საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, საგანგაშო ვითარება არაა" - ყაზბეგის მერი ეპიდვითარებაზე
"კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, საგანგაშო ვითარება არაა" - ყაზბეგის მერი ეპიდვითარებაზე

ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის ალექ­სან­დრე ზა­გაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა მშვი­დია და სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 9 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და ყვე­ლა მათ­გა­ნის კონ­ტაქ­ტი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

ყაზ­ბე­გის მე­რის თქმით, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ლარ­სის გამ­შვე­ბი პუნ­ქტის თა­ნამ­შრომ­ლებს უკავ­შირ­დე­ბა.

„ჯერ­ჯე­რო­ბით, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბა არ არის. არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რია. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არის 9 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, მათ­გან 5 არის დაბა სტე­ფან­წმინ­და­ში. ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი გა­მოკ­ვლე­უ­ლია და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან გა­და­სუ­ლე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად, დაბა სტე­ფან­წმინ­და­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის სინ­ჯე­ბის აღე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში იგ­ზავ­ნე­ბა.

ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ლარ­სის გამ­შვე­ბი პუნ­ქტის თა­ნამ­შრომ­ლებს უკავ­შირ­დე­ბა, მათი კონ­ტაქ­ტე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, ისი­ნი სამ­კურ­ნა­ლოდ არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი, ხოლო კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი გა­მოკ­ვლე­უ­ლია იმის­თვის, რომ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი ვი­ცო­დეთ“, - გან­მარ­ტავს ზა­გაშ­ვი­ლი.

ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს თერ­მოსკრი­ნინ­გი, მო­სახ­ლე­ო­ბის ტეს­ტი­რე­ბა და კონ­ტაქ­ტე­ბის კვლე­ვა.

„ჩვენ მივ­ყვე­ბით იმ წე­სებს და ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. აქ­ტი­უ­რად ტარ­დე­ბა თერ­მოსკრი­ნინ­გი, ტეს­ტი­რე­ბა და კონ­ტაქ­ტე­ბის კვლე­ვა“,-გა­ნა­ცხა­და ზა­გაშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, საგანგაშო ვითარება არაა" - ყაზბეგის მერი ეპიდვითარებაზე

"კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, საგანგაშო ვითარება არაა" - ყაზბეგის მერი ეპიდვითარებაზე

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მშვიდია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამჟამად არსებული მონაცემებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და ყველა მათგანის კონტაქტი იდენტიფიცირებულია.

ყაზბეგის მერის თქმით, ყველა შემთხვევა ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უკავშირდება.

„ჯერჯერობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგანგაშო ვითარება არ არის. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. დღეის მდგომარეობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არის 9 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 5 არის დაბა სტეფანწმინდაში. ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და თვითიზოლაციაში არიან გადასულები. პარალელურად, დაბა სტეფანწმინდაში ბიოლოგიური მასალის სინჯების აღება მიმდინარეობს, რომელიც ლაბორატორიაში იგზავნება.

ყველა შემთხვევა ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უკავშირდება, მათი კონტაქტები და ოჯახის წევრები არიან. ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი სამკურნალოდ არიან გადაყვანილები, ხოლო კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან. რაც მთავარია, ყველა კონტაქტი გამოკვლეულია იმისთვის, რომ რეალური სურათი ვიცოდეთ“, - განმარტავს ზაგაშვილი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, მოსახლეობის ტესტირება და კონტაქტების კვლევა.

„ჩვენ მივყვებით იმ წესებს და ღონისძიებებს, რაც აუცილებელია. აქტიურად ტარდება თერმოსკრინინგი, ტესტირება და კონტაქტების კვლევა“,-განაცხადა ზაგაშვილმა.

„ალტერბრიჯი“ - ახალი სიტყვა განათლების სფეროში

გადადის თუ არა საკვებით და გაყინული პროდუქტით კორონავირუსი? - თამარ გაბუნიას კომენტარი

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდი იქნება მომდევნო 5 დღე საქართველოს რეგიონებში