მაშველებმა ბარ „ბაუჰაუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გარდაცვლილი სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალია.
ცხედარს იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, მდინარეში ბარ "ბაუჰაუსის" ორ თანამშრომელს ეძებდნენ, რომლებიც უკვე მესამე დღეა დაიკარგნენ.
თავზე გვენგრევა ქვეყანა, ესენი და ისინი კიდე თავს იწონებენ ვითომ აქაც არაფერი ხდებაო. პ.ს. რა გახდა ერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თავის ქვეყანაზე შეყვარებული ქართველი :(
რა ხდება რა საშინელებათა ფილმში აღმოვჩნდით.