პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა..." - რას წერს გოგონა, რომელსაც კნუტის გაჩუქების შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ
"ეს ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა..." - რას წერს გოგონა, რომელსაც კნუტის გაჩუქების შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

მო­ქა­ლა­ქე ნა­თია ჩი­ქო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ კნუ­ტის გა­ჩუ­ქე­ბის შემ­დეგ, მას სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქრნენ. მისი გან­მარ­ტე­ბით, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ოჯა­ხის ხმრი­დან, რო­მელ­საც კნუ­ტი აჩუ­ქა.

"დღეს მთე­ლი დღე ვი­ყა­ვი ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, მი­ვი­ღე სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მუ­ქა­რა, შან­ტა­ჟი და ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა გა­მო­ვი­ა­რე. მინ­და მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლედ გა­გი­ზი­ა­როთ, რომ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­გად­გეთ.

ამ კნუ­ტის­თვის, ისე­ვე რო­გორც ყო­ველ­თვის, პატ­რო­ნის შერ­ჩე­ვამ­დე პო­ტენ­ცი­ურ პატ­რო­ნებს ვე­სა­უბ­რე დიდი ხანი, გა­მოვ­კი­თხე ყვე­ლა­ფე­რი, პი­რო­ბე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა და ა.შ. მაქვს დე­ტა­ლუ­რი მი­მო­წე­რე­ბი მე­სენ­ჯერ­ში.

შემ­დეგ სამ ოჯა­ხის წევ­რს გა­და­ვე­ცი კნუ­ტი, გუ­შინ წინ. იცოდ­ნენ რომ ჰქონ­და ფა­ღა­რა­თი (იცის ხოლ­მე ჭიის წა­მალ­მა) ისიც ვუ­თხა­რი, რომ თუ 2-3 დღე გა­უგ­რძელ­დე­ბო­და, ვე­ტე­რი­ნარ­თან წავ­ყვე­ბო­დი. გა­ვა­ტა­ნე საჭ­მე­ლი, ქვი­შა, სა­თა­მა­შო. ყვე­ლა­ფერ­ზე მი­ვი­ღე თან­ხმო­ბა, და­პი­რე­ბე­ბი მოვ­ლას­თან და კნუ­ტის ოჯა­ხის წევ­რად მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

1 დღის შემ­დეგ მომ­წე­რეს, რომ კნუტს ჰქონ­და ფა­ღა­რა­თი, აე­რია გული და რომ უკან უნდა წა­მეყ­ვა­ნა.

კნუ­ტის წა­მოყ­ვა­ნა­ზე შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ კვლავ გან­ვა­ახ­ლე სტა­ტუ­სი, სა­დაც მი­ზე­ზად, თუ რა­ტომ ჩუქ­დე­ბო­და ეს კნუ­ტი კვლავ, ფრჩი­ლებ­ში მი­ვა­წე­რე, რომ შემ­ხვდა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პატ­რო­ნე­ბი და ვერ მო­უ­ა­რეს. არ­სად არა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მო­მიხ­დე­ნია (პოს­ტი კვლავ დევს ჩემს კე­დელ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ).

ამის შემ­დეგ ჩემი მი­სა­მარ­თით და­ი­წყო მუ­ქა­რა, მათ შო­რის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის შე­სა­ხებ, ძველ­ბი­ჭუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით სა­უ­ბა­რი, ასე­ვე შან­ტა­ჟი, რომ კნუტს არ და­აბ­რუ­ნებ­დნენ, თუ პოსტს არ წავ­შლი­დი. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა მამ­ყო­ფა ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ქვეშ (14 ჯერ და­მი­რე­კა ტე­ლე­ფონ­ზე, მა­ი­ძუ­ლებ­დნენ რომ ვინ­მე კაც­თან გა­მე­სა­უბ­რე­ბი­ნა და ა.შ.) ასე­ვე მწერ­და მე­სი­ჯებს და წერ­დნენ სა­ჯა­რო­დაც კო­მენ­ტა­რებს, რო­მელბ­საც პე­რი­ო­დუ­ლად შლიდ­ნენ მერე.

ამის გამო მო­მი­წია სას­წრა­ფოდ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა (ვი­ყა­ვი კა­ხეთ­ში).

მაქვს ყვე­ლა მი­მო­წე­რის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი.

სა­ბო­ლო­ოდ, კნუ­ტის წა­მო­საყ­ვა­ნად გა­ვუშ­ვი ჩემი მე­გო­ბა­რი ეკო (ათა­სი სა­უბ­რის მერე), რად­გან მე არ მსურ­და ამ პი­როვ­ნე­ბას­თან პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცია. ერ­თად მი­ვე­დით ჩემი მან­ქა­ნით და მან­ქა­ნა და­ვა­ყე­ნე შორს... კნუ­ტი და­იბ­რუ­ნა ეკომ და სპე­ცი­ა­ლუ­რად სხვა გზით გა­მობ­რუნ­და, რომ ჩემი მან­ქა­ნა ამ ბიჭს არ და­ე­ნა­ხა, ვცა­დეთ შიდა ქუ­ჩე­ბით გას­ვლა, მაგ­რამ ეკოს მა­ინც აე­დევ­ნა ეს ბიჭი ჩუ­მად და დაგ­ვი­ნა­ხა, შემ­დეგ გა­მო­მიგ­ზავ­ნა მე­სი­ჯი "ეს პრი­უ­სი შე­ნია?" და გა­აგ­რძე­ლა ჩემი და­ში­ნე­ბა.

ვი­ყა­ვი პო­ლი­ცი­ა­შიც, დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა, ასე­ვე ვწერ ხვალ გან­ცხა­დე­ბას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში (მა­თი­ვე რჩე­ვით).

გთხოვთ, ვი­საც გაქვთ ცხო­ვე­ლე­ბის გა­ჩუ­ქე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ან სი­ტუ­ა­ცი­ი­ის მი­ხედ­ვით მო­გი­წევთ ნა­პოვ­ნი ცხო­ვე­ლის გა­ჩუ­ქე­ბა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად აარ­ჩი­ოთ პატ­რო­ნი, ოდ­ნავ მა­ინც თუ არ მოგ­წონთ რა­ი­მე, თუნ­დაც მი­მო­წე­რა­ში, თუნ­დაც ჰა­ბი­ტუს­ში, თუნ­დაც მენ­ტა­ლო­ბით, ენ­დეთ თქვენს ეჭ­ვებს და არ გა­დას­ცეთ კნუ­ტი. კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ცხო­ვე­ლე­ბის ჯგუ­ფებ­შიც დავ­წერ გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ სტა­ტუსს" - წერს ჩი­ქო­ვა­ნი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პო­ლი­ცი­ამ პი­რის მი­მართ, რო­მე­ლიც ჩი­ქო­ვა­ნის მი­მართ მუ­ქა­რას ახორ­ცი­ელ­დებ­და, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­წე­რა.

"ეს ის­ტო­რია შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მით დას­რულ­და, რო­მე­ლიც გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით გა­მო­ი­ცა ( გარ­და შან­ტა­ჟი­სა და და­ში­ნე­ბი­სა, ეს პი­როვ­ნე­ბა ჩემ­გან და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და, რომ იგი ვინ­მე მამ­რო­ბით სქეს­თან გა­მე­სა­უბ­რე­ბი­ნა, უა­რის მი­ღე­ბი­სას მე­ძახ­და "უპატ­რო­ნოს" და თვლი­და, რომ რად­გან ქალი ვარ ვე­რა­ფერს გა­მა­გე­ბი­ნებ­და). შე­სა­ბა­მი­სად, ამ ადა­მი­ანს ჩემ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ძა­ლა­დო­ბის­თვის აეკ­რძა­ლა ჩემ­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ხის კონ­ტაქ­ტი.

მად­ლო­ბას ვუხ­დი Ombudsman -ის გენ­დე­რის დე­პარ­ტა­მენტს დახ­მა­რე­ბის­თვის, ასე­ვე კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის გა­გა­რი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­სა და თა­ნამ­შრო­მელ თა­მუ­ნა ტე­ტუ­ნაშ­ვილს, რო­მელ­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ეს საქ­მე.

მე, დღეს, და­მო­უ­კი­დებ­ლად, კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით და ყვე­ლა­ნა­ი­რი ფი­ზი­კუ­რი, ვერ­ბა­ლუ­რი თუ სხვა სა­ხის ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე, შევ­ძე­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ძა­ლა­დის­გან დაც­ვა. ყვე­ლა ადა­მი­ანს ვუ­სურ­ვებ მშვიდ და უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბას, ამის­თვის კი არას­დროს და­ი­შუ­როთ ძა­ლის­ხმე­ვა" - და­წე­რა ჩი­ქო­ვან­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
111

სუფთა დეგენერატები, რამდენი პრობლემა აქვს ხალხს, ესკოდევ კნუტიო, ორდერიო 

ბიკენტი
49

როგორ მიგცლიათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა..." - რას წერს გოგონა, რომელსაც კნუტის გაჩუქების შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

"ეს ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა..." - რას წერს გოგონა, რომელსაც კნუტის გაჩუქების შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

მოქალაქე ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს, რომ კნუტის გაჩუქების შემდეგ, მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. მისი განმარტებით, ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა ოჯახის ხმრიდან, რომელსაც კნუტი აჩუქა.

"დღეს მთელი დღე ვიყავი ფსიქო-ემოციური ძალადობის მსხვერპლი, მივიღე სიცოცხლის ხელყოფის მუქარა, შანტაჟი და ბევრი უბედურება გამოვიარე. მინდა მაქსიმალურად მოკლედ გაგიზიაროთ, რომ ჩემი გამოცდილება გამოგადგეთ.

ამ კნუტისთვის, ისევე როგორც ყოველთვის, პატრონის შერჩევამდე პოტენციურ პატრონებს ვესაუბრე დიდი ხანი, გამოვკითხე ყველაფერი, პირობები, პასუხისმგებლობის გრძნობა და ა.შ. მაქვს დეტალური მიმოწერები მესენჯერში.

შემდეგ სამ ოჯახის წევრს გადავეცი კნუტი, გუშინ წინ. იცოდნენ რომ ჰქონდა ფაღარათი (იცის ხოლმე ჭიის წამალმა) ისიც ვუთხარი, რომ თუ 2-3 დღე გაუგრძელდებოდა, ვეტერინართან წავყვებოდი. გავატანე საჭმელი, ქვიშა, სათამაშო. ყველაფერზე მივიღე თანხმობა, დაპირებები მოვლასთან და კნუტის ოჯახის წევრად მიღებასთან დაკავშირებით.

1 დღის შემდეგ მომწერეს, რომ კნუტს ჰქონდა ფაღარათი, აერია გული და რომ უკან უნდა წამეყვანა.

კნუტის წამოყვანაზე შეთანხმების შემდეგ კვლავ განვაახლე სტატუსი, სადაც მიზეზად, თუ რატომ ჩუქდებოდა ეს კნუტი კვლავ, ფრჩილებში მივაწერე, რომ შემხვდა უპასუხისმგებლო პატრონები და ვერ მოუარეს. არსად არავის იდენტიფიცირება არ მომიხდენია (პოსტი კვლავ დევს ჩემს კედელზე და შეგიძლიათ ნახოთ).

ამის შემდეგ ჩემი მისამართით დაიწყო მუქარა, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ, ძველბიჭური ტერმინოლოგიით საუბარი, ასევე შანტაჟი, რომ კნუტს არ დააბრუნებდნენ, თუ პოსტს არ წავშლიდი. მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულმა პირმა მამყოფა ფსიქო-ემოციური ძალადობის ქვეშ (14 ჯერ დამირეკა ტელეფონზე, მაიძულებდნენ რომ ვინმე კაცთან გამესაუბრებინა და ა.შ.) ასევე მწერდა მესიჯებს და წერდნენ საჯაროდაც კომენტარებს, რომელბსაც პერიოდულად შლიდნენ მერე.

ამის გამო მომიწია სასწრაფოდ თბილისში დაბრუნება (ვიყავი კახეთში).

მაქვს ყველა მიმოწერის დამამტკიცებელი საბუთი.

საბოლოოდ, კნუტის წამოსაყვანად გავუშვი ჩემი მეგობარი ეკო (ათასი საუბრის მერე), რადგან მე არ მსურდა ამ პიროვნებასთან პირადი კომუნიკაცია. ერთად მივედით ჩემი მანქანით და მანქანა დავაყენე შორს... კნუტი დაიბრუნა ეკომ და სპეციალურად სხვა გზით გამობრუნდა, რომ ჩემი მანქანა ამ ბიჭს არ დაენახა, ვცადეთ შიდა ქუჩებით გასვლა, მაგრამ ეკოს მაინც აედევნა ეს ბიჭი ჩუმად და დაგვინახა, შემდეგ გამომიგზავნა მესიჯი "ეს პრიუსი შენია?" და გააგრძელა ჩემი დაშინება.

ვიყავი პოლიციაშიც, დავწერე განცხადება, ასევე ვწერ ხვალ განცხადებას სახალხო დამცველის ოფისში (მათივე რჩევით).

გთხოვთ, ვისაც გაქვთ ცხოველების გაჩუქების გამოცდილება ან სიტუაციიის მიხედვით მოგიწევთ ნაპოვნი ცხოველის გაჩუქება, გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალურად საფუძვლიანად აარჩიოთ პატრონი, ოდნავ მაინც თუ არ მოგწონთ რაიმე, თუნდაც მიმოწერაში, თუნდაც ჰაბიტუსში, თუნდაც მენტალობით, ენდეთ თქვენს ეჭვებს და არ გადასცეთ კნუტი. კონკრეტული პიროვნების შესახებ ცხოველების ჯგუფებშიც დავწერ გამაფრთხილებელ სტატუსს" - წერს ჩიქოვანი.

როგორც აღმოჩნდა, პოლიციამ პირის მიმართ, რომელიც ჩიქოვანის მიმართ მუქარას ახორციელდებდა, შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

"ეს ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა, რომელიც გენდერული ნიშნით გამოიცა ( გარდა შანტაჟისა და დაშინებისა, ეს პიროვნება ჩემგან დაჟინებით მოითხოვდა, რომ იგი ვინმე მამრობით სქესთან გამესაუბრებინა, უარის მიღებისას მეძახდა "უპატრონოს" და თვლიდა, რომ რადგან ქალი ვარ ვერაფერს გამაგებინებდა). შესაბამისად, ამ ადამიანს ჩემზე ფსიქოლოგიური და გენდერული ნიშნით ძალადობისთვის აეკრძალა ჩემთან ყველანაირი სახის კონტაქტი.

მადლობას ვუხდი Ombudsman -ის გენდერის დეპარტამენტს დახმარებისთვის, ასევე კრიმინალური პოლიციის გაგარინის განყოფილების უფროსსა და თანამშრომელ თამუნა ტეტუნაშვილს, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ეს საქმე.

მე, დღეს, დამოუკიდებლად, კანონის გამოყენებით და ყველანაირი ფიზიკური, ვერბალური თუ სხვა სახის ძალადობის გარეშე, შევძელი საკუთარი თავის მოძალადისგან დაცვა. ყველა ადამიანს ვუსურვებ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას, ამისთვის კი არასდროს დაიშუროთ ძალისხმევა" - დაწერა ჩიქოვანმა.

"მუხლებზე მდგომნი იძახდნენ, "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა..რაც შევძელი შემზარავი კივილი  იყო" - რას წერს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი

"შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ” - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და?

"ვერ უძლებენ ასაკოვანი დედები აქაურ ურთულეს სამუშაოს... კეთილი ინებეთ, ახალგაზრდებო და თქვენ წამოდით" -  რას წერს რომში მოღვაწე არქიმანდრიტი