ავტორი:

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა - შსს-ს განცხადება

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა - შსს-ს განცხადება

სამეგრელო - ზემო სვანეთში სამართალდამცავებმა სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ - ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 46 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულმა პირმა ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ - ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, 1 პირი -1974 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ზუგდიდი - თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა. პოლიციამ გ.ჯ. ხობში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს - ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთი ვერსიით, ჭაში გაზი იყო დაგროვილი და სავარაუდოდ, ამან შეიწირა ძმების სიცოცხლე - რას ამბობს თვითმხილველი ალიში მომხდარ ტრაგედიაზე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი "სატელიტური სურათების" გამოქვეყნებას ითხოვს - "გამოაქვეყნონ და გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა 4 დღის განმავლობაში იქ"

"ყვიროდა, მოვკალი, მოვკალიო", - რას ჰყვებიან 11 წლის თერჯოლელი ბიჭის მეზობლები და და, რომელსაც მოზარდი გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ესაუბრა