მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად საპარსი სამართებელი - ე.წ. "ბრიტვა" გადაყლაპა
რუსთავის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად საპარსი სამართებელი - ე.წ. "ბრიტვა" გადაყლაპა

რუს­თა­ვის ცი­ხე­ში პა­ტი­მარ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­პარ­სი სა­მარ­თე­ბე­ლი - ე.წ. "ბრიტ­ვა" გა­დაყ­ლა­პა. 20 წლის მსჯავ­რდე­ბულ­მა ბოლო ერთ კვი­რა­ში თვით­მკვლე­ლო­ბა მე­ო­რედ სცა­და.

პა­ტი­მარ ბად­რი წო­წო­რი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბის მტკი­ცე­ბით, რუს­თა­ვის N6 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლებ­მა ის რამ­დენ­ჯერ­მე სცე­მეს. მსჯავ­რდე­ბუ­ლის მიერ სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბებს პა­ტიმ­რის დედა, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლე­ბის მხრი­დან, მის შვილ­ზე ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას უკავ­ში­რებს.

მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა­სა და მსჯავ­რე­ბუ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მის სხვა სა­პა­ტიმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნას მო­ი­თხოვს.

დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და. უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლის სხე­ულ­ში "უცხო სხე­უ­ლის" არ­სე­ბო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, თუმ­ცა ექი­მის დას­კვნის მი­ხედ­ვით, ამ ეტაპ­ზე მწვა­ვე ქი­რურ­გი­უ­ლი პა­თო­ლო­გია, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვას, არ ვლინ­დე­ბა და პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

"2020 წლის 13 აგ­ვის­ტოს მსჯავ­რდე­ბულ ბ.წ.-ს N6 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­უ­ტარ­და მუც­ლის ღრუს რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა, ვი­ნა­ი­დან იგი აცხა­დებ­და, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში (2020 წლის 8-დან 12 აგ­ვის­ტომ­დე) გა­დაყ­ლა­პა ლი­თო­ნის ნივ­თი. რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მსჯავ­რდე­ბულს მუც­ლის ღრუ­ში აქვს უცხო სხე­უ­ლი. ამი­ტომ ამა­ვე დღეს, 13 აგ­ვის­ტოს ბ.წ. სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს უფრო დე­ტა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვის და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით. კლი­ნი­კა­ში მას ჩა­უ­ტარ­და მუც­ლის ღრუს კტ გა­მოკ­ვლე­ვა და ქი­რურ­გის კონ­სულ­ტა­ცია. და­ის­ვა დი­აგ­ნო­ზი: უცხო სხე­უ­ლი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ტრაქ­ტში, თუმ­ცა ექი­მის დას­კვნის მი­ხედ­ვით, ამ ეტაპ­ზე მწვა­ვე ქი­რურ­გი­უ­ლი პა­თო­ლო­გია, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვას არ ვლინ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან უცხო სხე­უ­ლი იმ­ყო­ფე­ბა მსხვილ ნაწ­ლავ­ში და სა­ვა­რა­უ­დოდ, მოხ­დე­ბა მისი ბუ­ნებ­რი­ვი გზით გა­მო­დევ­ნა. ამას­თან, გა­ი­ცა გან­მე­ო­რე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია 48-72 სა­ათ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მსჯავ­რდე­ბუ­ლი გუ­შინ­ვე დაბ­რუნ­და სას­ჯე­ლის მოხ­დის ად­გილ­ზე, N6 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, იგი მედ­პერ­სო­ნა­ლის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ე­წე­ვა", - აცხა­დე­ბენ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ბრალ­დე­ბას პა­ტი­მარ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ, უწყე­ბის მიერ AMBEBI.GE - სთვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლის ოჯა­ხის და ად­ვო­კა­ტის მიერ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბას, თით­ქოს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მას სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ეს­კორ­ტის ოფიც­რებ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და და ეს­კორ­ტის ოფი­ცერ­მა მას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ეს არის სრუ­ლი სიც­რუე. მსგავს ფაქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია", - გვი­თხრეს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რუსთავის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად საპარსი სამართებელი - ე.წ. "ბრიტვა" გადაყლაპა

რუსთავის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად საპარსი სამართებელი - ე.წ. "ბრიტვა" გადაყლაპა

რუსთავის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად საპარსი სამართებელი - ე.წ. "ბრიტვა" გადაყლაპა. 20 წლის მსჯავრდებულმა ბოლო ერთ კვირაში თვითმკვლელობა მეორედ სცადა.

პატიმარ ბადრი წოწორიას ოჯახის წევრების მტკიცებით, რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულების ზედამხედველებმა ის რამდენჯერმე სცემეს. მსჯავრდებულის მიერ სუიციდის მცდელობებს პატიმრის დედა, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელების მხრიდან, მის შვილზე ფიზიკურ ძალადობას უკავშირებს.

მსჯავრდებულის ადვოკატი მომხდარის გამოძიებასა და მსჯავრებულის უსაფრთხოების მიზნით, მის სხვა საპატიმროში გადაყვანას მოითხოვს.

დეტალების გასარკვევად AMBEBI.GE პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ მსჯავრდებულის სხეულში "უცხო სხეულის" არსებობა სამედიცინო გამოკვლევებით დასტურდება, თუმცა ექიმის დასკვნის მიხედვით, ამ ეტაპზე მწვავე ქირურგიული პათოლოგია, რომელიც საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას, არ ვლინდება და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"2020 წლის 13 აგვისტოს მსჯავრდებულ ბ.წ.-ს N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაუტარდა მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ვინაიდან იგი აცხადებდა, რომ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ყოფნის პერიოდში (2020 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) გადაყლაპა ლითონის ნივთი. რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსჯავრდებულს მუცლის ღრუში აქვს უცხო სხეული. ამიტომ ამავე დღეს, 13 აგვისტოს ბ.წ. სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს უფრო დეტალური გამოკვლევის და საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი მკურნალობის ჩატარების მიზნით. კლინიკაში მას ჩაუტარდა მუცლის ღრუს კტ გამოკვლევა და ქირურგის კონსულტაცია. დაისვა დიაგნოზი: უცხო სხეული საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, თუმცა ექიმის დასკვნის მიხედვით, ამ ეტაპზე მწვავე ქირურგიული პათოლოგია, რომელიც საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას არ ვლინდება, ვინაიდან უცხო სხეული იმყოფება მსხვილ ნაწლავში და სავარაუდოდ, მოხდება მისი ბუნებრივი გზით გამოდევნა. ამასთან, გაიცა განმეორებითი კონსულტაციის ჩატარების რეკომენდაცია 48-72 საათში. შესაბამისად, მსჯავრდებული გუშინვე დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილზე, N6 პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იგი მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწევა", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

რაც შეეხება მსჯავრდებულის ოჯახის წევრების ბრალდებას პატიმარზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ, უწყების მიერ AMBEBI.GE - სთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

"რაც შეეხება მსჯავრდებულის ოჯახის და ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ყოფნის პერიოდში მას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებთან შელაპარაკება მოუვიდა და ესკორტის ოფიცერმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ეს არის სრული სიცრუე. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - გვითხრეს პენიტენციურ სამსახურში.

"ყვიროდა, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებითო" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმის საკარანტინე სივრცეში მომხდარ ამბავზე

"მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პროკურორი საქმეს ჩამოაცილეს" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

193 300 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბანკის 3 თანამშრომელი დააკავეს - როგორ ატყუებდნენ ბანკს ბრალდებულები