პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რაზე ისაუბრა სოფო შევარდნაძემ პუტინთან შეხვედრის დროს?
"მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რაზე ისაუბრა სოფო შევარდნაძემ პუტინთან შეხვედრის დროს?

რუ­სულ­მა გა­მო­ცე­მამ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტთან და ტე­ლე­წამ­ყვან­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მე-2 პრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვილ სოფო შე­ვარ­დნა­ძეს­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სო­ფომ პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რა. სახ­ლში ყოფ­ნი­სას კი ახა­ლი წიგ­ნის და­წე­რაც მო­ას­წრო.

შე­ვარ­დნა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უ­ბარ­ში მე­დი­ას­ფე­რო­ში არ­სე­ბულ სირ­თუ­ლე­ებს მი­მო­ი­ხი­ლავს და აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მას აკ­ლია, ამ­ჟა­მად ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია.

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემს თავს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ვა­კუთ­ვნებ. ჩემ­თვის ჟურ­ნა­ლის­ტი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სი­მარ­თლის­თვის იბ­რძვის, სი­ცო­ცხლის ფა­სად აკე­თებს სი­უ­ჟე­ტებს, ერ­თვე­ბა ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბი­დან და არ ეში­ნია იმის, რომ დე­მონ­სტრა­ცი­ის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლე­ბი და­ი­ჭე­რენ. მე კი კონ­ფორ­მის­ტი, თუმ­ცა ვარ პა­ცი­ფის­ტი და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ.

ამი­ტომ მე ვარ ინ­ტრე­ვი­უ­ე­რი. ჩემ­თვის ობი­ექ­ტუ­რო­ბა სა­შინ­ლად მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია. რო­დე­საც მე­უბ­ნე­ბი­ან - მო­დით ვი­ყოთ ობი­ექ­ტუ­რე­ბიო, ვი­წყენ. სუ­პერ­სუ­ბი­ექ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბის დროს, თა­ნა­მო­სა­უბ­რე­საც სუ­ბი­ექ­ტურს ვხდი. რეს­პონ­დენტს ვაძ­ლევ სა­შუ­ა­ლე­ბას ჩემს მიერ დას­მულ კი­თხვებ­ზე სუ­ბი­ექ­ტუ­რად მი­პა­სუ­ხოს, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა კი სა­დღაც შუ­ა­ში იბა­დე­ბა.

- თქვენ იყა­ვით პლე­ნა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მის წამ­ყვა­ნი. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა?

- რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. სა­პირ­ვე­ლაპ­რი­ლო ხუმ­რო­ბა მე­გო­ნა. ჩე­მამ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის მო­დე­რი­რე­ბას ძი­რი­თა­დად უცხო­ელ ჟურ­ნა­ლის­ტებს ან­დობ­დნენ. პირ­ვე­ლი რაც ვი­კი­თხე, იყო ის, თუ რა­ტომ უნ­დო­დათ ში­ნა­უ­რი, რუსი მო­დე­რა­ტო­რის ყოლა ფო­რუმ­ზე. ხომ არ ელოდ­ნენ, რომ ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი? თუმ­ცა, და­მერ­წმუ­ნეთ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად მწვა­ნე შუქი მქონ­და ან­თე­ბუ­ლი. ყვე­ლა ის შე­კი­თხვა დავ­სვი, რაც სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნიე და ამა­ში არა­ვინ ჩა­რე­უ­ლა“, - იხ­სე­ნებს შე­ვარ­დნა­ძე.

ჟურ­ნა­ლის­ტმა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გაც­ნო­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა.

"ფო­რუ­მის და­წყე­ბამ­დე ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მო­დე­რა­ტო­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ეც­ნო­ბი­ან. პირ­ველ ოთახ­ში ვლა­დი­მირ ვლა­დი­მი­რო­ვი­ჩი შე­მო­ვი­და, მარ­ტო იყო. ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­ვარ­თვით. მან მკი­თხა, - რაზე და­მის­ვამთ კი­თხვებ­სო?

მე კი ვუ­პა­სუ­ხე, - ყვე­ლა­ფერ­ზე ცოტ-ცოტა. ყვე­ლა ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი კო­ლე­გა ფიქ­რობს, რომ რუს ჟურ­ნა­ლის­ტებს შეგ­ვიძ­ლია კი­თხვე­ბი მხო­ლოდ და­სავ­ლელ ლი­დე­რებს და­ვუს­ვათ და არა თქვენ, რაც მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია -მეთ­ქი...

"კი ბა­ტო­ნო. უკ­რა­ი­ნა­ზე შე­მე­კი­თხე­ბით?" - მკი­თხა პუ­ტინ­მა, რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, რომ სა­ჭი­რო­ე­ბა რო­გორც მო­ი­თხოვ­და და ვუ­თხა­რი ისიც, - ალ­ბათ უფრო ზე­ლენ­სკი­ზე გკი­თხავთ აზრს - მეთ­ქი. დამ­თან­ხმდა.

- ეს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო?

- ეს იყო გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ეს გა­მოც­დაც გა­დავ­ლა­ხე. არც კი ვიცი ემო­ცი­ე­ბი რას შე­ვა­და­რო, რაც ამ ფო­რუ­მი­სას გა­და­ვი­ტა­ნე. ჩემი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა თით­ქმის იგი­ვე იყო, რაც 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" დროს მქონ­და, მა­ში­ნაც მოვ­ლე­ნებს სა­კუ­თა­რი კა­მე­რით ვი­ღებ­დი...

სოფო შე­ვარ­დნა­ძემ მისი ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბის ციკ­ლის „SophieCo. Визионеры“-ს შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"მსოფ­ლიო თა­ვის პრობ­ლე­მებ­თან ერ­თად ევო­ლუ­ცი­ას გა­ნიც­დის. მგო­ნია, რომ ახლა თუ არ ვი­ლა­პა­რა­კებთ გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე, ჩვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რე­ბას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ.

ჩვე­ნი პლა­ნე­ტა უნდა და­ვა­ფა­სოთ და გა­ვუფრ­თხილ­დეთ. რო­დე­საც მარ­სის კო­ლო­ნი­ზა­ცი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ, მე­ცი­ნე­ბა. თქვენ გინ­დათ მარსზე ცხოვ­რე­ბა? - მე არა, დე­და­მი­წი­დან არ­სად წა­ვალ.

მე მიყ­ვარს ჩემი სა­ქარ­თვე­ლო, ჩემი რუ­სე­თი".

სოფო შე­ვარ­დნა­ძემ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვი­უ­ებს ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ში­ნი­დან იღებს.

ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კურ თე­მებს აშუ­ქებ­და, თუმ­ცა, ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თე­მებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

ავ­ტო­რი: თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზ ნიკოლაძე
45

რას იზამ ამ ოჯახისათვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის

სიმართლე მწარეა
60

სანამ ედუარდ-გიორგის ვარლამ არავიძესავით არ ამოთხრიან მანამ საქართველოს არაფერი ეშველება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რაზე ისაუბრა სოფო შევარდნაძემ პუტინთან შეხვედრის დროს?

"მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რაზე ისაუბრა სოფო შევარდნაძემ პუტინთან შეხვედრის დროს?

რუსულმა გამოცემამ ქართველ ჟურნალისტთან და ტელეწამყვანთან, საქართველოს მე-2 პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილ სოფო შევარდნაძესთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, სოფომ პანდემიის პერიოდი საქართველოში გაატარა. სახლში ყოფნისას კი ახალი წიგნის დაწერაც მოასწრო.

შევარდნაძე ჟურნალისტთან საუბარში მედიასფეროში არსებულ სირთულეებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ყველაზე მეტად რაც მას აკლია, ამჟამად ადამიანური ურთიერთობებია.

"სიმართლე გითხრათ, ჩემს თავს ჟურნალისტების კატეგორიას არ მივაკუთვნებ. ჩემთვის ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის, სიცოცხლის ფასად აკეთებს სიუჟეტებს, ერთვება ცხელი წერტილებიდან და არ ეშინია იმის, რომ დემონსტრაციის შემდეგ სამართალდაცველები დაიჭერენ. მე კი კონფორმისტი, თუმცა ვარ პაციფისტი და ძალადობის წინააღმდეგი ვარ.

ამიტომ მე ვარ ინტრევიუერი. ჩემთვის ობიექტურობა საშინლად მოსაბეზრებელია. როდესაც მეუბნებიან - მოდით ვიყოთ ობიექტურებიო, ვიწყენ. სუპერსუბიექტური ადამიანი ვარ და ინტერვიუს აღების დროს, თანამოსაუბრესაც სუბიექტურს ვხდი. რესპონდენტს ვაძლევ საშუალებას ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე სუბიექტურად მიპასუხოს, ჭეშმარიტება კი სადღაც შუაში იბადება.

- თქვენ იყავით პლენარული ეკონომიკური საერთაშორისო ფორუმის წამყვანი. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა?

- როდესაც აღნიშნული შეხვედრების ხელმძღვანელობა შემომთავაზეს, თავიდან ძალიან გამიკვირდა. საპირველაპრილო ხუმრობა მეგონა. ჩემამდე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მოდერირებას ძირითადად უცხოელ ჟურნალისტებს ანდობდნენ. პირველი რაც ვიკითხე, იყო ის, თუ რატომ უნდოდათ შინაური, რუსი მოდერატორის ყოლა ფორუმზე. ხომ არ ელოდნენ, რომ ანგაჟირებული ვიქნებოდი? თუმცა, დამერწმუნეთ, რომ ყველანაირად მწვანე შუქი მქონდა ანთებული. ყველა ის შეკითხვა დავსვი, რაც საჭიროდ მივიჩნიე და ამაში არავინ ჩარეულა“, - იხსენებს შევარდნაძე.

ჟურნალისტმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გაცნობის დეტალები გაიხსენა.

"ფორუმის დაწყებამდე ქვეყნის ხელმძღვანელები და მოდერატორები ერთმანეთს ეცნობიან. პირველ ოთახში ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი შემოვიდა, მარტო იყო. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. მან მკითხა, - რაზე დამისვამთ კითხვებსო?

მე კი ვუპასუხე, - ყველაფერზე ცოტ-ცოტა. ყველა ჩვენი დასავლელი კოლეგა ფიქრობს, რომ რუს ჟურნალისტებს შეგვიძლია კითხვები მხოლოდ დასავლელ ლიდერებს დავუსვათ და არა თქვენ, რაც მოსაბეზრებელია -მეთქი...

"კი ბატონო. უკრაინაზე შემეკითხებით?" - მკითხა პუტინმა, რაზეც ვუპასუხე, რომ საჭიროება როგორც მოითხოვდა და ვუთხარი ისიც, - ალბათ უფრო ზელენსკიზე გკითხავთ აზრს - მეთქი. დამთანხმდა.

- ეს დიდი გამოცდილება იყო?

- ეს იყო გრანდიოზული გამოცდილება. ძალიან მიხარია, რომ ეს გამოცდაც გადავლახე. არც კი ვიცი ემოციები რას შევადარო, რაც ამ ფორუმისას გადავიტანე. ჩემი ემოციური მდგომარეობა თითქმის იგივე იყო, რაც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" დროს მქონდა, მაშინაც მოვლენებს საკუთარი კამერით ვიღებდი...

სოფო შევარდნაძემ მისი ახალი გადაცემების ციკლის „SophieCo. Визионеры“-ს შესახებ ისაუბრა.

"მსოფლიო თავის პრობლემებთან ერთად ევოლუციას განიცდის. მგონია, რომ ახლა თუ არ ვილაპარაკებთ გლობალურ პრობლემებზე, ჩვენი შვილიშვილები დედამიწაზე ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ.

ჩვენი პლანეტა უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ. როდესაც მარსის კოლონიზაციაზე საუბრობენ, მეცინება. თქვენ გინდათ მარსზე ცხოვრება? - მე არა, დედამიწიდან არსად წავალ.

მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი".

სოფო შევარდნაძემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვიდეოინტერვიუებს ახლა საქართველოში, შინიდან იღებს.

ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი წლების განმავლობაში პოლიტიკურ თემებს აშუქებდა, თუმცა, ბოლო დროს საზოგადოებრივ თემებს ანიჭებს უპირატესობას.

ავტორი: თეონა თამაზაშვილი

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, "ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, გართულებები ჰქონდეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზება ისევ ძალაშია