მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი კოვიდ დადასტურებული შემთხვევა დედაჩემის ძმის ოჯახია" - რას წერს ექიმი მესტიიდან და რას საყვედურობს ჯანდაცვის სამინისტროს
"პირველი კოვიდ დადასტურებული შემთხვევა დედაჩემის ძმის ოჯახია" - რას წერს ექიმი მესტიიდან და რას საყვედურობს ჯანდაცვის სამინისტროს

"პირ­ვე­ლი კო­ვიდ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა დე­და­ჩე­მის ძმის ოჯა­ხია" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ექი­მი ნინო ჯა­ფა­რი­ძე მეს­ტი­ი­დან და რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს. ნინო ჯა­ფა­რი­ძე მის ოჯახ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც აღ­წერს და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს იმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, რომ რე­გი­ონ­ში ცხე­ლე­ბის ცენ­ტრის დრო­უ­ლად გახ­სნა­ზე არ იზ­რუ­ნეს:

"მათ­თვის, ვი­საც არ სჯე­რო­და და სჯე­რა კო­რო­ნა ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის. დროა და­ი­ჯე­როთ ის ჩვენს გვერ­დზეა, ან უკვე ჩვენს სხე­ულ­შია. რამ­დე­ნი დღეა ვფიქ­რობ, რა და­ა­შა­ვა ხალ­ხმა, ვინც უკვე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ან აწი და­ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან? მინ­და ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გა­მოვ­ხა­ტო: რამ­დე­ნი­მე დღეა ვტი­რი­ვარ არა სა­კუ­თარ თავ­ზე, არა­მედ თქვენ­ზე, ჩემო სვა­ნე­ბო, თქვენ­ზე ვისი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად მუდ­მი­ვად ვზრუ­ნავ­დი, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და, რად­გან ერთი და ორი მერ­ცხა­ლი გა­ზა­ფხულს სვა­ნეთ­ში ვერ მო­იყ­ვან­და.

ეგე­ბა პა­სუ­ხი გამ­ცეს ვინ­მემ, რა­ტომ არ გა­იხ­სნა ცხე­ლე­ბის ცენ­ტრი მეს­ტი­ა­ში? ვფიქ­რობ, მთა­ვა­რი და მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამ სა­კი­თხზე იყო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო. ნუთუ მარ­ტის თვის შემ­დეგ მა­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ დღეს ქვე­ყა­ნა ამ დღე­ში არ ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო. მე­ტი­რე­ბა სა­ცო­დავ ხალ­ხზე, რომ­ლის­თვი­საც იოლი გგო­ნი­ათ მი­ნი­მუმ 140 კმ გავ­ლა პირ­ვე­ლი­ვე ცხე­ლე­ბის ცენ­ტრამ­დე, ავად­მყო­ფო­ბის დროს, როცა თავ­ში გვი­კა­კუ­ნე­ბენ, რომ სვა­ნეთ­ში კო­რო­ნა ვირუ­სი არ არ­სე­ბობს.

ბევ­რი იტყვის, რა­ტომ შენ თვი­თონ არ ამო­ი­ღე ხმა? სამ­წუ­ხა­როდ, როცა ამო­ვი­ღე ხმა, ვიზ­რუ­ნე, ვე­რა­ფე­რი და­ვიმ­სა­ხუ­რე კა­მა­თის, ჩხუ­ბის და და­ცინ­ვის გარ­და. იმის გარ­და, რომ რა­ი­ონ­ში სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რი იყო და მო­მი­წო­დებ­დით პა­ნი­კა არ მე­თე­სა ხალ­ხში. პირ­ში წყა­ლი ჩა­ვი­გუ­ბე და ა, ბა­ტო­ნო უყუ­რეთ, რო­გორ ამო­ან­თხია წყალ­მა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს წყა­ლიც ისევ მე მო­მიბ­რუნ­და ღვარ­ცო­ფად. ჯობ­და ჩემ­თვის გე­წო­დათ პრო­ვო­კა­ტო­რი, ინ­ტრი­გა­ნი და ასე შემ­დეგ და არ გავ­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ და­ვი­ღა­ლე და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით. ჯობ­და ამე­ტა­ნა და მო­სახ­ლე­ო­ბა არ ჩა­ვარ­დე­ბო­და ამ დღე­ში.

რომ იცო­დეთ, რო­გორ მე­ცო­დე­ბით ამ უნი­ა­თო­ბის­თვის, იმ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ზი­ზღის­თვის, რა­საც მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მი­ვი­ღებთ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად. მინ­და მოგ­მარ­თოთ, უკვე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბო, აწი ვინც და­ინ­ფი­ცირ­დე­ბით...

პირ­ვე­ლი კო­ვიდ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა დე­და­ჩე­მის ძმის ოჯა­ხია. მარ­თა­ლია, როცა მსოფ­ლი­ო­ში ასე­თი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია არის, რა რე­კო­მენ­და­ცი­ა­საც სა­ხელ­მწი­ფო გვაძ­ლევს, უნდა შე­ვას­რუ­ლოთ. მაგ­რამ გე­კი­თხე­ბით, როცა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც ამ სერ­ვის მი­ი­ღებ, არ გაქვს ან გაქვს სა­დღაც მი­ნი­მუმ 140 კი­ლო­მეტრში, რა უნდა ქნა? მთავ­რო­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ით გვი­ცხა­დებს, რომ პირ­ველ ინ­ფი­ცი­რე­ბულს ცხე­ლე­ბის ცენ­ტრის­თვის უნდა მი­ე­მარ­თა, უნდა მი­ე­მარ­თა პა­ცი­ენტს, ამა­ში სხვა აზრი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­შიც ჩა­ი­ხე­დეთ, რამ­დე­ნად მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით. ხო არ ჯობ­და თა­ვის დრო­ზე გეზ­რუ­ნათ ცხე­ლე­ბის ცენ­ტრის გახ­სნა­ზე, და­ნარ­ჩენ­ზე ჩვენ ვიზ­რუ­ნებ­დით ექი­მე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბა და არ ჩა­ვარ­დე­ბო­და ხალ­ხი ამ დღე­ში, მაგ­რამ პა­ტა­რა კაც­სა დიდ კაც­თან რო­დის გას­ვლია მარ­თა­ლი. წყალ­ში ჩა­უ­ყა­რეთ სა­ხელ­მწი­ფოს ბრძო­ლა.

ამ დღე­ებ­ში არის სა­უ­ბა­რი, თურ­მე მე დავ­დი­ო­დი პა­ცი­ენ­ტებ­თან სახ­ლში, მე მაქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­ვიდ ინ­ფექ­ცია, მე ვავ­რცე­ლებ­დი ინ­ფექ­ცი­ას... მინ­და გი­თხრათ და და­გამ­შვი­დოთ, უფალს მად­ლო­ბას ვუხ­დი, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­ვიდ ინ­ფექ­ცია ჯერ არ მაქვს ამ­დე­ნად თქვენ­თვის ზი­ა­ნის მო­ტა­ნა არ შე­მეძ­ლო. აწი რაც და­მე­მარ­თე­ბა, იმა­ზე ბო­დიშს ვე­რა­ვის მო­ვუხ­დი, იმი­ტომ რომ მე არ დავ­დი­ო­დი პა­ცი­ენ­ტებ­თან სახ­ლში, პა­ცი­ენ­ტებს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­ვად­მყო­ფო­ში სა­დაც აქამ­დე არა­ფე­რი მე­ვა­ლე­ბო­და პა­ცი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის გარ­და, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბი, რა­საც ალ­ბათ ვერ ავ­ცდე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დამ­სა­ხუ­რე­ბით იმის გამო, რომ აქ ცხე­ლე­ბის ცენ­ტრი არ გახ­სნა. ცხე­ლე­ბის ცენ­ტრის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლი­ვე მო­სი­ა­რუ­ლე პა­ცი­ენტს მო­ვიყ­ვან­დი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რით, დი­აგ­ნო­ზიც დად­გინ­დე­ბო­და და სა­ხელ­მწი­ფო, თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბით ამ დღე­ში არ ჩა­ვარ­დე­ბო­და.

ისე ვინც გან­მი­კი­თავთ ან გან­მი­კი­თხოთ, უფალს ვთხოვ, ჯან­მრთე­ლად გამ­ყო­ფოთ, ვთხოვ მხო­ლოდ მე ვიყო ბოლო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში, თუნ­დაც ბოლო მსხვერ­პლი კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ით. ისე ვინც ჩემი და ჩემი ოჯა­ხის გან­კი­თხვის, რიგ­ში ხართ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მე გა­ვი­ზარ­დე ბი­ცო­ლა­ჩე­მის ხელ­ში. მრცხვე­ნია, რომ მათ მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ფო­ნო რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვაძ­ლევ­დი, მე მათ არ მივ­კა­რე­ბი­ვარ კლი­ნი­კა­ში მოს­ვლამ­დე. კლი­ნი­კა­ში სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბით მო­ვემ­სა­ხუ­რე, რო­გორც ყვე­ლა ცხე­ლე­ბით პა­ცი­ენ­ტებს გემ­სა­ხუ­რე­ბით. პა­ცი­ენ­ტი იძუ­ლე­ბის წე­სით გა­და­ვა­მი­სა­მარ­თე ცხე­ლე­ბის ცენ­ტრში. ეს არის ჩემი და­ნა­შა­უ­ლი, რომ მთელ სვა­ნეთს არ მო­ე­დო ინ­ფექ­ცია და შემ­დეგ მთელ ქვე­ყა­ნას.

ისე ცოტა ად­რინ­დელ დრო­ში გა­და­გიყ­ვანთ და ეგე­ბა და­ფიქ­რდეთ, სა­ნამ ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის წყევ­ლა კრულ­ვას მოყ­ვე­ბით. 2010 წელს პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან გა­და­დე­ბუ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცით და­ა­ვა­დე­ბულ­მა სახ­ლში ინ­ფექ­ცია მი­ვი­ტა­ნე. და­ა­ვად­და 65 წლის მთა­სა­ვით ძლი­ე­რი მა­მა­ჩე­მი. სიკ­ვდილს რამ­დე­ნი წელი ებ­რძო­და, რამ­დე­ნი ტან­ჯვა წა­მე­ბა გა­და­ი­ტა­ნა, დღემ­დე რამ­დენს წვა­ლობს, 10 წე­ლია ინ­ვა­ლი­დის ეტლს მი­ჯაჭ­ვუ­ლია, 10 წე­ლია სიკ­ვდილს ნატ­რობს, ვინ­მეს რამე გაგ­რძნო­ბი­ნეთ, ვინ­მე ვწყევ­ლეთ მე ან ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­მა, ვინ­მეს თავს მო­გახ­ვი­ეთ? და­ფიქ­რდით სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე. ვინ­მე ფიქ­რობს, ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი დამ­ცი­რე­ბა მი­მი­ღია პირ­ბა­დის ხმა­რე­ბის გამო, თქვენ­თვის იო­ლია გა­ნი­კი­თხოთ სხვა. ჩემს გულ­ში და სხე­ულ­ში ჩა­ი­ხე­დეთ, რა დღე­ში ვარ იმის ფიქ­რით, რა და­ე­მარ­თე­ბა მა­მას თუ და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მელ­საც მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი ემარ­თე­ბა, რო­მელ­საც მე­დი­კა­მენ­ტე­ბი სი­კე­თის მა­გივ­რად ვნებს. არ გახ­ვევთ თავს იმას, რომ ოჯახ­ში 14 წევ­რი ვართ. პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­მარ­თლით გევ­ლოთ იმ პი­რებს, ვი­საც ამ საქ­მის მო­წეს­რი­გე­ბა გე­ვა­ლე­ბო­დათ და არ მო­აგ­ვა­რეთ. მად­ლო­ბე­ლი ვარ თქვე­ნი გან­კი­თხვის­თვის. ძა­ლი­ან გთხოვთ კო­მენ­ტა­რე­ბით ნუ გა­მო­მეხ­მი­ა­ნე­ბით. უფა­ლი ფა­რავ­დეს მსოფ­ლი­ოს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
14

რამდენი დაუწერია, არ დაგეზარა?

ss
3

თქვენთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არ იყო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"პირველი კოვიდ დადასტურებული შემთხვევა დედაჩემის ძმის ოჯახია" - რას წერს ექიმი მესტიიდან და რას საყვედურობს ჯანდაცვის სამინისტროს

"პირველი კოვიდ დადასტურებული შემთხვევა დედაჩემის ძმის ოჯახია" - რას წერს ექიმი მესტიიდან და რას საყვედურობს ჯანდაცვის სამინისტროს

"პირველი კოვიდ დადასტურებული შემთხვევა დედაჩემის ძმის ოჯახია" - წერს სოციალურ ქსელში ექიმი ნინო ჯაფარიძე მესტიიდან და რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს. ნინო ჯაფარიძე მის ოჯახში არსებულ მდგომარეობასაც აღწერს და ჯანდაცვის სამინისტროს იმაში ადანაშაულებს, რომ რეგიონში ცხელების ცენტრის დროულად გახსნაზე არ იზრუნეს:

"მათთვის, ვისაც არ სჯეროდა და სჯერა კორონა ვირუსის არსებობის. დროა დაიჯეროთ ის ჩვენს გვერდზეა, ან უკვე ჩვენს სხეულშია. რამდენი დღეა ვფიქრობ, რა დააშავა ხალხმა, ვინც უკვე ინფიცირებულია ან აწი დაინფიცირდებიან? მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო: რამდენიმე დღეა ვტირივარ არა საკუთარ თავზე, არამედ თქვენზე, ჩემო სვანებო, თქვენზე ვისი ჯანმრთელობისა და საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად მუდმივად ვზრუნავდი, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან ერთი და ორი მერცხალი გაზაფხულს სვანეთში ვერ მოიყვანდა.

ეგება პასუხი გამცეს ვინმემ, რატომ არ გაიხსნა ცხელების ცენტრი მესტიაში? ვფიქრობ, მთავარი და მთავარი პასუხისმგებელი ამ საკითხზე იყო ჯანდაცვის სამინისტრო. ნუთუ მარტის თვის შემდეგ მაგის უზრუნველყოფა არ შეიძლებოდა, რომ დღეს ქვეყანა ამ დღეში არ ჩავარდნილიყო. მეტირება საცოდავ ხალხზე, რომლისთვისაც იოლი გგონიათ მინიმუმ 140 კმ გავლა პირველივე ცხელების ცენტრამდე, ავადმყოფობის დროს, როცა თავში გვიკაკუნებენ, რომ სვანეთში კორონა ვირუსი არ არსებობს.

ბევრი იტყვის, რატომ შენ თვითონ არ ამოიღე ხმა? სამწუხაროდ, როცა ამოვიღე ხმა, ვიზრუნე, ვერაფერი დავიმსახურე კამათის, ჩხუბის და დაცინვის გარდა. იმის გარდა, რომ რაიონში სიტუაცია სტაბილური იყო და მომიწოდებდით პანიკა არ მეთესა ხალხში. პირში წყალი ჩავიგუბე და ა, ბატონო უყურეთ, როგორ ამოანთხია წყალმა. სამწუხაროდ, ეს წყალიც ისევ მე მომიბრუნდა ღვარცოფად. ჯობდა ჩემთვის გეწოდათ პროვოკატორი, ინტრიგანი და ასე შემდეგ და არ გავჩუმებულიყავი, მაგრამ დავიღალე დაუმსახურებელი კომენტარებით. ჯობდა ამეტანა და მოსახლეობა არ ჩავარდებოდა ამ დღეში.

რომ იცოდეთ, როგორ მეცოდებით ამ უნიათობისთვის, იმ დამსახურებული ზიზღისთვის, რასაც მოსახლეობის მხრიდან მივიღებთ დამსახურებულად. მინდა მოგმართოთ, უკვე ინფიცირებულებო, აწი ვინც დაინფიცირდებით...

პირველი კოვიდ დადასტურებული შემთხვევა დედაჩემის ძმის ოჯახია. მართალია, როცა მსოფლიოში ასეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არის, რა რეკომენდაციასაც სახელმწიფო გვაძლევს, უნდა შევასრულოთ. მაგრამ გეკითხებით, როცა სამედიცინო დაწესებულება, სადაც ამ სერვის მიიღებ, არ გაქვს ან გაქვს სადღაც მინიმუმ 140 კილომეტრში, რა უნდა ქნა? მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ტელევიზიით გვიცხადებს, რომ პირველ ინფიცირებულს ცხელების ცენტრისთვის უნდა მიემართა, უნდა მიემართა პაციენტს, ამაში სხვა აზრი არ არსებობს, მაგრამ საკუთარ თავშიც ჩაიხედეთ, რამდენად მართალი ბრძანდებით. ხო არ ჯობდა თავის დროზე გეზრუნათ ცხელების ცენტრის გახსნაზე, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებდით ექიმები და მოსახლეობა და არ ჩავარდებოდა ხალხი ამ დღეში, მაგრამ პატარა კაცსა დიდ კაცთან როდის გასვლია მართალი. წყალში ჩაუყარეთ სახელმწიფოს ბრძოლა.

ამ დღეებში არის საუბარი, თურმე მე დავდიოდი პაციენტებთან სახლში, მე მაქვს დადასტურებული კოვიდ ინფექცია, მე ვავრცელებდი ინფექციას... მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ, უფალს მადლობას ვუხდი, დადასტურებული კოვიდ ინფექცია ჯერ არ მაქვს ამდენად თქვენთვის ზიანის მოტანა არ შემეძლო. აწი რაც დამემართება, იმაზე ბოდიშს ვერავის მოვუხდი, იმიტომ რომ მე არ დავდიოდი პაციენტებთან სახლში, პაციენტებს ვემსახურებოდი რეკომენდაციების დაცვით საავადმყოფოში, სავადმყოფოში სადაც აქამდე არაფერი მევალებოდა პაციენტების მომსახურების გარდა, თუ ინფიცირებული გავხდები, რასაც ალბათ ვერ ავცდები დაზარალებული ვიქნები ჯანდაცვის სამინისტროს დამსახურებით იმის გამო, რომ აქ ცხელების ცენტრი არ გახსნა. ცხელების ცენტრის არსებობის შემთხვევაში, პირველივე მოსიარულე პაციენტს მოვიყვანდი სატელეფონო საუბრით, დიაგნოზიც დადგინდებოდა და სახელმწიფო, თავისი მოსახლეობით ამ დღეში არ ჩავარდებოდა.

ისე ვინც განმიკითავთ ან განმიკითხოთ, უფალს ვთხოვ, ჯანმრთელად გამყოფოთ, ვთხოვ მხოლოდ მე ვიყო ბოლო ინფიცირებული მსოფლიოში, თუნდაც ბოლო მსხვერპლი კოვიდ ინფექციით. ისე ვინც ჩემი და ჩემი ოჯახის განკითხვის, რიგში ხართ. გაითვალისწინეთ მე გავიზარდე ბიცოლაჩემის ხელში. მრცხვენია, რომ მათ მხოლოდ სატელეფონო რეკომენდაციებს ვაძლევდი, მე მათ არ მივკარებივარ კლინიკაში მოსვლამდე. კლინიკაში სტანდარტით გათვალისწინებული ჩაცმულობით მოვემსახურე, როგორც ყველა ცხელებით პაციენტებს გემსახურებით. პაციენტი იძულების წესით გადავამისამართე ცხელების ცენტრში. ეს არის ჩემი დანაშაული, რომ მთელ სვანეთს არ მოედო ინფექცია და შემდეგ მთელ ქვეყანას.

ისე ცოტა ადრინდელ დროში გადაგიყვანთ და ეგება დაფიქრდეთ, სანამ ჩემი ახლობლების წყევლა კრულვას მოყვებით. 2010 წელს პაციენტებისგან გადადებული ვირუსული ინფექცით დაავადებულმა სახლში ინფექცია მივიტანე. დაავადდა 65 წლის მთასავით ძლიერი მამაჩემი. სიკვდილს რამდენი წელი ებრძოდა, რამდენი ტანჯვა წამება გადაიტანა, დღემდე რამდენს წვალობს, 10 წელია ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულია, 10 წელია სიკვდილს ნატრობს, ვინმეს რამე გაგრძნობინეთ, ვინმე ვწყევლეთ მე ან ჩემი ოჯახის წევრებმა, ვინმეს თავს მოგახვიეთ? დაფიქრდით საკუთარ ქმედებებზე. ვინმე ფიქრობს, ამ 10 წლის განმავლობაში რამდენი დამცირება მიმიღია პირბადის ხმარების გამო, თქვენთვის იოლია განიკითხოთ სხვა. ჩემს გულში და სხეულში ჩაიხედეთ, რა დღეში ვარ იმის ფიქრით, რა დაემართება მამას თუ დაინფიცირდა, რომელსაც მედიკამენტებზე ანაფილაქსიური რეაქციები ემართება, რომელსაც მედიკამენტები სიკეთის მაგივრად ვნებს. არ გახვევთ თავს იმას, რომ ოჯახში 14 წევრი ვართ. პაციენტების სიმართლით გევლოთ იმ პირებს, ვისაც ამ საქმის მოწესრიგება გევალებოდათ და არ მოაგვარეთ. მადლობელი ვარ თქვენი განკითხვისთვის. ძალიან გთხოვთ კომენტარებით ნუ გამომეხმიანებით. უფალი ფარავდეს მსოფლიოს".

"ვერ დავტკბი მისი პატარაობით, ისე გაიზარდა თვალსა და ხელს შუა" - ირაკლი ოქრუაშვილმა შვილი, საფრანგეთში სასწავლებლად, ემოციური პოსტით გააცილა

"გაგანია ვირუსის დროს ერთი ადამიანიც რომ არ გაკლასტერდა ტაძარში, ახლა რას ფიქრობენ ნეტა?!" - ნატო დუმბაძე

"ჩემი კლასტერი არ არსებობს. მიხარია..." - რას წერს ვიკა ბუკია, რომელიც მეუღლესთან ერთად მკურნალობს