პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება" - რაზე მიიღო პასუხი აშშ-დან ბაჩალიაშვილის ოჯახმა
"ყველა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება" - რაზე მიიღო პასუხი აშშ-დან ბაჩალიაშვილის ოჯახმა

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­და­ნაა წაშ­ლი­ლი, აღ­დგე­ბა. რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლა­დი პა­სუ­ხე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბი­დან უკვე მი­ი­ღეს.

მისი თქმით, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

"ეს არ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რა. იგეგ­მე­ბა ხში­რი კონ­ტაქ­ტი. იყო სა­უ­ბა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის ექ­სპერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩა­ერ­თვე­ბი­ან უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი. ის აპა­რა­ტუ­რა გვექ­ნე­ბა, რაც და­ად­გენს ავ­ტო­მო­ბილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა კი­თხვას“,- გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ამას­თან, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა იმ ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც მათ აწყობთ, თუმ­ცა, მისი თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მი­მართ ნდო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია შე­დეგ­ზე.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
40

ენდობით თუ არა?ყოველთვის აზრს იცვლით.თუარ ენდობით როგორ ადვოკატმა საქუთარი ძალებით და სახსრებით გამოიძიეთ

gio
22

აღადგინეთ და დაასვენეთ ეს ხალხი ერთხელ და სამუდამოდ ! უკვე არაზრზზენია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ყველა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება" - რაზე მიიღო პასუხი აშშ-დან ბაჩალიაშვილის ოჯახმა

"ყველა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება" - რაზე მიიღო პასუხი აშშ-დან ბაჩალიაშვილის ოჯახმა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ყველა ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება. როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველადი პასუხები ამერიკის შეერთებულ შტატებიდან უკვე მიიღეს.

მისი თქმით, გენერალურ პროკურორთან მომდევნო შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.

"ეს არ იქნება ჩვენი ბოლო შეხვედრა. იგეგმება ხშირი კონტაქტი. იყო საუბარი ავტომობილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით. ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები. ის აპარატურა გვექნება, რაც დაადგენს ავტომობილთან დაკავშირებით ყველა კითხვას“,- განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიება იმ ტემპით მიმდინარეობს, რაც მათ აწყობთ, თუმცა, მისი თქმით, საგამოძიებო უწყების მიმართ ნდობა დამოკიდებულია შედეგზე.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

კახეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც პანკისში მამა-შვილს შორტების გამო სცემა

"სიცრუეა თითქოს, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვებს საკნიდან ტელევიზორი ჩამოერთვათ" - პენიტენციური სამსახურის განცხადება

"მოსულია შუალედური ექსპერტიზის შედეგი, სადაც პრეპარატების ქიმიური შემადგენლობაა მოცემული" - ადვოკატი