"როიტერმა" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.
დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრმა ქათმის ფრთიდან ნიმუში სკრინინგის სტანდარტული პროცედურის ფარგლებში გამოიკვლია, რომელსაც ჩინეთი იმპორტირებულ ხორცისა და ზღვის პროდუქტებზე ახორციელებს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში პეკინში ვირუსი ბაზრობიდან გავრცელდა.
ქალაქის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ყველა ის პირი გამოიკვლია, რომელსაც, შესაძლოა, ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დადასტურებია.
ცნობისათვის, ჩინეთმა იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე პორტებში ივნისიდან სკრინინგის პროცედურა გაამკაცრა.
საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს
მათივე ინფორმაციით, ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებული ქათმის გაყინული ფრთებით ადამიანების კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტები ამ ეტაპზე არ დასტურდება.