ქვემო ფონიჭალაში წუხელ მომხდარ ავარიას 24 წლის ელნურა მამედოვა და მისი 4 წლის ვაჟი ემსხვერპლნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ ადამიანებს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.