მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთიან აჭარაში ცნობილი ქართველი  ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
მთიან აჭარაში ცნობილი ქართველი  ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„ინ­სტაგ­რამ­სა“ თუ „ფე­ის­ბუკ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებ­ში, ბლო­გე­რებ­მა გა­მომ­წე­რებს მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის შე­უ­და­რე­ბე­ლი ბუ­ნე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს, ამან კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბლო­გე­რებ­მა კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, მა­ჭა­ხე­ლა, ჩი­რუ­ხის მთა, მე­რი­სის ხე­ო­ბა, კუ­რორ­ტი ბე­შუ­მი და მწვა­ნე ტბა მო­ი­ნა­ხუ­ლეს. მათი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­სარ­კვე­ვათ ჩვენ ბლო­გე­რებს და­ვუ­კავ­შირ­დით:

ნა­თია ჩა­ლა­ძე - ლი­ლი­უ­მის ბლო­გი

“მთი­ან აჭა­რა­ში ჩვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა 1 კვი­რა გაგ­რძელ­და და 18 ლო­კა­ცი­ას მო­ი­ცავ­და. მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ მტი­რა­ლას პარ­კი, მა­ჭა­ხე­ლას და კინ­ტრი­შის ხე­ო­ბე­ბი, მე­ძიბ­ნას და მე­რი­სის ჩანჩქე­რე­ბი, ჩი­რუ­ხი, ბე­შუ­მი და ა.შ.

ეს იყო ჩემი მე­ო­რე მოგ­ზა­უ­რო­ბა მთი­ან აჭა­რა­ში და ისე­ვე რო­გორც პირ­ვე­ლად, მთა ჩი­რუ­ხი კვლავ ჩემი ფა­ვო­რი­ტია. და­ნარ­ჩენ ორ ფა­ვო­რი­ტში ბა­თუმ­თან ახ­ლოს, ჩი­ტე­ბის გა­დაფ­რე­ნის დაკ­ვირ­ვე­ბის ად­გი­ლი და ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის 300 წლი­ა­ნი ხი­დია. ეს ხიდი ყვე­ლამ უნდა ნა­ხოს, ჰარი პო­ტე­რის წიგ­ნი­დან გად­მო­სულს გავს და ულა­მა­ზე­სია.

მოვ­ლი­ლი მაქვს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო და მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რა ჩემი უკონ­კუ­რენ­ტო ფა­ვო­რი­ტია.

- რო­გო­რი იყო ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, გა­ე­ცა­ნით თუ არა რა­ი­მე ახალ ადათ-წესს, და­ა­გე­მოვ­ნეთ თუ არა რო­მე­ლი­მე აჭა­რუ­ლი კერ­ძი?

- მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში ყვე­ლა­ზე სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი ცხოვ­რობს, მათი მსგავ­სი სხვა­გან არ შემ­ხვედ­რია. აქ, რო­გორც კი სახ­ლი­დან და­გი­ნა­ხა­ვენ, ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვა გა­რეთ რომ ოჯახ­ში ტკბი­ლე­ულ­ზე შე­გი­პა­ტი­ჟოს. ერ­თად 7 ბლო­გე­რი ვი­ყა­ვით ამ ტურ­ზე და ჩემი მე­გობ­რე­ბიც და­მე­თან­ხმე­ბი­ან, მათ­თვის შენი სტუმ­რო­ბა ზე­ი­მია.

ადათ-წე­სებს რაც შე­ე­ხე­ბა, ერთ ოჯახ­ში ყა­ვა­ზე დაგვპა­ტი­ჟეს, ოჯა­ხის უფ­როს­მა 7 დღის ბავ­შვი მყავს და სა­ნამ შე­მოხ­ვალთ, ასან­თი უნდა შე­მო­გა­ტა­რო­თო, ამით მის პა­ტა­რას ავი თვა­ლის­გან იცავ­და. ამ წეს­ზე აქამ­დე არა­ფე­რი მსმე­ნია, მთი­ა­ნი აჭა­რა ამ მხრი­ვაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

გუ­რამ შე­რო­ზია, ბლო­გე­რი:

- აჭა­რის მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნი აქამ­დეც მქონ­და ნა­ნა­ხი და არას­დროს მე­ზა­რე­ბა კი­დევ და კი­დევ ნახ­ვა! ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან მე ჩი­რუხს, მწვა­ნე ტბას და ხი­ხა­ნის ცი­ხეს გა­მოვ­ყოფ­დი...

აჭა­რა­ში სა­ო­ცა­რი მას­პინ­ძლო­ბა იცი­ან, იმ­დენ ოჯახ­ში დავ­ლი­ეთ ყავა, ბო­ლოს ცუ­დად ვი­ყა­ვით, თუმ­ცა ამ­დენ გუ­ლი­თად მო­პა­ტი­ჟე­ბა­საც უარს ვერ ვე­ტყო­დით... მომ­წონს აჭა­რუ­ლი კერ­ძე­ბიც, ჩემი ფა­ვო­რი­ტია: ბო­რა­ნო, სი­ნო­რი, კა­ი­მა­ღი და რა თქმა უნდა აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი!

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხოთ მთე­ლი რე­გი­ო­ნი, ვერ გა­მოვ­ყოფ ერთ კონ­კრე­ტულ ად­გილს. თუ დრო გექ­ნე­ბათ აუ­ცი­ლებ­ლად ეს­ტუმ­რეთ მთი­ა­ნა­ჭა­რას.

სოსო ნე­ბი­ე­რი­ძე, ბლო­გე­რი:

„აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას საკ­მა­ოდ ბევ­რი ად­გი­ლი ვნა­ხეთ: მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, მე­რი­სის, მე­ძიბ­ნას ჩანჩქე­რე­ბი, ლელ­თის ტბა, ჩი­რუ­ხი, ხი­ხა­ძი­რი და სხვა. ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­მე­წო­ნა ჩი­რუ­ხი, პირ­ვე­ლად ვნა­ხე მე­ძიბ­ნას ჩანჩქე­რი და საკ­მა­ოდ კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა, ასე­ვე გა­მო­ვარ­ჩევ­დი ხი­ხა­ნის ცი­ხეს. შარ­შან ვი­მოგ­ზა­უ­რე მთი­ან აჭა­რა­ში და წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და­ტო­ვა, სწო­რედ ამი­ტომ და­უ­ფიქ­რებ­ლად წა­ვე­დი წელ­საც...

აჭა­რა­ში ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი ცხოვ­რობს. ყვე­ლა ცდი­ლობს შე­გი­პა­ტი­ჟოს და გა­გი­მას­პინ­ძლდეს, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და კარ­გი ნა­წი­ლია. მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­ვე­ცა­ნი ისეთ ადათ-წე­სებ­საც, რომ­ლის შე­სა­ხებ აქამ­დე არა­ფე­რი ვი­ცო­დი.

რაც შე­ე­ხე­ბა აჭა­რულ კერ­ძებს, შე­უძ­ლე­ბე­ლია აჭა­რა­ში იმოგ­ზა­უ­რო და არ და­ა­გე­მოვ­ნო აჭა­რუ­ლი ბო­რა­ნო და კა­ი­მა­ღი. ყვე­ლას ვურ­ჩევ აი­ღონ ჩან­თე­ბი და და­უ­ფიქ­რებ­ლად წა­ვიდ­ნენ მთი­ა­ნი აჭა­რის აღ­მო­სა­ჩე­ნად, რე­ა­ლო­ბა მო­ლო­დი­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ა­ჭარ­ბებს.“

სალი წვე­რა­ვა, ბლო­გე­რი:

აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე და თბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ჩა­ვერ­თე სხვა­დას­ხვა სა­ხა­ლი­სო ვიქ­ტო­რი­ნაშ და და­ვა­გე­მოვ­ნე აჭა­რუ­ლი სი­ნო­რიც, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი იყო.

- რას ურ­ჩევთ ტუ­რის­ტებს, რო­მელ­თაც ჯერ არ აქვთ ნა­ნა­ხი აჭა­რის მა­ღალმთი­ა­ნი კუ­რორ­ტე­ბი?

- ვფიქ­რობ, ეს არის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხოს ყვე­ლა ადა­მი­ან­მა იმის­თვის, რომ შე­ი­ძი­ნოს ახა­ლი, და­უ­ვი­წყა­რი და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი. მოგ­ზა­უ­რო­ბის და­გეგ­მვი­სას ყვე­ლას ვურ­ჩევ, რომ აჭა­რა­ში ჩას­ვლი­სას მხო­ლოდ ზღვით ნუ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბი­ან, რად­გან უფრო მეტი სი­ა­მოვ­ნე­ბა და აღ­ტა­ცე­ბა აჭა­რის მთებ­ში ელით. მთა ჩი­რუ­ხი ჩემი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს არ არის სო­ფე­ლი - სა­ზა­ფხუ­ლო სა­ძო­ვა­რია, სა­დაც ხის ერ­თნა­ი­რი სახ­ლე­ბი დგას და უთ­ბი­ლე­სი ხალ­ხი ცხოვ­რობს. ეს ად­გი­ლი ყვე­ლა­ზე მის­ტი­კუ­რი­ცაა. ნის­ლი 5 წუთ­ში გახ­ვევს ხოლ­მე მთელს ჩი­რუხს და მერე ისევ მზე გა­მო­დის... სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბაა და გუ­ლით ვურ­ჩევ ყვე­ლას, თუ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეს­ტუმ­რონ ამ სა­ო­ცარ მთას.

ზურა გე­ლაშ­ვი­ლი, ბლო­გე­რი:

მა­ღალმთი­ან აჭა­რაშ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩი­რუ­ხი მო­მე­წო­ნა, შემ­დეგ ბე­შუმ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლე­ბი მწვა­ნე ტბის ბი­ლიკ­ზე და ბო­ლოს მწვა­ნე ტბა...პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში. ჩემ­თვის ეს იყო დიდი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­ხიბ­ლა ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან კონ­ტაქ­ტმა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კი არის იქ რაც ხდე­ბა, ეს უნდა ნა­ხოთ ამას ვერ გად­მოვ­ცემ თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ სტუმ­რე­ბი­სად­მი.ახალ ადათ-წე­სებ­საც გა­ვე­ცა­ნი და და­გე­მოვ­ნე­ბით ლა­მის ყვე­ლა აჭა­რუ­ლი კერ­ძი გავ­სინ­ჯე. ბო­რა­ნო ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

ტუ­რის­ტებს ვურ­ჩევ მეტი სპონ­ტა­ნუ­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ: ადე­ქით, ჩა­ა­ლა­გეთ ბარ­გი და გა­ი­ქე­ცით ჩი­რუხ­ში... ჩი­რუ­ხი ზედ­მე­ტად შე­მიყ­ვარ­და.

ნუ ელო­დე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს ან კომ­ფორ­ტს. ჩი­რუხ­ში დაგ­ხვდე­ბათ სიყ­ვა­რუ­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბა, ნის­ლი, ნის­ლი და კი­დევ ნის­ლი, რო­მე­ლიც გა­გა­გი­ჟებთ იმ­დე­ნად ლა­მა­ზად ერ­წყმის უსას­რუ­ლო მთებს. ყვე­ლა­ზე სი­ცო­ცხლით სავ­სე სო­ფე­ლია ჩი­რუ­ხი, ყვე­ლა მხრი­დან ის­მის ბავ­შვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი, სა­ღა­მოს კო­ცონ­საც ან­თე­ბენ და ეს ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბა უფრო მე­ტად ემ­სგავ­სე­ბა ზღაპ­რულ სამ­ყა­როს.

ოთო ნი­კუ­რა­ძე, ბლო­გე­რი:

"აჭა­რა­ში არა­ერ­თხელ მი­მოგ­ზა­უ­რია და შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ ჩემ­თვის მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი კუ­თხეა.

ბევ­რის­თვის აჭა­რა მხო­ლოდ ბა­თუმ­თან და შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზო­ლის კუ­რორ­ტებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, თუმ­ცა აჭა­რა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია ვიდ­რე ზღვის­პი­რა რე­გი­ო­ნი. ბა­თუ­მი­დან სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში იწყე­ბა თვალ­წარმ­ტა­ცი ბუ­ნე­ბა, ულა­მა­ზე­სი ხე­ო­ბე­ბი, მთებ­ზე შე­ფე­ნი­ლი სახ­ლე­ბი.

აჭა­რის მთა­ვა­რი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა ხალ­ხია, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თა­ვი­ან­თი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით, ტრა­დი­ცი­ე­ბი­თა და ადათ-წე­სე­ბით. აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რუ­ლო ხომ ცალ­კე ხაზ­გას­მის ღირ­სია.

მოგ­ზა­უ­რებს ვურ­ჩევ, გა­და­უხ­ვი­ონ მთა­ვა­რი გზი­დან და მო­ი­ნა­ხუ­ლონ სა­ზა­ფხუ­ლო ია­ლა­ღე­ბი, სა­დაც ბევ­რად უკეთ შე­იგ­რძნო­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს. აუ­ცი­ლებ­ლად სა­ნა­ხა­ვი ად­გი­ლე­ბი­დან გა­მო­ვარ­ჩევ­დი ჩი­რუ­ხის მთას, მე­რი­სი­სა და მე­ძიბ­ნას ჩანჩქე­რებს, ღო­მას მთას, ხი­ხა­ნის ცი­ხეს და შუ­ამ­თის ტბებს.

ავ­ტო­რი: ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

ვი­დე­ოს ავ­ტო­რი: ოთო ნი­კუ­რა­ძე

00:00 / 00:00
gio
0

ისე ბლოგერის ქართული შესატყვისი ვერ მოძებნეთ ? 

წ ე რ ე ქ ა რ თ უ ლ ა დ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მთიან აჭარაში ცნობილი ქართველი  ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

მთიან აჭარაში ცნობილი ქართველი  ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„ინსტაგრამსა“ თუ „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში, ბლოგერებმა გამომწერებს მაღალმთიანი აჭარის შეუდარებელი ბუნება გაუზიარეს, ამან კი საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთი კვირის განმავლობაში ბლოგერებმა კინტრიშის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელა, ჩირუხის მთა, მერისის ხეობა, კურორტი ბეშუმი და მწვანე ტბა მოინახულეს. მათი შთაბეჭდილებების გასარკვევათ ჩვენ ბლოგერებს დავუკავშირდით:

ნათია ჩალაძე - ლილიუმის ბლოგი

“მთიან აჭარაში ჩვენი მოგზაურობა 1 კვირა გაგრძელდა და 18 ლოკაციას მოიცავდა. მოვინახულეთ მტირალას პარკი, მაჭახელას და კინტრიშის ხეობები, მეძიბნას და მერისის ჩანჩქერები, ჩირუხი, ბეშუმი და ა.შ.

ეს იყო ჩემი მეორე მოგზაურობა მთიან აჭარაში და ისევე როგორც პირველად, მთა ჩირუხი კვლავ ჩემი ფავორიტია. დანარჩენ ორ ფავორიტში ბათუმთან ახლოს, ჩიტების გადაფრენის დაკვირვების ადგილი და ხაბელაშვილების 300 წლიანი ხიდია. ეს ხიდი ყველამ უნდა ნახოს, ჰარი პოტერის წიგნიდან გადმოსულს გავს და ულამაზესია.

მოვლილი მაქვს სრულიად საქართველო და მაღალმთიანი აჭარა ჩემი უკონკურენტო ფავორიტია.

- როგორი იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა, გაეცანით თუ არა რაიმე ახალ ადათ-წესს, დააგემოვნეთ თუ არა რომელიმე აჭარული კერძი?

- მაღალმთიან აჭარაში ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, მათი მსგავსი სხვაგან არ შემხვედრია. აქ, როგორც კი სახლიდან დაგინახავენ, ოჯახის წარმომადგენელი აუცილებლად გამოვა გარეთ რომ ოჯახში ტკბილეულზე შეგიპატიჟოს. ერთად 7 ბლოგერი ვიყავით ამ ტურზე და ჩემი მეგობრებიც დამეთანხმებიან, მათთვის შენი სტუმრობა ზეიმია.

ადათ-წესებს რაც შეეხება, ერთ ოჯახში ყავაზე დაგვპატიჟეს, ოჯახის უფროსმა 7 დღის ბავშვი მყავს და სანამ შემოხვალთ, ასანთი უნდა შემოგატაროთო, ამით მის პატარას ავი თვალისგან იცავდა. ამ წესზე აქამდე არაფერი მსმენია, მთიანი აჭარა ამ მხრივაც ძალიან საინტერესოა.

გურამ შეროზია, ბლოგერი:

- აჭარის მაღალმთიანი რეგიონი აქამდეც მქონდა ნანახი და არასდროს მეზარება კიდევ და კიდევ ნახვა! ტურისტული ადგილებიდან მე ჩირუხს, მწვანე ტბას და ხიხანის ციხეს გამოვყოფდი...

აჭარაში საოცარი მასპინძლობა იციან, იმდენ ოჯახში დავლიეთ ყავა, ბოლოს ცუდად ვიყავით, თუმცა ამდენ გულითად მოპატიჟებასაც უარს ვერ ვეტყოდით... მომწონს აჭარული კერძებიც, ჩემი ფავორიტია: ბორანო, სინორი, კაიმაღი და რა თქმა უნდა აჭარული ხაჭაპური!

აუცილებლად უნდა ნახოთ მთელი რეგიონი, ვერ გამოვყოფ ერთ კონკრეტულ ადგილს. თუ დრო გექნებათ აუცილებლად ესტუმრეთ მთიანაჭარას.

სოსო ნებიერიძე, ბლოგერი:

„აჭარაში მოგზაურობისას საკმაოდ ბევრი ადგილი ვნახეთ: მტირალას ეროვნული პარკი, მერისის, მეძიბნას ჩანჩქერები, ლელთის ტბა, ჩირუხი, ხიხაძირი და სხვა. ყველაზე მეტად მომეწონა ჩირუხი, პირველად ვნახე მეძიბნას ჩანჩქერი და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ასევე გამოვარჩევდი ხიხანის ციხეს. შარშან ვიმოგზაურე მთიან აჭარაში და წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა, სწორედ ამიტომ დაუფიქრებლად წავედი წელსაც...

აჭარაში ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ყველა ცდილობს შეგიპატიჟოს და გაგიმასპინძლდეს, მათთან ურთიერთობა მოგზაურობის ყველაზე საინტერესო და კარგი ნაწილია. მოსახლეობასთან ურთიერთობისას გავეცანი ისეთ ადათ-წესებსაც, რომლის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი.

რაც შეეხება აჭარულ კერძებს, შეუძლებელია აჭარაში იმოგზაურო და არ დააგემოვნო აჭარული ბორანო და კაიმაღი. ყველას ვურჩევ აიღონ ჩანთები და დაუფიქრებლად წავიდნენ მთიანი აჭარის აღმოსაჩენად, რეალობა მოლოდინებს აუცილებლად გადააჭარბებს.“

სალი წვერავა, ბლოგერი:

აჭარაში მოგზაურობისას ძალიან საინტერესო იყო მოსახლეობასთან ურთიერთობა, ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ადამიანები არიან. ჩავერთე სხვადასხვა სახალისო ვიქტორინაშ და დავაგემოვნე აჭარული სინორიც, რომელიც ძალიან გემრიელი იყო.

- რას ურჩევთ ტურისტებს, რომელთაც ჯერ არ აქვთ ნანახი აჭარის მაღალმთიანი კურორტები?

- ვფიქრობ, ეს არის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ყველა ადამიანმა იმისთვის, რომ შეიძინოს ახალი, დაუვიწყარი და დადებითი ემოციები. მოგზაურობის დაგეგმვისას ყველას ვურჩევ, რომ აჭარაში ჩასვლისას მხოლოდ ზღვით ნუ დაკმაყოფილდებიან, რადგან უფრო მეტი სიამოვნება და აღტაცება აჭარის მთებში ელით. მთა ჩირუხი ჩემი საყვარელი ადგილია საქართველოში, ეს არ არის სოფელი - საზაფხულო საძოვარია, სადაც ხის ერთნაირი სახლები დგას და უთბილესი ხალხი ცხოვრობს. ეს ადგილი ყველაზე მისტიკურიცაა. ნისლი 5 წუთში გახვევს ხოლმე მთელს ჩირუხს და მერე ისევ მზე გამოდის... საოცარი სანახაობაა და გულით ვურჩევ ყველას, თუ აქვთ შესაძლებლობა ესტუმრონ ამ საოცარ მთას.

ზურა გელაშვილი, ბლოგერი:

მაღალმთიან აჭარაშ მოგზაურობისას ყველაზე მეტად ჩირუხი მომეწონა, შემდეგ ბეშუმთან მდებარე სოფლები მწვანე ტბის ბილიკზე და ბოლოს მწვანე ტბა...პირველად ვიყავი მაღალმთიან აჭარაში. ჩემთვის ეს იყო დიდი თავგადასავალი, ყველაზე მეტად მომხიბლა ადგილობრივებთან კონტაქტმა. წარმოუდგენელიც კი არის იქ რაც ხდება, ეს უნდა ნახოთ ამას ვერ გადმოვცემ თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ სტუმრებისადმი.ახალ ადათ-წესებსაც გავეცანი და დაგემოვნებით ლამის ყველა აჭარული კერძი გავსინჯე. ბორანო ძალიან მომეწონა.

ტურისტებს ვურჩევ მეტი სპონტანურობა გამოიჩინონ: ადექით, ჩაალაგეთ ბარგი და გაიქეცით ჩირუხში... ჩირუხი ზედმეტად შემიყვარდა.

ნუ ელოდებით თანამედროვე ტექნოლოგიებს ან კომფორტს. ჩირუხში დაგხვდებათ სიყვარული, ურთიერთობები, საოცარი ბუნება, ნისლი, ნისლი და კიდევ ნისლი, რომელიც გაგაგიჟებთ იმდენად ლამაზად ერწყმის უსასრულო მთებს. ყველაზე სიცოცხლით სავსე სოფელია ჩირუხი, ყველა მხრიდან ისმის ბავშვების ჟრიამული, საღამოს კოცონსაც ანთებენ და ეს ლამაზი ბუნება უფრო მეტად ემსგავსება ზღაპრულ სამყაროს.

ოთო ნიკურაძე, ბლოგერი:

"აჭარაში არაერთხელ მიმოგზაურია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემთვის მთელს საქართველოში ერთ-ერთი უსაყვარლესი კუთხეა.

ბევრისთვის აჭარა მხოლოდ ბათუმთან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის კურორტებთან ასოცირდება, თუმცა აჭარა გაცილებით მეტია ვიდრე ზღვისპირა რეგიონი. ბათუმიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში იწყება თვალწარმტაცი ბუნება, ულამაზესი ხეობები, მთებზე შეფენილი სახლები.

აჭარის მთავარი ღირშესანიშნაობა ხალხია, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებითა და ადათ-წესებით. აჭარული სამზარულო ხომ ცალკე ხაზგასმის ღირსია.

მოგზაურებს ვურჩევ, გადაუხვიონ მთავარი გზიდან და მოინახულონ საზაფხულო იალაღები, სადაც ბევრად უკეთ შეიგრძნობენ ამ ყველაფერს. აუცილებლად სანახავი ადგილებიდან გამოვარჩევდი ჩირუხის მთას, მერისისა და მეძიბნას ჩანჩქერებს, ღომას მთას, ხიხანის ციხეს და შუამთის ტბებს.

ავტორი: ეკა გადახაბაძე

ვიდეოს ავტორი: ოთო ნიკურაძე