საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ბალაკი  ავარიაში მოყვა -  როგორ გამოსძალეს 233 250 დოლარი აშშ -ის მოქალაქეს
გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ბალაკი  ავარიაში მოყვა -  როგორ გამოსძალეს 233 250 დოლარი აშშ -ის მოქალაქეს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნი­ლი, დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა. სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­წყე­ბუ­ლია სამი პი­რის მი­მართ. ამის შე­სა­ხებ დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­გინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნი­გე­რი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ო.ფ-მ, ფ.ჩ-მ და ო.მ-მ, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გა­მო­გო­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბის სა­ხე­ლით და­ა­რე­გის­ტრი­რეს მომ­ხმა­რებ­ლის გვერ­დი და კო­მუ­ნი­კა­ცია და­ამ­ყა­რეს და­ზა­რა­ლე­ბულ­თან - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე დ.კ-სთან. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი დ.კ და­არ­წმუ­ნეს, რომ მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყო ვი­თომ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი, წარ­მო­შო­ბით გერ­მა­ნე­ლი ფრენკ ლუ­კას ბა­ლა­კი, რო­მელ­საც თით­ქოს­და მო­გე­ბუ­ლი ქონ­და 900 000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტენ­დე­რი ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აპი­რებ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში დ.კ-ს თან გამ­გზავ­რე­ბას, მას­თან ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით.

ნდო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, გა­მო­გო­ნი­ლი ქარ­თვე­ლი ექი­მის სა­ხე­ლით, და­უ­კავ­შირ­დნენ და­ზა­რა­ლე­ბულს და აც­ნო­ბეს, რომ ფრენკ ლუ­კას ბა­ლა­კი მოყ­ვა ავა­რი­ა­ში და სას­წრა­ფოდ ესა­ჭი­რო­ე­ბო­და თან­ხის გაგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად. ამავდრო­უ­ლად და­არ­წმუ­ნეს, რომ მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­რი­ცხუ­ლი ფუ­ლა­დი თან­ხე­ბი აუ­ნა­ზღა­ურ­დე­ბო­და ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა დ.კ-მ რე­ა­ლუ­რად აღიქ­ვა მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე, ეტა­პობ­რი­ვად, გად­მო­რი­ცხა ჯამ­ში 233 250 აშშ დო­ლა­რი, რო­მელ­საც ო.ფ, ფ.ჩ და ო.მ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფლნენ. შემ­დგომ­ში, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი თან­ხე­ბი, მათ­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მის, ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის, მიზ­ნით ო.ფ-მ, ფ.ჩ-მ და ო.მ-მ და­ა­ნა­წევ­რეს და მრა­ვალ­ჯე­რა­დი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბით, სწრა­ფი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის სა­ხით, გა­და­რი­ცხეს ნი­გე­რი­ის და თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კებ­ში, მათ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე, რი­თაც მო­ახ­დი­ნეს ჯამ­ში 86 800 აშშ დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცხე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

2020 წლის 13 აგ­ვის­ტოს ო.ფ-ს, ფ.ჩ-ს და ო.მ-ს წა­რედ­გი­ნათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 180-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა), ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 194-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

2020 წლის 14 აგ­ვის­ტოს ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სხვა შე­საძ­ლო წევ­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მხი­ლე­ბის მიზ­ნით.უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. უწყე­ბა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს მსგავ­სი სა­ხის და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, რაც მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dvalteli
1

Egenixa gvakldnen

ნიკოლოზი
10

ვერ მივხვდი? ნიგერიაში მცხოვრებლები თუ არიან აქ რა საქმე აღძრეს? ან ის ქალი ვის მიყვებოდა ცოლად არ არსებულ პიროვნებას, რომელსაც არ იცნობდა და ისე მიყვებოდა ცოლად? ინდური სერიალია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა
ავტორი:

გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ბალაკი  ავარიაში მოყვა -  როგორ გამოსძალეს 233 250 დოლარი აშშ -ის მოქალაქეს

გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ბალაკი  ავარიაში მოყვა -  როგორ გამოსძალეს 233 250 დოლარი აშშ -ის მოქალაქეს

საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია სამი პირის მიმართ. ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიგინგზე გახდა ცნობილი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ო.ფ-მ, ფ.ჩ-მ და ო.მ-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოციალურ ქსელში, გამოგონილი პიროვნების სახელით დაარეგისტრირეს მომხმარებლის გვერდი და კომუნიკაცია დაამყარეს დაზარალებულთან - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დ.კ-სთან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებული დ.კ დაარწმუნეს, რომ მასთან კომუნიკაციაში იყო ვითომდა საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით გერმანელი ფრენკ ლუკას ბალაკი, რომელსაც თითქოსდა მოგებული ქონდა 900 000 აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში აპირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დ.კ-ს თან გამგზავრებას, მასთან ოჯახის შექმნის მიზნით.

ნდობის მოპოვების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით, დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი მოყვა ავარიაში და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა საქართველოში მკურნალობის ხარჯების დასაფარად. ამავდროულად დაარწმუნეს, რომ მკურნალობის მიზნით საქართველოში გადმორიცხული ფულადი თანხები აუნაზღაურდებოდა ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული შემოსავლებიდან. დაზარალებულმა დ.კ-მ რეალურად აღიქვა მიწოდებული ინფორმაცია და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, ეტაპობრივად, გადმორიცხა ჯამში 233 250 აშშ დოლარი, რომელსაც ო.ფ, ფ.ჩ და ო.მ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის, მიზნით ო.ფ-მ, ფ.ჩ-მ და ო.მ-მ დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, გადარიცხეს ნიგერიის და თურქეთის რესპუბლიკებში, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რითაც მოახდინეს ჯამში 86 800 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცხელებულ ინფორმაციაში.

2020 წლის 13 აგვისტოს ო.ფ-ს, ფ.ჩ-ს და ო.მ-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა), ასევე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2020 წლის 14 აგვისტოს ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა შესაძლო წევრების გამოვლენისა და მხილების მიზნით.უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყება აქტიურად მუშაობს მსგავსი სახის დანაშაულებების გამოვლენის მიზნით, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

"ფულის გულისთვის მოკვდა ადამიანი..." - ახალი დეტალები ხაშურიდან, სადაც 39 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ ყოფილმა უფროსმა დაჭრა

"მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვეპლოს ამ თაღლითებს" - კომპანია, რომლის მსხვერპლად თავს არაერთი ადამიანი მიიჩნევს

"შეშინების მიზნით იატაკისკენ ისროლა, ხარაზიშვილს ასხლეტილი ტყვია მოხვდა" - რას ამბობს დაკავებული მერაბ ბესელიას ადვოკატი