თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებული გუშინვე, ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.