მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)
მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)

მო­დე­ლი ქუ­თა­ი­სი­დან - ასე გა­იც­ნო ულა­მა­ზე­სი ანა ახვლე­დი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ანას წარ­მა­ტე­ბულ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ და გო­გო­ნას ლივ ტა­ი­ლე­რი­სა და ბი­ან­კა ბალ­ტის ნა­ზავს უწო­დებ­დნენ.

თბი­ლი­სის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, მო­დე­ლი უკვე ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და და მი­სით პა­რი­ზი­სა და ლონ­დო­ნის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ.

2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კას­ტინგზე 500 გო­გო­ნა­დან ამო­არ­ჩი­ეს. გო­გო­ნა თა­ნამ­შრომ­ლობ­და მო­დის ისეთ გა­მო­ცე­მებ­სა და სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management.

სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში"... შო­უ­ში ანამ მო­ცეკ­ვა­ვე ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლის სა­ხით სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა, თუმ­ცა მათი რო­მა­ნი რამ­დე­ნი­მე თვე­ში დამ­თავ­რდა.

მა­შინ მო­დელ­მა მო­ცეკ­ვა­ვეს უსურ­ვა, რომ ისე­თი ქალი ეპო­ვა ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გო­რიც დე­და­მისს მო­ე­წო­ნე­ბო­და. მო­დე­ლის მი­ნიშ­ნე­ბით, ის მო­მა­ვა­ლი დე­დამ­თი­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი სარ­ძლო არ აღ­მოჩ­ნდა. დიდი ხანი არ გა­სუ­ლა, რო­დე­საც ანას ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მოჩ­ნდა მო­დელ გიგი ბე­რა­ი­ას სა­ხით.

ერ­თმა­ნე­თი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნეს. მალე კა­რი­ე­რის გამო ანას სა­ზღვარ­გა­რეთ მო­უ­წია წას­ვლა და წყვილ­მა კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თმა­ნეთს და­უბ­რუნ­დნენ.

მათი წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გამო მო­ექ­ცა. მათ­ზე ხში­რად იწე­რე­ბო­და და მალე იქორ­წი­ნეს და ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყეს.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ და ჩემ­თვის ოჯა­ხი სულ პირ­ველ ად­გი­ლას იქ­ნე­ბა!..“ - ამ­ბობ­და უცხო­ეთ­ში კა­რი­ე­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ანა. 2018 წელს ანას და გი­გის ქა­ლიშ­ვი­ლი ევა გა­უჩ­ნდათ. გიგი ჩარ­თუ­ლია შვი­ლის გაზ­რდა­ში და ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბავ­შვთან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს.

ევა ძა­ლი­ან ჰგავს მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ძა­ლი­ან ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს და ხში­რად და-ძმაც კი ეგო­ნათ, რო­დე­საც მათ ერ­თად ხე­დავ­დნენ. ამ ეტაპ­ზე ანა ახვლე­დი­ა­ნი­სა და გიგი ბე­რა­ი­ას კა­რი­ე­რა­ში არა­ფე­რი ხდე­ბა. რო­გორც ჩანს, ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
status quo
40

კაი ერთი....

Mzia
1

Ra lamazia cyvilia, ixaret bavshvebo!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)

მოდელი ქუთაისიდან - ასე გაიცნო ულამაზესი ანა ახვლედიანი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ. ანას წარმატებულ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ და გოგონას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავს უწოდებდნენ.

თბილისის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობის შემდეგ, მოდელი უკვე ჩვენებებზე გამოდიოდა და მისით პარიზისა და ლონდონის სამოდელო სააგენტოები დაინტერესდნენ.

2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კასტინგზე 500 გოგონადან ამოარჩიეს. გოგონა თანამშრომლობდა მოდის ისეთ გამოცემებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management.

სწორედ ამ პერიოდში მიიღო მონაწილეობა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში"... შოუში ანამ მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილის სახით სიყვარული იპოვა, თუმცა მათი რომანი რამდენიმე თვეში დამთავრდა.

მაშინ მოდელმა მოცეკვავეს უსურვა, რომ ისეთი ქალი ეპოვა ცხოვრებაში, როგორიც დედამისს მოეწონებოდა. მოდელის მინიშნებით, ის მომავალი დედამთილისთვის სასურველი სარძლო არ აღმოჩნდა. დიდი ხანი არ გასულა, როდესაც ანას ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა მოდელ გიგი ბერაიას სახით.

ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. მალე კარიერის გამო ანას საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და წყვილმა კონტაქტი გაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ, ერთმანეთს დაუბრუნდნენ.

მათი წყვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში გამორჩეული გარეგნობის გამო მოექცა. მათზე ხშირად იწერებოდა და მალე იქორწინეს და ცხოვრება საქართველოში დაიწყეს.

"ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ოჯახი სულ პირველ ადგილას იქნება!..“ - ამბობდა უცხოეთში კარიერის დატოვების შემდეგ ანა. 2018 წელს ანას და გიგის ქალიშვილი ევა გაუჩნდათ. გიგი ჩართულია შვილის გაზრდაში და ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ბავშვთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

ევა ძალიან ჰგავს მშობლებს, რომლებიც ასევე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ხშირად და-ძმაც კი ეგონათ, როდესაც მათ ერთად ხედავდნენ. ამ ეტაპზე ანა ახვლედიანისა და გიგი ბერაიას კარიერაში არაფერი ხდება. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ერთადერთი ქალიშვილის აღზრდით არიან დაკავებულები.

ლუკა ჩიქოვანი რობერტ დე ნიროს, ალ პაჩინოს, ჯარედ ლეტოსა და ლედი გაგას გვერდით - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც რიდლი სკოტის ფილმის ვარსკვლავურ შემადგენლობას შეუერთდა

"სველი წერტილის განხილვა ასე საჯაროდ მე თვითონ მერიდება, იმათ რატომ არ ერიდებათ, მიკვირს" - სოფო ჭყონია რთულ სამუშაო პირობებზე მოდელების ნაწილის ბრალდებას პასუხობს

"თურქული კინოინდუსტრიის მეფე" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "სანჯარ ეფე" რეალურ ცხოვრებაში: ცეცხლოვანი ენგინ აქიურექის იდუმალი ცხოვრება კადრს მიღმა