ავტორი:

"ახლა ყველაფერს ივანიშვილს ვაბრალებთ, ადრე მიშას ბრალი იყო, უფრო ადრე - შევარდნაძის..."

"ახლა ყველაფერს ივანიშვილს ვაბრალებთ, ადრე მიშას ბრალი იყო, უფრო ადრე - შევარდნაძის..."

მკვლელობა და ძალადობა - სამწუხაროდ, ეს სიტყვები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას საქართველოში არაერთი ტრაგიკული შემთხვევა მოჰყვა. მოსახლეობა გაოგნებულია და პასუხი ვერ უპოვია კითხვაზე, რა ხდება ჩვენს თავს?! ამ შეკითხვას ვერც ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანები პასუხობენ, მათ შორის, ვერც საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელი მაკა მახარაძე - მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის ქალიშვილი:

- ქალბატონო მაკა, რას განიცდით, რას გრძნობთ, როცა ამ საშინელ ამბებს ისმენთ?

- აბა, რა გითხრათ? გაოგნებული ვარ! ვცდილობ დავმშვიდდე და ეს საშინელი ნეგატივი როგორღაც ავისხლიტო, მაგრამ არ გამომდის! არ მინდა ვინმეს ტრაგედიაზე დედის პოზიციიდან ვიფიქრო, ამის წარმოდგენა კი არა, თავში გაელვებაც მაშინებს. არ ვიცი, როგორ უნდა აიტანოს ამხელა დარდი და ტკივილი დედამ, რომელსაც შვილი ხელიდან გამოეცალა.

- როგორ ფიქრობთ, 21-ე საუკუნის ქართველებმა ბევრი კარგი თვისება ხომ არ დაკარგეს, თუნდაც ის, რომ მეგობარი, ახლობელი, მეზობელი გასაჭირში არ უნდა მიატოვო?

- გეთანხმებით, ჩვენ ეს თვისებები თანდათან დავკარგეთ: ჩვენი მშობლების თაობამ იცოდა, რომ მარტო მეგობარი კი არა, არც ერთი ადამიანი არ უნდა მიატოვო, როცა უჭირს. ყველანი საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტეთ, კარი მიკეტილი გვაქვს და დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, გარეთ რა ხდება. შაქარაშვილზე არანაკლებ შემძრა ქუთაისში მომხდარმა მკვლელობამ: როგორ შეიძლება ადამიანი ყვიროდეს, იხვეწებოდეს, მომეშველეთო და არავინ უშველოს? როცა იტყოდნენ, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანი ქუჩაში რომ წაიქცეს, გვერდს აუვლიანო, გვიკვირდა, ახლა კი, მგონი, ჩვენც ასე ვართ. რა არის ამის მიზეზი? - ბანალური რამ უნდა ვთქვა: ალბათ, არასწორი აღზრდა. ჩემი აზრით, მშობელმა "ოქროს შუალედი" უნდა მოძებნოს, რომ შვილი არც ძალიან დათრგუნოს და არც გაათავხედოს. ამ შუალედის პოვნა ძნელია, მით უმეტეს, როცა ადამიანი სიყვარულისგან არის დაბრმავებული. იხილეთ სრულად

რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა

"ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის, ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება" - ამირან გამყრელიძე უახლესი ცნობებით

"2 ქობულეთის შემთხვევასთან კავშირში მყოფი პირია" - ინფორმაცია კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევის წყაროებისა და კლასტერების შესახებ