სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია! " - რას წერს დაკავებული ექიმის მამა?
"ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია! " - რას წერს დაკავებული ექიმის მამა?

ნო­დარ ბო­ხუ­ას სა­ხე­ლო­ბის კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი ცენ­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გა­მოქ­ვეყ­ნდა, კონ­სტან­ტი­ნე ყი­ფი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლი ექი­მის ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნის მა­მაა. და­კა­ვე­ბულს სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბა­ში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბა­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სდე­ბენ ბრალს.

ბა­ტონ კოს­ტან­ტი­ნე ყი­ფი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ვი­ნა­ი­დან უამ­რა­ვი ჩემი კო­ლე­გა, მე­გო­ბა­რი, პა­ცი­ენ­ტი და უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი მი­კავ­შირ­დე­ბა, მე­კი­თხე­ბა პირ­ველ რიგ­ში თუ რო­გორ ვგრძნობ თავს და მერე გა­მოთ­ქვამს სურ­ვილს თა­ნად­გო­მის, გა­დავ­წყვი­ტე გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა ჩემი და ჩემი ოჯა­ხის პრობ­ლე­მე­ბი. მინ­და დიდი თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ვუ­ხა­ტო პა­ცი­ენ­ტის მშობ­ლებს, რა თქმა უნდა, მათი ტრა­გე­დია ვერ შე­ედ­რე­ბა ჩემი შვი­ლის სირ­თუ­ლე­ებს. მინ­და ვთქვა, რომ პირ­ვე­ლი დღი­დან, რო­დე­საც მოხ­და ეს შემ­თხვე­ვა მე ვი­ყა­ვი საქ­მის კურ­სში ეტა­პობ­რი­ვად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ იყო და­წყე­ბუ­ლი. 45 წე­ლია ვმუ­შა­ობ ქი­რურ­გი­ის ერთ-ერთი რთუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მელ­საც ჰქვია სის­ხლძარ­ღვთა ქი­რურ­გია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­თვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ. მერ­წმუ­ნეთ, ყო­ველ­თვის ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დი იქ­ნებ სხვა­ნა­ი­რად გა­მე­კე­თე­ბი­ნა ჩა­რე­ვა, იქ­ნებ მე და­ვუშ­ვი შეც­დო­მა. ეს მარ­ტო ჩემი არა, და­მი­ჯე­რეთ, ყვე­ლა ქი­რურ­გის ხვედ­რია.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, რომ ასე­თი სუ­ლის­კვე­თე­ბით ვზრდი­დი ჩემს მო­წა­ფე­ებს და რა თქმა უნდა უფრო მომ­თხოვ­ნი ვი­ყა­ვი ჩემი შვი­ლი­სად­მი. ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დია იყო მოს­მე­ნა პრო­კუ­რო­რის და მა­ს­მე­დი­ის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­სა, რომ თით­ქოს "ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი თაღ­ლი­თია" და არა ის, რომ ვახ­ტან­გი და­ა­პა­ტიმ­რეს. ეს დღე იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე, ტყუ­ი­ლად მი­ცხოვ­რია! მე­ო­რე დღეს როცა სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მე შევხდით მი­ნისტრს, ვი­სა­უბ­რეთ არა მარ­ტო ვახ­ტანგზე, არა­მედ იმ ხარ­ვე­ზებ­ზე რაც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­რე­ბას­თან და დავ­სა­ხეთ კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი, რო­გორ გა­მო­ვას­წო­როთ ხარ­ვე­ზე­ბი, რომ აღარ გან­მე­ორ­დეს შემ­დეგ­ში ასე­თი შე­უ­სა­ბა­მო­ბა. გან­ხილ­ვის შემ­დეგ ქალ­ბა­ტონ­მა ეკა­ტე­რი­ნემ და­ა­დას­ტუ­რა რომ ვახ­ტან­გი გა­უ­გებ­რო­ბის მსხვერ­პლია, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი იმ წუ­თებ­ში ალ­ბათ არა­ვინ არ იყო. მე ნაკ­ლე­ბად მა­დარ­დებ­და რომ ის იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი რომ ვახ­ტანგს უახ­ლო­ეს ხან­ში გა­მო­უშ­ვებ­დნენ ცი­ხი­დან და საქ­მე გა­და­ვი­დო­და ნორ­მა­ლურ სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ში.

ამ დღე­ებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი სა­ე­ქი­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია არა ვახ­ტან­გის უსა­ფუძ­ვლო და­კა­ვე­ბამ, არა­მედ ექი­მებ­მა და­ი­ნა­ხეს, რა დიდი რის­კის ქვეშ შე­იძ­ლე­ბა იყოს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, გა­უ­გებ­რო­ბამ, რო­გო­რი უსა­მარ­თლო­ბის მსხვერ­პლად შე­იძ­ლე­ბა აქ­ცი­ოს ისი­ნი. ექი­მის საქ­მი­ა­ნო­ბა ისე­დაც წარ­მო­ად­გენს უდი­დეს რისკს, ნე­ბის­მი­ე­რი ჩა­რე­ვა შე­იძ­ლე­ბა არ დამ­თავ­რდეს და­დე­ბი­თი შე­დე­გით სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო და თუ ექიმს აქვს შეგ­რძნე­ბა და­უც­ვე­ლო­ბის, მერ­წმუ­ნეთ პირ­ველ რიგ­ში და­ზა­რალ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტი.

მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი ვე­ცა­დეთ, რომ თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა სა­კი­თხის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა, რად­გან ვხვდე­ბო­დით, აქ პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის მყა­რი ნი­ა­და­გი მო­ი­ძებ­ნე­ბო­და. მე მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სის, რო­მე­ლიც გა­გე­ბით შეხ­ვდა ამ სა­კითხს და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ეს მიღ­წე­უ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა შემ­დგომ ეტა­პებს ჩემი ცხოვ­რე­ბი­სა, ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს რომ უახ­ლო­ეს ხან­ში ვახ­ტანგს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან და სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოჩ­ნდე­ბა სი­მარ­თლე. შემ­დეგ ეტა­პად, ჩემი კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბით, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს დარ­გობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად უნდა ვი­მუ­შა­ვოთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზა­ზე, რომ სხვაც არ გახ­დეს მსგავ­სი უსა­მარ­თლო­ბის მსხვეპ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სულ კვი­რას მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე და ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე აღ­ძრა. უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის გამო პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვაც, მაგ­რამ რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის, მას პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­და.25 წლის ნა­თია ცი­რე­კი­ძე 20 თვეა, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ოჯა­ხი იმ ექი­მე­ბის დას­ჯას ითხოვს, ვინც გო­გო­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
86

ღირსეული მონოლოგი 

მაშა
115
ექიმები ,მხოლიდ ჩვენთან არიან დაუცველები...ყველა ექიმი გამონაკლისის გარდა,განსაკუთრებით ,ქირურგები,სიცოცხლის წლებს სწირავენ,ყოველი ოპერაციისას...
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია! " - რას წერს დაკავებული ექიმის მამა?

"ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია! " - რას წერს დაკავებული ექიმის მამა?

ნოდარ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა, კონსტანტინე ყიფიანის განცხადება, რომელიც დაკავებული ექიმის ვახტანგ ყიფიანის მამაა. დაკავებულს სამსახურებრივ გულგრილობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობასა და უკანონო საექიმო საქმიანობაში სდებენ ბრალს.

ბატონ კოსტანტინე ყიფიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ვინაიდან უამრავი ჩემი კოლეგა, მეგობარი, პაციენტი და უცნობი ადამიანი მიკავშირდება, მეკითხება პირველ რიგში თუ როგორ ვგრძნობ თავს და მერე გამოთქვამს სურვილს თანადგომის, გადავწყვიტე გამოვეხმაურო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი და ჩემი ოჯახის პრობლემები. მინდა დიდი თანაგრძნობა გამოვუხატო პაციენტის მშობლებს, რა თქმა უნდა, მათი ტრაგედია ვერ შეედრება ჩემი შვილის სირთულეებს. მინდა ვთქვა, რომ პირველი დღიდან, როდესაც მოხდა ეს შემთხვევა მე ვიყავი საქმის კურსში ეტაპობრივად, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციული ჩარევა არ იყო დაწყებული. 45 წელია ვმუშაობ ქირურგიის ერთ-ერთი რთული მიმართულებით, რომელსაც ჰქვია სისხლძარღვთა ქირურგია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამარჯვებული არ ვყოფილვარ. მერწმუნეთ, ყოველთვის ვაანალიზებდი იქნებ სხვანაირად გამეკეთებინა ჩარევა, იქნებ მე დავუშვი შეცდომა. ეს მარტო ჩემი არა, დამიჯერეთ, ყველა ქირურგის ხვედრია.

აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ ასეთი სულისკვეთებით ვზრდიდი ჩემს მოწაფეებს და რა თქმა უნდა უფრო მომთხოვნი ვიყავი ჩემი შვილისადმი. ჩემთვის წარმოუდგენელი ტრაგედია იყო მოსმენა პროკურორის და მასმედიის მხრიდან გაკეთებული განცხადებისა, რომ თითქოს "ვახტანგ ყიფიანი თაღლითია" და არა ის, რომ ვახტანგი დააპატიმრეს. ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია! მეორე დღეს როცა სამედიცინო საზოგადოება და მე შევხდით მინისტრს, ვისაუბრეთ არა მარტო ვახტანგზე, არამედ იმ ხარვეზებზე რაც არის დაკავშირებული ლიცენზირებასთან და დავსახეთ კონკრეტული გეგმები, როგორ გამოვასწოროთ ხარვეზები, რომ აღარ განმეორდეს შემდეგში ასეთი შეუსაბამობა. განხილვის შემდეგ ქალბატონმა ეკატერინემ დაადასტურა რომ ვახტანგი გაუგებრობის მსხვერპლია, ჩემზე ბედნიერი იმ წუთებში ალბათ არავინ არ იყო. მე ნაკლებად მადარდებდა რომ ის იყო დაკავებული, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ვახტანგს უახლოეს ხანში გამოუშვებდნენ ციხიდან და საქმე გადავიდოდა ნორმალურ სამართლებრივ ჩარჩოში.

ამ დღეებში გამოხატული საექიმო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია არა ვახტანგის უსაფუძვლო დაკავებამ, არამედ ექიმებმა დაინახეს, რა დიდი რისკის ქვეშ შეიძლება იყოს თითოეული მათგანი, გაუგებრობამ, როგორი უსამართლობის მსხვერპლად შეიძლება აქციოს ისინი. ექიმის საქმიანობა ისედაც წარმოადგენს უდიდეს რისკს, ნებისმიერი ჩარევა შეიძლება არ დამთავრდეს დადებითი შედეგით სხვადასხვა მიზეზის გამო და თუ ექიმს აქვს შეგრძნება დაუცველობის, მერწმუნეთ პირველ რიგში დაზარალდება პაციენტი.

მე და ჩემი კოლეგები ვეცადეთ, რომ თავიდან აგვეცილებინა საკითხის პოლიტიზირება, რადგან ვხვდებოდით, აქ პოლიტიკური მიმართულებისთვის მყარი ნიადაგი მოიძებნებოდა. მე მადლიერი ვარ ყველა პოლიტიკოსის, რომელიც გაგებით შეხვდა ამ საკითხს და დღეის მდგომარეობით ეს მიღწეულია. რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს ჩემი ცხოვრებისა, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს ხანში ვახტანგს გაათავისუფლებენ წინასწარი პატიმრობიდან და სასამართლოში გამოჩნდება სიმართლე. შემდეგ ეტაპად, ჩემი კოლეგების დახმარებით, მხედველობაში მაქვს დარგობრივი ასოციაციები, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმუშავოთ საკანონმდებლო ბაზაზე, რომ სხვაც არ გახდეს მსგავსი უსამართლობის მსხვეპლი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს. პროკურატურამ საქმე სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე აღძრა. უკანონო საექიმო საქმიანობის გამო პასუხისგებაში მიეცა ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავაც, მაგრამ რადგან საქართველოში არ არის, მას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.25 წლის ნათია ცირეკიძე 20 თვეა, კომატოზურ მდგომარეობაშია და ოჯახი იმ ექიმების დასჯას ითხოვს, ვინც გოგონა ამ მდგომარეობაში ჩააგდო.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ ხართ დაცული..." - თენგიზ ცერცვაძის მიმართვა საზოგადოებას, "საპატიო თბილისელის" წოდების მიღების შემდეგ

"საპატიო თბილისელის" წოდება გურამ დოჩანაშვილს და ცხრა ექიმს მიენიჭა - ფოტოები უჩვეულო "თბილისობის" საღამოდან

"ასე მგონია, ახლაც გვეხუმრება და სადაცაა გამოჩნდება" - 61 წლის მამაკაცი, რომელსაც ხელვაჩაურში, მდინარეში ეძებენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია