სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ვიცი, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა არ ყოფილა" - სად გაქრნენ ახალგაზრდები?
"როგორც ვიცი, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა არ ყოფილა" - სად გაქრნენ ახალგაზრდები?

შა­ბათ გამ­თე­ნი­ი­სას, "დე­და­ე­ნის ბაღ­ში" მდე­ბა­რე "ბა­უ­ჰა­უს ბა­რის" ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი - გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. მათი კვა­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან იკარ­გე­ბა. შსს-ს გან­ცხა­დე­ბით: "ბა­უ­ჰა­უს ბა­რი­დან" 2 ახალ­გაზ­რდის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში 15 აგ­ვის­ტოს და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სა­ათ­ზე შე­მო­ვი­და. პო­ლი­ციმ ახალ­გაზ­რდე­ბის ძებ­ნა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბა კი 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს. მომ­ხდარ­თზე და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლებ­ზე არ ლა­პა­რა­კო­ბენ არც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ოჯა­ხე­ბი და არც სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ambebi.ge ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბარს და­უ­კავ­შირ­და:

"ბაია, ქუ­თა­ის­ში გა­ი­ზარ­და, შემ­დეგ თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და დე­დას­თან ერ­თად და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ჩემი მე­გო­ბა­რი 28 წლი­საა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და კარ­გი გო­გოა, სიმ­შვი­დი­სა და სით­ბოს გან­სა­ხი­ე­რე­ბა, ამ­დენ ხანს ახ­ლობ­ლებს არ ანერ­ვი­უ­ლებ­და. რო­გორც ვიცი, მათ შო­რის არა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი და არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. გამ­თე­ნი­ი­სას ბა­რი­დან ორი­ვე ერ­თად გა­სუ­ლა მაღ­ზი­ა­ში, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე, მაგ­რამ გამ­ყიდ­ვე­ლი არ ადას­ტუ­რებს, რომ ნახა ისი­ნი. 21-ე სა­უ­კუ­ნეა, აქამ­დე ხომ უნდა ამო­ე­ღოთ ვი­დე­ოთ­ვა­ლის ფი­რე­ბი? კა­ნო­ნით, 48 სა­ა­თის მერე იწყე­ბენ ძებ­ნა­სო და იქ­ნებ რო­გორ უჭირთ? იქ­ნებ ვინ­მემ რა­ღაც და­ა­ლე­ვი­ნათ, გა­თი­შუ­ლე­ბი არი­ან და სას­წრა­ფო სჭირ­დე­ბათ? სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ორი­ვემ სა­კუ­თა­რი ჩან­თა და მო­ბი­ლუ­რი ბარ­ში და­ტო­ვა. ეს რას ნიშ­ნავს, ვერ ამიხ­სნია. ბაია უმ­შვი­დე­სი, უწყნა­რე­სი გო­გოა, ისე­თი, სა­უბ­რით რომ მო­გარ­ჩენს. მა­ნამ­დე “ბორ­მენ­ტალ­ში” მუ­შა­ობ­და ფსი­ქო­ლო­გად, იქე­დან წა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ “ბა­უ­ჰა­უს­ში” მუ­შა­ობს. იმ ბიჭ­ზე, გი­ორ­გი­ზე ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი, უბ­რა­ლოდ ის, რომ თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. მა­საც კარ­გად ახა­სი­ა­თე­ბენ, მშვი­დი, წყნა­რი ბი­ჭი­აო - ამ­ბო­ბენ. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ტა­ცე­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ... რა გი­თხრათ, არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ მაქვს. სხვა­ზე და სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვი­ფიქ­რებ­დი, სად­მე ხომ არ წა­ვიდ­ნენ, და­ლი­ეს, ან მო­წი­ეს და ხომ არა­ფერ­მა აწყი­ნათ და გა­ი­თიშ­ნენ-თქო. ახალ­გაზ­რდებ­ზე სხვა რა უნდა იფიქ­რო?”.

სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მტკვარ­ში ბარ “ბა­უ­ჰა­უ­სი­დან” და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს, ბი­ჭის ძებ­ნა კი გრძელ­დე­ბა. იხი­ლეთ შსს-ს გან­ცხა­დე­ბა

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეა
13

და ვერცხლის ქუჩაზე რა უნდოდათ, ისიც დააკონკრეტეთ..

ილკარი
0

ღმერთმა უშველოთ... ღმერთმა გვიშველოს... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"როგორც ვიცი, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა არ ყოფილა" - სად გაქრნენ ახალგაზრდები?

"როგორც ვიცი, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა არ ყოფილა" - სად გაქრნენ ახალგაზრდები?

შაბათ გამთენიისას, "დედაენის ბაღში" მდებარე "ბაუჰაუს ბარის" ორი თანამშრომელი - გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გაუჩინარდა. მათი კვალი იუსტიციის სახლთან იკარგება. შსს-ს განცხადებით: "ბაუჰაუს ბარიდან" 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციმ ახალგაზრდების ძებნა აქტიურად დაიწყო. გამოძიება კი 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მომხდართზე დაკავშირებით დეტალებზე არ ლაპარაკობენ არც გაუჩინარებული ახალგაზრდების ოჯახები და არც სამსახურის თანამშრომლები. ambebi.ge ბაია ბერუაშვილის მეგობარს დაუკავშირდა:

"ბაია, ქუთაისში გაიზარდა, შემდეგ თბილისში გადმოვიდა დედასთან ერთად და ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. ჩემი მეგობარი 28 წლისაა, ძალიან სერიოზული და კარგი გოგოა, სიმშვიდისა და სითბოს განსახიერება, ამდენ ხანს ახლობლებს არ ანერვიულებდა. როგორც ვიცი, მათ შორის არანაირი სიყვარული და არაფერი ყოფილა, ჩვეულებრივი თანამშრომლები არიან. გამთენიისას ბარიდან ორივე ერთად გასულა მაღზიაში, ვერცხლის ქუჩაზე, მაგრამ გამყიდველი არ ადასტურებს, რომ ნახა ისინი. 21-ე საუკუნეა, აქამდე ხომ უნდა ამოეღოთ ვიდეოთვალის ფირები? კანონით, 48 საათის მერე იწყებენ ძებნასო და იქნებ როგორ უჭირთ? იქნებ ვინმემ რაღაც დაალევინათ, გათიშულები არიან და სასწრაფო სჭირდებათ? საინტერესო ისაა, რომ ორივემ საკუთარი ჩანთა და მობილური ბარში დატოვა. ეს რას ნიშნავს, ვერ ამიხსნია. ბაია უმშვიდესი, უწყნარესი გოგოა, ისეთი, საუბრით რომ მოგარჩენს. მანამდე “ბორმენტალში” მუშაობდა ფსიქოლოგად, იქედან წამოვიდა და მას შემდეგ “ბაუჰაუსში” მუშაობს. იმ ბიჭზე, გიორგიზე ბევრი არაფერი ვიცი, უბრალოდ ის, რომ თანამშრომელი იყო. მასაც კარგად ახასიათებენ, მშვიდი, წყნარი ბიჭიაო - ამბობენ. თანამშრომლები გატაცებას გამორიცხავენ... რა გითხრათ, არანაირი ვერსია არ მაქვს. სხვაზე და სხვა სიტუაციაში ვიფიქრებდი, სადმე ხომ არ წავიდნენ, დალიეს, ან მოწიეს და ხომ არაფერმა აწყინათ და გაითიშნენ-თქო. ახალგაზრდებზე სხვა რა უნდა იფიქრო?”.

სტატია გამოქვეყნებული იყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მტკვარში ბარ “ბაუჰაუსიდან” დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, ბიჭის ძებნა კი გრძელდება. იხილეთ შსს-ს განცხადება

"ოჯახს აჩვენეს კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, როგორ გამოდიან ახალგაზრდები ბარიდან და ლაღად მიუყვებიან ქუჩას"

პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების "უკან მდგომი პირების ქმედებებს“ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა

"ვფიქრობდი, რომ გიორგის ტრავმა ჰქონდა, ამიტომ ხმამაღლა ვეძახდი" - რას ყვება მოკლული გიორგი შაქარაშვილის დედა ჩვენებაში