პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცოდა" - რას ამბობს ადვოკატი ბაჩალიაშვილის ჩანაწერზე, რომელიც ჟურნალისტმა გაასაჯაროვა
"ოჯახმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცოდა" - რას ამბობს ადვოკატი ბაჩალიაშვილის ჩანაწერზე, რომელიც ჟურნალისტმა გაასაჯაროვა

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის თა­ო­ბა­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ჟურ­ნა­ლის­ტმა გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძემ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც, მისი თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ეკუთ­ვნის.

"პი­რა­დად მე, უძ­ლუ­რი ვარ მის წი­ნა­შე", - ეს არის, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ერთ-ერთი ბოლო ფრა­ზა, რო­მე­ლიც მან ფურ­ცელ­ზე და­წე­რა. აქვე წე­რია ციფ­რი - 15... ამ პოს­ტის გამო გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე შსს-ში გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს.

Ambebi.ge -სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი დო­კუ­მენ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძის თქმით, თუ და­დას­ტურ­და, რომ წე­რი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის მიერ არის შეს­რუ­ლე­ბე­უ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბამ საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლის სა­კი­თხი უნდა და­ა­ყე­ნოს.

"ეს იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტია და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ თუ ექ­სპერ­ტი­ზა უტყუ­ა­რად და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ეს არის მარ­თლაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ და­წე­რი­ლი, მა­შინ გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა იფიქ­როს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა­ზე. ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ჩა­ნა­წე­რის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ უფრო გაგ­ვიმ­ყარ­და ვა­რა­უ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ვი­ღაც აში­ნებ­და, ემუქ­რე­ბო­და. პა­სუ­ხია გა­სა­ცე­მი კი­თხვა­ზე - ვის მი­მართ იყო უძ­ლუ­რი და რა არ შე­ეძ­ლო?“- ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ასევე დაგაინტერესებთ
15:48 / 08-08-2020

"21 წელი მშობლების სიყვარული არ მომკლებია... არ დავუშვებ მამაჩემის ღირსება შელახონ" - თამარ ბაჩალიაშვილის ძმა

17:20 / 12-08-2020

"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება თვითმკვლელობასთან ერთად, აქტიურად  განიხილავს მკვლელობის ვერსიასაც" - მიხეილ რამიშვილი

10:42 / 13-08-2020

"გაგვიმყარდა ვარაუდი, რომ თამარს ვიღაც აშინებდა, ემუქრებოდა" - კიდევ რა წერია ბაჩალიაშვილის ბლოკნოტში და რატომ არ ამოიღო ის გამოძიებამ აქამდე?

16:27 / 13-08-2020

"ბულინგი მოახდინეს ჩემზე, გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის ფურცელიო" - ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

16:03 / 31-08-2020

რას ამბობენ კომპანია ZAG-ში სასიყვარულო წერილებზე, რაც მათ თანამშრომელ ნიკა გეჯაძეს, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილმა გაუგზავნა

სა­ი­დან ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძეს და რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს ოჯა­ხი წე­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, Ambebi.ge თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს ესა­უბ­რა. რა­მიშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ ოჯახ­მა ამ წე­რი­ლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და და მე­დი­ით შე­ი­ტყო.

"არ იცო­და ოჯახ­მა არა­ფე­რი ამ წე­რი­ლის შე­სა­ხებ. სა­ი­დან გაჩ­ნდა ეს წე­რი­ლი, ვე­რა­ფერს გე­ტყვით. კი­დევ ბევ­რი დო­კუ­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს გზა­დაგ­ზა და ყვე­ლა­ფე­რი მივა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. კა­ლიგ­რა­ფი­ულ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ უნდა და­ად­გი­ნოს, ეკუთ­ვნის თუ არა ეს წე­რი­ლი ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს. სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით ამ წე­რილ­ზე“ - გვი­თხრა ად­ვო­კატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რამიშვილს
1

არ იცო­და ოჯახ­მა არა­ფე­რი ამ წე­რი­ლის შე­სა­ხებ. სა­ი­დან გაჩ­ნდა ეს წე­რი­ლი ვე­რა­ფერს გე­ტყვით. კი­დევ ბევ­რი დო­კუ­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს გზა­დაგ­ზა და ყვე­ლა­ფე­რი მივა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. კა­ლიგ­რა­ფი­ულ­მა ექ­სპე­რი­ზამ უნდა და­ად­გი­ნოს, ეკუთ­ვნის თუ არა ეს წე­რი­ლი ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს. სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით ამ წე­რილ­ზე“ - გვი­თხრა ად­ვო­კატ­მა.

რას ამბობთ პატ-ლო ადვოკატო??? ოჯახში, გოგონას ნივთებში მყოფი ბლოკნოტი საიდან ჩაუვარდა ჟურნალისტს ხელში? თუ ოჯახმა არ მისცა? ანუუუ ჟურნალისტი შეიპარა ბინაში, ჩაატარა ჩხრეკა და ისე გადაიღო ეს გვერდი?

რაებს ბოდავთ უკვე თქვენც და მშობლებიც თუ ხვდებით ნეტავ?

არ დაბლოკოთ.

დაწერეთ გარკვევით
0

სად იყო ეს ბლოკნოტი თუ არა სახლში.და ვისთანაც იყო რატომ არ მიაწოდა გამოძიებას .

ავტორი:

"ოჯახმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცოდა" - რას ამბობს ადვოკატი ბაჩალიაშვილის ჩანაწერზე, რომელიც ჟურნალისტმა გაასაჯაროვა

"ოჯახმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცოდა" - რას ამბობს ადვოკატი ბაჩალიაშვილის ჩანაწერზე, რომელიც ჟურნალისტმა გაასაჯაროვა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის თაობაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ გაასაჯაროვა ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ, ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

"პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე", - ეს არის, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი - 15... ამ პოსტის გამო გიორგი კაპანაძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

Ambebi.ge -სთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტი დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრობს. გიორგი კაპანაძის თქმით, თუ დადასტურდა, რომ წერილი გარდაცვლილი პროგრამისტის მიერ არის შესრულებეული, გამოძიებამ საქმის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი უნდა დააყენოს.

"ეს იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მტკიცებულება, რომ თუ ექსპერტიზა უტყუარად დაადასტურებს, რომ ეს არის მართლაც თამარ ბაჩალიაშვილის მიერ დაწერილი, მაშინ გამოძიებამ უნდა იფიქროს კვალიფიკაციის შეცვლაზე. ანუ ფაქტობრივად, ამ ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენ უფრო გაგვიმყარდა ვარაუდი, რომ შეიძლება თამარ ბაჩალიაშვილს ვიღაც აშინებდა, ემუქრებოდა. პასუხია გასაცემი კითხვაზე - ვის მიმართ იყო უძლური და რა არ შეეძლო?“- ამბობს ჟურნალისტი.

საიდან ჩაუვარდა ხელში აღნიშნული დოკუმენტი ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს და რა ინფორმაციას ფლობს ოჯახი წერილთან დაკავშირებით, Ambebi.ge თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ესაუბრა. რამიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ოჯახმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცოდა და მედიით შეიტყო.

"არ იცოდა ოჯახმა არაფერი ამ წერილის შესახებ. საიდან გაჩნდა ეს წერილი, ვერაფერს გეტყვით. კიდევ ბევრი დოკუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს გზადაგზა და ყველაფერი მივა პროკურატურაში. კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ეკუთვნის თუ არა ეს წერილი ბაჩალიაშვილს. სხვას ვერაფერს გეტყვით ამ წერილზე“ - გვითხრა ადვოკატმა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი - "არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან"

სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რატომ ვერ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება - რას ამბობს ადვოკატი?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"