საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა რეგულაციები დაუწესა განათლების სამინისტრომ სკოლებს და როდის შეიძლება გახდეს სწავლის შერეული სისტემის დანერგვა საჭირო?
რა რეგულაციები დაუწესა განათლების სამინისტრომ სკოლებს და როდის შეიძლება გახდეს სწავლის შერეული სისტემის დანერგვა საჭირო?

სას­წავ­ლო პრო­ცე­სი 15 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მოს­წავ­ლე­ე­ბი 15 სექ­ტემ­ბერს შეძ­ლე­ბენ საკ­ლა­სო ოთხებს და­უბ­რუნ­დნენ.

„იმის გამო, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და მათი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­მუ­შავ­და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სკო­ლე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და დგე­ბუ­ა­ძემ.

  • ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს შემ­დეგ სა­კი­თხებს:

- მოს­წავ­ლე­ებს შო­რის 1-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა; შე­ნო­ბა­ში შემსვლე­ლი ყვე­ლა პი­რის­თვის პირ­ბა­დის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტა­რე­ბა, გარ­და მოს­წავ­ლი­სა; შე­ნო­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის დე­ზო­ბა­რი­ე­რის გავ­ლით, თერ­მოსკრი­ნინ­გი­სა და ხე­ლის დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ შეს­ვლა;

- პირ­ბა­დე­ე­ბის რე­ზერ­ვის სკო­ლებ­ში არ­სე­ბო­ბა;

- სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის სა­ნი­ტა­რუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა ყო­ვე­ლი დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ;

- ცვლებს შო­რის ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა, საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი­სა და სკო­ლის სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის ფარ­თე­ბის სა­ნი­ტა­რუ­ლი და­სუფ­თა­ვე­ბა და გა­ნი­ა­ვე­ბა;

- სი­ცხი­ა­ნი და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის დრო­ე­ბი­თი სა­ი­ზო­ლა­ციო ოთა­ხის გა­მო­ყო­ფა;

- ოთა­ხე­ბის გა­ნი­ა­ვე­ბა გაკ­ვე­თი­ლებს შო­რის დას­ვე­ნე­ბებ­ზე;

- ხში­რად შე­სა­ხე­ბი ზე­და­პი­რე­ბის სა­ნი­ტა­რუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა;

- სკო­ლის სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის სივ­რცე­ებ­ში (მათ შო­რის, დე­რე­ფა­ნი, კი­ბის უჯრე­დი, სა­მას­წავ­ლებ­ლო და ა.შ.) ყოფ­ნი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ყვე­ლა პირს (გარ­და მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა) უნდა ეკე­თოს პირ­ბა­დე, მათ შო­რის დას­ვე­ნე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში და სხვა.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ, თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის სპე­ცი­ფი­კი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ი­მუ­შა­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა სკო­ლას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა და სას­კო­ლო ფართს შო­რის თა­ნა­ფარ­დო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­გეგ­მოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. სკო­ლებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მვის დროს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ:

  • თა­ვად გან­სა­ზღვრონ გაკ­ვე­თი­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა (მინ. 30-წუ­თი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი);
  • გან­სა­ზღვრონ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბის დრო სა­ფე­ხუ­რე­ბის/კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);
  • გან­სა­ზღვრონ და მოქ­ნი­ლად და­ა­ორ­გა­ნი­ზონ ცვლე­ბი;
  • სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერთცვლი­ა­ნი სკო­ლე­ბი გა­და­ვიდ­ნენ რამ­დე­ნი­მეც­ვლი­ან მო­დელ­ზე და სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­მა ია­რონ ცვლე­ბის მი­ხედ­ვით;
  • სკო­ლებ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­უძ­ლია და­ნერ­გონ შე­რე­უ­ლი (ე.წ. ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს სწავ­ლას რო­გორც საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში, ასე­ვე დის­ტან­ცი­უ­რად) სწავ­ლე­ბის სა­კუ­თა­რი მო­დე­ლი;
  • სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მვი­სას, სკო­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და სკო­ლე­ბის გან­ტვირ­თვის მიზ­ნით, მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია სას­წავ­ლო დღედ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას შა­ბა­თი დღე;

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა I-IV კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სას­კო­ლო სივ­რცე­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ გან­სა­ზღვრა.

სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­რე­უ­ლი მო­დე­ლის და­ნერგვი­სას, V-VI კლა­სებ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კვი­რა­ში მაქ­სი­მუმ 1 დღე, VII - XI კლა­სებ­ში მაქ­სი­მუმ 2 დღე, ხოლო XII კლას­ში - მაქ­სი­მუმ 3 დღე. შე­რე­უ­ლი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლი შე­თან­ხმე­ბუ­ლი უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს­თან და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრთან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­გეგ­მვის პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ასე­ვე კერ­ძო, თუ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას გა­ზი­ა­რე­ბუ­ლია სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა, რაც გუ­ლის­ხმობს რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას, ასე­ვე აკა­დე­მი­უ­რი სტან­დარ­ტის დაც­ვას.

დღე­ვან­დე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი 15 სექ­ტემ­ბერს გა­ნახ­ლდე­ბა. სა­მი­ნის­ტროს მი­ზა­ნია და­ცუ­ლი იყოს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და სრულ­ყო­ფი­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლებს ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ეპიდ-ვი­თა­რე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანa
0

ყველა სკოლაში უნდა იყოს ექიმი ექთანი და დამლაგებლებს უნდა გაუზარდოთ ხელფასი და ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი სწორად დეზინფეცირების შესახებ.

Romeli saukunea
6

რატომ აჩლუნგებთ ბავშვებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

რა რეგულაციები დაუწესა განათლების სამინისტრომ სკოლებს და როდის შეიძლება გახდეს სწავლის შერეული სისტემის დანერგვა საჭირო?

რა რეგულაციები დაუწესა განათლების სამინისტრომ სკოლებს და როდის შეიძლება გახდეს სწავლის შერეული სისტემის დანერგვა საჭირო?

სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსწავლეები 15 სექტემბერს შეძლებენ საკლასო ოთხებს დაუბრუნდნენ.

„იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი, განათლების სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლა ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათი რეგულაციების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები სკოლებისთვის“, - განაცხადა დგებუაძემ.

  • ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

- მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა; შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;

- პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;

- სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;

- ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;

- სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;

- ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;

- ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;

- სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემს, ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაგეგმოს სასწავლო პროცესი. სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ:

  • თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);
  • განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);
  • განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები;
  • საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;
  • სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლია დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII - XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში ჩართულნი იყვნენ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე კერძო, თუ საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების შემუშავებისას გაზიარებულია სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რაც გულისხმობს როგორც თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ასევე აკადემიური სტანდარტის დაცვას.

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. სამინისტროს მიზანია დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო.

განათლების სამინისტრო აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობას და ზედმიწევნით შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც განპირობებული იქნება იმ დროისთვის არსებული ეპიდ-ვითარებით.

ევროპის წამყვანი პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

რეაბილიტირებულ ხიზანიშვილის ქუჩაზე ასფალტის  ჩანგრევის შემდეგ,  კალაძემ აუდიტის სამსახურს პროექტის შესწავლა დაავალა

"შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ", - ამირან გამყრელიძე