის ვიცე კანცლერმა ოლაფ შოლცმა ლუკაშენკოს "ცუდი დიქტატორი“ უწოდა. როგორც მან გამოცემა Bild-თან საუბრისას აღნიშნა, ბელორუსის ლიდერმა ყველანაირი ლეგიტიმაცია დაკარგა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს მობილიზება ასობით ათასი ბელორუსი დემონსტრანტის გვერდით, რომელთა პროტესტიც მშვიდობიანია და რომლებიც თავისუფლების, სუვერენიტეტისა და თავიანთი უფლებებისთვის პატივისცემას მოითხოვენ.

ამასთან, ბელარუსის საკითხზე ევროპული საბჭო მიმდინარე ოთხშაბათს სხდომას გამართავს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

"ბელარუს ხალხს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და თავისუფლად აირჩიოს ლიდერი. ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“.

როგორც BBC წერს, თავად ლუკაშენკო რუსეთისგან ითხოვს დახმარებას, რადგანაც ქვეყანაში არეულობა კვლავ გრძელდება. შაბათს მან განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაჰპირდა, რომ საგარეო სამხედრო საფრთხის შემთხვევაში, მას დახმარებას გაუწევს.

ლუკაშენკომ და პუტინმა ტელეფონით გასული კვირის განმავლობაში ორჯერ ისაუბრეს.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარცევნო კომისიის მიერ თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

"დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია" - ბელარუსის ეკლესიამ ლუკაშენკო ანათემას გადასცა

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა - რას წერს BBC

CNN  - აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა