კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავი ჭირის მძვინვარების გამო მეფე ქალაქში ვერ შეაბრძანეს - აღსასრული და გაპატიოსნება: ვინ აყალბებდა ცნობებს ერეკლე II-ის დაკრძალვის შესახებ
შავი ჭირის მძვინვარების გამო მეფე ქალაქში ვერ შეაბრძანეს - აღსასრული და გაპატიოსნება: ვინ აყალბებდა ცნობებს ერეკლე II-ის დაკრძალვის შესახებ

აღა-მაჰ­მად ხან­მა დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, მაგ­რამ ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა მა­ინც არ იყო სა­ბო­ლო­ოდ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. ქვე­ყა­ნა ისევ ფეხ­ზე იდგა. და­ი­წყეს მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სის აღ­დგე­ნა. თუმ­ცა ლე­კე­ბის თა­რეშს ბოლო არ უჩან­და.

თავ­დას­ხმის სა­შიშ­რო­ე­ბა სუ­ფევ­და სპარ­სე­თი­სა და ოს­მა­ლე­თის მხრი­და­ნაც. ქვე­ყა­ნა მძი­მე დღე­ში იყო. ერეკ­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ერ­ყა. სულ ორი­ო­დე წლის წინ, ცხენს უზან­გში ფე­ხის გა­უყ­რე­ლად შე­აფ­რინ­დე­ბო­და.

15 წლი­სა იყო, როცა ნე­იშ­ნის ველ­ზე პი­რის­პირ ეკ­ვე­თა მომ­ხდურთ ქი­ზი­ყელ­თა მცი­რე რაზ­მით, ბე­ლა­დი თა­ვი­სი ხე­ლით მო­უკ­ლა მტერს და უკან და­ა­ხე­ვი­ნა. ამის შემ­დეგ ხმა­ლი ხე­ლი­დან არ გა­უგ­დია. ახლა კი სი­სუს­ტე შე­ე­პა­რა, გრძნობ­და, უნა­გირ­ზე ჯდო­მას ლო­გინ­ში წოლა ერ­ჩივ­ნა. ამი­ტომ თა­ვი­სი შვი­ლიშ­ვი­ლი, იო­ა­ნე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი უსარ­დლა ჯარს და ყვა­რელ­სა და მის მი­და­მოს შე­მო­სე­უ­ლი ომარ ხა­ნის რაზ­მე­ბის გან­დევ­ნა და­ა­ვა­ლა, თა­ვად კი უფრო ხში­რად იწვა, ძალა დღი­თი დღე აკ­ლდე­ბო­და. მდგო­მა­რე­ო­ბა იმა­ნაც გა­არ­თუ­ლა, რომ თბი­ლის­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში შავი ჭი­რის ეპი­დე­მი­ამ იფეთ­ქა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა "მომ­სვრელ­მა სენ­მა". თბი­ლის­ში გა­ჩე­რე­ბა სა­ში­ში იყო და სა­მე­ფო ოჯა­ხი თე­ლავ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ერეკ­ლე თე­ლა­ვი­დან მარ­თავ­და სა­მე­ფოს. ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში იყო, რაც კი ხდე­ბო­და მის ქვე­ყა­ნა­ში.

1797 წლის შე­მოდ­გო­მი­დან მისი ჯან­მრთე­ლო­ბა გა­უ­ა­რეს­და. ფე­ხე­ბი უსივ­დე­ბო­და. ამ­ბობ­დნენ, წყალ­მან­კი სჭირ­სო. თა­ვი­სი ექი­მის შემ­წე­ო­ბით, ლი­თო­ნის პა­ტა­რა ბას­რი ხელ­სა­წყო­თი - ნეშ­ტრით (რო­მე­ლიც ასაც­რე­ლად და სის­ხლის გა­მო­საშ­ვე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და) შე­სი­ვე­ბუ­ლი წვი­ვი და­ი­სე­რა და სი­თხე გა­მო­უშ­ვა. ამით მდგო­მა­რე­ო­ბა ოდ­ნავ შე­უმ­სუ­ბუქ­და, მაგ­რამ ფე­ხე­ბის და­სი­ვე­ბის მი­ზე­ზი ალ­ბათ მა­ინც გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა იყო და სი­თხის გა­მოშ­ვე­ბა მის ზო­გად ჯან­მრთე­ლო­ბას არას არ­გებ­და.

ქათ­მის ბუ­ლი­ო­ნი მი­არ­თვეს ექი­მის რჩე­ვით მე­ფეს, მაგ­რამ იუ­ა­რა - ახლა მარ­ხვაა, მე რომ მარ­ხვა გავ­ტე­ხო, ხალ­ხი რას იტყვის, თა­ვად რო­გორ­ღა მო­იქ­ცე­ვაო. გა­დი­ო­და დრო, ერეკ­ლე სუ­ლი­ე­რად არ ტყდე­ბო­და, ავად­მყო­ფო­ბას არ ეპუ­ე­ბო­და, თე­ლა­ვი­დან იძ­ლე­ო­და მი­თი­თე­ბებს. ტახ­ტის მემ­კვიდ­რე, უფ­რო­სი ვაჟი გი­ორ­გიც და­ი­ბა­რა, მისი ნახ­ვით გა­ი­ხა­რა, და­ვა­ლე­ბე­ბი მის­ცა და უმალ­ვე მათ შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­უშ­ვა.

1798 წლის იან­ვრი­დან კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და მე­ფის ჯან­მრთე­ლო­ბა. 5 იან­ვარს მკერ­დში უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა და­ე­უფ­ლა, გო­ნე­ბაც და­კარ­გა, რამ­დე­ნი­მე სა­ათს გა­უნ­ძრევ­ლად იწვა, შემ­დეგ თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლა, გონს მო­ვი­და, ახ­ლობ­ლებს გა­და­ხე­და, ალ­ბათ ფიქ­რობ­და, ეს რა უდ­როო დროს გტო­ვებთ თქვენ­ცა და მთელს ქვე­ყა­ნა­სო. მერე მსა­ხუ­რე­ბი შე­მო­ი­ყე­ნა გვერ­დით და სთხო­ვა, გა­რეთ გა­ეყ­ვა­ნათ. 11 იან­ვარს, გამ­თე­ნი­ი­სას - ერეკ­ლე აღარ მოძ­რა­ობ­და, თვალ­გა­ხე­ლი­ლი ერთ წერ­ტილს მის­ჩე­რე­ბო­და, თით­ქოს უხ­მოდ ლო­ცუ­ლობ­სო. მერე, ერთხელ კი­დევ მო­ავ­ლო თვა­ლი ოთახს და... იმა­ვე ოთახ­ში, იმა­ვე სა­წოლ­ზე მი­ი­ბა­რა მისი სული უფალ­მა, სა­დაც 78 წლის წინ და­ი­ბა­და. და­რე­ჯან დე­დოფ­ლის კი­ვილ­მა შეძ­რა სა­მე­ფო დარ­ბა­ზი. მას აჰ­ყვნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი. მე­ფის ცხე­და­რი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი წე­სით გა­ა­პა­ტი­ოს­ნეს.

ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებ­და და დღე­საც აინ­ტე­რე­სებთ, რამ­დე­ნი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და სხე­ულ­ზე მე­ფეს. გა­უ­თა­ვე­ბელ ომებ­ში ის ხომ თა­ვად მი­უ­ძღო­და მე­ომ­რებს და თავ­და­უ­ზო­გა­ვად, პირ­ვე­ლი ეკ­ვე­თე­ბო­და მტერს, მაგ­რამ რამ­დე­ნი და რა სა­ხის ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მე­ფეს - ეს მათ სა­ი­დუმ­ლოდ დარ­ჩა, ვინც გა­ა­პა­ტი­ოს­ნა მისი ცხე­და­რი. ზოგი ამ­ბობ­და, ერეკ­ლეს ტან­ზე ად­გი­ლი არ მო­ე­ძე­ვე­ბო­და, ზედ ნაჭ­რი­ლო­ბე­ვი არ ჰქო­ნო­დაო, ზო­გიც სი­ა­მა­ყით აღ­ნიშ­ნავ­და - სი­ჩა­უ­ქის, სი­მარ­ჯვის, სიძ­ლი­ე­რის, კარ­გი სა­ო­მა­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის წყა­ლო­ბით მე­ფეს არც ერთი ჭრი­ლო­ბა არ ჰქო­ნი­აო. მე­ფის ცხე­და­რი ორ­მა­გად შეკ­რულ ხის კუ­ბო­ში ჩა­ას­ვე­ნეს. ყი­ნუ­ლე­ბი ჩა­უ­ლა­გეს. კუბო ძვირ­ფა­სი ხა­ლი­ჩე­ბი­თა და შავი ხა­ვერ­დით მორ­თულ დიდ დარ­ბაზ­ში დად­გეს. ქვე­ყა­ნა­ში დიდ­მა გლო­ვამ და უი­მე­დო­ბამ და­ი­სად­გუ­რა. გლო­ვობ­და ყვე­ლა - დიდი თუ პა­ტა­რა, ქალი თუ კაცი, თა­ვა­დი თუ გლე­ხი.და­რე­ჯან დე­დო­ფალ­მა და კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ან­ტონ II-მ (ერეკ­ლე­სა და და­რე­ჯა­ნის ვაჟი - ერის­კა­ცო­ბა­ში თე­ი­მუ­რა­ზი) მე­ფის გა­მოს­ვე­ნე­ბი­სა და დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის მო­წყო­ბა თე­ლა­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის რექ­ტორს, და­ვით ალექ­სი-მეს­ხიშ­ვილს და­ე­ვა­ლა.

მთელ ქვე­ყა­ნა­ში აფ­რი­ნეს შიკ­რი­კე­ბი, რათა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ეუ­წყე­ბი­ნათ. დი­დძა­ლი ხალ­ხი და­იძ­რა თე­ლა­ვის­კენ, სა­დაც ღა­მის გა­სა­თე­ვი ად­გი­ლიც აღარ იყო. სა­ხელ­და­ხე­ლოდ გაშ­ლილ კარ­ვებ­ში ათევ­დნენ ღა­მეს სამ­ძი­მარ­ზე მო­სულ­ნი. ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად სხვა ეროვ­ნე­ბი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის მცხოვ­რებ­ნი, თა­ვი­ან­თი ადათ-წე­სე­ბის მი­ხედ­ვით დას­ტი­როდ­ნენ თა­ვი­ან­თი მო­მავ­ლის იმედს.კუბო ოც დღეს სა­მე­ფო სა­სახ­ლის დიდ დარ­ბაზ­ში იდგა, შემ­დეგ სა­სახ­ლის ახ­ლოს, თა­ვად ყორ­ჩი­ბა­შიშ­ვი­ლე­ბის ტა­ძარ­ში გა­და­ას­ვე­ნეს და სა­კურ­თხევ­ლის წინ ამ­ბი­ონ­ზე და­ას­ვე­ნეს. სა­სახ­ლის ეზო­ში მე­ფის ნივ­თე­ბის გა­მო­სა­ფენ სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბილ, უძ­ვირ­ფა­სე­სი ხა­ლი­ჩე­ბით მორ­თულ ად­გილ­ზე გა­ნა­ლა­გეს ერეკ­ლე II-ის ტან­საც­მე­ლი, სამ­კა­უ­ლე­ბი, საბ­რძო­ლო ია­რა­ღი, აბ­ჯა­რი, უნა­გი­რე­ბი, ჯილ­დო­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სამი დახ­რი­ლი დრო­შა... მი­წა­ზე მსხდომ მე­ჯი­ნი­ბე­ებს აღ­ვი­რით ეჭი­რათ ძვირ­ფა­სად შე­კაზ­მუ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი ცხე­ნე­ბი მე­ფი­სა, ირა­ნუ­ლი ჯი­შის ორი ტა­ი­ჭი, ერთი - თეთ­რი, მე­ო­რე - მო­წაბ­ლის­ფრო-წი­თე­ლი, რო­მელ­საც შავი ფა­ფა­რი და ძუა ჰქონ­და. სწო­რედ ამ ცხე­ნით ავი­და მეფე მთი­უ­ლეთ­ში კრწა­ნი­სის მარ­ცხის შემ­დეგ. გაგ­რძე­ლე­ბა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
6

გახადეთ რუსული მოსასხამი და ჩააცვით რაღაც ქართული

მარი
6

სომხებით აავსო კახეთი და ისევ მათ უღალატეს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

შავი ჭირის მძვინვარების გამო მეფე ქალაქში ვერ შეაბრძანეს - აღსასრული და გაპატიოსნება: ვინ აყალბებდა ცნობებს ერეკლე II-ის დაკრძალვის შესახებ

შავი ჭირის მძვინვარების გამო მეფე ქალაქში ვერ შეაბრძანეს - აღსასრული და გაპატიოსნება: ვინ აყალბებდა ცნობებს ერეკლე II-ის დაკრძალვის შესახებ

აღა-მაჰმად ხანმა დიდი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს, მაგრამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა მაინც არ იყო საბოლოოდ განადგურებული. ქვეყანა ისევ ფეხზე იდგა. დაიწყეს მიწასთან გასწორებული თბილისის აღდგენა. თუმცა ლეკების თარეშს ბოლო არ უჩანდა.

თავდასხმის საშიშროება სუფევდა სპარსეთისა და ოსმალეთის მხრიდანაც. ქვეყანა მძიმე დღეში იყო. ერეკლეს ჯანმრთელობა შეერყა. სულ ორიოდე წლის წინ, ცხენს უზანგში ფეხის გაუყრელად შეაფრინდებოდა.

15 წლისა იყო, როცა ნეიშნის ველზე პირისპირ ეკვეთა მომხდურთ ქიზიყელთა მცირე რაზმით, ბელადი თავისი ხელით მოუკლა მტერს და უკან დაახევინა. ამის შემდეგ ხმალი ხელიდან არ გაუგდია. ახლა კი სისუსტე შეეპარა, გრძნობდა, უნაგირზე ჯდომას ლოგინში წოლა ერჩივნა. ამიტომ თავისი შვილიშვილი, იოანე ბატონიშვილი უსარდლა ჯარს და ყვარელსა და მის მიდამოს შემოსეული ომარ ხანის რაზმების განდევნა დაავალა, თავად კი უფრო ხშირად იწვა, ძალა დღითი დღე აკლდებოდა. მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ თბილისსა და მის შემოგარენში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა "მომსვრელმა სენმა". თბილისში გაჩერება საშიში იყო და სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა საცხოვრებლად. ერეკლე თელავიდან მართავდა სამეფოს. ყველაფრის საქმის კურსში იყო, რაც კი ხდებოდა მის ქვეყანაში.

1797 წლის შემოდგომიდან მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ფეხები უსივდებოდა. ამბობდნენ, წყალმანკი სჭირსო. თავისი ექიმის შემწეობით, ლითონის პატარა ბასრი ხელსაწყოთი - ნეშტრით (რომელიც ასაცრელად და სისხლის გამოსაშვებად გამოიყენებოდა) შესივებული წვივი დაისერა და სითხე გამოუშვა. ამით მდგომარეობა ოდნავ შეუმსუბუქდა, მაგრამ ფეხების დასივების მიზეზი ალბათ მაინც გულის უკმარისობა იყო და სითხის გამოშვება მის ზოგად ჯანმრთელობას არას არგებდა.

ქათმის ბულიონი მიართვეს ექიმის რჩევით მეფეს, მაგრამ იუარა - ახლა მარხვაა, მე რომ მარხვა გავტეხო, ხალხი რას იტყვის, თავად როგორღა მოიქცევაო. გადიოდა დრო, ერეკლე სულიერად არ ტყდებოდა, ავადმყოფობას არ ეპუებოდა, თელავიდან იძლეოდა მითითებებს. ტახტის მემკვიდრე, უფროსი ვაჟი გიორგიც დაიბარა, მისი ნახვით გაიხარა, დავალებები მისცა და უმალვე მათ შესასრულებლად გაუშვა.

1798 წლის იანვრიდან კიდევ უფრო გაუარესდა მეფის ჯანმრთელობა. 5 იანვარს მკერდში უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, გონებაც დაკარგა, რამდენიმე საათს გაუნძრევლად იწვა, შემდეგ თვალები გაახილა, გონს მოვიდა, ახლობლებს გადახედა, ალბათ ფიქრობდა, ეს რა უდროო დროს გტოვებთ თქვენცა და მთელს ქვეყანასო. მერე მსახურები შემოიყენა გვერდით და სთხოვა, გარეთ გაეყვანათ. 11 იანვარს, გამთენიისას - ერეკლე აღარ მოძრაობდა, თვალგახელილი ერთ წერტილს მისჩერებოდა, თითქოს უხმოდ ლოცულობსო. მერე, ერთხელ კიდევ მოავლო თვალი ოთახს და... იმავე ოთახში, იმავე საწოლზე მიიბარა მისი სული უფალმა, სადაც 78 წლის წინ დაიბადა. დარეჯან დედოფლის კივილმა შეძრა სამეფო დარბაზი. მას აჰყვნენ ოჯახის წევრები. მეფის ცხედარი მართლმადიდებლური წესით გააპატიოსნეს.

ყველას აინტერესებდა და დღესაც აინტერესებთ, რამდენი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე მეფეს. გაუთავებელ ომებში ის ხომ თავად მიუძღოდა მეომრებს და თავდაუზოგავად, პირველი ეკვეთებოდა მტერს, მაგრამ რამდენი და რა სახის ჭრილობა ჰქონდა მეფეს - ეს მათ საიდუმლოდ დარჩა, ვინც გააპატიოსნა მისი ცხედარი. ზოგი ამბობდა, ერეკლეს ტანზე ადგილი არ მოეძევებოდა, ზედ ნაჭრილობევი არ ჰქონოდაო, ზოგიც სიამაყით აღნიშნავდა - სიჩაუქის, სიმარჯვის, სიძლიერის, კარგი საომარი აღჭურვილობის წყალობით მეფეს არც ერთი ჭრილობა არ ჰქონიაო. მეფის ცხედარი ორმაგად შეკრულ ხის კუბოში ჩაასვენეს. ყინულები ჩაულაგეს. კუბო ძვირფასი ხალიჩებითა და შავი ხავერდით მორთულ დიდ დარბაზში დადგეს. ქვეყანაში დიდმა გლოვამ და უიმედობამ დაისადგურა. გლოვობდა ყველა - დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, თავადი თუ გლეხი.დარეჯან დედოფალმა და კათალიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ (ერეკლესა და დარეჯანის ვაჟი - ერისკაცობაში თეიმურაზი) მეფის გამოსვენებისა და დაკრძალვის ცერემონიალის მოწყობა თელავის სასულიერო სემინარიის რექტორს, დავით ალექსი-მესხიშვილს დაევალა.

მთელ ქვეყანაში აფრინეს შიკრიკები, რათა მოსახლეობისთვის მეფის გარდაცვალება ეუწყებინათ. დიდძალი ხალხი დაიძრა თელავისკენ, სადაც ღამის გასათევი ადგილიც აღარ იყო. სახელდახელოდ გაშლილ კარვებში ათევდნენ ღამეს სამძიმარზე მოსულნი. ქართველებთან ერთად სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მცხოვრებნი, თავიანთი ადათ-წესების მიხედვით დასტიროდნენ თავიანთი მომავლის იმედს.კუბო ოც დღეს სამეფო სასახლის დიდ დარბაზში იდგა, შემდეგ სასახლის ახლოს, თავად ყორჩიბაშიშვილების ტაძარში გადაასვენეს და საკურთხევლის წინ ამბიონზე დაასვენეს. სასახლის ეზოში მეფის ნივთების გამოსაფენ საგანგებოდ მოწყობილ, უძვირფასესი ხალიჩებით მორთულ ადგილზე განალაგეს ერეკლე II-ის ტანსაცმელი, სამკაულები, საბრძოლო იარაღი, აბჯარი, უნაგირები, ჯილდოები, საქართველოს სამი დახრილი დროშა... მიწაზე მსხდომ მეჯინიბეებს აღვირით ეჭირათ ძვირფასად შეკაზმული გამორჩეული ცხენები მეფისა, ირანული ჯიშის ორი ტაიჭი, ერთი - თეთრი, მეორე - მოწაბლისფრო-წითელი, რომელსაც შავი ფაფარი და ძუა ჰქონდა. სწორედ ამ ცხენით ავიდა მეფე მთიულეთში კრწანისის მარცხის შემდეგ. გაგრძელება