Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმება მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა - პროკურორი
შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმება მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა - პროკურორი

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის და­ვით ყა­ზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 5 პი­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნა მხო­ლოდ მოწ­მე, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არ მომ­ხდა­რა.

რო­გორც ყა­ზა­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, საქ­მე­ში მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის გარ­და, არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით, რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, ასე­ვე ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი.

"კი­დევ უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და­ე­მა­ტა, თუმ­ცა, ად­ვო­კა­ტე­ბი რომ შევ­ზღუ­დეთ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენც ამ ეტაპ­ზე შე­ზღუ­დუ­ლე­ბი ვართ, უშუ­ა­ლოდ ში­ნა­არსზე ვი­სა­უბ­როთ", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის.

"რა თქმა უნდა, ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მხო­ლოდ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. კომ­პლექ­სუ­რად სხვა­დას­ხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­მა მოგ­ვცა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­ში ბრალ­დე­ბა 5 პი­რის­თვის წაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა.

მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი არ არის მხო­ლოდ მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. არის მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, სხვა­დას­ხვა ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მე­ბი, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი და ა.შ", - აცხა­დებს ყა­ზა­რაშ­ვი­ლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა შე­ზღუ­დუ­ლია.

„ყვე­ლა ის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზეა მო­პო­ვე­ბუ­ლი, შე­ზღუ­დუ­ლია, რომ გა­სა­ჯა­როვ­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენც შევ­ზღუ­დეთ ად­ვო­კა­ტე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც არ გვაქვს უფ­ლე­ბა, რომ ამა­ზე ვი­სა­უბ­როთ“, - გან­მარ­ტავს პრო­კუ­რო­რი.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რუ­წლო­ვა­ნია. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბას, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრო­კუ­რა­ტუ­რამ „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

ყვე­ლა მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმება მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა - პროკურორი

შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმება მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა - პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, 5 პირის მიმართ განზრახ მკვლელობის ბრალდების წარდგენა მხოლოდ მოწმე, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა.

როგორც ყაზარაშვილი აცხადებს, საქმეში მოწმეთა ჩვენებების გარდა, არსებობს მტკიცებულების სახით, როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტები, ასევე ვიდეოჩანაწერები.

"კიდევ უამრავი მტკიცებულება დაემატა, თუმცა, ადვოკატები რომ შევზღუდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც ამ ეტაპზე შეზღუდულები ვართ, უშუალოდ შინაარსზე ვისაუბროთ", - განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე გური ამირხანაშვილის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულება არ არის.

"რა თქმა უნდა, ამ სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულება არ არის. კომპლექსურად სხვადასხვა მტკიცებულებებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მკვლელობის ნაწილში ბრალდება 5 პირისთვის წაგვეყენებინა.

მოწმეების ჩვენებები არ არის მხოლოდ მთავარი მტკიცებულება. არის მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტები, სხვადასხვა ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები, ვიდეოჩანაწერები და ა.შ", - აცხადებს ყაზარაშვილი.

მისი განმარტებით, საქმეში არსებული მასალების გასაჯაროვება შეზღუდულია.

„ყველა ის მასალა, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეზეა მოპოვებული, შეზღუდულია, რომ გასაჯაროვდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენც შევზღუდეთ ადვოკატები. შესაბამისად, ჩვენც არ გვაქვს უფლება, რომ ამაზე ვისაუბროთ“, - განმარტავს პროკურორი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"ამირხანაშვილი მეხუთედ გამოკითხეს... რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება" - რას ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

"ბულინგი მოახდინეს ჩემზე, გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის ფურცელიო" - ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თბილისში, ცირკთან არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს