მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი თავშესაფარი არ მჭირდება... ეს თქვენ  დაგჭირდებათ გაქცევა მალე" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ემუქრებიან
''არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი თავშესაფარი არ მჭირდება... ეს თქვენ  დაგჭირდებათ გაქცევა მალე" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ემუქრებიან

და­უდ­გე­ნელ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მუ­ქა­რის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ სა­ელ­ჩო­ებს მი­მარ­თავს და ოჯა­ხის წევ­რე­ბის დაც­ვას სთხოვს. რა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "მე­სენ­ჯერ­ში" მუ­ქა­რის შემ­ცველ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს იღებს.

"მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ვის­მენ­დი ლან­ძღვა-გი­ნე­ბას, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მი­ნა­რე­ობ­და, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ზღვა­რი აქვს. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩემს "მე­სენ­ჯერ­ში" უკვე მუ­ქა­რე­ბი წა­მო­ვი­და არა მარ­ტო ჩემს, არა­მედ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. ამ დღე­ებ­ში ყვე­ლა ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბას, არ ვიცი ეს ტრო­ლე­ბი არი­ან თუ ვინ არი­ან, წარ­ვუდ­გენ სა­ელ­ჩო­ებს, მო­ვი­თხოვ ყვე­ლა ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი და­ვად­გი­ნო. არ მივ­მარ­თავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, რომ მათ და­ად­გი­ნონ, რად­გან მათ, არა­ვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არ ვენ­დო­ბი.

უკვე მო­ვი­თხოვ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­მო­ი­ნა­ხოს სხვა ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ამ საქ­მეს ჩემი სი­ცო­ცხლის სა­პირ­წო­ნედ გა­ვა­კე­თებ და ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან. მთელ სა­ელ­ჩო­ებს მოვ­თხოვ, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ცუ­ლი იყ­ვნენ, იმი­ტომ, რომ ასე­თი სი­ბინ­ძუ­რე, რა­საც ესე­ნი აკე­თე­ბენ, არ მი­ნა­ხია", – გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მის პრო­კუ­რორ­მა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დას, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილს გუ­შინ მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისე­თი კი­თხვე­ბი და­უს­ვა, რა­საც საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვს.

"მე არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ, არა­ნა­ი­რი თავ­შე­სა­ფა­რი არ მჭირ­დე­ბა... ეს თქვენ დაგ­ჭირ­დე­ბათ გაქ­ცე­ვა მალე. მე მინ­და, რომ და­ცუ­ლი იყ­ვნენ ჩემს სამ­შობ­ლო­ში ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი და ჩემი შვი­ლე­ბი ", - გა­ნა­ცხა­და მან "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SS
5

საგიჟეთია რა...

დოდკა
828

საერთოდ ინფორმაციის ასეთი დოზით გასაჯაროება და მასებთან ინტენსიურ კომუნიკაციას, გარდა ყურადღების ცენტრში დგომისა, აქვს მეორე ნეგატიური მხარეც- მასა შეიძლება უკან დაგიბრუნდეს ცუნამის სახით და გადაგთელოს. მაგალითები:

ლედი დაიანა, მედდი მაკკეინი და უამრავი.

 

არ არის საჭირო ამ დოზით მას მედიის საშუალებით ყურადღების მიპყრობა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

''არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი თავშესაფარი არ მჭირდება... ეს თქვენ  დაგჭირდებათ გაქცევა მალე" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ემუქრებიან

''არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი თავშესაფარი არ მჭირდება... ეს თქვენ  დაგჭირდებათ გაქცევა მალე" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ემუქრებიან

დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მუქარის შეტყობინებების გამო საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს მიმართავს და ოჯახის წევრების დაცვას სთხოვს. რამიშვილმა განაცხადა, რომ "მესენჯერში" მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს.

"მთელი ეს პერიოდი ვისმენდი ლანძღვა-გინებას, რაც სოციალურ ქსელში მიმინარეობდა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ბოლო პერიოდში ჩემს "მესენჯერში" უკვე მუქარები წამოვიდა არა მარტო ჩემს, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. ამ დღეებში ყველა ამ შეტყობინებას, არ ვიცი ეს ტროლები არიან თუ ვინ არიან, წარვუდგენ საელჩოებს, მოვითხოვ ყველა ამ შეტყობინების მისამართები დავადგინო. არ მივმართავ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათ დაადგინონ, რადგან მათ, არავის აბსოლუტურად, არ ვენდობი.

უკვე მოვითხოვ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ გარკვეული უსაფრთხოების ზომები გამოინახოს სხვა ქვეყანაში, მაგრამ ამ საქმეს ჩემი სიცოცხლის საპირწონედ გავაკეთებ და ბოლომდე მივიყვან. მთელ საელჩოებს მოვთხოვ, რომ ჩემი ოჯახის წევრები დაცული იყვნენ, იმიტომ, რომ ასეთი სიბინძურე, რასაც ესენი აკეთებენ, არ მინახია", – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, საქმის პროკურორმა თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს გუშინ მასთან დაკავშირებით ისეთი კითხვები დაუსვა, რასაც საქმის გამოძიებასთან კავშირი არ აქვს.

"მე არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი თავშესაფარი არ მჭირდება... ეს თქვენ დაგჭირდებათ გაქცევა მალე. მე მინდა, რომ დაცული იყვნენ ჩემს სამშობლოში ჩემი ახლობლები და ჩემი შვილები ", - განაცხადა მან "ტვ პირველის" ეთერში.

"გამოჩნდა ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი" - თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს

"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებული პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც ლისის გზაზე მოზარდი იმსხვერპლა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნაზე უარს ამბობს