პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხედავენ ადამიანები თვალის სხვადასხვა დაავადების დროს და როგორ ვუმკურნალოთ მათ
როგორ ხედავენ ადამიანები თვალის სხვადასხვა დაავადების დროს და როგორ ვუმკურნალოთ მათ

თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან გახ­ში­რე­ბუ­ლია. სხვა არა­ერთ ფაქ­ტორ­თან ერ­თად, ცხოვ­რე­ბის სტი­ლის შეც­ვლა, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში უფრო ხან­გრძლი­ვი ყოფ­ნა და ეკ­რა­ნის წინ გა­ტა­რე­ბუ­ლი მეტი დრო გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ უფრო მეტ ადა­მი­ანს აქვს მხედ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ტი­პის პრობ­ლე­მა.

თვა­ლის პრობ­ლე­მე­ბი­სა და დის­კომ­ფორ­ტის პირ­ვე­ლი­ვე ნიშ­ნე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მი­მარ­თოთ ოფ­თალ­მო­ლოგს. თვა­ლის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა­ზე „ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის“ ექი­მი ოფ­თალ­მო­ლო­გი, ოფ­თალ­მო­ქი­რურ­გი გრი­გოლ ქა­მუ­შა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა. აქვე კი წარ­მო­გიდ­გენთ ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც და­გა­ნა­ხებთ, თუ რო­გორ ხე­დავს ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის დროს.

კა­ტა­რაქ­ტა

კა­ტა­რაქ­ტა არის თვალ­ში არ­სე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ბრო­ლის სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი შემღვრე­ვა. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში კა­ტა­რაქ­ტა გვხვდე­ბა ასა­კობ­რი­ვი, იშ­ვი­ა­თად - მე­ტა­ბო­ლუ­რი, ტრავ­მუ­ლი.

კა­ტა­რაქ­ტის დროს პა­ცი­ენტს აქვს ისე­თი მხედ­ვე­ლო­ბი­თი დის­კომ­ფორ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბუ­რუს­ში მხედ­ვე­ლო­ბა, გა­ო­რე­ბა, მზე­ზე გა­მოს­ვლის დის­კომ­ფორ­ტი. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს სხვა­დას­ხა ტი­პის ტრავ­მებ­თან.

ამ და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა დღეს­დღე­ო­ბით მხო­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლია. სხვა ტი­პის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა კა­ტა­რაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ხდე­ბა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია 5-7 წთ გრძელ­დე­ბა. ოპე­რა­ცი­ის არსი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ხდე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი შემღვრე­უ­ლი ბრო­ლის ამო­ღე­ბა და მისი ხე­ლოვ­ნუ­რი სინ­თე­ზუ­რი ბრო­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა. ჩა­რე­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი გა­უტ­კი­ვა­რე­ბით, თვა­ლის წვე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი 5 წუთ­ში ტო­ვებს კლი­ნი­კას და სახ­ლში იწყებს მკურ­ნა­ლო­ბას. მხედ­ვე­ლო­ბი­თი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი იწყე­ბა 6-12 სა­ა­თის შემ­დეგ. სრუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბის დაბ­რუ­ნე­ბის პე­რი­ო­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლია კა­ტა­რაქ­ტის სიმ­ძი­მე­სა და ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის სირ­თუ­ლე­ზე. მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა არის 10 დღე. ამ პე­რი­ო­დის შემ­დეგ კი პა­ცი­ენ­ტი სრუ­ლად, 100%-ით იბ­რუ­ნებს კა­ტა­რაქ­ტით გა­მოწ­ვე­ულ და­კარ­გულ მხედ­ვე­ლო­ბას.

ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მხედ­ვე­ლო­ბის კვლავ და­კარ­გვის შან­სი არ­სე­ბობს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პა­ცი­ენტს სხვა თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა აქვს და პროგ­რე­სი­რებს. მა­გა­ლი­თად, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ბა­დუ­რის ასა­კობ­რი­ვი დე­გე­ნე­რა­ცია და ა.შ..

გრი­გოლ ქა­მუ­შა­ძის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კა­ტა­რაქ­ტის ოპე­რა­ცია გუ­ლის­ხმობს უკა­ნა კაფ­სუ­ლის მო­ცი­ლე­ბა­საც, რაც გა­მო­რი­ცხავს მე­ო­რა­დი კა­ტა­რაქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. ამ ტი­პის და­მა­ტე­ბი­თი ჩა­რე­ვა სა­ჭი­რო­ებს ქი­რურ­გის დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას და მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს.

გლა­უ­კო­მა

გლა­უ­კო­მა გახ­ლავთ და­ა­ვა­დე­ბა, რო­დე­საც ხდე­ბა თვა­ლის შიდა წნე­ვის მა­ტე­ბა და შე­დე­გად მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბა. მხედ­ვე­ლო­ბის ნერვში გა­დის 1 200 000 ნერ­ვუ­ლი ბოჭ­კო. ყო­ველ­დღი­უ­რად კი, რო­დე­საც პა­ცი­ენტს მა­ღა­ლი წნე­ვა აქვს, ხდე­ბა ამ ნერ­ვე­ბის მე­ქა­ნი­კუ­რი და იშე­მი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბა და ნერ­ვუ­ლი ქსო­ვი­ლის კვდო­მა. შე­დე­გად ადა­მი­ა­ნი კარ­გავს მხედ­ვე­ლო­ბას და ეს არის მხედ­ვე­ლო­ბის შე­უქ­ცე­ვა­დი და­კარ­გვა. სწო­რედ ამი­ტო­მაც გლა­უ­კო­მა გახ­ლავთ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო და­ა­ვა­დე­ბაა და მას მხედ­ვე­ლო­ბის ქურ­დს უწო­დე­ბენ.

გლა­უ­კო­მის სიმპტო­მე­ბია: ბუ­რუ­სი, სხი­ვის გაბ­ნე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი უყუ­რებს ნა­თუ­რას, მის გარ­შე­მო კი­დევ მრგვა­ლი რკა­ლე­ბი ჩნდე­ბა. ძლი­ე­რი შე­ტე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მას აქვს ძლი­ე­რი, გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი თა­ვის არე­ში, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა თან ახ­ლდეს ღე­ბი­ნე­ბაც კი. სე­რი­ო­ზუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბი­თი დის­კომ­ფორ­ტე­ბის და­წყე­ბის დროს პა­ცი­ენტს უკვე მხედ­ვე­ლო­ბის 70%-75% და­კარ­გუ­ლი აქვს. ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ჩი­ვი­ლის და­ფიქ­სი­რე­ბის დროს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოფ­თალ­მო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია.

გლა­უ­კო­მის მკურ­ნა­ლო­ბა ანუ თვა­ლის შიდა წნე­ვის რე­გუ­ლა­ცია შე­იძ­ლე­ბა გავ­ყოთ ორ ნა­წი­ლად. პირ­ველ ეტაპ­ზე ვი­წყებთ კონ­სერ­ვა­ტი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას ან­ტიგ­ლა­უ­კო­მა­ტო­ზუ­რი წვე­თე­ბით. წნე­ვა უნდა იყოს 8-დან 21-მდე. თუ პა­ცი­ენ­ტი იღებს წვე­თე­ბის მა­ღალ რა­ო­დე­ნო­ბას და წნე­ვა მა­ინც 21-ია, მა­შინ სა­ჭი­როა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას ვთა­ვა­ზობთ იმ პა­ცი­ენ­ტებ­საც, რო­მელ­თაც ან­ტიგ­ლა­უ­კო­მა­ტო­ზუ­რი წვე­თე­ბის ფონ­ზე თვალ­ში­და წნე­ვა ნორ­მა­ში აქვთ, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო თვა­ლის წვე­თე­ბის რე­გუ­ლა­რულ მოხ­მა­რე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი წვე­თე­ბის მოხ­მა­რე­ბა სა­ჭი­როა რე­გუ­ლა­რუ­ლად და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე.

გლა­უ­კო­მის ოპე­რა­ცია კა­ტა­რაქ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ინ­ტრა­ო­პე­რა­ცი­უ­ლი და პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კე­ბით. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ წნე­ვა სტა­ბი­ლურ­დე­ბა 8-დან 15-მდე. პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა 2 კვი­რი­დან 1 თვემ­დე.

ას­ტიგ­მა­ტიზ­მი

ეს არის თვა­ლის ოპ­ტი­კუ­რი ნა­წი­ლის რქო­ვა­ნას და უფრო იშ­ვი­ა­თად, ბრო­ლის ზე­და­პი­რის არა­თა­ნა­ბა­რი სი­მეტ­რი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პა­თო­ლო­გია. ზო­გა­დად, თვალს აქვს ორი ნა­წი­ლი, ოპ­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი და ნერ­ვუ­ლი ნა­წი­ლი, ოპ­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი არის რქო­ვა­ნა და ბრო­ლი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ზუს­ტად გა­ა­ტა­როს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა და სრუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ბა­დუ­რა­ზე შეკ­რი­ბოს ერთ წერ­ტილ­ში. მას უნდა ჰქონ­დეს სრუ­ლი სი­მეტ­რი­უ­ლი სფე­რუ­ლი ფორ­მა, რომ თი­თო­ე­უ­ლი წერ­ტი­ლი­დან შე­მა­ვა­ლი სხი­ვი და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ზუს­ტად ერთ წერ­ტილ­ში მოხ­ვდეს. ას­ტიგ­მა­ტიზ­მი კი არის სწო­რედ ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც რქო­ვა­ნა დახ­რი­ლია ზე­ვით, ქვე­ვით, მარ­ცხნივ ან მარ­ჯვნივ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ად­გი­ლი­დან შე­მა­ვა­ლი სხი­ვი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­ღარ მი­დის ცენ­ტრის­კენ. ამი­ტო­მაც პა­ცი­ენტს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა აქვს არამ­კა­ფიო და ბუნ­დო­ვა­ნი. ახლო და შორ­სმხედ­ვე­ლო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ასე­თი ადა­მი­ა­ნი ვერც შორს ხე­დავს, ვერც ახ­ლოს და ვერც სა­შუ­ა­ლო მან­ძილ­ზე.

ას­ტიგ­მა­ტიზ­მი არის თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გია. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა იყოს ტრავ­მუ­ლი ან შე­ძე­ნი­ლი. თუ ას­ტიგ­მა­ტიზ­მი მა­ტუ­ლობს, ეს უკვე სა­გან­გა­შოა. ამ დროს ეჭვი ჩნდე­ბა რქო­ვა­ნას ისეთ პა­თო­ლო­გი­ა­ზე რო­გო­რიც არის რქო­ვა­ნას პროგ­რე­სი­რე­ბა­დი გა­თხე­ლე­ბა (კე­რა­ტო­კო­ნუ­სი). ამი­ტო­მაც პა­ცი­ენ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ოფ­თალ­მო­ლო­გის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

ას­ტიგ­მა­ტიზ­მის მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე.

შორ­სმხედ­ვე­ლო­ბა და ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბა

შორ­სმხედ­ვე­ლო­ბა და ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია ადა­მი­ა­ნის თვა­ლის სიგ­რძით. თვა­ლის სიგ­რძე­ში იგუ­ლის­ხმე­ბა რქო­ვა­ნი ზე­და­პი­რი­დან ანუ თვა­ლის წინა ნა­წი­ლი­დან ბა­დუ­რის ზედა კი­დემ­დე სიგ­რძე, რო­მე­ლიც უნდა იყოს 23 მმ. თუ თვა­ლი ერთი მმ-ით გრძე­ლია, მა­შინ პა­ცი­ენტს აქვს მი­ნუს სამი. თუ ერთ მმ-ით მოკ­ლეა, მა­შინ აქვს პლი­უს სამი. სწო­რედ ეს ფაქ­ტო­რი გან­სა­ზღვრავს შორ­სმხედ­ვე­ლო­ბა­სა და ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბას.

ას­ტიგ­მა­ტიზ­მის მსგავ­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლიც არის თვა­ლის რეფ­რაქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის მკურ­ნა­ლო­ბაც ხდე­ბა ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცი­ით. თუმ­ცა არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვე­ბი რო­დე­საც ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცია ვერ პა­სუ­ხობს იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც პა­ცი­ენტს აქვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში სხვა ქი­რურ­გი­ულ მე­თო­დებს მივ­მარ­თავთ. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია კო­რექ­ცია გა­ვუ­კე­თოთ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის, სირ­თუ­ლის რეფ­რაქ­ცი­უ­ლი ანო­მა­ლი­ას (შორ­სმხედ­ვე­ლო­ბა, ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბა, ას­ტიგ­მა­ტიზ­მი). პირ­ველ ეტაპ­ზე კი ყო­ველ­თვის გან­ვი­ხი­ლავთ ლა­ზე­რულ კო­რექ­ცი­ას, რად­გან ის არის ყვე­ლა­ზე დამ­ზოგ­ვე­ლი, ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ხან­მოკ­ლე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მქო­ნე ჩა­რე­ვა.

ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბის ოპე­რა­ცია 18 წლის ასა­კი­დან შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ, თუ ეს პრო­ცე­სი პროგ­რე­სი­რე­ბა­დი არ არის. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მა­ტუ­ლობს ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბა, მა­შინ მოც­დაა სა­ჭი­რო. შორ­სმხედ­ვე­ლო­ბის გან­კურ­ნე­ბა უფრო ადრე 15-16 წლის ასაკ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ისე­ვე რო­გორც ას­ტიგ­მა­ტიზ­მის.

დღეს­დღე­ო­ბით საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა სა­კი­თხა­ვი სათ­ვა­ლის მოხ­სნა. ამ ტი­პის პრო­ცე­დუ­რა საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია და სა­ჭი­რო­ებს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წამს. ასა­კი 45 დან 65 წლამ­დე, თუ პა­ცი­ენტს არ აქვს თვა­ლის რა­ი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, რო­გორც არის: კა­ტა­რაქ­ტა, დი­ა­ბე­ტუ­რი რე­ტი­ნო­პა­თია, ბა­დუ­რა­ზე არ­სე­ბუ­ლი ასა­კობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი.

თუმ­ცა თი­თო­ე­ულ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა, რომ ბავ­შვმა 12 წლამ­დე შე­სა­ბა­მი­სი სათ­ვა­ლე ატა­როს.ზო­გა­დად, მხედ­ვე­ლო­ბის ცენ­ტრე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ხდე­ბა და­ბა­დე­ბი­დან 12 წლამ­დე, ამი­ტომ ბავ­შვმა სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით სათ­ვა­ლე უნდა ატა­როს 12 წლამ­დე. რიგ შემ­თხვე­ვა­ში სათ­ვა­ლის ტა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯან­მრთე­ლი თვა­ლის ახ­ვე­ვას­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში. ტერ­მი­ნი ზარ­მა­ცი თვა­ლი არ ნიშ­ნავს თვა­ლის პა­თო­ლო­გი­ას ან სი­სუს­ტეს. ეს ტერ­მი­ნი ნიშ­ნავს მხედ­ვე­ლო­ბის ცენ­ტრის სი­სუს­ტეს. სწო­რედ მხედ­ვე­ლო­ბის ცენ­ტრებს ვა­ვი­თა­რებთ 12 წლამ­დე სხვა­დას­ხვა გზით და თუ მხედ­ვე­ლო­ბის ცენ­ტრი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში ვი­ღებთ ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცი­ის შე­დე­გად 100%-იან შე­დეგს. თუ მხედ­ვე­ლო­ბის ცენ­ტრი არ არის შე­სა­ბა­მი­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცი­ით მაქ­სი­მა­ლურ შე­დეგს ვერ მი­ვი­ღებთ.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით "ნიუ ჰოს­პი­ტალსს" - 2 190 190

lia
0

ტექსტი სადაა? ასეთი სათაური რა საჭიროა, როცა არაფერი წერია?

ავტორი:

როგორ ხედავენ ადამიანები თვალის სხვადასხვა დაავადების დროს და როგორ ვუმკურნალოთ მათ

როგორ ხედავენ ადამიანები თვალის სხვადასხვა დაავადების დროს და როგორ ვუმკურნალოთ მათ

თვალის დაავადებები მსოფლიოში ძალიან გავრცელებული და ამავდროულად, ძალიან გახშირებულია. სხვა არაერთ ფაქტორთან ერთად, ცხოვრების სტილის შეცვლა, დახურულ სივრცეში უფრო ხანგრძლივი ყოფნა და ეკრანის წინ გატარებული მეტი დრო განაპირობებს იმას, რომ უფრო მეტ ადამიანს აქვს მხედველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის პრობლემა.

თვალის პრობლემებისა და დისკომფორტის პირველივე ნიშნების დაფიქსირების დროს აუცილებელია, რომ მიმართოთ ოფთალმოლოგს. თვალის სხვადასხვა დაავადებაზე „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი გრიგოლ ქამუშაძე გვესაუბრება. აქვე კი წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომელიც დაგანახებთ, თუ როგორ ხედავს ადამიანი სხვადასხვა ოფთალმოლოგიური დაავადების დროს.

კატარაქტა

კატარაქტა არის თვალში არსებული ბუნებრივი ბროლის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევა. უმეტეს შემთხვევაში კატარაქტა გვხვდება ასაკობრივი, იშვიათად - მეტაბოლური, ტრავმული.

კატარაქტის დროს პაციენტს აქვს ისეთი მხედველობითი დისკომფორტები, როგორიცაა ბურუსში მხედველობა, გაორება, მზეზე გამოსვლის დისკომფორტი. ეს ყველაფერი შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხა ტიპის ტრავმებთან.

ამ დაავადების მკურნალობა დღესდღეობით მხოლოდ ქირურგიულია. სხვა ტიპის კონსერვატიული მკურნალობა კატარაქტის შემთხვევაში არ არსებობს. თუმცა საკმაოდ მარტივი, ამბულატორიული ქირურგიული ჩარევა ხდება. წარმატებული ოპერაცია 5-7 წთ გრძელდება. ოპერაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხდება ბუნებრივი შემღვრეული ბროლის ამოღება და მისი ხელოვნური სინთეზური ბროლით ჩანაცვლება. ჩარევა ადგილობრივი გაუტკივარებით, თვალის წვეთების საშუალებით ხდება. ოპერაციის შემდეგ პაციენტი 5 წუთში ტოვებს კლინიკას და სახლში იწყებს მკურნალობას. მხედველობითი რეაბილიტაციის პროცესი იწყება 6-12 საათის შემდეგ. სრული მხედველობის დაბრუნების პერიოდი დამოკიდებულია კატარაქტის სიმძიმესა და ოპერაციული ჩარევის სირთულეზე. მაქსიმალური ვადა არის 10 დღე. ამ პერიოდის შემდეგ კი პაციენტი სრულად, 100%-ით იბრუნებს კატარაქტით გამოწვეულ დაკარგულ მხედველობას.

ოპერაციის შემდეგ მხედველობის კვლავ დაკარგვის შანსი არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს სხვა თანმხლები დაავადება აქვს და პროგრესირებს. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ბადურის ასაკობრივი დეგენერაცია და ა.შ..

გრიგოლ ქამუშაძის მიერ ჩატარებული კატარაქტის ოპერაცია გულისხმობს უკანა კაფსულის მოცილებასაც, რაც გამორიცხავს მეორადი კატარაქტის განვითარების რისკს. ამ ტიპის დამატებითი ჩარევა საჭიროებს ქირურგის დიდ გამოცდილებას და მაღალ პროფესიონალიზმს.

გლაუკომა

გლაუკომა გახლავთ დაავადება, როდესაც ხდება თვალის შიდა წნევის მატება და შედეგად მხედველობის ნერვის დაზიანება. მხედველობის ნერვში გადის 1 200 000 ნერვული ბოჭკო. ყოველდღიურად კი, როდესაც პაციენტს მაღალი წნევა აქვს, ხდება ამ ნერვების მექანიკური და იშემიური დაზიანება და ნერვული ქსოვილის კვდომა. შედეგად ადამიანი კარგავს მხედველობას და ეს არის მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. სწორედ ამიტომაც გლაუკომა გახლავთ ძალიან სახიფათო დაავადებაა და მას მხედველობის ქურდს უწოდებენ.

გლაუკომის სიმპტომებია: ბურუსი, სხივის გაბნევა, როდესაც პაციენტი უყურებს ნათურას, მის გარშემო კიდევ მრგვალი რკალები ჩნდება. ძლიერი შეტევის შემთხვევაში მას აქვს ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი თავის არეში, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ღებინებაც კი. სერიოზული მხედველობითი დისკომფორტების დაწყების დროს პაციენტს უკვე მხედველობის 70%-75% დაკარგული აქვს. ამიტომ ნებისმიერი ტიპის ჩივილის დაფიქსირების დროს, აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

გლაუკომის მკურნალობა ანუ თვალის შიდა წნევის რეგულაცია შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად. პირველ ეტაპზე ვიწყებთ კონსერვატიულ მკურნალობას ანტიგლაუკომატოზური წვეთებით. წნევა უნდა იყოს 8-დან 21-მდე. თუ პაციენტი იღებს წვეთების მაღალ რაოდენობას და წნევა მაინც 21-ია, მაშინ საჭიროა ქირურგიული ჩარევა. ქირურგიულ ჩარევას ვთავაზობთ იმ პაციენტებსაც, რომელთაც ანტიგლაუკომატოზური წვეთების ფონზე თვალშიდა წნევა ნორმაში აქვთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თვალის წვეთების რეგულარულ მოხმარებას ვერ ახერხებენ. აღნიშნული წვეთების მოხმარება საჭიროა რეგულარულად და მთელი ცხოვრების მანძილზე.

გლაუკომის ოპერაცია კატარაქტისგან განსხვავებით გამოირჩევა ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული გართულების მაღალი რისკებით. ოპერაციის შემდეგ წნევა სტაბილურდება 8-დან 15-მდე. პოსტოპერაციული მკურნალობა გრძელდება 2 კვირიდან 1 თვემდე.

ასტიგმატიზმი

ეს არის თვალის ოპტიკური ნაწილის რქოვანას და უფრო იშვიათად, ბროლის ზედაპირის არათანაბარი სიმეტრიით გამოწვეული პათოლოგია. ზოგადად, თვალს აქვს ორი ნაწილი, ოპტიკური ნაწილი და ნერვული ნაწილი, ოპტიკური ნაწილი არის რქოვანა და ბროლი, რომელიც პასუხისმგებელია ზუსტად გაატაროს გამოსახულება და სრული გამოსახულება ბადურაზე შეკრიბოს ერთ წერტილში. მას უნდა ჰქონდეს სრული სიმეტრიული სფერული ფორმა, რომ თითოეული წერტილიდან შემავალი სხივი და გამოსახულება ზუსტად ერთ წერტილში მოხვდეს. ასტიგმატიზმი კი არის სწორედ ის მდგომარეობა, როდესაც რქოვანა დახრილია ზევით, ქვევით, მარცხნივ ან მარჯვნივ. შესაბამისად, ამ ადგილიდან შემავალი სხივი სწორი მიმართულებით ვეღარ მიდის ცენტრისკენ. ამიტომაც პაციენტს გამოსახულება აქვს არამკაფიო და ბუნდოვანი. ახლო და შორსმხედველობისგან განსხვავებით, ასეთი ადამიანი ვერც შორს ხედავს, ვერც ახლოს და ვერც საშუალო მანძილზე.

ასტიგმატიზმი არის თანდაყოლილი პათოლოგია. თუმცა შეიძლება იყოს ტრავმული ან შეძენილი. თუ ასტიგმატიზმი მატულობს, ეს უკვე საგანგაშოა. ამ დროს ეჭვი ჩნდება რქოვანას ისეთ პათოლოგიაზე როგორიც არის რქოვანას პროგრესირებადი გათხელება (კერატოკონუსი). ამიტომაც პაციენტი აუცილებლად უნდა იყოს ოფთალმოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

ასტიგმატიზმის მკურნალობა შესაძლებელია ლაზერული კორექციის საფუძველზე.

შორსმხედველობა და ახლომხედველობა

შორსმხედველობა და ახლომხედველობა გამოწვეულია ადამიანის თვალის სიგრძით. თვალის სიგრძეში იგულისხმება რქოვანი ზედაპირიდან ანუ თვალის წინა ნაწილიდან ბადურის ზედა კიდემდე სიგრძე, რომელიც უნდა იყოს 23 მმ. თუ თვალი ერთი მმ-ით გრძელია, მაშინ პაციენტს აქვს მინუს სამი. თუ ერთ მმ-ით მოკლეა, მაშინ აქვს პლიუს სამი. სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს შორსმხედველობასა და ახლომხედველობას.

ასტიგმატიზმის მსგავსად, აღნიშნულიც არის თვალის რეფრაქციული დაავადება, რომლის მკურნალობაც ხდება ლაზერული კორექციით. თუმცა არსებობს შემთხვევები როდესაც ლაზერული კორექცია ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც პაციენტს აქვს. ამ შემთხვევაში სხვა ქირურგიულ მეთოდებს მივმართავთ. ჩვენ შეგვიძლია კორექცია გავუკეთოთ ნებისმიერი ტიპის, სირთულის რეფრაქციული ანომალიას (შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი). პირველ ეტაპზე კი ყოველთვის განვიხილავთ ლაზერულ კორექციას, რადგან ის არის ყველაზე დამზოგველი, ხელმისაწვდომი და ხანმოკლე რეაბილიტაციის მქონე ჩარევა.

ახლომხედველობის ოპერაცია 18 წლის ასაკიდან შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ ეს პროცესი პროგრესირებადი არ არის. იმ შემთხვევაში თუ მატულობს ახლომხედველობა, მაშინ მოცდაა საჭირო. შორსმხედველობის განკურნება უფრო ადრე 15-16 წლის ასაკშიც შესაძლებელია, ისევე როგორც ასტიგმატიზმის.

დღესდღეობით საკმაოდ აქტუალური თემაა საკითხავი სათვალის მოხსნა. ამ ტიპის პროცედურა საკმაოდ ხელმისაწვდომია და საჭიროებს მხოლოდ რამდენიმე წამს. ასაკი 45 დან 65 წლამდე, თუ პაციენტს არ აქვს თვალის რაიმე თანმხლები დაავადება, როგორც არის: კატარაქტა, დიაბეტური რეტინოპათია, ბადურაზე არსებული ასაკობრივი ცვლილებები.

თუმცა თითოეულ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა, რომ ბავშვმა 12 წლამდე შესაბამისი სათვალე ატაროს.ზოგადად, მხედველობის ცენტრების ჩამოყალიბება ხდება დაბადებიდან 12 წლამდე, ამიტომ ბავშვმა სამკურნალო დანიშნულებით სათვალე უნდა ატაროს 12 წლამდე. რიგ შემთხვევაში სათვალის ტარება აუცილებელია ჯანმრთელი თვალის ახვევასთან კომბინაციაში. ტერმინი ზარმაცი თვალი არ ნიშნავს თვალის პათოლოგიას ან სისუსტეს. ეს ტერმინი ნიშნავს მხედველობის ცენტრის სისუსტეს. სწორედ მხედველობის ცენტრებს ვავითარებთ 12 წლამდე სხვადასხვა გზით და თუ მხედველობის ცენტრი განვითარებულია, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიღებთ ლაზერული კორექციის შედეგად 100%-იან შედეგს. თუ მხედველობის ცენტრი არ არის შესაბამისად განვითარებული, ლაზერული კორექციით მაქსიმალურ შედეგს ვერ მივიღებთ.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით "ნიუ ჰოსპიტალსს" - 2 190 190

რა უნდა ვიცოდეთ ანდერძის შედგენის ეტაპზე და რა უფლებები აქვთ კანონით მემკვიდრეებს ანდერძის არსებობის პირობებში? – ადვოკატი დავით მუმლაძე ანდერძთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე

საზოგადოებრივ ტრანსპორტში  გადახდა უკვე თიბისის ბარათებით არის  შესაძლებელი

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი პრეზენტაციას 4 მარტს გამართავს